გლობალური დათბობა და საფრთხეები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Druides » 24 მაი 2010, 19:56

ხოლო რაც შეეხება ვულკანებს ერთი ძლიერი ვულკანის ამოფრქვევას იმდენი გამონაბოლქვი გამოაქვს რამდენიც ინდუსტრიალიზაციის ხანაში ადამიანმა გამოუშვა
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 24 მაი 2010, 22:56

Druides

გეთანხმები
2გზის გეთანხმები გაეროს ბიუროკრატიის კორუფციული შეთქმულების გამო.

პ.ს. ფრთხილად იყავი. ჯორდანო ბრუნოს, ნიკოლაი კოპერნიკს იმის ნახევარი არ უთქვამთ რაც აქ დაწერე და კოცონზე დაწვეს. საცოდაობა იქნება უვიცმა მართმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა შეგიწირონ.
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GT.ge » 25 მაი 2010, 10:10

რაც ეს პლანეტა არსებობს, იმის მერე სულ "თბება", გლობალური იქნება ეს თუ მურთაზული. ადამიანი ყველა შემთხვევაში მოახდენს ადაპტირებას. ისედაც ბევრნი ვტკეპნით, პაწა გამოიხშირება და ეგაა.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მაი 2010, 10:40

აქ ზოგი1 ჩვენგანი ზედმეტად თავდაჯერებულია, თითქოს დედამიწაზე არაფერი ხდება და თუ რამ
პროცესი მიმდინარეობს, გარემო თავად მოაგვარებს და წონასწორობას აღიდგენს.
ჰოლო ყველა მსჯელობა კლიმატურ ცვლილებებსა და დედამიწის გადარჩენაზე, თურმე,
გაეროს ბიუროკრატიის შედეგია.
ასეთ ადამიანებს ვურჩევ, ბუნებაში მეტი დრო გაატარონ და ხშირად დატკბნენ მცენარეთა კეთილსურნელებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მაი 2010, 10:59


ნებისმიერი პროცესი, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს, ეს ვულკანი იქნება, წყალდიდობა,
გამონაბოლქვი, ნაგვის დაყრა, მრეწველობის მაღალი ტემპები, მეწყერები და ა.შ, გარემოზე აისახება.
მანქანების გამონაბოლქვი, ტყის ჭრა ის პროცესებია, რომელთან გამკლავებაც დედამიწას უძნელდება. განსხვავებით ვულკანებისა და მიწისძვრისა.
ტყის დაწვის შემთხვევაში, სულ მცირე, 40 წელია საჭირო, რომ იქ სიცოცხლე დაბრუნდეს.
ბოლო დროის მრავალი კლიმტური მოვლენა სწორედ ადამიანის უხეშმა ჩარევამ გამოიწვია.
ვულკანები და მიწისძვრები და აქედან გამოწვეული პრობლემები, წყალდიდობები, ახალი ხმელეთის
წარმოშობა და ა.შ., ცხადია, ადრეც ხდებოდა, ეს დედამიწის მრავალმილიონიანწლიანი პროცესებია და
თვითრეგულაციას, დიდი ხანია, ექვემდებარება.
ამით გარკვეული წონასწორობა დაცულია.

მაგრამ საკმარისია ადამიანთა უხეშმა მოპყრობა გაგრძელდეს, რომ გარემო მასთან გამკლავების უნარს
ამოწურავს და საფრთხეც გარდაუვალი იქნება.
მარტივად რომ ვთქვა, დედამიწისთვის ეს ისეთივე ძნელია, როგორც 1 ადამიანისთვის 1 ხელით 1 ადამიანს.
უმკლავდებოდეს, მე2ით, ვთქვათ, ვეფხვს.

ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოა, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი ნებისმიერ ვითარებას შეეგუება.
ცუდია, რომ მხოლოდ ადამინებზე ვფიქრობთ და სხვა ცოცხალი 2განიზმები გვავიწყდება.
დედამიწა თუ რამით ინრჩუნებს სილამაზესა და წონასწორობას, სწორედ ამ მოზაიკის წყალობით,
თორემ ადამიანი მზის სისტემის პლანეტაზე რომ გაუშვა, იქაც შეეგუება ცხოვრებას. თუმცა,
ფორმით საგრძნობლად შეიცვლება - ყურები და კიდურები მკვეთრად დაუგრძელდება.

