გლობალური დათბობა და საფრთხეები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by ლეონტი » 05 მარ 2010, 11:55

გლობალურად ირევა ყველაფერი და დათბა ტუ აცივდა რა მნიშვნელობა აქვს.
ვინც ამტკიცებს ეს ყოველთვის ესე ხდებოდაო ასკარად გვასულელებს, მთვარეზე ძველი ხომალდების კვალი ჯერ არავის უპოვნია.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აპრ 2010, 10:06

22 იგრიკა დედამიწის დღეა.
დედამიწელებო, გილ20ავთ. ჩემს თავსაც ვულ20ავ.
ჩვენი დედამიწისთვის ფასეულის გაკეთება შეგვძლებოდეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 06 მაი 2010, 12:43

ბოლო მეცნიერული მონაცემებით თუ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა ყინულების დნობა 2045 წელს დედამიწას ყინულის საფარი აღარ ექნება.
საქმე მარტო გამონაბოლქვის მიერ სმოგის და სითბური ეფექტის წარმოქმნაში არ არის, ყინული დედამიწიდან მზის სხივების და შესაბამისად მზის რადიაციის, სითბოს ამრეკლია, რაც უფრო მცირდება ყინულის საფარი დედამიწაზე რომელიც მოგეხსენებათ თეთრი ფერია და მზის სხივებს ძლიერად ირეკლავს მით უფრო იზრდება ღია ოკენის ზედაპირი რომელიც მუქი ლურჯია ანუ შავია და მზის სხივებისა და შესაბამისად სითბოს ძლიერი მიმღებია, ბუნებრივია ეს იწვევს ოკეანის წყლების ტემპერატურის აწევას და ამ წყლებში არსებული აისბერგების კიდევ უფრო სწრაფ დადნობას, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ოკეანის გამთბარი წყლებიდან აორთქლება ძალზედ მატულობს რაც ატმოსფერულ ცვლილებებს იწვევს, კონკრეტულად კი ქარიშხლებს, ცუნამის, ქარბორბალას, ეს ყოველივე ადამიანებისთვის არის უბედურების მომტანი თორემ ბუნება ამით ნაკლებად ზარალდება.
ბოლო პერიოდში მდგომარეობის შესამსუბუქებლად აქცენტები ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე კეთდებოდა, სიტუაცია იმდენად საგანგაშოა რომ ჰიბრიდული ავტომობილების ერა პირდაპირ ელექტროავტომობილების ერით ჩანაცვლდება, ამ ყოველივეს უკვე ევროპა და ა.შ.შ რამდენიმე ტრილიონი დოლარით აფინანსებს, უდიდესი ავტოკონცერნები ელექტრომობილების სტანდარტზე შეთანხმდნენ, თუ ნავთობის გადამუშავება და ნამწვის ჰაერში გაფანტვა არ შემცირდა დედამიწას ცუდი დღე ელის,უფრო სწორად დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, დედამიწის სრული კოლაფსი არ მოხდება, არა, არც კაცობრიობის აღსასრული დადგება, უბრალოდ ტემპერატურა აიწევს და წყლის დონე 6 მეტრით ამაღლდება რაც ზოგიერთი ქალაქის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვას გამოიწვევს და შესაბამისად ამ ქალაქების ევაკუაცია და სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გადანაწილება იქნება საჭირო, რაც ბუნებრივია რთული მაგრამ განხორციელებადი პროცესია, ეგ კი არადა ამ საქმეში მავანი სერიოზულ ფინანსურ მოგებასაც მიიღებს.
თუ სხვა მხრივ შევხედავთ, წყლის დონის მატება თანდათან მოხდება რაც ბუნებრივია წინასწარ გახდება ცნობილი, შესაბამისად საშიშროების წინაშე მდგომი ქალაქები გარშემო დამბებს ააშენებენ და თავს ასე დაიცავენ, მაგალითისთვის ჰოლანდიაც საკმარისია, მთელი ქვეყანა დამბებისა და დრენაჯის სისტემის სრულყოფილად გამოყენების საუკეთესო მაგალითია, ჰოლანდიაში ყველა მინდორს სადაც მოსავალს იწევენ თუ პირუტყვს აძოვებენ სადრენაჯო სისტემა აქვს, მუდმივად ხდება ზედმეტი წყლის წართმევა მინდვრებისათვის და უკან ჩრდილოეთის ზღვაში გადაქაჩვა, ამ ხალხმა ჩრდილოეთის ზღვას საკმაოდ დიდი ნაწილი წაართვა, შეავიწროვა და დამბით ჩაკეტა, ის უნაყოფო ნიადაგები კი რომელზეს საუკუნეების მანძილზე ზღვა იყო ნაყოფიერ მიწებად აქცია, ამ ყოველივეს დიდი შრომა დასჭირდა თუმცა შედეგი სახეზეა, ერთი ციცქნა ჰოლანდია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ერთერთი ყველაზი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში, ასერომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსგავსი საინჯინრო საოცრებების აგება რასაც 7-10 მეტრიანი დამბები და სადრენაჯო სისტემა ჰქვია ნამდვილად შესაძლებელია.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by ლეონტი » 06 მაი 2010, 20:22

