მართალ არჩილთა უბნობანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by Archil » 21 სექ 2008, 01:20

ჰოდა მართალ არჩილთა სათქმელი აქ დაიდების

არჩილთა შესახებ:

არჩილ (ირანული) - "სწორი","წრფელი","მართალი","ნათელი"," მადლმოსილი".ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია,რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება.

ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.),რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ARCHILI » 21 სექ 2008, 01:25

Archil


მე მეგულება რამდენიმე არჩილი უკვე ამ საუკუნეში

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:


ერთი მართალი არჩილი დაკოტაში სწავლობდაო, ამბობენ...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by Archil » 21 სექ 2008, 01:34

ARCHIL_i

ასწავლიდა....

მეორე კი საქართველოშიო...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by kotetbeli » 21 სექ 2008, 01:38

,,არჩილი"-ს სემანტიკა, როგორც ამას დიდი არჩილოპოლისელი ბრძენი ბერძენი აედი იტყოდა, ოკეანის ყველაზე დიდი სიღრმეების ბინდარ უნიკალურ არსებებთან ერთად არის დავანებული დროსა და სივრცეში... :wink:

,,არჩ":
მარჩიელი
სარჩელი
ნარჩევი
არჩვი
არჩიბალდი, ანუ არჩიბოლდი
წარჩინებული
და ა.შ. :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ARCHILI » 21 სექ 2008, 01:41

kotetbeli


სარჩილემიების გვარიც არჩილებიდან მოდის?



:roll: :roll: :roll:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by kotetbeli » 21 სექ 2008, 01:45

ARCHIL_i
ეგ არ ვიცი, მარა ძველად ხევსურეთსი იყო გასაჩივრების თავისებური ფორმა - სარჩილამა :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ARCHILI » 21 სექ 2008, 01:48

არჩილები ძველთაგანვე განსაკუთრებულად ჰყავდათ ადამიანებს, სახელი "არჩილი" ახლაც დამკვიდრებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში...

მაგალითად:

= გირჩიო ერთი-ორი კილო ხახვი? (ბაზარში)

= დარჩით სამუდამოდ ჩვენს გულებში... (საფლავთან)

= ფარჩის კაბას გიყიდი... (სიმღერიდან)

= არ გინდა, ხარჩოს გაგიკეთებ?... (სამეგრელოში)

= მიმარჩიელე, გეთაყვა, ძალიან მჭირდება... (მკითხავთან)

და ა.შ.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by Int3lig3nt » 22 სექ 2008, 00:29

არჩო-საბადებელი
არჩული
არჩ
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by paata_ » 22 სექ 2008, 00:40

არჩაკი

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by Archil » 24 სექ 2008, 01:24

ჰოდა...

რა მინდოდა მეთქვა....

ადამიანი ყოველთვის ეძებს თავის მოქმედების გამართლებას... ისახავს მიზანს... და მიდის მიზნისკენ...

ჰოდა...

როცა უაზროდ მიდიხარ ამ ცხოვრებაში.... როცა მიზანი არ ჩანს და არ იცი რაა... და მაინც მიდიხარ... მაშინ არ იცი რატომ მიდიხარ...

როდესაც რაღაცა მიზანი გაქვს, მაშინ გგონია რომ იცი რას შვები, რატომ ბრუნავს დედამიწა, ადამიანები რატომ მოქმედებენ ასე თუ ისე.... მაშინ გგონია რომ იცი, და მხოლოდ...

თუმცა მეტი სტიმული გაქვს რომ რამე აკეთო...

და არის უმიზნო ყოფა... როცა მიდიხარ წინ, ცხოვრების გზაზე და სულ ეგაა...

და იცი, რომ ერთ დღესაც ისიც მოვა... და მისი სახელიც იცი... სახელები...

და მანმამდე ერთ ლამაზ ლექსს თუ სიმღერას ამოიჩემებ და ეგაა სულ...

გაიგეთ?


რაღაცა ეჭვი მეპარება მაგაშიც...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by Archil » 02 ოქტ 2008, 19:55

გუშინ მგონი კაი საქმე ვქენი, ... გუშინ მასე ვფიქრობდი და... ღმერთმა უწყის სიმართლე.

