Page 1 of 1

წავაშველოთ მედიკამენტები დევნილებს (171-ს სკოლაში)!

Posted: 21 აგვ 2008, 21:22
by keto
მოკლედ, ხალხო, რა გვინდა გითხრათ...
მეკო და მე ვიყავით 171-ე სკოლაში(ნუცუბიძის მე-3 პლატოზე), გამოვკითხეთ დევნილებს რა სჭირდებათ, ყველაზე მეტად რა აკლიათ და ა.შ. სარეცხი საშუალებები, შამპუნი, საპონი, ჩუსტი და ასეთი რაღაცეები რაც შევძელით კი მივაწოდეთ (შესაძლებლობის ფარგლებში), მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა რაზეც იყო, ესაა მედიკამენტები. 1-2 კაცს მაგაშიც შევეშველეთ, მაგრამ მეტს ვეღარ გავწვდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა. სიაც ჩამოვწერეთ წამლების. ფრაისლისტში რომ ვნახეთ სადღაც 180- 200 ლარი უნდა მთლიანად ამეებს. 899 11 40 84 ჩემი მობილურის ნომერია, 895 19 19 93 მეკოსი. ხვალ ვისაც სურვილი გაქვთ და შეგიძლიათ, იქნებ შეგვეხმიანოთ, ვისაც რამდენით შეგვიძლია წავეხმაროთ დევნილებს. მეკო შუადღემდე იქნება ქალაქში, მე პირიქით, საღამოს შემიძლია შეგხვდეთ.აქვე ჩამოვწერ იმ წამლებსაც რასაც ითხოვდნენ:

1. ვარფარენი 2,5მგ
2. ლიოტონ გელი
3. ვენოდიოლი
(ეს სამი ერთი და იგივე კაცს სჭირდება, თრომბი აქვს და სასწრაფოა)

4. ნოოტროპილი
5. გლიცინი
6. ვალოსედი 25მგ
7. გრანდაქსინი 50მგ
8. ტექსამენი 20 მგ
9. ტრენტალი 400 მგ
10. ენაპ H
11. ფუნგოდერმი
12. სუპრასტინი
13. კოკარნიტი
14. ომეპრაზოლი
15. ბრონქომუნალი (ამ წამლის დოზა გასარკვევია ჯერ, თვითონ არ უთქვამს და ჩვენც ამოგვივარდა თავიდან კითხვა)
16. სპირტი
17. სინტომიცინი 5%
18. კეტანოვი/კეტოლონგი Bევრი ითხოვს

თქვენი იმედი გვაქვს რა, თუ გინდათ თანხა, თუ გინდათ პირდაპირ წამალი მოგვაწოდეთ ხვალ. (თუ წამლის მოწოდებას გადაწყვეტთ, მაშინ აქ დაპოსტეთ რა წამალი იყიდეთ, რომ ვინმე სხვამ იგივე არ იყიდოს)

კიდევ გავიმეორებ ნომრებს, 899 11 40 84 ქეთი და 895 19 19 93 მეკო, შეგითანხმდებით საათზე და შეგხვდებით სადმე ქალაქში.

მადლობა წინასწარ!
:roll:

წავაშველოთ მედიკამენტები დევნილებს (171-ს სკოლაში)!

Posted: 21 აგვ 2008, 21:53
by Varvara
keto

აქ რაც წავიკითხე, ბევრი ე.წ. ბრენდებია, გენერიკების მიშველებაც შეიძლება.

ფარმაცევტებს კითხეთ - იგივეს გეტყვიან.

მაგათ გარეშE ნუ იყიდით ნურაფერს - ზედმეტ ფულს გადაყრით.

წავაშველოთ მედიკამენტები დევნილებს (171-ს სკოლაში)!

Posted: 21 აგვ 2008, 22:16
by keto
Varvara

ხო, არ ვიცი, მე მაგ ამბებში ვერ ვერკვევი, რეცეპტებით ჩაგვაწერინეს სულ, არც ის მინდა აფთიაქშივე მომცენ შემცვლელი (როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს და პირადი შემთხვევაც ბევრი ყოფილა, ზოგჯერ არც თუ სახარბიელო რჩევებს იძლევიან). კვალიფიციურ ფარმაცევტთან შეიძლება კონსულტაცია :shock:

წავაშველოთ მედიკამენტები დევნილებს (171-ს სკოლაში)!

Posted: 21 აგვ 2008, 23:53
by keto
ხვალ საღამოს ვისაც გაწყობთ, 7-ის ნახევარზე ფოტოკლუბი ბოკეს წევრები ვხვდებით თამარაშვილისა და პავლოვის გადაკვეთაზე, პოპულისთან კუთხეში. შემოგვიერთდით! :)

აქვე მინდა გაცნობოთ, პირველი 2 წამალი უკვე გვაქვს :) ერთ-ერთმა ბოკელმა აიღო თავის თავზე :)