Page 1 of 3

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 16 აგვ 2008, 23:09
by guruli
გლდანის მესამე მიკროში მდებარე 208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება. ისევ მორიდებით და არადავალებით, მაგრამ მაინც ითხოვეს, თუ რამეს მოახერხებთ, კარგი იქნებაო... იქ, ზოგადად, ძალიან ბევრი ლტოლვილია, მაგრამ ესენი ბავშვებზე ზრუნავენ. ყველა ასაკის პატარაა - ჩვილებიც და სკოლამდელი ასაკისებიც. ვფიქრობ, მინიმუმ, 100 ლარიც რომ ავაგროვოთ, ჰუმანას, პამპერსებს და ამგვარებს მაინც ვუყიდით... ვისაც სურვილი გაქვთ, ხვალ, 12 საათზე დინამოსთან, ისეც წერეთლის ძეგლთან შევიკრიბოთ. 5-5 ლარიც რომ დავდოთ, ესეც საქმეა - 20 კაცი სჭირდება 100 ლარის მოგროვებას.
მოკლედ, ხვალ, 12 საათზე გელოდებით იქ. მანქანიანიც თუ იქნება ვინმე, გვჭირდება.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 16 აგვ 2008, 23:29
by Tamusia
დღეს გოგონამ დაგვაკავშირა ერთ-ერთ ადამიანთან, რომელმაც თქვა რომ სამინისტროში ჰუმანა აქვთ და ატანენ, ან თვითონ მიაქვთ.

იმ ბიჭის ნომერია 879 44 71 77 ვახტანგი. ნამდვილად ღირს დაკავშირება

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 01:10
by Naia
guruli
ირაკლი, თუ იცი, რომელიმე ორგანიზაცია იყო მისული დასახმარებლად?

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 11:18
by guruli
Naia
guruli
ირაკლი, თუ იცი, რომელიმე ორგანიზაცია იყო მისული დასახმარებლად?
ნაია, რაღაც დახმარებები მიდის - წინა წერილშიც დავწერე, რომ შიმშილით არავინ კვდება, მაგრამ ისინი ითხოვენ დახმარებას ჩვილებზე და პატარა ბავშვებზე და არა უფროსებზე.
Tamusia - დიდი მადლობა. დავურეკავ მაგ ბიშს.
და რა ვქნათ, არ შევიკრიბოთ 12-ზე?

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 12:34
by bela
guruli

დღეს კვირაა და საქმეები მაქვს. მაგრამ ხვალ მეცლება.

მაქვს პატარა ბავშვების ტანსაცმელი და ცოტა ფულიც, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გადმომცეს.

შენი ტელეფონი პმ-ში მომწერე და შევთანხმდეთ, ხვალ როდის გავიდეთ გლდანში.
იქნებ ხვალამდე სხვა მსურველებიც გამოჩნდნენ, მე სულ 20 ლარი მაქვს...

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 13:37
by navigator
თუ წერეთელზე გაივლით, მეც მოგაწოდებთ რაღაცეებს სამსახურიდან, შემატყობინეთ დღესვე რომ ხვალ სამსახურში წავიღო.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 13:43
by khrukhuna
bela wrote:guruli

იქნებ ხვალამდე სხვა მსურველებიც გამოჩნდნენ, მე სულ 20 ლარი მაქვს...


აღმაშენებლისკენ ხო არავინ მუშაობთ, ან ცხოვრობთ? მე მანდ ვმუშაობ და რომელიმეს შეგხვდებოდით და ცოტა ფულს მაინც გადმოგცემდით...
ან კიდე რით შემიძლია შემოგიერთდეთ? ტანსაცმელი?ჭურჭელი?...

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 14:18
by kotetbeli
ჩემ უბანში მივაგენი ლტოლვიებს, რომლებსაც 2 თვის ბავშვი ჰყავთ, ახლა მგონი ავჭალის სკოლაში გადასულან.
ვდებ მათ ნომერს და თუ შეგიძლიათ შესაბამისი ნივთებითა და პროდუქტებით დაეხმარეთ: 895 38 22 37

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 17 აგვ 2008, 14:41
by guruli
bela
navigator
khrukhuna
kotetbeli
მაცალეთ ჯერ, გავარკვიო, იქ რამდენი და რა ასაკის ბავშვია და ეგებ ტამუსიამ რომ ნომერი დადო, იმათი დახმარებით მივაწოდოთ მაგათ ბავშვთა საკვები... ჩემი ნომერია 8.55. 500-120. მანქანა დაგვჭირდება სავარაუდოდ... და რაс შეეხება თანხებს, თუ სამინისტროდან დავეხმარეთ, მაგათთვი არ დაგვჭირდება, მაგრამ იმ გოგებაშვილზე მცხოვრებთ დავეხმაროთ, მაგრამ ამაზე მეორე თემაში დავწერ.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 12:27
by guruli
ხალხნო, ახლა დავადგინე 208-ე სკოლის ამბები. 15 ბავშვი ჰყავთო. აქედან 1 კვირის პატარაც კი ყოფილა... მოკლედ, რაოდენობა და ასაკი მაქვს და 2 საათში გავალ სამინისტროში, მაგრამ მანქანა დაგვჭირდება და თუ გცალიათ ვინმე მანქანიანს, დამირეკეთ - 8.55. 500-120.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 12:30
by guruli
საღამოსკენ იყავით ხზზე რამდნიმე კაცი მაინც. გოგებაშვილზე დარჩენილებს ერთი 20-ოდე ლარი მაინც ავუგროვოთ საჭმელისთვის, თუმცა იმათ დენის გაყვანაც დასჭირდებათ, როგორც ვატყობ. ალბათ, 50-ოდე მეტრი კაბელი ეყოფათ... ამაზე უფრო ზუსტად გვიან დავწერ.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 14:23
by navigator
guruli
ფულის მოწოდება დღესვე შემიძლია, ბავშვის რაღაცეები ხვალ შემიძლია მოგაწოდო.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 14:25
by Kakha
guruli
შემეხმიანე - გოგებაშვილელებისათვის რაღაცა ფული მეც მაქვს.

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 14:37
by Nika
gazis gayvanaze daukavSirdidiT
david@itera.ge

208 სკოლიდან ისევ ითხოვეს დახმარება

Posted: 18 აგვ 2008, 15:58
by guruli
Nika - დენის გაყვანაზე რომ დაეხმაროთ, ისეთი არავინ იცით?