არის უხილავი ფაქტორები რომლებიც აჩქარებენ დათბობას და არსებული წონასწორობის დარღვევას.
ესეთია დედამიწის მაგნიტური ველის რღვევა, რომლითაც დედამიწა თავს იცავს მზის ელექტრომაგნიტურიმაგნიტური გამოსხივებისგან ქარიშხლების დროს.
2008 წელს გამოქვეყნდა მანამდე გასაიდუმლებული მონაცემები ნასას მიერ დიდი ახლადგაჩენილი ხვრელის შესახებ, დედამიწის მაგნიტურ ქოლგაში.ასევე დაფიქსირდა ძლიერი ანომალია: დედამიწის სამხრეთ მაგნიტური პოლუსის გაქრობა.

http://www.prophecyfilm.com/

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მაი 2010, 01:44

ლეონტი wrote: დაფიქსირდა ძლიერი ანომალია: დედამიწის სამხრეთ მაგნიტური პოლუსის გაქრობა.

http://www.prophecyfilm.com/
შეიძლება, რომ უფრო დაწვრილებით დაწერო, რას ნიშნავს ეს გადახრა და დედამიწისთვის რა ზიანის მომტანია?
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by ლეონტი » 07 მაი 2010, 12:52

დედამიწისთვის ზიანის მომტანია , რადგან ანომალიაა მაგნიტურ გარსში, და ეს პერიოდულად მეორდება ამ ბოლო ხანებში.
აი ეს არის თვალსაჩინო სურათი თუ რა ხდება:

http://www.youtube.com/watch?v=NikfASaX ... r_embedded

უახლესიკვლევების ტანახმად მაგნიტურ გარსს აბალანსებენ ოკეანის დინებები და ყინულოვანი საფარები, რომელიც დნება და დინებები იცვლება.
ანომალია მაგნიტურ სფეროში გამოიწვევს ამინდის და კლიმატის სწრაფ ცვლილებებს.

მზის მაგნიტური შტორმებისგან დაუცველობა კი გაანადგურებს სატელიტებს, ელექტრომოწყობილობებს და იმოქმედებს უარყოფითად ყოველივე ცოცხალზე.
მაგალითად ფუტარზე, რომელიც ბრუვდება და სახლს ვეღარ პოულობს, იკარგება.ოჯახი კი ნადგურდება.

http://www.youtube.com/watch?v=c-RM-DCJ6K0

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 მაი 2010, 13:13

ლეონტი
დედამიწა რთულ მდგომარეობაშია, დედამიწელთა დიდი ნაწილი კი არხეინობასა და უდარდელობას მოუცავს,
აგრეთვე, უსაფუძვლო ილუზიებს იმის თაოაბზე, თითქოსდა, რაც ხდება, სულ ასე იყო...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by ლეონტი » 07 მაი 2010, 16:30

2012 წელს უწევს 19 წლიანი მზის აქტივობის პერიოდი, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს დაზიანებებს მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებში და ამინდის გაუარესებას, კატრინები და ა.შ.
ისე ამინდი მზის აქტიური წლების გარეშეც ურევს ბოლო წლებია.

http://www.youtube.com/watch?v=4_TzIUlaQok

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by pauna » 07 მაი 2010, 18:04

ლეონტი wrote:2012 წელს უწევს 19 წლიანი მზის აქტივობის პერიოდი,
მაგ წელს ბერი რამე უწევს...

