კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gurzi » 17 აგვ 2010, 17:40

Tamari-ch. wrote:masai11
უარესს გეტყვი

ახლა ხანძრები რომ იყო ერთი საშინელი ისტორია წავიკითხე
საშინელი მარტო თავად ტრაგედია კი არა
ოჯახის უფროსის ქცევა იყო

:evil:

აი ასეთი რაღაც მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს!!!!

http://vykza.ru/2010/08/06/doch.html

Когда загорелся их дом, я видел, как выбежал дядя Петя, — рассказывает Виталий Гришин. — Дядя Петя кричал дочери, мол, беги, спасайся! Но Надя не бросила мать.
Петр Черненков успел выбежать из горящего дома и эвакуировался вместе с остальными жителями. Надя осталась дома, она стала поднимать с кровати стонущую от боли мать. Вместе женщины кое-как доковыляли до крыльца, но бежать было уже некуда — всюду огонь.
— Они кинулись в сторону реки, — горько вздыхает сосед. — Только быстро бежать не могли, Лидия хромала, падала. А дочка все равно ее не оставляла.
Огненный смерч поймал их в ловушку, когда до спасительной реки оставалось лишь 20 метров...
Обгоревшие тела несчастных женщин нашли местные жители после того, как деревня сгорела дотла. Мать и дочь лежали рядышком, но было понятно, что дочь до последнего защищала мать от огня.
— Они лежали лицом в землю, посреди черной выгоревшей травы, вот только лица у них и сохранились, все остальное сгорело до костей, — Виталий Гришин закрывает лицо старческими руками. — У Черненковых была крепкая и дружная семья. И вот такой страшный конец. До конца жизни не забуду...

მოკლედ გეტყვით -
ცხოვრობდა ოჯახი: დედა, მამა და ქალიშვილი
დედა მიჯაჭვული იყო ლოგინს, ფეხები სტკიოდა.

ხანძარი მოედო სოფელს,
მამა გამოვარდა ქუჩაში - მიაყვირა ქალიშვილს - თავს უშველეო -
მიატოვა ცოლი და ჩახტა ავტობუსში - რომელმაც ხალხი გაიყვანა სოფლიდან

ქალიშვილი მივარდა ავადმყოფ დედას და წვალებით გამოიყვანა სახლიდან,
მდინარემდე 20 მეტრი იყო დარჩენილი - როცა ცეცხლის ალი მისწვდათ და დაიღუპნენ ..

თფუი რა!
კაცმა მიატოვა ქალები და მოკურცხლა!!!!
:twisted:
ყველაზე ღირსშესანიშნავი მანდ თვითმხილველის (მთხრობელის) საქციელია.

ყოველთვის ვაფანატებ ხოლმე თვითმხილველების ასეთ გულდამდუღრავ ისტორიებზე. :roll:
ჯერ საქართველო!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 19 აგვ 2010, 17:52

http://www.veteranstoday.com/2010/08/15 ... t-a-drill/

15 აგვისტოსაა ეს დაწერილი

As of 8/15/2010 all personnel in Russia and the European Union are advised to evacuate immediately. I repeat. This is not a drill. If you can’t leave, get your kids out. It may be too late already.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აგვ 2010, 01:26

გაეცანით საინტერესო წერილს :პრესა.გეს: ვებგვერდიდან:

ქართული სინდრომი
[ჯეიმს თრობი, Foreign Policy]

