Page 1 of 1

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 17:18
by navigator
შემეშალა
ყველა ფორუმი დახურულია :) ამიტომ აქ გავხსნი ამ თემას იქნებ ვინმემ იცით :)
ქუნთრუშა საშიში არის თუ არა ორსულისთვის და 1 წლის ბავშვისთვის? როგორ უნდა დაიცვან თავი? შესაძლოა მეზობელს ქონდეს იმიტომ რომ კონტაქტი ქონდათ დაავადებულთან.


ჩუტყვავილა ქონია ერთ ბავშვს სადაც იყვნენ, უკვე მუწუკები ეყარაო როცა ჩავიდნენ.

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 17:44
by Tamari-ch.
1 წლის ბავშვი ჩვეულებრივ გადაიტანს -
თუ დაემართა.

ჩუტყვავილა არაა მძიმე გადასატანი -
უბრალოდ გართულებები იცის -
და სიფრთხილე უნდა.

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 17:58
by ლეონტი
თუ იცი ინგლისური ან რუსული სახელი ამ სენისა, 1 წუთში უზღვავ მასალას ნახავ, ამიტომ ეს გაიგე.ან ლათინური.

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 18:27
by navigator
არასწორედ უთქვამთ :oops:
ჩუტყვავილა ქონია ერთ ბავშვს სადაც იყვნენ, უკვე მუწუკები ეყარაო როცა ჩავიდნენ.

მეც ვნახულობ ინეტში ინფოს, მარა იქნებ რამე ნიუანსებია რაც შეიძლება გამომრჩეს.
ჩუტყვავილაზე აცრა არ ხდება როგორც ვიცი.

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 18:30
by navigator
ესე იგი როგორც გავიგე, ფარული პერიოდი აქვს 13-14 დღე, ხოლო გადამდებია 11 დღის განმავლობაში დაწყებიდან, გადადება უშუალოდ ხდება და არა საგნებით, აქედან გამომდინარე როცა გამოჩნდება დაავადების აშკარა ნიშნები (13-14 დღის მერე) სხვებს ვეღარ გადაედებათ, სწორედ გავიგე?

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 20:03
by Nika
navigator
საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 15-17 დღე (იშვიათად 11–21 დღე)
გადამდებია სიცხის აწევის მომენტიდან, სანამ არ გაცვივდება შემხმარი ქერცლები.
ავადმყოფობა ითვლება ერთ–ერთ ყველაზე გადამდებად. ყველა ადამიანი ვისაც გადატანილი არა აქვს და იმყოფება დაავადებულთან საერთო დერეფნით დაკავშირებულ ოთახებში - ითვლება ინფიცირებულად.
ტოვებს 100%–იან იმუნიტეტს.
ერთადერთი მკურნალობა მდგომარეობს ბუშტულების მოვლაში რათა არ მოხდეს ინფექციის შეჭრა და ასევე სახეზე არ დარჩეს ნაიარევები (მე შუბლზე დამრჩა :( )

რუსული დასახელება ветряная оспа
ინგლისური: varicella; chicken-pox

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 20:04
by Nika

ჩუტყვავილა

Posted: 31 აგვ 2008, 23:29
by tiko_r
და ორსულებისთვის როგორიაო???

ჩუტყვავილა

Posted: 01 სექ 2008, 12:58
by Varvara
navigator

ორსულებისთვის წითურაა ყველაზე საშიში - ნაყოფის დაღუპვის მიზეზი ხდება.

ჩუტყვავილა ასეთი საშიში არაა, თუმცა მაინც ინფექციურ გენეზს თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა იყოს სასურველი.

ჩუტყვავილა

Posted: 01 სექ 2008, 13:01
by navigator
Varvara
მადლობა ინფოსთვის, ასე თუ ისე მაინც მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს ესე იგი.

ჩუტყვავილა

Posted: 27 ნოე 2008, 10:30
by ლეონტი
ბარბარე აცრეს 3 კვირის წინ წითურა წითელაზე, მაშინ როცა აცრილი იყო და არაფერი არ უკითხავთ მშობლებისთვის, სკოლაში მიადგენ და უეცრად აცრეს მთელი ბავშვები, იძულებით.
მოკლედ ასაღებენ ამ ინდურ ვაქცინებს.
აცრიდან 2 კვირაში 1 კლასელი დაავადდა ჩუტყვავილათი, ეხლა ბარბარეს გადაედო.
მე იმ აცრას ვაბრალებ, იმუნიტეტი დაუქვეითა ბავშვებს.
და ამას ეძახიან დემოკრატიულ ქვეყანას?
სტალინის დროს არ ხდებოდა ეგეთები.

ჩუტყვავილა

Posted: 27 ნოე 2008, 14:52
by Nika
ლეონტი
მე სამჯერ ამცრეს :D 1982 წელს. წითურა იყო მგონი. მართალია ბრეჟნევის დროს იყო და არა სტალინის :LOL: