Page 1 of 3
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:21
by ლეონტი
ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მიუხედავად საომარი პერსპექტივისა, სამოქალაქო თავდაცვას დიდი ყურადღება ექცევა.
როგორც ჩანს სამოხალისო საწყისებზე უნდა ერთმანეთი გავარკვიოთ, რა მოვიმოქმედოთ საჰაერო თავდასხმის დროს, სარდაფში შევიყუჟოთ თუ კივილით გავვარდეთ ქუჩაში.
დამერწმუნეთ ამის ცოდნაზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:25
by lama
ლეონტი
ასეთი საგანი ბუნდოვნად მახსოვს
პირველი კურსის პირველ სემესტრში

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:28
by kotetbeli
კი, მართალია.
ისე, მართლა, ჩვენთან რატომ არ ექცევა ყურადღება ვერ ვხდები.
ძველად, კაცის 363 წესში ერთ-ერთი ასეთი იყო: მნიშვნელობა არ ქონდა მშვიდობა იყო თუ ძნელბედობა, ისე უნდა დაეძინა კაცს, ნებისმიერ დროს, გვერდით 3 დღის საგზალი და იარაღის აღჭურვილობა ჰქონოდა.
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:30
by lama
kotetbeli wrote:ძველად, .
მაინც როდის?
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:31
by Naia
ჩემი სამხედროს მასწავლებელი გამახსენდა, რუსულნარევი ქართულით რომ გვიხსნიდა: 'მიწის ნძრევის დროს, მივარდით ფანჯარასთან და გადახტით'
გააჩნია რისგან ვიცავთ თავს. დაბომბვის დროს ალბათ ბეტონის სარდაფებსა და მეტროებს უნდა შევაფაროთ თავი.
ქიმიური იარაღის დროს, კარ-ფანჯრები დავგმანოთ და ნასვრეტები საიმედოდ ამოვქოლოთ
ბირთვული იარაღის დროს კი... ლოცვა წავიკითხოთ და თუ გადავრჩით არ უნდა გვიხაროდეს

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:33
by navigator
მაგაზე ვფიქრობ დიდი ხანია, მით უფრო როცა ამხელა თანხები იხარჯება შეიარაღებაში და არის თეორიული მაინც შესაძლებლობა საომარი მოქმედებებისა, რატომ არ ხდება მოსახლეობის მომზადება? უფრო მეტიც, აშკარა საფრთხის დროსაც კი არანაერი ქმედებები არ მიმდინარეობდა სავარაუდო მსხვერპლის ასაცილებლად, თუნდაც ინფორმირება მაინც ხალხის.
ამ მხრივ ძაან ბევრია გასაკეთებელი ალბათ.
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:34
by Naia
kotetbeli
ერთ ამერიკელ გოგონასთან ვმეგობრობდი. ერთხელ წამოცდა საწოლ ქვეშ ყოველთვის მაქვს 'emergency kit'-ო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ პირველადი აუცილებლობის საგნებით ჰქონდა დაკომპლექტებული. ჩამონათვალი აღარ მახსოვს, მაგრამ ფარანი და მშრალი საკვები ნამდვილად რომ ერია ეს მახსოვს

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:45
by kotetbeli
Naia wrote:kotetbeli
ერთ ამერიკელ გოგონასთან ვმეგობრობდი. ერთხელ წამოცდა საწოლ ქვეშ ყოველთვის მაქვს 'emergency kit'-ო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ პირველადი აუცილებლობის საგნებით ჰქონდა დაკომპლექტებული. ჩამონათვალი აღარ მახსოვს, მაგრამ ფარანი და მშრალი საკვები ნამდვილად რომ ერია ეს მახსოვს

ჰაჰაა
ალბათ ერთხელ საქართველოს ისტორია გადაიკითხა და იმის მერე შიშები დასჩემდა

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:46
by ლეონტი
ერთმა რუსმა პადპალკოვნიკმა, რომელიც ქიმ დაცვის კურსს გვიკითხავდა, მახსოვს ესე გვითხრა:
თქვენ კი არ მეცოდებით, ის ქალები და ბავშვები მეცოდება თქვენი ბედოვლათობის გამო რომ უნდა გაწყდესო.
ჩვენ ვიგუდებოდით.
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 00:55
by ARCHILI
1.დაბომბვისას ერიდეთ ხიდებს!...
-- ეს ამ ცოტა ხნის წინ მასწავლეს ჯარისკაცებმა მდინარე პატარა ლიახვზე გადასვლის წინ რომ ჩამოვედით მანქანიდან... მინდა გითხრათ, რომ ეს რჩევა
იმავე დღეს გამომადგა 
2. სროლაში თუ მოხვდით, დაბალი კედელი მაინც მოძებნეთ და მის გვერდით ჩაწექით!... - ეს რჩევაც გამომადგა.
დაახლოებით ასეთივე წესია დაბომბვის დროსაც, მაგრამ იქ კიდევ რაღაც პატარა განსხვავებაა და თუ გაიხსენებთ და დაწერთ, კარგია...
3. თუ სახლში ყოფნისას დაქცევა მოგიწიათ (ანუ მტერი შემოდის და ჯარმაც მიგატოვათ, როგორც ჩვენთან მოხდა), უცბად აიღეთ პირადი საბუთები, მცირე ზომის ფასეული ნივთები, თბილი ქურთუკი (იქნებ, ტყეში მოგიწიოთ გაქცევა, რა იცით) და ისეთი რაღაცეები დაახლოებით ლაშქრობაში რომ დაგვაქვს: რკინის "კრუშკა", ასანთი, სანტელი და ა.შ. !.. - ეს რჩევა ჯერ არ დამჭირვებია, იმედია,არც დამჭირდება...
4. დევნილობამ თუ მოგიწიათ, აი, პანიკა რომ ატყდა იმ დღეს თბილისში, ეცადეთ არა დიდ ქალაქებში, არამედ პაატრა სოფლებში უფრო გახვიდეთ...
5. მოერიდეთ ასეთ დროს სტრატეგიულ ადგილებში მოძრაობას.
6. "პერესტრელკაში" მოყოლისას, ეცადეთ არ იყვიროთ, პირიქით, მოიქეცით, როგორც ზემოთ ითქვა და გაისუსეთ...
კიდევ რაც გამახსენდება დავწერ... ესენი ბოლო ორ კვირაში შევისწავლე
ჩემი პროფესიის წყალობით
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 01:02
by Sikvdila
ARCHIL_i wrote:2. სროლაში თუ მოხვდით, დაბალი კედელი მაინც მოძებნეთ და მის გვერდით ჩაწექით!... - ეს რჩევაც გამომადგა. [/b]
რა გამახსენდა რომ იცოდე

მოკლედ, მასეთი სიტუაციაა და მაგარი სროლებია, ადგილიდან გასვლის შანსი არაა. უკვე თითქმის ბნელა რა, ცუდად ჩანს. და ჩემგან დაახლ. 20-25 მეტრში ბუნდოვნად ვხედავ რაღაც კედელია. როგორც იქნა მივედი იმ კედლამდე, წამოვწექის პონტში და ვცდილობ ცოტა ამოვისუნთქო. მერე სროლა შეწყდა და ჩამთვლიმასავით. იტოგში, 2-3 საათის მერე რაღაც დვიჟენია იყო, ავდექი იქედან და წავედით. დილით ისევ მომიწია მანდ მისვლა და ვხედავ ის კედელი სინამდვილეში დიქტია, რომელზეც აგურის პონტში შეღებილი შპალიერია გაკრული

კიდევ კარგი, იქ არ დავრჩი იმ ღამით, საცერივით იყო ის "კედელი"

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 01:03
by kotetbeli
ARCHIL_i
გაიხარე, ყველაფერი კაია და გამოსადეგი!
P.S. მაგრამ გეხვეწები ბოლდით ნუ წერ რა, კარტრიჯები ვეღარ შემოგვაქვსო-ალტაში მითხრეს...
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 08:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი
დროული თემაა.
ვფიქრობდი ამის გახსნას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2007წლის ნოემბრის მიტინგები გაზით დაშალეს სამთავრობო ძალებმა.
სამოქალაქო თავდაცვა სტიქიური უბედურებებისგან დაცვასაც გულისხმობს.
1-1, რაც თან უნდა გვქონდეს,
სიგნალის გადამცემი რაიმე ნივთი უნდა იყოს. ვთქვათ, სასტვენი, მოციმცომე ფანარი და ა.შ
სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 09:01
by qvevri
ნეტავი ჩემი მარანი თავდაცვისთვის არ გამოდგება

სამოქალაქო თავდაცვა!!!
Posted: 22 აგვ 2008, 09:10
by ლეონტი
qvevri
თუ ფიალას ბოლომდე გაავსებ ,რავა არა.