კატასტროფული ომიდან ორი წლის შემდეგ თბილისი სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ ქართველები ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ისევ ზღვარზე არსებობენ: არ არიან დარწმუნებულები, რომ ისინი ბარაკ ობამას საკმარისად უყვარს.
ბოლო კვირის განმვლობაში, რუსეთი საქართველოსთან ომის მეორე წლისთავს ტრადიციულ სტილში აღნიშნავდა: პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტულ რეგიონს აფხაზეთს ესტუმრა, რომელსაც რუსეთი დღეს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს; და რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ გაურკვეველ ქართულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის, რუსულმა ავიაციამ აფხაზეთში მაღალტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი S-300 განათავსა. ვიდრე ქართველებს, რომლებიც რუსეთის ყველა პროვოკაციულ აქტს აპოკალიფსის პრელუდიად აღიქვამენ, შეშფოთებული რეაქცია ჰქონდათ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ამბავი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ S-300–თან დაკავშირებული ამბავი ახალი არ არის. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შეეცადა (ჯერ–ჯერობით წარმატებულად) მოეძებნა ბალანსი საქართველოს დაცვას და რუსეთთან „გადატვირთვის“ შენარჩუნებას შორის. მაგრამ რას გააკეთებს ის, თუკი რუსეთი უბრალოდ უარს იტყვის დატოვოს ტერიტორიები, რომლებიც მან უკანონო და უსამართლო ომში დაიკავა?
საქართველოს, რომელიც რუსეთის ხისტ ძალას უკიდურესად ჩამორჩება, რბილი ძალის გამოყენებაში, რუსეთთან შედარებით გამანადგურებელი უპირატესობა აქვს, რაც რუსეთს საგონებელშიც უნდა აგდებდეს და აცოფდეს კიდეც.
ისრაელის მსგავსად, საქართველო ქვეყანაა, რომელზეც ბევრი ამერიკელი რაციონალურად უბრალოდ ვერ ფიქრობს. ქვეყნის უმშვნიერესი და უძველესი დედაქალაქის თბილისის სტუმრები, უმალ ექცევიან ქართული სინდრომის გავლენის ქვეშ. ესაა, ნეტარი კაპიტულაცია გულზეხელდადებული სენტიმენტალიზმისადმი, ლოთური ნადიმები, ცენტრალური ევროპისათვის დამახასიათებელი ბულვარები და უსაზღვრო ერთგულება დასავლური ღირებულებების მიმართ – როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი საფრთხეების პირისპირ. მეც თითქმის იმავეს ვგრძნობდი, მას შემდეგ, რაც New York Times–სთვის ომის დასაწყისზე დავწერე სტატია, რომელიც როგორც ჩანს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალზე დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. მეც ახლა თბილისში ვარ, მთავრობის მიწვევით, ლექციების წასაკითხად, თუმცა რეალურად აქ ჩემს ვაჟთან ჩამოვედი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საზაფხულო პრაქტიკას გადის.
რაღა თქმა უნდა, ასეთი მხოლოდ მე არა ვარ. როდესაც 2005 წელს აქ ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ის ბედნიერებისგან აცეკვდა, რამაც ის აქ მყისიერად ნაციონალურ გმირად აქცია და თბილისში მისი სახელობის გამზირიც გაჩნდა. საქართველო უმალ გადაიქცა პრეზიდენტის არაოფიციალურ თილისმად მის ჯვაროსნულ ლაშქრობაში დემოკრატიისთვის; რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ბუში მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას (მაგრამ დამარცხდა). სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი სააკაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინა იმ ცენტრალური როლისთვის, რომელიც სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციაში“ ითამაშა და რამაც საქართველოში დემოკრატია, ხელისუფლებაში კი სააკაშვილი მოიყვანა. (ჰილარი კლინტონიც თანა–წარმდგენელი იყო.) მაკკეინი დღემდე საქართველოს გულწრფელ მხარდამჭერად რჩება: ახლახანს მან Washington Post –ში წერილი გამოქვეყნა, სადაც ის ობამას ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებს, რომ „მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს“. წერილის სრული ვერსია ადგილობრივმა Messenger–მა გამოაქვეყნა, საქართველოს ძალიან პრო–სამთავრობო ინგლისურენოვანმა გამოცემამ.
საქართველოს ლიდერთა შეხედულებები, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, უფრო ოპტიმისტურია. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა და სააკაშვილის ახლობელმა, რომელსაც მისი ბოსის ყველა ძირითადი თვისება ახასიათებს (ტოტალური თვითდაჯერებულობა, წინდაუხედავი გულახდილობა და სპონტანური მახვილგონიერება) მითხრა: „ჩვენ გვჯერა, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს არ გაყიდის“. კანდიდატის ამპლუაში, ობამამ მკაცრად, თუმცა შესაძლოა ოდნავ დაგვიანებით, დაგმო ინტერვენცია და როგორც პრეზიდენტმაც, მან ცალსახად არ მიიღო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (სეპარატისტული რეგიონი, სადაც 2008 წლის ომი დაიწყო) ფაქტობრივი ანექსია. იაკობაშვილი და სხვები დიდწილად დამშვიდნენ გასულ თვეში, როდესაც ჰილარი კლინტონი თბილისს ეწვია და რუსეთის ყოფნა ამ ორ რეგიონში პირდაპირ „ოკუპაციად“ შეაფასა.
თუმცა საქართველოს ობამას მოჯადოების შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია და ქართველები ნერვიულობენ, რომ ეს მიუკერძოებელი და უცხო ადამიანი არ არის ის ტიპი, რომელიც სინდრომს დამორჩილდება. საქმეში კარგად გარკვეული ადამიანები ღელავენ იმის გამო, რომ თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთსა და ევრაზიაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკი ქართველოფილი მაკლ მაკფოლია, (მაკფოლი ერთ დროს საქართველოში ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა), მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების საბჭოში მაკფოლის უფროსი, დენის მაკდონაფია, ობამას დიდი ხნის მრჩეველი და ცივი გონების რეალისტი. გარეშე პირები კითხულობენ, უარი ხომ არ თქვა ობამამ „ევროცენტრიზმის“ პრინციპზე, რაც „დასავლური ღირებულებების“ კოდექსად ითვლება, ან ხომ არ ემზადება იგი იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან გადატვირთვას შესწიროს.
