კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 16 აპრ 2010, 15:06

Druides wrote:ისე თუნდაც ჩამოაგდეს პოლონელებს თუ აწყობთ ტრაგედიის ვერსია ჩვენ რატომ ვიყეფებით??????????????????
იმიტომ რომ შემდეგები ჩვენ ვართ -
თუ ესეც გაუვიდათ რუსებს.
არ უნდა გაუვიდეთ...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 16 აპრ 2010, 15:41

Tamari-ch.

არა სერიოზულად მაინტერესებს რატომ აკეთებ ასეთ სულმსწრაფ განცხადებებს :D რას ნიშნავს ესეც გაუვიდათ რუსებს :D

გასაგებია რომ შეიძლება ასეთი აზრი გქონდეს მაგრამ რა ფორმითაც გამოხატავს ქართველობა ამ აზრს ფორუმებზე ეს უკვე პირდაპირი ბრალდებაა..... მართალია მთელ მსოფლიოს ჰკიდია ჩვენი აზრი თუ ბრალდება მაგრამ რატომ ასეთი ფორმით

და მარტო შენს აზრზე არ არის ლაპარაკი, თუნდაც ფორუმ.გე ზე რა ხდება მართლა უკვე გამაღიზიანებელია ჯერ ოფიციალური გამოძიება არ დამთავრებულა და ფორუმ.გე ზე დაასრულეს უკვე :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 16 აპრ 2010, 15:50

Druides wrote:თუნდაც ფორუმ.გე ზე რა ხდება მართლა უკვე გამაღიზიანებელია
ფორუმ გე ზე შედი, მხოლოდ ამ თემაში ნუ შეხვალ და არ გაღიზიანდები.
:P

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 16 აპრ 2010, 16:19

ლეონტი

ლეონტი მე არ შევალ მაგრამ შემოვა ვინმე პოლონელი და მის გულისწყრომას გამოიწვევს რომ მათთვის მტკივნეულ თემას ვეხებით ასეთი უაზრო ნასროლი ფრაზებით....... ეხლა კი მეტყვი პოლონელმა ქართულის რა იცისო მაგრამ მე ვიცნობ მარტო 3 კაცს ვინც ქართულს სწავლობს და სერიოზულად ინტერესდებიან რა ხდება პოლიტიკაში საზოგადოებაში და ასე შემდეგ...........
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 16 აპრ 2010, 19:53

Druides
რატომ გააქრეს ის ჩანაწერი იუტუბიზე?

ვისი ეშინიათ თუ არაფერი ხდება?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 16 აპრ 2010, 21:06

Druides
თუ ქარული ფორუმები არ ესიამოვნათ პოლონელებს, რუსულებზე შევიდნენ, იქ ამ სტილის მსჯელობები დახვდებათ:

Дмитрий Хоботов Откуда: Екатеринбург
11.04.2010 12:00 1. Ошеломление и досаду. Средь бела дня, безо всяких бурь, разбивается современный лайнер. Трагический нонсенс.
2. Аналитика. Как это могло произойти? Либо навигация, либо аэродромные службы, тем более, аэропорт полуфабрикатный.
3. Скорбь. Во мне есть частичка польской крови, видимо, проснулась. Было не по себе, лицо симпатичного, относительно молодого политика, кадры из Варшавы, все это тяжело... Воображение прокручивало пленку времени назад - ведь можно было этого избежать, можно! Десятки вариантов, вплоть до ухода на другой аэродром.
4. Ночью началась конспирология. Выгодно ли было убрать Качинского? Безусловно. Про-грузинская позиция (Москву трясет), плюс ПРО-Позиция (а это миллиарды на Калиниград, тупик для Путина), плюс конфронтация внутри Польши. Начал крутить варианты: распыление газа в кабине, взрыв капсулы в топливе, с разрушением химической структуры керосина (резкий спад тяги), разрыв (управляемый) тяг рулей высоты и триммеров. Вполне можно замаскировать под "естественную" катастрофу. Тем более, доступ к лайнеру имели только наши, спецслужбы. Много подозрений с наведением лайнера - параметры позднее можно изменить. Уж больно нелепо он приземлялся: тут же не Камчатка, не Алтай. Самолет с Президентом государства должны были вести по микронам, хоть на полосу с ракетницей выбегай. Такое, кстати, раньше практиковалось.
5. Наутро пришли пустота и страх. Сейчас, думаю, начнут обниматься как с Алиевым или Янукович, и Путин останется вечно. А хочется, чтоб в Россию пришли европейские ветра, олицетворением которых был покойный Президент Качиньский.
Вечная ему память. И все поляком, безвинно сложившим головы и в Катыни, и над Катынью.

