გლობალური დათბობა და საფრთხეები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 02 აგვ 2012, 12:24

Nika
გეთანხმები, ჰესების მშენებლობასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები და ზოგ შემთხვევაში მეც შეიძლება მათ შევუერთდე, მაგ: როგორც ამასწინათ გავიგე სოფელი ტვიში სადაც ცნობილი ქართული ღვინო ტვიში იწარმოება და ასევე ხვამლის მთაც დაიტბორება რადგან ჰესი უნდა ააშენონ, ეს რათქმაუნდა გაუმართლებელია.
მეორეს მხრივ რაღაც გამოსავალი ხომ უნდა მოიძებნოს, ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს, ზოგადად რომც არ შემცირდეს და მხოლოდ ქალაქში გამონაბოლქვის შემცირებამდე დავიდეს ეს ყოველივე ესეც დიდი მიღწევა იქნება, თბილისში უკვე ძალიან დაბინძურებულია ჰაერი.
1 წლის წინ პეკინში ვიყავი ბიოტექნოლოგიების შესახებ შეხვედრაზე და გაოცებული დავრჩი, შენობები 100 მეტრში ბუნდოვნად ჩანდა ისეთი ბოლი და სმოგი იყო.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by arcivi9 » 02 აგვ 2012, 19:13

Makena
ასეთი ძრავები უკვე შექმნილია და უდიდეს ავტოსალონებში გამოფენებზე მათი დემონსტრირება უკვე რამდენიმე წელია ხდება ყოველწლიურად, მათ შორის არამარტო წყალბადის როგორც საწვავის არამედ სრულ ციკლიანი ელექტროლიზის მქონე მანქანების, აი ასე წყალს რომ ასხავენ და მანქანები მოძრაობენ. მაგ: მერსედესმა ასეთი ძრავების დემონსტრირება უკვე რამდენჯერმა მოახდინა.
თუ შექმნილია მაშ რაღა "დაბლოკვებზეა" საუბარი? :roll:
მათ შორის არამარტო წყალბადის როგორც საწვავის არამედ სრულ ციკლიანი ელექტროლიზის მქონე მანქანების, აი ასე წყალს რომ ასხავენ და მანქანები მოძრაობენ
და საიდან ენერგიის წყარო ელექტროლიზისათვის?
რაც შეეხება წყალბადის დაწვის შედეგად მიღებულ პროდუქტს, ეს არის წყალი და სხვა არაფერი, არავითარი სერიოზული ტოქსინი ამ წვის შედეგად არ გამოიყოფა
აზოტს რას უშვრები რომელიც ძალაუნებურად მონაწილეობს წვის პროცესში?
რაც შეეხება კოსმოსური ხომალდების ძრავებს ეს სხვა თემაა და ისინი სრულიად განსხვავებულ საწვავზე მუშაობენ და სრულიად სხვა პირობებში
ძრავები სხვაა, მაგრამ ქიმიური რეაქცია და ფიზიკის კანონები ერთია ყველგან
თქვენი ლოგიკით თუ მივყვებით ნავთობის იქეთ გზა არ ყოფილა
ნავთობის ჯერჯერობით ენერგიის მთავარი წყაროა, მაგრამ არის სხვებიც და წარმატებით ინერგება და მათ ვერავინ ვერც ბლოკავს და არც ბლოკავს.
ნავთობი კი ნედლეულის შესანიშნავი წყაროა და ნამდვილად ვერ წარმომიდგენია მისი შეცვლა უახლოეს მომავალში რითიმე
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 03 აგვ 2012, 13:27

arcivi9
უკვე განგიმარტეთ და კიდევ ერთხელ დავწერ უმარტივეს ჭეშმარიტებას რომ დღეს ვინც ნავთობს აკონტროლებს ის აკონტროლებს მსოფლიო ეკონომიკას, სწორედ ამ დაბლოკვაზეა საუბარი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე:)
ნავთობის გამო ომები დაიწყო და დღესაც გრძელდება.
ინტერნეტში შეგიძლია მოძებნო ინფორმაცია მსგავსი მანქანებისა და ძრავების შესახებ, ასეთი ძრავები შექმნილია და მუშაობს, ეგ შეკითხვა შეგიძლია მერსედესის წყალბადის ძრავის კონსტრუქტორს გაუგზავნო, თუმცა არანგონია გიპასუხონ რადგან ეს საიდუმლო ინფორმაცია იქნება ბუნებრივია რადგან ასე საქვეყნოდ როდის იყო ნოუ ჰაუს ვინმე დებდა :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Nika » 03 აგვ 2012, 13:47

ჰაერი 80% აზოტისგან შედგება და ამ ძრავის გამონაბოლქვსი შესაბამისასდ აზოტის ჟანგები ყველა ვარიანტში იქნება ამა თუ იმ კონცენტრაციით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by arcivi9 » 03 აგვ 2012, 13:59

Nika
ჰაერი 80% აზოტისგან შედგება და ამ ძრავის გამონაბოლქვსი შესაბამისასდ აზოტის ჟანგები ყველა ვარიანტში იქნება ამა თუ იმ კონცენტრაციით.
სწორედ მაგას ვამბობ მეც

Makena
უკვე განგიმარტეთ და კიდევ ერთხელ დავწერ უმარტივეს ჭეშმარიტებას რომ დღეს ვინც ნავთობს აკონტროლებს ის აკონტროლებს მსოფლიო ეკონომიკას
აბსოლუტური კონტროლი არ არსებობს, მით უმეტეს მსოფლიო მასშტაბით. ნავთობი კი ჯერჯერობით საუკეთესო ვარიანტად რჩება საწვავისთვის და ნედლეულისათვის
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 03 აგვ 2012, 14:03

Nika
ყველაფერი შედარებითია, ჟანგბადის გარეშე არცერთი საწვავი არ იწვის, მაგრამ ჯანგბადის დაწვით და ბენზინის დაწვით მიღებულ ტოქსინებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 06 აგვ 2012, 13:35

კიდევ ერთი ალტერნატივა, ეთანოლისა და ბენზინის ნაზავი, დღეს უკვე 2000 ბენზოგასამართია ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს საწვავი E10 რომელიც ეთანოლის 10% იან და ბენზინის 90% იან ნაზავს წარმოადგენს, ამ ტიპის საწვავს ნებისმიერი ავტომობილი წვავს, თუმცა არსებობს მეორე საწვავვი სახელად E85 რომელიც შედგება 15% ეთანოლისა და 85% ბენზინისაგან, ამ საწვავს მხოლოდ ის მანქანები მოიხმარს რომელთა ძრავშიც გათვალისწინებულია ასეთ საწვავზე მუშაობის შესაძლებლობა, ასეთი საწვავის გამოყენება ქალაქებში ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Nika » 06 აგვ 2012, 20:14

მეთანი ბევრად იაფია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 25 მაი 2013, 11:09

ყველაზე კარგი გამოსავალი ნიკოლა ტესლას მეორედ დაბადება იქნებოდა, იმედია როდესმე მის ნაშრომებს გამოიყენებს ადამიანთა მოდგმა, მიუხედავად იმისა რომ მორგანები, როკფელერები და სხვა ბობოლები ამის წაწტიკი წინააღმდეგები არიან რადგან ნავთობის ბიზნესით ითბობენ ხელს.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by arcivi9 » 01 აგვ 2013, 00:57

იმედია როდესმე მის ნაშრომებს გამოიყენებს
რომელს კერძოდ?
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]