Page 1 of 15
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 21 სექ 2008, 02:26
by kotetbeli
შაშვიწვერა ხელმწიფე და ლამა
ლამა და არა ლამა რა, იყო ერთი ლამა.
უყვარდა ლამას ბუნება. ბუნებასაც უყვარდა იგი, მაგრამ რამდენჯერაც გულის გადასაშლელად განმარტოვდნენ, იმდენჯერ ერთმანეთს აცდნენ და დაიკარგნენ.
მოშორებით, სამეფოში ცხოვრობდა შაშვიწვერა მეფე.
შაშვიწვერა მეფეს ჰყავდა ერთი ასული, რომელიც ხან სახლში იყო, ხანაც -გასული...
ერთხელ შაშვიწვერა მეფის სამეფოს გველეშაპი დაეპატრონა...
აწი მხოლოდ ჩემს სერვერზე დასხდებითო - თქვა გველეშაპმა, - თანაც სულ უზურგო სკამებზე დაგსვამთ ყველასო!
დაღონდა შაშვიწვერა.
ვინც ამ გველეშაპს მომაშორებს, ნახევარ სამეფოს მივცემო.
იმ მომენტში, როდესაც ლამა სიმღერიდან სიმღერამდე ჩასუნთქვას აკეთებდა, ვიღაცამ უცბათ ეს ამბავი მოახსენა.
ჰეეჰო, თქვა ლამამ და გაუდგა გზას.
მივიდა შაშვიწვერას სამეფოში.
მე ვიზამ მაგასაო! - უთხრა ლამამ.
მიდიო - იმანაც...
მივიდა ლამა გველეშაპთან, გადაეხვია და ბეჭებზე ხელი დაუტყაპუნა. გველეშაპს გადაყლაპული ადამიანები უკანვე წამოსცვივდა სრულიად უვნებლები და ჯანმრთელები.
მერე უთხრა ლამამ გველეშაპს - ჯიგარ, აბა ერთი გვერდზე გავისეირნოთო...
და ლამამ გველეშაპი საკუთარი მარშრუტით ბეთანიისკენ გაასეირნა...
მას შემდეგ გველეშაპი აღარავის უნახავს...
გველეშაპი იქა, ლამა - აქა.
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 21 სექ 2008, 03:40
by teo-
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 21 სექ 2008, 08:49
by Naia
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 21 სექ 2008, 11:56
by namcecuna
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 21 სექ 2008, 20:20
by lama
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 01:19
by Ivane Goliadze
იყო და არა იყო რა. რა იქნებოდა თუ არა ლამა.
ლამა ცხოვრობდა ერთ ქალაქში უდარდელად. უყვარდა ქეიფი და სადღეგრძელოებსაც ბარაქიანს ამბობდა.
ერთ დღესაც ლამამ გადაწყვიტა ბედის საძიებლად წასვლა.
შეკაზმა თავისი 49 ნომერი "ბოტასი", გაუყარა ფეხი და გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა მიადგა ერთ მდინარეს. მდინარეს დევი დაპატრონებოდა და სულიერს არავის აჭაჭანებდა ახლო-მახლო.
როცა ლამას ფეხის ხმა გაიგო დევმა ხმამაღლა დაიღრიალა.
_ვინ გაბედა ჩემს ტერიტორიაზე მოსვლაო.
_ოოოოოო გამარჯობაო_შესძახა ლამამ.
დევი ამ ოოოოოოოო ზე ცოტათი დაიბნა.
ამ დაბნეულობით ლამამ ისარგებლა. დევს ძმურად გადაეხვია და ისეთი უტყაპუნა ბეჭებზე ხელი, რომ დევს ცოტათი შეეშინდა კიდეც.
_ვინ ხარ და საიდან მოსულხარო. უთხრა დევმა
_ლამა ვარო_ უთხრა ლამამ_ ჩემი წინაპრები ქსნის ხეობიდან ვაჟა ფშაველას კახეთში გადაუსახლებიაო.
_ მეც არა ვთქვი საიდან მეცნობაო_ გაიფიქრა დევმა.
ლამას ასეთმა უშიშარმა და კეთილმა მისალმებამ დევში კეთილი გრძნობები გააღვიზა. ლამას თავისი საუკეთესო ხარი დაუკლა და დილამდე აფრენდნენ ყორღანებიდან გნოლებს.
ამ დღის შემდეგ დევს ადამიანთაგან არავინ შეუწუხებია და ზოგიერთ მგზავრს ეხმარებოდა კიდევაც, როცა მდინარის გადალახვა გაუჭირდებოდათ.
ასე გააღვიზა დიადმა ლამამ ბოროტ დევში კეთილი ანგელოზები.
ჭირი იქა, ლხინი კიდევა აქაააააა
მედვედევი იქააააა. ლამა კიდევა აქაააააააა.
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 09:00
by qvevri
ლამა და დასეტყვილი ოქროს თევზი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებიდა? იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი იყო ერთი ლამა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ). ერთ მზიან დილასაც ლამას კბილი ასტკივდა, რა ექნა? სად წასულიყო? ვისთვის შეეჩივლა თავისი გასაჭირი? და უცბად ლამას გონება გაუნათდა, გაახსენდა, რომ მისი სახლიდან შორიახლოს, ერთ პატარა მდინარეში ოქროს თევზი ცხოვრობდა, დიახ დიახ, ოქროს თევზი. დაადგა გზას, მაგრამ გზაში მოშივდა და ერთმა ბოროტმა ფიქრმა გაუელვა თავში...
მივიდა, მდინარის პირას "დამსეტყვე ცაო" წაიკითხა, რასაც მოჰყვა კოკისპირული სეტყვა. სეტყვის ერთი მოზრდილი მარცვალი ოქროს თევზს მოხვდა გოგრაში და მყისვე ამოატივტივა ზედაპირზე გულწასული, ამით ისარგებლა მშიერმა და კბილატკივებულმა ლამამ, დააძრო თავისი შავტარიანი დანა, ოქროს თევზი შუაზე გადაჭრა, ნახევარი შეჭამა, ნახევარი გადაადნო და ორქროს კბილი ჩაისვა მტკივანი კბილის ნაცვლად.
შეგონება:
თუ ლამას იცნობ ოქროს თევზი არაფერში აღარ გჭირდება!
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 09:03
by ნინი_85
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 11:29
by kotetbeli
Roger Waters(vanichkebi)
qvevri