http://www.svobodanews.ru/content/artic ... oContainer

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 16 აპრ 2010, 21:09

რაც შეეხება ნისლს იმ ადგილას..

http://www.birjuza.com.ua/index1/produce/aqua/5/

ესეც რუსების კომენტარები

Искуственный туман говорите? Ну так разные технологии существуют уже давно. Было бы желание. Вспомните хотя бы гибель Петра Машерова в Белоруссии. Говорили, что в его машину был направлем импульс радиоактивного излучения, и его водитель из-за этого потерял управление, не смог затормозить. Это кто во что верит.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 19 აპრ 2010, 14:42

საქართველოს საზღვრის „მცოცავი“ მონაკვეთები

"მამისონის უღელტეხილი იცით, როგორც არის. წერო-ირცოხი თუშეთში, რაც მე ნამდვილად ვიცი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე არის კიდევ ორი ასეთი საგუშაგო. აღარ მაქვს საუბარი კოდორზე, სადაც ყველა ჩვენი საგუშაგო გაუქმდა.“

საქართველო კი დამოუკიდებლად უძლურია თუნდაც სოფელ პერევში აღადგინოს ომამდე არსებული „სტატუს-კ...ვო.“ ამასობაში კი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ხელისუფლება, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლამის ერთიორად გაზარდა გამოყოფილი რესპუბლიკის ტერიტორია, ამჯერად პრეტენზიას თრუსოს ხეობაზე აცხადებს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სრულად აქვს დადგენილი და დემარკირებული საზღვარი, თურქეთის რესპუბლიკაა. მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კი შეუთანხმებელია საერთო საზღვრის თითქმის ნახევარი.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by burdiani » 19 აპრ 2010, 15:33

Nephros

ეს სტატია საიდანააა მაინტერესებს? :)
სრული ვერსიის გადაკითხვა მინდა :)
საქართველოსთვის!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 19 აპრ 2010, 15:49

burdiani
1 საიდუმლოს გასწავლი თუ ლაზურიტი არ მიწყენს.
მონიშნავ ტექსტს ციტატიდან: მაგალითად-"მამისონის უღელტეხილი იცით, როგორც არის. -მარჯვენა წკაპუნი და ქოფი.
აი ესე როგორც არის თავის წერტილ მზიმეებით და ზანზალაკებით.
მერე შედიხარ საყოველთაოდ აღიარებულ საიტზე: გუუგლ.ქომ
ჩაწერ ანუ ფეისთ და ჰოი საოცრებავ:
ნაპოვნია ორიგინალური მდებარეობა.
ჩვენს შემტხვევაში:
http://www.tavisupleba.org/content/article/2017593.html
აბა სცადე და თუ რამე შეკითხვა გექნება აქ ვართ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Makena » 19 აპრ 2010, 20:14

Druides wrote:Tamari-ch.

არა სერიოზულად მაინტერესებს რატომ აკეთებ ასეთ სულმსწრაფ განცხადებებს :D რას ნიშნავს ესეც გაუვიდათ რუსებს :D

გასაგებია რომ შეიძლება ასეთი აზრი გქონდეს მაგრამ რა ფორმითაც გამოხატავს ქართველობა ამ აზრს ფორუმებზე ეს უკვე პირდაპირი ბრალდებაა..... მართალია მთელ მსოფლიოს ჰკიდია ჩვენი აზრი თუ ბრალდება მაგრამ რატომ ასეთი ფორმით

და მარტო შენს აზრზე არ არის ლაპარაკი, თუნდაც ფორუმ.გე ზე რა ხდება მართლა უკვე გამაღიზიანებელია ჯერ ოფიციალური გამოძიება არ დამთავრებულა და ფორუმ.გე ზე დაასრულეს უკვე :D

Druides
სადმე როდესმე ოფიციალურ გამოძიებას თუ დაუდგენია სიმართლე და მერე ეს სიმართლე საზოგადოებისთვის თუ გამხდარა ცნობილი?
პოლონეთის პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები ჩამოაგდეს, ამას მთელი ევროპა ლაპარაკობს, ეს ყველამ იცის, ისევე როგორც ის რომ ყირგიზეთის არეულობა რუსეთის მოწყობილია, ის რომ საქართველოს მოზრდილი ნაწილი სახელად აფხაზეთი ჩამოაჭრეს (ვშიშობ სამუდამოდ), ის რომ ხვალ შეიძლება საქართველოში ისევ შემოვიდეს რუსეთის ჯარი... ეს ყველაფერი დღესავით ნათელია.
ვერაფრით დავიჯერებ იმას რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს ისეთი არაპროფესიონალი და უცოდინარი პილოტები მართავდნენ რომ თვითმრინავი თანამედროვე სანავიგაციო პირობებში ხეს წამოდეს კუდით თუ ფრთით და ამიტომ ჩამოვარდნენე, ეს რომ დაიჯერო ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო :)
მე ხშირად დავფრინავ ევროპაში და არ მახსოვს უამიდობის გამო რეისი გადადებულიყოს, სრული ნისლის პირობებშიც კი როდესაც თვითმფრინავები თითქმის არ ჩანდნენ აეროპორტში მაინც დაფრინავდნენ, ან კი ვის ჭირდება ჰაერის გამჭვირვალობა, პილოტები ფანჯარაში არ იყურებიან, ისინი მხოლოდ ელექტრონულ მონიტორს უყურებენ და აეროპრტიდან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ, გარეთ კარგი ამინდია თუ ცუდი თანამედროვე საფრენი აპარატებისათვის, ამით ბევრი არაფერი იცვლება.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 19 აპრ 2010, 22:04