ისრაელელების მსგავსად, ქართველები შეპყრობილები არიან იმ მძიმე შფოთიანი განცდით, რომ მათი მოთხოვნები შეერთებული შტატებისადმი უფრო მორალური ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული. იაკობაშვილი გასაოცარ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში საფრთხეს უქმნის ნატოს ვალდებულებას შეაჩეროს ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ბირთვული იარაღის ფარული გავრცელება, (მისი თქმით ოსებისთვის დაბეჭდილი რუსული პასპორტები ჩეჩენ სეპარატისტებს აღმოაჩნდათ), არადა, სიმართლე ისაა, რომ არსებული ჩიხი მადესტაბილიზებელ ფაქტორად რთული მისაჩნევია. როდესაც მე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ირაკლი ფორჩხიძეს ვკითხე, რატომ უნდა მოსთხოვოს დასავლეთმა რუსეთს, აფხაზეთიდან და ოსეთიდან გასვლა, მან მიპასუხა: „რუსეთმა საზღვრების ურყეობის პრინციპი დაარღვია; რუსეთი ეთნიკურ წმენდებს ახორციელებს. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი არ არის?“
პასუხი დიდწილად დადებითია. აღნიშნული ეთნიკური წმენდა ძირითადად 1990–იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ველური სამოქალაქო ომების დროს მოხდა, როდესაც ყველა მხარე სასტიკად იქცეოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავა ძირითადად იმაზე მიდის, თუ ვინ ისროლა პირველმა 2008 წელს, ომის დროს რუსეთმა ისევე სასტიკად და ერთმნიშვნელოვნად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ეს ერაყმა გააკეთა ქუვეიტში 1990 წელს. და მიუხედავად ხელმოწერილი საზავო შეთანხმებისა, რომელიც ორივე მხარეს ავალდებულებს დატოვონ სადაო რეგიონის ტერიტორია, რუსეთმა რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა, ამ ტერიტორიებს დამორჩილებული ქვეყნების მდგომარეობაში ამყოფებს და საზავო შეთანხმებისადმი თავისი უპატივცემულობის დემონსტრირებას ისეთი ქმედებებით ახდენს, როგორიცაა განცხადება S-300–ს განთავსების შესახებ, რომელიც თავდაცვის არანაირ გონივრულ ზომას არ წარმოადგენს. „ჩვენ ავიაციაში სამნახევარი თვითმფრინავი გვყავს“, – ამბობს იაკობაშვილი. „ეგენი ვის ჩამოგდებას აპირებენ – უცხოპლანეტელების?“
საქართველო მართლაც უქმნის პრობლემას მის მეგობრებს. თბილისის მეზობლების უმრავლესობა პოსტ–საბჭოთა სივრციდან დანებდა რუსეთის მოთხოვნებს რეგიონალურ ჰეგემონიაზე. საქართველო, ამას დემონსტრაციულად არ აკეთებს. ისინი, ვინც ქართული სინდრომის ჯადოსურ ძალას მთლიანად არ დანებებულა, სააკაშვილს არწმუნებდნენ შეეწყვიტა რუსეთის და მისი მრისხანე პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის დაცინვა; გადაედო ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება; და ჩაეხშო მისი ხმამაღალი ნაციონალიზმი. ახლახანს Financial Times–ში გამოქვეყნებულ სტატიაში რეგიონალური ექსპერტი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსეთს შესაძლოა დასავლეთთან საკუთარი „გადატვირთვაც“ სურდეს და აქ საქართველოსთან შერიგებაც იგულისხმებოდეს, მაგრამ ვაალი დასძენს, რომ ასეთი ცვლილება შეუძლებელია მანამ, სანამ ხელისუფლებაში, მისი თქმით „მოსკოვის მოსისხლე მტერი“ სააკაშვილია (მის პრეზიდენტობას ვადა 2013 წელს ეწურება).
სააკაშვილი ფიცხი და თავზე ხელაღებული ფიგურაა, მაგრამ ქართველებს ის როგორც ჩანს ასეთი მოსწონთ. მან იმ ომში განცდილი ფიასკოს შემდეგ, რომელიც საქართველომ სწრაფად და ნამდვილად წააგო, თავისი პოპულარობის ნაწილი დაიბრუნა, თუმცა მხოლოდ ნაწილი, მისი ოპოზიცია კი უიმედოდ დაქსაქსულია. ქვეყანა სწრაფად ვითარდება და სააკაშვილი უზარმაზარ საჯარო პროექტებს ასხამს ხორცს, რათა განამტკიცოს მისი ის განცხადება რომლის თანახმადაც ის დავით აღმაშენებლის მეორედ (12–ე საუკუნის საქართველოს ლიდერი) მოსვლაა, აღმაშენებლისა, რომელთანაც პაექრობის პირობა აქვს დადებული. მან შესაძლოა პრემიერ–მინისტრობაც გადაწყვიტოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, როგორც ეს პუტინმა გააკეთა (შედარება, რომლის წახალისებაზეც სააკაშვილი არ უნდა ზრუნავდეს). გარდა ამისა, რთულია იმის აღმოჩენა, რომ რუსეთი, როგორც ამბობენ, შერბილდა თავისი მეზობლების მიმართ. პუტინის, თუ გნებავთ მედვედევის რუსეთს, როგორც ჩანს დათმობები უნდა და არა შერიგება. რუსეთის მიზანი რომ უბრალოდ ქართული უღლისგან აფხაზებისა და ოსების გათავისუფლება ყოფილიყო, რაღაც ტიპის გადაწყვეტილების, მათ შორის მტკიცე ავტონომიის გამოძებნა მშვენივრად შეიძლებოდა. მაგრამ თუ რუსეთის მიზანი საქართველოს დამორჩილებაა, ის დასავლეთის ზეწოლით არ გაიყვანს თავის ჯარს რეგიონიდან.
გამაღიზიანებელი აი ესაა. თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოსთან შეტაკებას, დასავლეთმა შეიძლება ირეაგიროს. მაგრამ თუკი მოსკოვს უბრალოდ მისი მიღწევების განმტკიცება სურს? საეჭვოა ევროპელმა ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობა რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, ეს ჩიხური მდგომარეობა საკმარისს მიზეზად მიიჩნიონ და თავისი ურთიერთობა რუსეთთან საფრთხის ქვეშ დააყენონ. შესაძლოა, მაკკეინის ადმინისტრაციას შეიარაღებაზე კონტროლი და ირანის პოლიტიკა ისეთი დიდი მიზნისთვის შეეწირა, როგორიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიული მთლიანობაა, მაგრამ არც ბარაკ ობამა და არც სხვა პრეზიდენტი, რომელიც ამ სინდრომით მოჯადოებული არაა, ამას არ გააკეთებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ერთ–ერთი იმ დანაშაულთაგანია, რომელიც შეიძლება ვინმემ მიუღებლად მიიჩნიოს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ვიღაც ამას ეთანხმება კიდეც და იმ მომენტს ელის, როდესაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი გახდება.
ეს არის ის რეალობა, რასაც მაქსიმალისტური მოთხოვნებით გატაცებული საქართველოს ლიდერები მეგობრებისგან უნდა ისმენდნენ და არა მოწინააღმდეგეებისგან. „თბილისი მერიოტის“ ბარში საუბრის ბოლოს იაკობაშვილმა მითხრა ის, რაც მას ახლახანს ელჩმა უთხრა: „ჩვენ გვიყვარს საქართველო. მაგრამ ჩვენ არ გვეყვარებით თქვენ უპირობოდ“.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 სექ 2010, 09:42