ის რაც ბუნენაში ხდება, მოდით, ის ბუნებას მივანდოთ. ჩვენ კი ამ პროცესებს დაუდევრობით,
თავდაჯერებულობითა და სიუხეშით ხელი არ შევუშალოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 25 მაი 2010, 11:05

ბრიგადირ ეკოლოგია ფოტოგრაფია არ არის - ნუ ბლატაობ და რჩევებიც შენთვის შეინახე....

თუ ძაან გაღელვებს ეს "გლობალური დათბობა" ჯერ მარტივი სტატისტიკით დაინტერესდი, მაგალითად ცეო2 რამდენ პროცენტს გამოყოფს ატმოსფეროში მსოფლიო ოკეანე და მთელი კაცობრიობა ჯამურად. (რიცხვებს შეგნებულად არ ვწერ, რომ მოიძიო შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა და იქ ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციაც ნახო) ჰოდა მერე იყვირე ადამიანმა დაღუპა ბუნებაო.

მე დარწმუნებული ვარ ადამიანს კაცობრიობის პროგრესის მიზნით სრული უფლება აქვს ბუნება გამოიყენოს. აბა რისთვის შეიქმნა ან ერთი ან მეორე? ვისაც არ მოსწონს იჯდეს გამოქვაბულში, მისი ნებაა
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by burdiani » 25 მაი 2010, 11:10

Druides wrote:burdiani


ეხლა აგიხსნი ჩვეულებრივ ენაზე.....

მზის სხივები ეცემა დედამიწაზე დედამიწის ზედაპირი ამ სითბოს იღებს რამდენიც სჭირდება რაც არ სჭირდება აირეკლავს..... დედამიწაზე ყინულის საფარი კიდე წარმოადგენს ამრეკლავს..... მაგრამ ტექნიკის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ისეთი მცნება რომელსაც Hქვია სმოგი ანუ წვის შედეგად გამონაბოლქვი ეს გამონაბოლქვი ხელს უშლის.....
მზე დედამიწაზე აგზავნის ელექტრომაგნეტური ყველასპექტრის ტალღას დაწყებული მრავალკილომეტრიანი რადიოტალღებიდან დამთავრებული გამა სპექტრით. ასევე ნეიტრონების სახით დედამიწაზე ეცემა დამუხტული ნაწილაკები, თუმცა ნეიტრონებისთვის დედამიწა გამჭვირვალეა და დედამიწაზე არ რჩებიან....
მზის ელეკტრო მაგნიტური გამოსხივება გადის მრავალფეროვან შერჩევას სანამ ატმოსფეროში შემოაღწევს..ულტრაიასამნისფერი და ულტრაიისფერი გამოსხივების გარდა დედამიწაზე რჩება ყველა სხვა ნაწილაკი, რომელიც ათბობს და იონიზაციას ახდენს დედამიწის ზედაპირის. ასევე დედამიწის ზედაპირი და ოკეანეები შთანთქავენ დანარჩენი კი აირეკლება რადგან ჟანგბადი და აზოტი რომელიც ჰაერის ძირითადა შემადგენელი ნაწილია ამ ნაწილაკებისთვის გამჭვირვალეა....თუმცა ჰაერში სხვადასხვა ნაწილაკების არსებობა მაგ. წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, ფრეონი და სხვა ხელს უშლის ზედმეტი ნაწილაკების დაბრუნებას კოსმოსურ სივრცეში. ამაში გამოიხატება სათბურის ეფექტი რაც უწყობს ტემპერატურის ზრდას ხელს.
ამიტომ აუცილებელია ამ წონასწორობის შენარჩუნება , წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე ტემპერატურა მოიმატებს ან დაეცემა...
ეს ვიცი :) უბრალოდ ის წინადადება ვერ გავიაზრეთქო იმიტომ დავწერე. სპეციალობით გეოგრაფი ვარ მართალია არა ამ დარგის მაგრამ რაღაც რაღაცეები მესმის მეც ამ სფეროში და ცემი აზრი ასეთია ამ პროცესისი შეჩერება ახლა შეუძლებელია , ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები და შეიძლება სავალალოც, ჩვენ ალბათ უფრო მისი შენელება თუ შეგვიძლია ანუ ის რომ ნაკლებ დამანგრეველი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი ჩვენთვის ანუ კაცობრიობისთვის :)
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მაი 2010, 11:22

QEBURIUS wrote:ბრიგადირ ეკოლოგია ფოტოგრაფია არ არის - ნუ ბლატაობ და რჩევებიც შენთვის შეინახე....