Makena
მე იმას კი არ ვიძახი არ ჩამოაგდეს თქო მაგრამ პოლონეთში ჯერ ჯერობით ამ ვერსიას სერიოზულად არავინ განიხილავს მითუმეტეს რამოდენიმე ადამიანს ვიცნობ კაჩინსკის წრიდან იან მალიცკი http://pl.wikipedia.org/wiki/Jan_Malicki_%28historyk%29
ანჯეი ანანინიჩ
http://pl.wikipedia.org/wiki/Andrzej_Ananicz

ყოფილი ელჩი უკრაინაში იერჟი კოზაკევიჩი

ვიკტორ როსსი ყოფილი ელჩი სასომხეთში, მოლდავეთში, 2
ჯერ იყო ელჩი რუსეთში

საკმაოდ სერიოზული ლაპარაკი მქონდა ამ ხალხთან ეს ის ხალხია რომელიც კაჩინსკისთან ერთად 70 წლებიდან მოყოლებული მის გვერდზე არიან რომ გითხრა ჩემი მეგობრები არიან თქო მოვიტყუები და რა თქმა უნდა შეეძლოთ ჩემთვის სიმართლე არ ეთქვათ... თუმცა მქონდა მათთან ამ თემაზე სერიოზული ლაპარაკი და ვკითხე თუ ასეთი ვერსია საერთოდ განიხილება??????? და კიდევ ერთხელ განვმეორდები ამ ვერსიას არავინ განიხლავს მაგრამ დაუშვათ ამ მთავრობამ ასეთი რაღაცა აპატია რუსეთს იაროსლავ კაჩინსკიმაც გადაყლაპა ძმის მკვლელობა, მაგრამ პოლონელ ხალხს ვინ გააჩერებს მითხარი ??? ერთი პოლონელის ზიზღი რუსული იმპერიალიზმის მიმართ 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მთელი საქართველოს აღებული
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 19 აპრ 2010, 22:13

და ისე დაველოდოთ მოვლენებს არჩევნების მერე ბევრი რამ შეიცვლება................

Makena
ისე და რომელი ევროპა??? გერმანულმა პრესამ რაც დაწერა ხო იცი, იტალიურიც იქით მიექანება და ამ ევროპის ლიდერებმა რომლებსაც ჩვენი მთავრობა ეხვეწება დაგვიცავიო EU-ს ქვეყანას ვერ დაუდგნენ მხარში როცა საჭირო იყო და ჩვენ დაგვიდგებიან??????? ამათი დემოკრატიას რა უთხარი მე და მორიგ სისულელეეებს ადამიანთა უფლებების შესახებ გვაბოლებენ ჩვენც ვბოლდებით
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 20 აპრ 2010, 00:15

წაიკითხეთ ეს სტატია, ის ფრიად საინტერესოა !

პუტინმა ისევ გაიმარჯვა

რალფ პიტერსი

ღმერთო ჩემო, ეს კაცი ძალიან მაგარია

რამდენიმე წლის წინ ვწერდი, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სცენაზე მსოფლიოს ყველა სხვა ლიდერის ფონზე გაცილებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებდა. მას შემდეგ ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა.

მაშინ მას თავისუფლად შეეძლო, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საუზმეზე ეჭამა. დღეს ის პრეზიდენტ ობამას, როგორც სუშის – ნედლს, პატარა ნაჭრებად და კმაყოფილი მიირთმევს.

პუტინი დაუნდობელი, შეუვალი და სისხლისმსმელია. მან კარგად იცის თუ რა სურს და მიზნის მისაღწევად ნებისყოფა გააჩნია, ასევე ფლობს საოცარ უნარს ამოიცნოს უცხოელი კოლეგების და პარტნიორების სისუსტეები.