Medvedev se présente en gendarme du Caucase du Sud

Par Pierre Avril
Allié de l'Arménie, le président russe se rapproche de l'Azerbaïdjan et de son pétrole.



მედვედევის ვიზიტი კონფედერაციის ფონზე

02.09.2010
ავტორი ლელა კუნჭულია

[...]
მიზეზს, რის გამოც მოსკოვს ასეთი სასწრაფო პრევენციული ღონისძიებების გატარება დასჭირდა, აზერბაიჯანელი ექსპერტები სწორედ მთიანი ყარაბახის კონფლიქტს უკავშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთმა, რომელსაც ამ კონფლიქტში მშვიდობის გარანტად მოაქვს თავი, გიუმრის სამხედრო ბაზის მანდატის გაგრძელებითა და გაფართოებით, სომხეთს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. აქვე გავიხსენოთ, რომ 2 კვირის წინათ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა 2044 წლამდე იტვირთა სომხეთის უსაფრთხოების დაცვაც, ეს კი, ყარაბახის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რუსეთის აზერბაიჯანთან დაპირისპირებასაც ნიშნავს.
ბაქოელი ანალიტიკოსი ილხან შაჰინოგლუ ფიქრობს, რომ ამ ფონზე ბაქოს დასავლეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების შეცვლა მოეთხოვება.
[...]
გიუმრის ბაზის საშუალებით რუსეთისა და სომხეთის სამხედრო კავშირის განმტკიცებას სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ ქართველი ანალიტიკოსებიც. სამხედრო ექსპერტი და ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სერიოზულ საფრთხეს საქართველოს მისამართითაც განიხილავს.
”თუ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ საბრძოლო ოპერაციების განახლებით დაიბრუნოს წართმეული ტერიტორიები, სომხეთის მხარეს იბრძოლებს რუსეთიც... მაგრამ თუ რუსეთმა განაახლა საქართველოს ანექსია, სომხეთიც ვალდებული გამოდის (როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყანა), რომ მხარი დაუჭიროს რუსეთს... ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა...”, - უთხრა ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.
[...]
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 09 სექ 2010, 11:43

