Page 1 of 4
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 08:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტავდაპირველად, გულწრფელად მინდა, აღვნიშნო, რომ არავითარი სურვილი მაქვს ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგს პეკინი ვუწოდო, რომელიც ჩვენში რუსულიდან შემოვიდა.
ეს სახელი თავად ჩინურია და ჩვენ რატომრა უნდა შევუცვალოთ?
მკდ, ამაზე აღარ გავჩერდები:
ესპანურემოვან ტელეარხზე მორბენალ სტრიქონში შემთხვევით წავაწყდი, რომ ბადრი ხასაია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ძნ გთხოვთ, ამ თემაში დაწეროთ ქართველი ოლიმპილების შედეგები.
აგრეთვე, ბეიჯინგი-2008ის სხვა საინტერესო ცნობები.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 08:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს არის ვებ-გვერდი,
http://www.china.org.cn/olympic/2008-08 ... 164398.htm
რომელიც ახლახანს საძიებო პროგრამით აღმოვაჩინე.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ 2 ოქროს მედალი გვქონია. და კიდევ, 1ც ბრინჯაო.
ოღონდ, ზუსტად არ ვიცი, ვინ რაში აიღო.
ოლიმპიური ჯილდოების შეტყობინებით
ნაიმაც ძნ გამახარა
დევიზი, "ბეიჯინგში უკეთ, ვიდრე ათენში", ჯერ შესასრულებელია, რადგან ათენის ოლიმპიადაზე ჩვენ
2 ოქრო (ზვიადაური, ასანიძე) და 2ც ვერცხლი (ხერგიანი, ნოზაძე) ავიღეთ.
პირდაპირ ეთერში მხოლოდ ძიუდოისტ ნესტორ ხერგიანის ფრანგთან წარუმატებელი ჭიდაობა ვნახე.
არადა, ის დამოუკიდებელი საქართველოს 1ლი ოლიმპიური ვერცხლის (2004) მედალოსანია.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 08:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვინმემ იცის, ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე შავი ლენტებით გამოდიან?
ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოს
ყურადღების მიპყრობის კიდევ 1 კგ საშუალებაა.
მით უფრო, სპორტული სამყაროსი, რომელიც პოლიტიკაში ცუდად ერკვევა.
ნეტავ ჩვენები შავი ლენტებით გამოდიოდნენ რა...
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 09:05
by Nika
GAMARJOBA SAKARTVELO
Savi lentebiT ar gamodian. mgoni undodaT mara aukrZales.
rac Seexeba medlebs. brinjao nino saluqvaZem moipova xolo danarCenebi
მანუჩარ კვირკველიამ პეკინში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა
პეკინში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა წარუმატებელი გამოსვლა დასრულდა - საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და საქართველოს ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ქართველი ფალავანმა 74 კგ. წონით კატეგორიის ფინალში მასპინძელი, ჩინელი მოჭიდავე იონგქსიანგ ჩანგი პირწმინდად გაანადგურა _ 6:0, 4:0.
მანუჩარ კვირკველიამ ასპარეზობა მერვედფინალიდან და ფრანგით ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ფრანგ კრისტოფ ჟენოთი დაიწყო. ქართველმა "კლასიკოსმა"
სადებიუტო შეხვედრაში, ჟენოს შანსი არ დაუტოვა (5:0, 5:0) და მეოთხედფინალში გერმანელ კონსტანტინ შნეიდერს დაუპირისპირდა, რომელსაც ქულებით, დამაჯერებლად (3:0, 5:0) სძლია და ნახევარფინალში გააღწია. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა უნგრელ პეტერ ბაცსთან ჩაატარა, დაძაბულ სამსეტიან (2:1, 2:5, 3:0) ორთაბრძოლაში იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ჩინელ სპორტსმენს სძლია.
ირაკლი ცირეკიძე პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა მსოფლიოს ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ, 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში, ალჟირელი ამარ ბენიკლეფი დაამარცხა და საქართველოს თამაშების მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
ქართველმა ფალავანმა პეკინის ოქროს დაუფლებამდე, გზად ეგვიპტელ ჰეშამ მესბაჰს სძლია, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში, რუს ევროპის ჩემპიონ ივან პერშინს შანსი არ დაუტოვა და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ივ-მეთიუ დაფრევილის მძლევალ ალჟირელ ბენიკლეფს მოუგო.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 09:33
by Mta Mkvarebia
Nika wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
Savi lentebiT ar gamodian. mgoni undodaT mara aukrZales.
შავი ლენტები არ კეთებიათ, მაგრამ შავი ლენტა ხელში ეჭირათ დაჯილდოების ცერემონიალზე, ამაზე სპეციალურად მიუთითა ქართველმა კომენტატორმა. მაგრამ მას რომ არ ეთქვა, შეიძლება არც მიმექცია ყურადღება, ამიტომ არ ვიცი, რამდენად შეამჩნია გლოვის და პროტესტის ეს ნიშანი მსოფლიოს ფართო საზოგადოებამ.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 10:58
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO - ბეიჯინგში ჯერ-ჯერობით 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოვიპოვეთ. სულ პირველი მედალი სწორედ ეს ბრინჯაო გახლდათ, რომელიც ნინო სალუქვაძემ მოიპოვა პნევმატური პისტოლეტით სროლაში. ამას იქ ორი ოქრო მოჰყვა, რომლებიც ზუსტად 13 აგვისტოს, ანუ საქართველოში გლოვის დღის გამოცხადებისას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74) და ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90)მოიპოვეს. სამწუხაროდ, გუშინ ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლომერ ჟორჟოლიანმა (100), ხოლო დღეს ძიუდოისტი ლაშა გუჯეჯიანი (+100) ნახევარფინალშია გასული და იაპონელ სატოში იშის შეხვდება.
რაც შეეხება შავი ლენტებით გამოსვლას ან პროტესტის სხვა ფორმას, ამას ოლიმპიური ქარტია სასტიკად კრძალავს. ჩვენებს წამოსვლაც უნდოდათ, მაგრამ ბოლოს ქვეყნისპრეზიდენტი ჩაერია და დატოვეს. ალბათ, სწორადაც მოიქცნენ, რადგან თამაშების მიტოვების შემთხვევაში სეოკ-ს 8 წლით გარიცხავდნენ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან, რაც იმა ნიშნავს, რომ ჩვენები 2010 წლის ლონდონის და 2016 წლის ოლიმპიადებზე ვერ გამოვიდოდნენ. თუმცა ოლიმპიურმა მოძრაობამ საპროტესტო გამოსვლების არაერთი მაგალითი იცის. მე გაგახსენებთ 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადას, სადაც ერთ-ერთ გარბენში ამერიკელი შავკანიანი მძლეოსნები, სასტიკი გაფრთხილების მიუხედავად, რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად კვარცხლბეკზე შავი ბერეტებით ზეაღმართული შავხელთათმანიანი მუშტებით ავიდნენ. ამ სახეობაში მეორეზე თეთრკანიანი ავსტრალიელი გავიდა, რომელმაც ზანგებს საგანგებო სამკერდე ნიშნით გამოუცხადა პროტესტი. იმავე ოლიმპიადაზე და ისევ მძლეოსნობაში, ოღონდ სხვა დისციპლინაში, ასევე ამერიკელი ზანგები ისევ რასიზმის გასაპროტესტებლად შავი ბერეტებით თავდახრილები დადგნენ... მერჩივნა, ცირეკიძეს უფრო დემონსტრაციულად აეფრიალებინა ის შავი ლენტა, მაგრამ. ეტყობა, უფროსობამ აუკრძალა.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 15 აგვ 2008, 15:14
by Na-tia
გუშინ სი-ენ-ენ ზეც განსაკუთებით გაამახვილეს ყურადღება ქართველების გამარჯვებაზე, კვირკველიას ოჯახთანაც აჩვენეს ინტერვიუ და რაღაც ძაან კარგი იყო, სხვა ამბები რომ არ ჩრდილავდეს ასე.

ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 16 აგვ 2008, 00:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nika
guruli
გმადლობთ.
ძნ მიხარია ჩვენი სპორტსმენების წარმატება.
ირაკლი ცირეკიძემ 1 წელიწადში რამხელა წარმატებას მიაღწია.
გახსოვს ჰო, გურულო,
2007ის სექტემბერში, ბრაზილიაში შენს თვალწინ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მანუჩარიც და კვირკველიაც გმირები არიან.
ნინო სალუქვაძემ, მგონი, ოლიმპიადაზე მონაწილეობის რაოდენობის მხრივ, არამარტო ქართული რეკორდი დაამყარა.
უკვე მე7დედ მიიღო მონაწილეობა.
მახსოვს, როგორ მიხაროდა, 1988ში სეულის ოლიმპიადაზე ნინომ ოქრო და ვერცხლი რომ აიღო.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 18 აგვ 2008, 07:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
არასაოლიმპიუროა, მაგრამ ლევან კობიაშვილმა უარი თქვა "შალკეს" სპონსორის "გაზპრომის" მაისურით გამოსვლაზე.
ყოცაღ ლევან.
ეს მას სანქციად დაუჯდება, მაგრამ ნებისმიერი სანქცია სჯობს სამშობლოსადმი პატივისცემას
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 18 აგვ 2008, 07:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
რამდენიმე დღე ჩვენების ოლიმპიური შედეგების თაობაზე არაფერი ვიცოდი.
ბოლო მონაცემებით, მედლების სინჯებით მე12 ადგილზე ვიყავით.
ახლა ცხრილი ამ ვებ-გვერდზე ვნახე
http://results.beijing2008.cn/WRM/ENG/I ... 0000.shtml
და 24ე ადგილზე გადავსულვართ.
ვიმედოვნებ, 2 მედლას კიდევ ავიღებთ.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 18 აგვ 2008, 11:09
by guruli
ეჰ, ლაშა გუჯეჯაინმა და ლომერ ჟორჟოლიანმა ბრინჯაოსთვის წააგეს ბრძოლები და მეხუთეზე დარჩნენ. გუშინ ძალოსანი არსენ კასაბიევი ტაქტიკურად შეცდა, გარისკა და დიდ წონას შეეჭიდა, თორემ, მინიმუმ, ბრინჯაო განაღდებული იყო. მაგრამ აშკარად ჩემპიონობაზე გაიქაცა, ბლომად სიმძიმე შეუკვეთა და და ვერ ასწია... ვანო რგრიქუროვი, ეს გამოცდილი და ნამდვილად პროფესიონალი მწვრთნელი უკვე მეორედ მიდის გაუმართლებელ რისკზე. ორიოდე კილოგრამით ნაკლებიც რომ შეეკვეთა და დაეძლია, ბრინჯაო განაღდებული იყო. მეორედ ხდება, როცა აუტსაიდერთა B ჯგუფიდან ვიღაც გამოვარდება და მედალს იღებს და ორივეჯერ ქართველები დავზარალდით ამით - სიდნეის ოლიმპიადაზე ასე საიდანღაც გამოვარდნილმა ბელარუსმა ასანიძეს გაუსწრო (გრიქუროვმა და ამან პირველად მაშინ გარისკეს გაუმართლებლად), ახლა კი კასაბიევი აზარალა რუსმა ჰაჯიმურატ აკაევმა...