დავიღალე, დავიქანცე, მგონი გაციებაც შემომეპარა მაგის გამო....

და მაინც რაა კისეთე და რაა ბოროტება, ღირდა კი ამდენ მუშოაბად? რა იყო ეს, საკუთარი ტავისათვის იმის დამტკიცება რომ კაი ადამიანი ხარ თუ სიკეთის გამოვლენა... რატომ შვება აამიანი სიკეთეს და რატომ შვება ბოროტებას და რატომაა, როცა არაფერს არ შვება....

საინტერესოა..

ალბათ ყველას თავისი ქმეება კარგი ჰგონია და რატომაა ასე?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ele » 02 ოქტ 2008, 23:52

ჰო და როგორ გავიგე ჩემო არჩილ. . .

რაღაც თან ასე გავიგე რომ ხიდჩატეხილობას განიცდი ცხოვრებასთან. . .



განვიცდით და. . .

მერე ვიტყვით სადღაც ცხოვრების ბოლოს. . .
ან მაგის საშუალებაც თუ მოგვეცა და უეცრად არ მოვისრენით,
რომ რას ვიზამთ ალბათ ასე უნდა ყოფილიყოო. . . ასეთი იყო უფლის ნებაო. . .
მაგრამ უფალმა ხელი გაანძრიე და გეშველებაო. . .

იცი ადამიანს მარჯვენა ხელზე აწერია თავის ცხოვრებაო. . .

აი მარცხენაზე კი როგორ უნდა შეცვალოს ისო. . .

ხოდა ვაკვირდები ამ ხელისგულებს და განსხვავებას მართლაც ვპოულობ იცი. . .
ხოო იდენტური არაა. . .

ქირომანტიას მოვკიდოთ სერიოზულად ხელი არჩილ. . . :roll:


მიზანი. . .

რა გამახსენდა

სკოლაში თავისუფალ თემებს რომ გვაწერინებდნენ. . .
”ჩემი მიზანი”. . .

რას წერდი მაშინ არჩილ? - რათქმაუნდა თუ გახსოვს. . . :roll:


რობოტებივით ვცხოვრობთო ერთხელ ვიღაცამ მითხრა. . .
მაშინ სიმართლე გითხრა ვერ დავეთანხმეე რაღაც შეურაცყოფადაც კი მივიღე. . .

ახლა კი. . .
დგები დილით და ჩვეულებისამებრ ატარებ დილის პროცედურებს. . .
ვიცით რომ სამსახურში უნდა წავიდეთ. . .
გვჭირდება სუფთა პერანგი და ა.შ.
გავიჯახუნებთ კარებს და საღამომდე სახლში არ მოვდივართ. . .
ნუ საღამოსაც თუ მივედით კარგია არაა? . .
იმიტომ რომ სამსახურიდან გამოსულს თავისუფლების შეგრძნება გვინდა და. . .
ან მართლა ძალიან დაღლილიები ვართ და მართლა სახლში მიგვიწევს გული. . .

რაც შეეხება შაბათ-კვირას ეგეც წინასწარ გვაქვს დაგეგმილი. . .
ხო რა, დაპროგრამებულები ვართ და რა განსხვავებაა ჩვენსა და რობოტებს შორის? . .


რაღაც მოულოდნელად როდის გადაგვიწყვეტია ბოლოს, ისე რომ ჩვენი თავისაც კი გაგვკვირვებია?
აი ცხოვრება ეგ არის როცა არ გეგმავ და არ იცი რა იქნება . . .

ყველას თავისი თავი მართალი გონია აბა რა. . .

ჩვენი დევიზია: ”აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუდს” . . .


დადიხარ უაზროდ. . . დადიხარ. . . დადიხაარ. . .

რა ხეირი რო. . .

ხო და ერთი ასეთი უაზრო ბოდიალის დროს
ისეთ ადგილას ამოვყავი თავი . . .


მაგ დროს მე არ მივდიოდი ალბათ ცხოვრებას მივყავდიი? . .