Вчера дотла выгорело село Николаевка с населением более тысячи человек.
ეს დღეს წერია.
კაი ეხლა მთლა მასეც არ გვისურვებია.
:P

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 09 სექ 2010, 11:54

Вчера дотла выгорело село Николаевка с населением более
тысячи человек
.
ეს ძალიან ცოტაა
სასურველია ამ რიცხვს გვერდზე კიდევ სამი ნული მაინც მიეწეროს
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 27 სექ 2010, 13:50

1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი.
ამის შემდეგ ქართველების ეთნიკურმა წმენდამ აფხაზეთში კატასტროფული მასშტაბი შეიძინა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ნოე 2010, 14:01

ევრონიუსი:
რუსეთის წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი:


:2წელიწადნახევრის წინათ ნატომ საქართველოს პროვოცირება მოახდინა და ცხინვალში ომისკენ უბიძგა.
ნატო საქართველოს გაწევრებას პირდება, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკის დონეზე იქნება. სინამდვილეში, საქმე დახურულია:
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 17 ნოე 2010, 15:56

გაწევრებას პირდება, მაგრამ ეს მხოლოდ

ჰ–პირდება~
გაწევრიანებას.
:wink:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 19 ნოე 2010, 19:00

დათო
დიდი მართლმადიდებლები არიან!!!

უდიდესი
.....

პრავოსლავიე
!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 19 ნოე 2010, 19:08

lama
lama wrote:დათო
დიდი მართლმადიდებლები არიან!!!

უდიდესი
.....

პრავოსლავიე
!!!
რომელი მართლმადიდებლები ეგენი არიან, მუმია აქვთ გამოფენილი მავზოლეუმში დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

თუმცა მსგავს რაღაცეებს იმპერიის დროსაც აკეთებდნენ. მთლად არქიტექტურის დამახინჯება მგონი არ ხდებოდა, მაგრამ ქართულ ფრესკებს კი ღებავდნენ.

ერთი სხვაობაა ის, რომ მაშინ ამას აკეთებდნენ მათ იმპერიაში ფორმალურად შემავალ მიწაზე, დღეს კი ამას უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სჩადიან.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 19 ნოე 2010, 20:59

დათო wrote:lama
lama wrote:დათო
დიდი მართლმადიდებლები არიან!!!

უდიდესი
.....

პრავოსლავიე
!!!
რომელი მართლმადიდებლები ეგენი არიან, მუმია აქვთ გამოფენილი მავზოლეუმში დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

თუმცა მსგავს რაღაცეებს იმპერიის დროსაც აკეთებდნენ. მთლად არქიტექტურის დამახინჯება მგონი არ ხდებოდა, მაგრამ ქართულ ფრესკებს კი ღებავდნენ.

ერთი სხვაობაა ის, რომ მაშინ ამას აკეთებდნენ მათ იმპერიაში ფორმალურად შემავალ მიწაზე, დღეს კი ამას უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სჩადიან.
+1
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 06 ივლ 2011, 20:01

04 12, 2009

ვერსალში არასდროს ყოფილა, არც კატის მოალერსე ლუი XIV უნახავს და არც ქართველი ყრმა, სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი... თანამედროვე საქართველოში ცხოვრობს და საქართველოა მისთვის “თოვლიც, წვიმაც და ყინვაც...” სამოცამდე კინოროლი ითამაშა. მას შემდეგ, რაც ქართული კინო “გაჩერდა”, ზურა ქაფიანიძემ ვერც კინოში და, ნაწილობრივ, ვერც ცხოვრებაში ვეღარ შეძლო თავისი როლის შესრულება... მას, როგორც ჭეშმარიტ მსახიობს, ყველა როლი თავისებურად უყვარს, თუმ­ცა, თუ იმ კინოგმირზე მიდგება საქმე, რომელსაც ცხოვრებაშიც ითავისებს, ეს ივანე კოტორაშვილი და პაპაი არიან...