დღეს ბატუტისტი ლუბა გოლოვინა მეოთხეზე გავიდა. ბუნებრივია, გული გვწყდება, რომ მედალი არაა, მაგრამ ამისთვის მეოთხე ადგილიც ფანტასტიკის სფეროა. იგი სულ 16-17 წლისაა და ყველაზე პატარა იყო ამ სახეობაში. მისდა სასახელოდ, გაუსწრო რუს მსოფლიო ჩემპიონ ირინე კარავაევას და ჩინელებს. ბატუტზე ვერცხლი ანა დოღონაძემ მოიპოვა, რომელიც გერმანიის სახელით გამოდის.
დღეს ძალოსანი ალბერტ კუზილოვი გამოდის, რომელსაც ასევე შეუძლია სამედლოდ ბრძოლა, ხვალიდან კი ოლიმპიადაში თავისუფლად მოჭიდავეები ებმებიან.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 18 აგვ 2008, 11:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote:ეჰ, ლაშა გუჯეჯაინმა და ლომერ ჟორჟოლიანმა ბრინჯაოსთვის წააგეს ბრძოლები და მეხუთეზე დარჩნენ. გუშინ ძალოსანი არსენ კასაბიევი ტაქტიკურად შეცდა, გარისკა და დიდ წონას შეეჭიდა, თორემ, მინიმუმ, ბრინჯაო განაღდებული იყო. მაგრამ აშკარად ჩემპიონობაზე გაიქაცა, ბლომად სიმძიმე შეუკვეთა და და ვერ ასწია... ვანო რგრიქუროვი, ეს გამოცდილი და ნამდვილად პროფესიონალი მწვრთნელი უკვე მეორედ მიდის გაუმართლებელ რისკზე. ორიოდე კილოგრამით ნაკლებიც რომ შეეკვეთა და დაეძლია, ბრინჯაო განაღდებული იყო. მეორედ ხდება, როცა აუტსაიდერთა B ჯგუფიდან ვიღაც გამოვარდება და მედალს იღებს და ორივეჯერ ქართველები დავზარალდით ამით - სიდნეის ოლიმპიადაზე ასე საიდანღაც გამოვარდნილმა ბელარუსმა ასანიძეს გაუსწრო (გრიქუროვმა და ამან პირველად მაშინ გარისკეს გაუმართლებლად), ახლა კი კასაბიევი აზარალა რუსმა ჰაჯიმურატ აკაევმა...
დღეს ბატუტისტი ლუბა გოლოვინა მეოთხეზე გავიდა. ბუნებრივია, გული გვწყდება, რომ მედალი არაა, მაგრამ ამისთვის მეოთხე ადგილიც ფანტასტიკის სფეროა. იგი სულ 16-17 წლისაა და ყველაზე პატარა იყო ამ სახეობაში. მისდა სასახელოდ, გაუსწრო რუს მსოფლიო ჩემპიონ ირინე კარავაევას და ჩინელებს. ბატუტზე ვერცხლი ანა დოღონაძემ მოიპოვა, რომელიც გერმანიის სახელით გამოდის.
დღეს ძალოსანი ალბერტ კუზილოვი გამოდის, რომელსაც ასევე შეუძლია სამედლოდ ბრძოლა, ხვალიდან კი ოლიმპიადაში თავისუფლად მოჭიდავეები ებმებიან.
დახვეწილიად იცი ხოლმე ამბების გადმოცემა.
ასანიძის სიდნეური უიღბლობა მახსოვს. თუ სწორად მახსოვს, მაშინ მან მხოლოდ პირადი წონით დათმო
1ლი-მე ადგილები, თორემ 3ვე პრიზიორმა თანაბარი სიმძიმე აწიეს.
კასაბიევს ათენიდან ვქომაგობ. ძნ წესიერი ახალგაზრდაა. ჯერ 21 წლის არის. ლონდონის ოლიმპიადაზე
ჩემპიონი ნამდვილად გახდება. ოსებმა და ქართველებმა უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი თანამემამულე გვყვავს.
ლუბას რაც შეეხება, მეორე რუსუდან ხოფერია იქნება, +ს, ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება.