თუ ძაან გაღელვებს ეს "გლობალური დათბობა" ჯერ მარტივი სტატისტიკით დაინტერესდი, მაგალითად ცეო2 რამდენ პროცენტს გამოყოფს ატმოსფეროში მსოფლიო ოკეანე და მთელი კაცობრიობა ჯამურად. (რიცხვებს შეგნებულად არ ვწერ, რომ მოიძიო შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა და იქ ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციაც ნახო) ჰოდა მერე იყვირე ადამიანმა დაღუპა ბუნებაო.

მე დარწმუნებული ვარ ადამიანს კაცობრიობის პროგრესის მიზნით სრული უფლება აქვს ბუნება გამოიყენოს. აბა რისთვის შეიქმნა ან ერთი ან მეორე? ვისაც არ მოსწონს იჯდეს გამოქვაბულში, მისი ნებაა
შენი ლოგიკით, სამშენებლო კომპნანიის იურისტობაც არ ნიშნავს ეკოლოგიში მცოდნეობას. ამიტომ, შენი აზრი ან რჩევები არ მოვისმინოთ? იქნებ რა ცოდნა და გამოცდილება გვაქვს ეკოლოგიაში
(კამათისას, შეეცადე, რომ ეთიკას არ უღალატო. აზრის დასაბუთებისას ხელს შეგიშლის)?
სწორედ ინტერნეტშია შემაშფოთებელი ცნობები და მას, რატომრაც, არ ეცნობი.
თუმცა, მხოლოდ ინტერნეტში ქექვით ეკოგანათლებას ვერც შენ მიიღებ.
სულ მცირე, კომპეტენტურ პირსაც ესაუბრე.
ამაზე არავინ დაგზარდება, რომ გარემოს პრობლემებზე საუბრისას ასე თავდაჯერებულად
აღარ იყო და მხოლოდ ცალმხრივ ცნობებს არ ეყრდნობოდე.
რასაკვირველია, ადამიანს სრული უფლება აქვს ბუნება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უხეშად.
1 დღესაც ყველა აღმოვაჩენთ, რომ გამოსაყენებლად არც სუფთა ჰაერი გვაქვს, არც ტყე, არც ნიადაგი,
ჰოლო, წინსვლისკენ (პროგრესს რასაც ეძხი) სვლა უკუსვლად გვექცევა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 25 მაი 2010, 11:31

არ გეკამათები გოგრიჩ, გეკაიფები...

ისე რომ დაღამდება ცას ახედე, ტელესკოპით თუ გაიხედავ მთლად უკეთესი, ჰოდა მიხვდები ერთი მიყრუებული გალაქტიკის, მიყრუებული ვარსკვლავის (მზის) ერთერთი პლანეტის ბინადრები ვართ და მეტი არაფერი. კოსმოსის შესასწავლად ჩვენი ტექნოლოგიები (ჯერ კიდევ შიდა წვის ძრავი, მაზუთი, ტაოტი და ა.შ) ძალიან დაბალ საფეხურზე დგას. პროგრესი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ ფასად


ისე ტყეების ჩეხვას პროგრესთან დღეს უკვე არანაირი კავშირი არ აქვს. ამას ან ძალიან ღარიბი ან ძალიან ძუნწი ადამიანები ჩადიან პირადი გამორჩენის მიზნით
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Druides » 25 მაი 2010, 11:41

GT.ge wrote:რაც ეს პლანეტა არსებობს, იმის მერე სულ "თბება", გლობალური იქნება ეს თუ მურთაზული. ადამიანი ყველა შემთხვევაში მოახდენს ადაპტირებას. ისედაც ბევრნი ვტკეპნით, პაწა გამოიხშირება და ეგაა.
ისე ადამიანმა თუ არ მოუარა ბუნებას მარტო ბუნებაც ვერ გაქაჩავს 5 მილიარდ ადამიანს....... მე კიდე ადფამიანი ვერ წარმომიდგენია სხვა ფორმით და სხვა სახით ის ჩემთვის მუტანტი იქნება....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Druides » 25 მაი 2010, 11:46