ზურაბ ქაფიანიძე:
ეგეთ საზიზღარ, ცუდ დღეში, როგორშიც დღეს საქართველოა, არასდროს ვყოფილვართ!
ბევრჯერ დავმარცხებულვართ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ის დამარცხებული ქართველიც კი თანამედროვე ქართველზე ბევრად უფრო ძლიერი და ზნეობრივი იყო!
დღეს ქართველებს ისეთი საშინელი ომი გამოგვიცხადეს, რომლის წინაშეც ქართველი ერი უმწეო და სუსტი აღმოჩნდა...

- შარშანდელ აგვისტოს გულისხმობთ?
- შარშანდელ აგვისტოს კი არა, იმ ომს ვგულისხმობ, რომელიც ქართულ აზროვნებასა და ცნობიერებას ანგრევს; რომელიც, წლებია, მიმდინარეობს და ქართველი ერის გადაშენებისა და ქართული სახელმწიფოს ნგრევისკენაა მიმართული. აგვისტოს ომიც მაგის შედეგია, ერთ-ერთი შედეგი...
- მიშა ამბობს, რომ მაგ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ...

- ჩემთვის ეგ თქვენი პრეზიდენტი არც დავით აღმაშენებელია და არც ილია ჭავჭავაძე.
მაგას მე ყურს არ ვუგდებ, ვისაც მაგისი ტყუილების სჯერა, ყურიც იმან დაუგდოს. როგორც სააკაშვილმა გაიმარჯვა ამ ომში, სულ ეგრე “გამარჯვებულს” ევლოს მთელი ცხოვრება!
მე მხოლოდ ის მინდა, ამ წყევლაში ქართველები არ მოხვდნენ...
გიჟივით რომ დაუჟინია, “გავიმარჯვეო”, ჩვენ რა, ბრმები ვართ, ყრუები თუ დებილები?
გამარჯვებასა და დამარცხებას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ?!
ოცი წლის მანძილზე ყველა ომი კი წავაგეთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ვიცით და გენეტიკური მეხსიერებაც გვაქვს!

- ბრძანებთ, ცუდ დღეში ვართო. თქვენთვის ეს საზიზღარი ყოფა რაში გამოიხატება?

- ჩემი და შენი რას გაუყვია საქართველოში და ქართველი კაცისთვის...
ოთხი მილიონი ქართველიდან ორი მილიონი ქართველი რომ საქართველოდანაა გასული და მონებად უდგას გადამთიელებს, ეს მთელი ერის ტკივილი არაა?!
მთელი ერის საწუხარი არაა, ამ ამაყ და მამაც ქართველებს მონების, ქურდბაცაცებისა და ღატაკების სახელი რომ გვაქვს მთელ ევროპაში გავარდნილი?!
- რუსებს რომ დღედაღამ დედას აგინებენ და ომს უცხადებენ, მაშინ, როცა მილიონნახევარი ქართველი რუსეთშია ლუკმაპურის საშოვნელად, ეს დანაშაული არაა, თუნდაც იმ გაუბედურებული ქართველების წინაშე?!
ამ ზამთარს, ან გასულ ზამთარს, ან სულაც მომავალში, ვინმე დაფიქრებულა ან დაფიქრდება, რა ეშველებათ საბრალო მოხევებს?..
აქეთ სავალ გზას რომ თოვლი გადაუკეტავთ, იქით, ვლადიკავკაზისკენ გზა კი ამ მთავრობის უგნურობამ უკვე გადაუკეტა...
არანაირი სამუშაო ადგილი რომ არ არსებობს - არა ფაბრიკა, არა ქარხანა და არც არანაირი იმედი დასაქმების, ეს მთელი ქვეყნის უბედურება არაა?!

- გვაიმედებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ეს პროცესები ბუნებრივია და მტკივნეული რეფორმების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო...

- მტრის საქმე იყოს ისე “კარგად”, ჩვენი საქმე რომ კარგად იქნება სააკაშვილის ხელში, თუ დროზე არ ვუშველეთ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც!
რა შუაშია საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ქართლის დედის შეგინებასთან?!
ყველა სიწმინდეს თავიანთი ბინძური ხელებითა და აზროვნებით რომ შეეხნენ და წაბილწვას უპირებენ, ამით ააშენებენ ცივილიზებულ სახელმწიფოს?!
მაჩვენეთ ერთი, რომელმა ევროპულმა ქვეყანამ გალანძღა თავისი წინაპრები, რომელმა მოსცხო საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და გმირებს ჩირქი?
ვიდრე ცოცხალი ვარ, როგორც დუშმან მტერს არ დავნებდები, ისე ამათ არ დავანებებ ჩემი სამშობლოს გაბითურებასა და გაპარტახებას, მაგრამ ამას მარტო მე და ჩემისთანები არ ვეყოფით. თქვენც, ახალგაზრდებმაც, უნდა ამოიღოთ ხმა...