ძნ კოხტა და გოგო და კგ სპორსტმენია.
ანა დოღონაძემ, თუ არ ვცდები, ათენში მოიპოვა, არა ოქრო?
თავისუფალი ჭიდაობისგან ველი რა 2 მედალს.
აბა, ვნახოთ.
ეჰ, სად არის ლუკას ჯანი და შემართება?...
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 18 აგვ 2008, 11:39
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
თუ სწორად მახსოვს, მაშინ მან მხოლოდ პირადი წონით დათმო
1ლი-მე ადგილები, თორემ 3ვე პრიზიორმა თანაბარი სიმძიმე აწიეს.
კი, ეგ სხვაობაა, მაგრამ საერთო ისაა, რომ მწვრთნლი ორივეჯერ შეცდა. ამჯერად არ უნდა გაერისკა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გრიქუროვი მაინც ჯადოქარია. მაგ სფეროსგან შორს მდგარ ხალხს წარმოდგენაც არ შეუძლია, რისგან ააწყო გუნდი და რა ბიჭები შექმნა მედლებისთვის მებრძოლებად. კი, კასაბიევი ძალიან მაგარია, მაგრამ ვარჯისები რომ აკლდა, რა იყო ევროპაზე და მსოფლიოზე? გრიქუროვი საოლიმპიადოდ ინახავდა მაგას და წაგების მიუხედავად, ცხადზე უცხადესია, რომ გუნდიც და ეგეც მოამზადა ოლაიმპიადისთვის.
ლონდონის ოლიმპიადაზე
ჩემპიონი ნამდვილად გახდება. ოსებმა და ქართველებმა უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი თანამემამულე გვყვავს.
დასტურ, დასტურ - ყველაფერში გეთანხმები.
ანა დოღონაძემ, თუ არ ვცდები, ათენში მოიპოვა, არა ოქრო?
ჰო. ვფიქრობ, უკვე დამთავრდა მისი და კარავაევას დრო. გოლოვინა მართლაც შორს წავა. მაგას მაინც არ დასჭირდება საზღვარგარეთ სავარჯიშოდ წასვლა - მამამისიც მაგარი მწვრთნელი ჩანს და ნაკრების თავკაციც, ხოფერიას, დოღონაძის, ლია ბენდიაშვილის დამტელი იმ თაობის აღმზრდელი ზაურ სულაშვილიც.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 21 აგვ 2008, 08:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, ოთარ თუშიშვილს თავისუფალ ჭიდაობაში, 66 კგიანთა წონაში ოლიმპიური ბრინჯაო მოუპოვებია.
გორელი ბიჭია.
წარმომიდგენია, გაჩემპიონების შემთხვევაში, ამ გაჭირვებულ გორში რა ზეიმი იქნებოდა.
ოთარი ცოტა უიღბლო მოჭიდავეა.
ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე სასტიკად არ გაუმართლა და მას შემდეგაც სერიოზულ შეჯიბრებებზე ჩემპიონი ვერ გახდა.
ყველაზე დიდი შედეგი მას 2006 წელს ჩინეთშვე, ქალაქ გვანჯოუში ჩატარებულ მსოფლიო 1ლობაზე ჰქონდა, სადაც მე2 ადგილი აიღო.
ეს ბიჭი ზუსტად 30 წლისაა და იმედია, უახლოეს წლებში ჩემპიონობითაც გაგვახარებს.
ბეიჯინგი- 2008, ქართველები ზაფხულის ოლიმპიადაზე
Posted: 21 აგვ 2008, 09:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ დროისთვის საქართველოს მედლების სინჯის მხრივ 27ე ადგილი უკავია.
სულ 45 ქვეყანის სპორტსმენს აქვს მოპოვებული ოქროს მედალი.
საბოლოო ჯამში სხვა და სხვა მედლით სულ 71 ქვეყნის სპორტსმენია დაჯილდოებული.