ხო და მართლა რომ გაეღოთ კარები რა უნდა მეთქვაა? . .

მომენატრეთ და მოვედი მეთიქი? . .


ისე შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო. . .

ერთია როცა შრომობ ”აბეზალოვკის” და გამო. . .

მეორე როცა შრომობ შენი სიამოვნებისთვის და

მესამე როცა შრომობ სხვისი სიამოვნებისთვის. . .


რომელი უფრო მეტია ჩვენს ცხოვრებაში? . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by lama » 02 ოქტ 2008, 23:55

არჩობელა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ნინი_85 » 03 ოქტ 2008, 00:45

ele wrote: ქირომანტიას მოვკიდოთ სერიოზულად ხელი არჩილ. . . :roll:

მეც მომაკიდინეთ, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ და...

ele wrote: მიზანი. . .

მიზანი ერთია დიადი ნათელი...
ele wrote: გავიჯახუნებთ კარებს და საღამომდე სახლში არ მოვდივართ. . .
ნუ საღამოსაც თუ მივედით კარგია არაა? . .
კი, ძაან კაია, 10 წუთის წინ შემოვედი და მომნატრებია თურმე...
ele wrote: რაღაც მოულოდნელად როდის გადაგვიწყვეტია ბოლოს, ისე რომ ჩვენი თავისაც კი გაგვკვირვებია?
სულ რაღაც გუშინ იყო ეგრე...
ele wrote: ისე შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო. . .

ერთია როცა შრომობ ”აბეზალოვკის” და გამო. . .

მეორე როცა შრომობ შენი სიამოვნებისთვის და

მესამე როცა შრომობ სხვისი სიამოვნებისთვის. . .

და როცა სამივე ერთადაა მაშინაა ჰარმონია...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მართალ არჩილთა უბნობანი

Post by ele » 03 ოქტ 2008, 11:09

ნინი_85


ყველაფერი საინტერესოა. . .

ადამიანს რაც მოგიხერხდება და იმ წუთას რასაც გთავაზობს ცხოვრება უნდა გააკეთო. . .

როგორც იტყვიან უნდა მიიღო. . .

და ყველაფერ უსიამოვნო მოვლენაში რაღაც დადებითი იპოვო. . .

მე თუ მკითხავ ყველაფერში მოიძებნება რაღაც დადებითი. . .

და რაც ხდება ყველაფერი სასიკეთოდ. . .


ჰარმონია ამ ცხოვრებაში უკვე იშვიათადაა. . .

ტრიო ”ჰარმონია”-ც კი დაიშალა. . .

გაქვს მიზანი დიადი, ნათელი ცხოვრებაში და
იცი რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა გააკეთო. . .
მაგრამ აი რომ მიაღწევ და მწვერვალზე დადგები მერე? . .

მერე?


მერე ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს. . .
სულ ეს იყო ამისთვის ვიბრძოდი მეთქი. . .
ხო აი ასე რაღაცას მივაღწევ და საბოლოოდ უფერულდება ის ჩემთვის. . .
მთავარიი მწვერვალზე ასვლის პროცესის აზარტულობაა. . .
ასული კი ერთს მაგრად დაიღრიალებ იქიდან, გადაიძახ-გადმოიძახეებ
ქვევიდანაც ტაშს შემოგაშველებენ და მთავრდება. . .

მაგრამ ყველაფერი ბრუნდება ისევ და ისევ. . .

ისტორია აუცილებლად მეორდება. . .

ვცხოვრობთ ჯაჭვურ რეაქციაში. . .

მართლაც და იგი წავა და სხვა მოვაოო. . .

წავალთ აბა ცას ვინ გამოვეკერებით. . .

მაგრამ მე ასე მიმაჩნია რომ ერთხელ თუ თქვი რომ დამთავრდა,
მაშინ მეორედ აღარასდრო არ უნდა შეტოპო იმავე მდინარეში. . .


მე მაპატიეთ ბატონო არჩილ-ებო. . .:)
მგონი მართალ ელე-ს უბნობანი გამომივიდა. . . :oops: :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]