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:აქ ზოგი1 ჩვენგანი ზედმეტად თავდაჯერებულია, თითქოს დედამიწაზე არაფერი ხდება და თუ რამ
პროცესი მიმდინარეობს, გარემო თავად მოაგვარებს და წონასწორობას აღიდგენს.
ჰოლო ყველა მსჯელობა კლიმატურ ცვლილებებსა და დედამიწის გადარჩენაზე, თურმე,
გაეროს ბიუროკრატიის შედეგია.
ასეთ ადამიანებს ვურჩევ, ბუნებაში მეტი დრო გაატარონ და ხშირად დატკბნენ მცენარეთა კეთილსურნელებით
გოგა იმას კი არ ვიძახი არაფერი არ ხდება თქო უბრალოდ ადამიანები გაეროს თანამშრომელია თუ ცირკის დირექტორი ცდილობს მოიძიოს რაც შეიძლება მეტი დაფინანსება ამიტომ ეკოლოგების დიდ ნაწილს უხდება გამწვავებული სტატიების წერა....რაც არ უნდა იყოს იმ ეკოლოგს ჩვენ ვერ შევეკამათებით გინდა თუ არა ფინანსებისთვის აკეთებო იმიტომ რომ მას გაცილებით დიდი ცოდნა აქვს ამ დარგში და კამათში ჩახდის ნებისმიერს......
ტემპერატტურა და ნახშირროჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში რომ მატულობს ეს უკვე დადგენილი ფაქტია ამაზე მემგონი კამათიც არ არის საჭირო
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 25 მაი 2010, 19:23

გაეროს ბუროკრატია ცნობილია, თუმცა თუ მომოვიხედავთ ადვილია ადამიანის ,,ნაღვაწის" დანახვა... ლამის არის ადამიანი დედამიწაზე ხორცმეტად იქცეს... შორს სად მივდივართ აგერ რამდენიმე კვირაა ოკეანეში მილიონობით ბარელი ნავთი იღვრება და ვისი ბრალია? ტანკერები ხომ წარამარა იძირება და ნავთობით ამდიდრებს ისედაც დაბინძურებულ წყალს? ბათუმში რომ გიბანავიათ წყლიდან ტაოტიანი არ ამოსულხართ?
ადამიანი იქამდე გაგიჟდა რომ დედამიწის ცენტრის მიმართულებით ბურღვა დაიწყეს და უკვე რამდენიმე ათეულ კილომეტრზე არიან ჩასულები და ეს დიდი მიღწევად მიაჩნიათ...
პლასმტასის წარმოება, ქიმიური ინდუსტრიის განვითარება, უამრავი შხამებისა და პესტიციდების წარმოება, DDტ რომელიც ნორვეგიელი ქალების რძეშია დაფიქსირებული და ასევე თეთრი დათვის ქონში, ამ ყველაფერზე დროულად არის დაფიქრება საჭირო.
ამას გენური ინჟინერია დავამატოთ და მალე იქამდე მივალთ რომ დინოზავრებს და ბრონტოზავრებს აღადგენენ, გასასამართლებლად აფრიკის შიმშილს მოიტანენ ან კიდევ უფრა უარეს სისულელეს, რამდენადაც ვიცი მამონტი უკვე შექმნეს 2 წლის წინ პრენსილვანიაში.
ასე თუ გაგრძელდა პროგრესის მაგივრად დეგენერაცია და მუტაცია გვექნება შედეგად!

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 27 მაი 2010, 11:03

მაკენა

1 კვირაა ჩინეთში ხარ და კონფუციანიზმის გავლენა (ცნობილი ოქროს შუალედი ყველაფერში) უკვე აშკარად გეტყობა :)
ის რაც ადამიანის ესტეთიური აღთქმისათვის მიუღებელია (დაყრილი ნაგავი მაგალითად) უპირობოდ არ ნიშნავს კატასტროფას დედამიწის მაშტაბით. თითქმის ყველა ნივთიერება ჩვენს გარშემო მილიარდი წლებია არსებობს. ჰოდა ის პირველადი სახით, ვთქვათ ხე ან ავეჯის ფორმით იქნება დედამიწაზე გლობალურად ბევრი არაფერი იცვლება. უფრალოდ ჟანგბადია ნაკლები, მაგრამ ადამიანის კომფორტული გარემოა მეტი. პოლიეთილინი ბუნებაში ვერაფერი ხილი სანახაობაა, მაგრამ მეორე მხრიდან და ულტრირებულად შევხედოთ ამ ყველაფერს. იქნება ეს ბუნებას "რაღაცისთვის ჭირდება." ჰოდა ადამიანიც იმიტომ შექმნა ბუნებამ, რომ თვითონ პოლიეთილინს ვერ აწარმოებდა და ხო უნდა შეექმნა ვიღაცას
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by lama » 27 მაი 2010, 11:06

QEBURIUS
ადამიანი შექმნილია
პოლიეთილენის შესაქმნელად
:D:D:D:D:D:D:D:D:D::D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 27 მაი 2010, 11:26

lama

კარგად წაიკითხე რაც დავწერე: თუ ულტრირებულად შევხედავთქო! დავიჯერო არ იცი ეს რას ნიშნავს?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]