რაც სახარბიელო არაა მგონი კაცობრიებისათვის

2012 წელს Large Hadron Collider რიაქტორის სიჩარე მიახწევს სასურველს მეცნიერებსთვის

Image

Image

კიდე დედამიწას ბურგავენ და 2012 წელს 11 კმ მიახწევენ მაგაზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოვიპოვე
ImageImage

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by QEBURIUS » 23 მაი 2010, 13:02

2013 წლის 1 იანვარს ყველას დაგცინებთ, თან მაგრად...

მზეს 19 წლიანი კი არა 12 წლიანი აქტივობის ციკლები აქვს, რაც მართლა 2012 წელს ემთხვევა. 2000 წელსაც გვპირდებოდნენ უკვე მორწმუნეები საშინელ სამჯავროს, მანამდეც და ალბათ მომავალშიც ხშირად დაგვპირდებიან.

მაკენა შენ რაღა გჭირს? ყინული დედამიზიდან უახლესი ათასწლეულები არ გაქრება. წელს ვულკანების აქტიურობის წელია, გლობალური დათბობა კი არა მზის სითბო სანატრელი არ გახდეს. ცნობისათვის 1815 წელს კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ 1816 წელი ისტორიაში შევიდა როგორდ წელი ზაფხულის გარეშე. ივლისში და აგვისტოშო ლონდონში, პარიზში, ნიუ იორკში, მოკლედ ყველგან თოვდა. ისლანდიასა და გრელანდიას შორის ყინულზე მარხილებით გადადიოდნენ....

მოკლედ იმის თქმა მინდა დედამიწა, ბუნება, თავის თავს მოუვლის. ის ბალანს ყოველთვის დაიცავს. თქვენ იმაზე იდარდეთ რაც უშუალოდ თქვენს გარშემო ხდება.
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5265
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Makena » 24 მაი 2010, 08:33

QEBURIUS
მე ნამდვილად არ მჯერა არანაერი სამსჯავროების, ადამიანი არაფერშია დამნაშავე მას რომ სამსჯავრო მოუწყონ, როგორი არასრულყოფილიც შექმნეს ისეთი არასრულყოფილი რჩება, არასრულყოფილს კი ხომ იცი ვინც ქმნის :wink:
არც ის მჯერა რომ 2012 ში რაიმე განსაკუთრებული მოხდება, ჩვეულებრივი წელი იქნება და შეიძლება ყველაზე უფრო გაწონასწორებული და დაბალანსებულიც კი აღმოჩნდეს :)

ყინულის კარგვასთან დაკავშირებით მართლაც არის პრობლემები, რადგან გრენლანდიის ყინულის საკმაოდ დიდი ნაწილი მოსკდა და ინტენსიურად დნება, თუმცა ასეც რომ იყოს ადამიანი მაინც ადაპტირდება ალბათ.
ისე კაცმა რომ თქვას რომც ვერ ადაპტირდეს და განადგურდეს ბუნებას ამით არაფერი დააკლდება, პირიქით მოიშორებს იმას ვინც მუდმივად ბურღავს, ნაგავს აყრის, აბინძურებს..... თვითონ კი გააგრძელებს არსებობას სანამ სხვა ახალი ადამიანი არ წამოყოფს თავს მომავალში :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Wanderer » 24 მაი 2010, 09:28

არსებობს აზრი, რომ გლობალური დათბობა გაეროს მიერ მოგონილი ტრიუკია, რათა დიიიდი ფული მოქაჩოს... :)