ჩვენ ერთ კრებულს მოვარტყავთ ბოლოს!
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 13:01
by Ivane Goliadze
----------ლამა---------
უყვარს ქეიფი და გრძელი სუფრა,
უყვარს სიმღერის ხმებში ჩახვევა,
უყვარს ლაშქრობა ქართული, სუფთა,
ბეთანიიდან გზის გადახვევა.
დღეს მისთვის არის დიდი ნათება,
ლამას შევატყვეთ ჩვენ აღმაფრენა,
უყვარს ღვინოსთან არყის ჩაფენა,
ყორღანებიდან გნოლის აფრენა.
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 13:16
by saskva
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 13:34
by MIRANDA
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 16:39
by Int3lig3nt
მაგრები ხართ ძალიან

.
ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 17:01
by ნინი_85
kotetbeli
კოტე, გაიხარე ასეთი კაი თემის გახსნისთვის

ლამა(ზ) ზღაპრები
Posted: 22 სექ 2008, 20:29
by qvevri
ლამამ თქვა
ნეტავ არწივად მაქცია
ეს ნატვრა ამისრულაო
ვიფრენდი ცის კამარაზე
ვატყლაშუნებდი ფრთებსაო
თუ ფრენა მამწყინდებოდა
მივაშურებდი ველსაო
ტყეშიაც შავფრინდებოდი
ვნახავდი ჩრდილებს სქელსაო
მთელი დღის ნაფრენ ნაჯაფი
ჩამოვჯდებოდი ხესაო
მავიგონებდი წარსულსა
კარავში განვლილ წლებსაო
ადმინსაც მავიგონებდი
ლელას გამრჯეს და მხნესაო
თქვენც ყველას მაგიგონებდათ
მამეცა თქვენი კვნესაო.