- ხმა ოპოზიციამ რომ ამოიღო, ისე უნდა, მაგრამ...

- ხმის ამოღება მარტო “მიშა, წადის” ძახილი არაა. მთავრობა რომ ყრუ და ბრმა გვყავს, ვიცით უკვე, მაგრამ ესენიც ყრუები და ბრმები არიან?
რით ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცს ნამუსი არ აქვს, გინდა ნიფხავჩახდილი უძახე და გინდა მშიშარა კურდრელი, არ მიდის მაინც...
ესე იგი რაღაც სხვა გზაა მოსაძებნი, რისი ოპოზიცია ხარ, თუ გამოსავალს ვერც ხედავ და ვერც პოულობ!

- გამოსავალი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაში დაინახა ზოგიერთმა...

- საქართველოში ნებისმიერი არჩევნები ისე ჩატარდება და ისე გაყალბდება, როგორც ეს ამერიკელებს უნდათ. აქამდე რომ ორი არჩევნები გაუყალბეს ოპოზიციას, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ამოიღო ხმა?
არც მესამეზე ამოიღებენ ეგენი ხმას და არც - მეოთხეზე...

- არც მანიფესტაციებსა და არც არჩევნებს თუ არ აქვს აზრი, მესამე გზას შესაძლოა სისხლისღვრა მოჰყვეს, ამაზე წასვლა კი, ბუნებრივია, არავის უნდა...

- ჩემგან ნუ ითხოვთ ამ მესამე გზის მოძებნას და გახმოვანებას. მესამე იქნება თუ მეოთხე, ეს გზა ოპოზიციის მოსაძებნია და, თუ ამის თავი არ აქვს, მაშინ დაანებოს ამ ხალხს თავი და ხალხი თვითონ მიხედავს ქვეყანა­საც და საკუთარ თავსაც. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ვიცი, რასაც ვიზამდი...

- რა გიშლით ხელს?

- მე მივედი ოპოზიციასთან, მაგრამ იქ ისე არ დამხვდნენ, როგორც ველოდი. ვიფიქრე, მივალ, საერთო საქვეყნო საქმეა და მეც ქმედითად ჩავერთვები საქმეში მეთქი. ოპოზიციაშიც მოხარულები იქნებიან, მეტყვიან, აბა, რას იტყვით, ბატონო ზურაბ, აბა, რას გვირჩევთ, მაგრამ შენც არ მომიკვდე...
მე თავპატიჟი კი არ გამომიდია და რევერანსებს კი არ ვითხოვდი, საქმის კეთება მინდოდა, საერთო საერო საქმის.
მაგათ კიდევ ზურა ქაფიანიძე და მსგავსი კაცები მარტო მიტინგზე გამოსაჩენად და იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ, - სააკაშვილის “ჩარეცხილი” ინტელიგენცია ჩვენს გვერდით დგასო...
მე არც არავის “ჩავურეცხივარ” და არც არავის გვერდით არ ვდგავარ საქართველოსა და ქართველი ხალხის გარდა. მოკლედ, ოპოზიციის დახვედრით პირველივე დღეს მივხვდი, რომ არც მაგათ უძგერთ მთლად ქვეყნის სასიკეთოდ გული და ეგრეც გამოჩნდა ბოლოს.

- თუ არც ხელისუფლება გვივარგა, არც ოპოზიცია და დავით აღმაშენებელიც მხოლოდ ისტორიაში გვყავს, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ტვინი ხომ გვაქვს და აზროვნების უნარი...
თუ პროცესები თავის ნებაზე მივუშვით, მე შეიძლება მაგ დაწყევლილ დროს არ მოვესწრო, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებს, მართლა მოგიწევთ უსამშობლო ტერიტორიაზე ცხოვრება. მანამდე კი ასე ნელ-ნელა ისე გაგითახსირებენ ქვეყანასაც და ერსაც, აზრზე ვერ მოხვალთ!..
მერე ჩამოვლენ სომხები, რუსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და ოსები და გეტყვიან, რომ მათ სახელმწიფო აქვთ, თქვენ კი, რაც იმ დროისთვის დარჩენილი ტერიტორია გექნებათ, იმასაც ვერ დაიცავთ; იეღოველებივით თუ პაციფისტებივით იარაღს ხელში ვერ აიღებთ, მტერს ვერ მოკლავთ და მორჩა, აღარც ქართველები იქნებით და აღარც სამშობლო გექნებათ...