ასევე არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც დათბობა/გამყინვარება ყოველ 30 წელიწადში(თუ სწორად მახსოვს) ხდება ციკლურად და ჩვენ ახლა რომელიღაც ციკლში "ვზივართ" მხოლოდ... :)

მიუხედავად ამისა ჩვენ თუ საწვავის მოხმარებას შევამცირებთ, დაბინძურებას ხელს შევუშლით და ხეებს დავრგავთ ამით არაფერი დაგვიშავდება და დადებითის მეტს არაფერს მივიღებთ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Druides » 24 მაი 2010, 13:11

რაც შეეხება ვულკანების ფრქვევას, ვულკანების ფერფლიც უშლის ხელს დედამიწიდან არეკლილ სხივებს, თუმცა გარკვეულწილად შემდგომ ზღვები და ოკეანეები შთანთქავენ სხივებს რაც ოკეანეში იწვევს ტემპერატურის მატებას და ზოოპლანქტონისთვის არის საშიში.......
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by burdiani » 24 მაი 2010, 14:20

Druides wrote:რაც შეეხება ვულკანების ფრქვევას, ვულკანების ფერფლიც უშლის ხელს დედამიწიდან არეკლილ სხივებს, თუმცა გარკვეულწილად შემდგომ ზღვები და ოკეანეები შთანთქავენ სხივებს რაც ოკეანეში იწვევს ტემპერატურის მატებას და ზოოპლანქტონისთვის არის საშიში.......

მთლად კარგად ვერ გავიაზრე, მაგრამ სადაც არეკვლას უშლის ხელს იქ ამ სხივების დედამიწამდე მიღწევასაც შეუშლის ასე რომ ......... რავიცი რა ვიცი
საქართველოსთვის!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გლობალური დათბობა და საფრთხეები

Post by Druides » 24 მაი 2010, 19:53

burdiani


ეხლა აგიხსნი ჩვეულებრივ ენაზე.....

მზის სხივები ეცემა დედამიწაზე დედამიწის ზედაპირი ამ სითბოს იღებს რამდენიც სჭირდება რაც არ სჭირდება აირეკლავს..... დედამიწაზე ყინულის საფარი კიდე წარმოადგენს ამრეკლავს..... მაგრამ ტექნიკის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ისეთი მცნება რომელსაც Hქვია სმოგი ანუ წვის შედეგად გამონაბოლქვი ეს გამონაბოლქვი ხელს უშლის.....
მზე დედამიწაზე აგზავნის ელექტრომაგნეტური ყველასპექტრის ტალღას დაწყებული მრავალკილომეტრიანი რადიოტალღებიდან დამთავრებული გამა სპექტრით. ასევე ნეიტრონების სახით დედამიწაზე ეცემა დამუხტული ნაწილაკები, თუმცა ნეიტრონებისთვის დედამიწა გამჭვირვალეა და დედამიწაზე არ რჩებიან....
მზის ელეკტრო მაგნიტური გამოსხივება გადის მრავალფეროვან შერჩევას სანამ ატმოსფეროში შემოაღწევს..ულტრაიასამნისფერი და ულტრაიისფერი გამოსხივების გარდა დედამიწაზე რჩება ყველა სხვა ნაწილაკი, რომელიც ათბობს და იონიზაციას ახდენს დედამიწის ზედაპირის. ასევე დედამიწის ზედაპირი და ოკეანეები შთანთქავენ დანარჩენი კი აირეკლება რადგან ჟანგბადი და აზოტი რომელიც ჰაერის ძირითადა შემადგენელი ნაწილია ამ ნაწილაკებისთვის გამჭვირვალეა....თუმცა ჰაერში სხვადასხვა ნაწილაკების არსებობა მაგ. წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, ფრეონი და სხვა ხელს უშლის ზედმეტი ნაწილაკების დაბრუნებას კოსმოსურ სივრცეში. ამაში გამოიხატება სათბურის ეფექტი რაც უწყობს ტემპერატურის ზრდას ხელს.
ამიტომ აუცილებელია ამ წონასწორობის შენარჩუნება , წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე ტემპერატურა მოიმატებს ან დაეცემა...
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]