

შაშვიწვერა ხელმწიფე და ლამა
ლამა და არა ლამა რა, იყო ერთი ლამა.
უყვარდა ლამას ბუნება. ბუნებასაც უყვარდა იგი, მაგრამ რამდენჯერაც გულის გადასაშლელად განმარტოვდნენ, იმდენჯერ ერთმანეთს აცდნენ და დაიკარგნენ.
მოშორებით, სამეფოში ცხოვრობდა შაშვიწვერა მეფე.
შაშვიწვერა მეფეს ჰყავდა ერთი ასული, რომელიც ხან სახლში იყო, ხანაც -გასული...
ერთხელ შაშვიწვერა მეფის სამეფოს გველეშაპი დაეპატრონა...
აწი მხოლოდ ჩემს სერვერზე დასხდებითო - თქვა გველეშაპმა, - თანაც სულ უზურგო სკამებზე დაგსვამთ ყველასო!
დაღონდა შაშვიწვერა.
ვინც ამ გველეშაპს მომაშორებს, ნახევარ სამეფოს მივცემო.
იმ მომენტში, როდესაც ლამა სიმღერიდან სიმღერამდე ჩასუნთქვას აკეთებდა, ვიღაცამ უცბათ ეს ამბავი მოახსენა.
ჰეეჰო, თქვა ლამამ და გაუდგა გზას.
მივიდა შაშვიწვერას სამეფოში.
მე ვიზამ მაგასაო! - უთხრა ლამამ.
მიდიო - იმანაც...
მივიდა ლამა გველეშაპთან, გადაეხვია და ბეჭებზე ხელი დაუტყაპუნა. გველეშაპს გადაყლაპული ადამიანები უკანვე წამოსცვივდა სრულიად უვნებლები და ჯანმრთელები.
მერე უთხრა ლამამ გველეშაპს - ჯიგარ, აბა ერთი გვერდზე გავისეირნოთო...
და ლამამ გველეშაპი საკუთარი მარშრუტით ბეთანიისკენ გაასეირნა...
მას შემდეგ გველეშაპი აღარავის უნახავს...
გველეშაპი იქა, ლამა - აქა.