- აპოკალიფსურ სურათს ხატავთ...

- ჰოდა, რეალობად რომ არ გექცეთ, გონს მოდით! მე არ ვიცი, სად, რა ხერხებითა და მექანიზმით უნდა ვუჩივლო საქართველოს ხელისუფლებას!
რომ ვიცოდე, ვუჩივლებდი მასაც და ამერიკის ხელისუფლებასაც, ორივეს ერთად!
არ მეგონა, ამერიკა ასეთი გახრწნილი, უკეთური და ბოროტი ქვეყანა თუ იყო. ჩვენი მთავრობა მუდამ იმას ამტკიცებს, რუსეთი ჩვენი მტერია, ამერიკა - მოკეთეო. სინამდვილეში რუსეთს არ სძულს საქართველო, ადრე თუ გვაინ ამას ქართველი ხალხიც მიხვდება და რუსიც. ამერიკა კი ბოროტების იმპერიაა, რომელსაც სძულს ქართული სახემწიფოცა და ქართველი ერიც...

- რა გაძლევთ ასეთი “ბრალდების” საფუძველს?

- ამაზე მეტი საფუძველი რა გინდათ, რაც შარშან აგვისტოში მოხდა. ჯერ გააგიჟეს ეს ჩვენი ისედაც გიჟი პრეზიდენტი, შენ გვერდით ვართო, გაახელეს, ომი დააწყებინეს და მერე მიგვატოვეს. შეიძლება, ისეთი პატარა ქვეყანა, რო­გორიც საქართველოა, თოჯინასავით მართო რუსეთის გასაღიზიანებლად და მერე სამართლიანად თუ უსამართლოდ გაღიზიანებულ რუსეთს შეატოვო?
თუ ბარბაროსი არ ხარ, ამაში უნდა გამოიყენო ეს უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ერი?
რატომ გააღიზიანეს რუსეთი, რა უნდოდათ ფოთში ამერიკის გემებს ომის დროს?
წყალი შემოგვიტანეს? ჯერ მაგას ვინ დაიჯერებდა და, ასეც რომ ყოფილიყო, ვის რა ჯანდაბად უნდოდა მაგათი წყალი, წყალს მიაქვს საქართველო...
ან რა გჭირს ამაერიკის საშველი. ამერიკა სულ არ არსებობდა, მაგრამ დიდგორიც მოგვიგია და ბასიანიც!

- ახლა სხვა მოცემულობა და სხვა რეალობაა, ბატონო ზურაბ...

- ჰოდა, ამ მოცემულობაში და რეალობაში, გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ერთ წელიწადში აფხაზეთსაც დავიბრუნებდით, ოსეთსაც, რუსეთთანაც დავალაგებდით ურთიერთობას და მილიონობით ქართველსაც დავაბრუნებდით საქართველოში...
როგორ? - ამას ნუ მკითხავთ, მე ჭორიკანა დედაკაცი არ ვარ, გაზეთები ლაყბობით რომ ავაჭრელო. რეალურად უნდა მოგვეცეს და მოვიპოვოთ სახალხო, საერო საქმის კეთების საშუალება.
მხოლოდ ერთს გეტყვით, კოტორაშვილის კომბლის მოქნევა ამ საუკუნეშიც შეიძლება! მთავარია, კომბლის მომქნევი აღმოჩნდეს საქართველოში და იმ კომბლის მომქნევს გამბედაობის გარდა, საიმისო ჭკუაც აღმოაჩნდეს, რომ სწორად განსაზღვროს, კომბალი რა მიმართულებით მოიქნიოს...


ესაუბრა ელგა ფოლადიშვილი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აგვ 2011, 03:16

საშინელი ომი ზუსტად 3 წლის წინათ მიმდინარეობდა.
ახლაც არ მავიწყდება მაშინდელი მძაფრი განცდები და საშინელი მღელვარება ომისა, რომელიც ნაძირალა პუტინწამგლეჯმა
და მისმა თოჯინამ - მედვედევმუხუდომ ჩემს ქვეყანას თავს მოახვიეს.
ვიდრე ქართველები ცოცხლები ვიქნებით, არ შევურიგდებით საკუთარი ტერიტორიების წაგლეჯვას.
ეს ტკივილი არ ა მხოლოდ 8 მარიამობისთვეს, ყოველდღე მახსოვს და გულს 2ლესული ცულივით მიპობს...
ხსოვნა იყოს ყველა იმ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების არის, ვინც ამ ომს შეეწირა.
ჩვენ, ქართველებს, გვახსოვდეს, რომ მუხათგვერდში არის ძმათა სასაფლაო, სადაც წელიწადში ხელ მაინც, შეგვიძლია, ყვავილები მივიტანოთ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]