პუტინი – პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ბოროტების იმპერიაზე საუბრის დაგვიანებული პასუხია. თუკი გიპერი [1] დაუღალავად იბრძოდა საბჭოთა იმპერიის დასანგრევად, პუტინი იგივე ჟინით მიისწრაფვის რუსეთის იმპერიის აღდგენისკენ.

და ამ საქმეში წარმატებებსაც აღწევს მანამდე, ვიდრე ამერიკელი ლიდერები და მათი მრჩეველები რაღაც გაურკვევლობებს ბუტბუტებენ, რადგან არც მკაფიო სტრატეგიული პერსპექტივები და არც რაციონალური წარმოდგენა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე არ გააჩნიათ.

პუტინი არ ჰგავს იმ ადამიანს რომელიც აღტაცებას ღიად გამოხატავს, მაგრამ როგორც სჩანს ის სიცილით კვდება ჩვენს უუნარობაზე. გავიხსენოთ მისი ბოლოდროინდელი სტრატეგიული წარმატებები:

– მან სერიოზულად გააბრიყვა ობამა, როდესაც შესძლო მისი დარწმუნება სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე გაეფორმებინა შეთანხმება, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკულ მარაგებს, რუსეთს კი მხოლოდ ძველმანებისგან გათავისუფლებას ავალდებულებს, რომლებსაც ის ყველა შემთხვევაში მოიშორებდა;

– მან უგო ჩავესთან შეიარაღებით მომარაგებაზე მორიგი შეთანხმება გააფორმა და ვენესუელას არასტაბილურ რეჟიმს კიდევ 5 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიჰყიდა – დამატებით უკვე ხელმოწერილ 4 მილიარდის ღირებულების კონტრაქტებზე. სამხრეთ- ამერიკისთვის ეს უპრეცედენტო შეიარაღების პროგრამა, ვენესუელას და კოლუმბიის „გაერთიანებაზე“ ჩავესის აგრესიულ „ბოლივარიულ“ იდეას ემსახურება;

– გარდა ამისა პუტინმა ფინალში გაიყვანა მისი უკრაინელი პაიკი, დაანგრია რა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ პრო-დასავლური ორიენტაცია. პუტინის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის კვლავ რუსულ საზღვრებში დაბრუნებაა და ამ გზაზე ახლახანს მან გიგანტური ნაბიჯი გადადგა;

– პუტინმა მოსკოვთან ყირგიზეთიც დაახლოვა – ცენტრალური აზიის საკვანძო ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია;

– გასულ კვირას პუტინმა მხარი დაუჭირა ყირგიზეთის მთავრობის დამხობას, რომელსაც აშშ მხარს უჭერდა და უფრო მეტად გადაკეტა სივრცე ავღანეთში ჩვენი არმიის მომარაგების უმნიშვნელოვანესი მარშრუტისთვის. ობამას ადმინისტრაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო („სად ხარ, ყირგიზეთო?“);

– ავიაკატასტროფა, რომელშიც რუსეთისადმი შეურიგებელი პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მთავარი მრჩეველები დაიღუპნენ, შესაძლოა პუტინისთის უზარმაზარი წყალობა და იღბალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს. რუსეთის მეზობლებმა როგორც სჩანს ეს უკვე გააკეთეს;

– ქვეყნის შიგნით პუტინი ეკონომიკასა და მასობრივი ინსფორმაციის საშუალებებზე განაგრძობს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. (რატომ არ აპროტესტებენ დასავლელი კოლეგა-ჟურნალისტები?) ის შესანიშნავი სნაიპერია, კლავს და იჭერს „საჭიროებისამებრ“, მაგრამ მასებს არ ატერორებს. (ერთადერთი პრობლემა რომელთან გამკლავებაც მან ვერ შესძლო, ქვეყნის შიგნით ისლამური ექსტრემიზმია – იქ ძლიერი, მისი შესაფერისი მეტოქე ჰყავს);

– რაც შეეხება ირანს, აქ პუტინი ბებერ და ბრძენ კატას ჰგავს, რომელიც ობამას კატა-თაგვობანას ეთამაშება. ვიდრე მოსკოვი თეირანთან საიდუმლოდ განაგრძობს ვაჭრობას, პუტინი პრეზიდენტ მედვედევთან ერთად ცუდი და კარგი პოლიციელის თამაშს თამაშობს და თეთრ სახლს აიძულებს დაიჯეროს, რომ რუსეთი ამჯერად მაინც მკაცრ სანქციებს დაუჭერს მხარს (სარა პეილინი უფრო ადრე შეუერთდება ქალების ანტი-პაციფისტურ მოძრაობას).

ჩვენი პრეზიდენტი კი ამ დროს, პუტინის წისქვილზე წყლის დასხმას განაგრძობს. ამ კვირაში ჩატარებულ „ამბიციურ ბირთვულ სამიტზე“ (რომელზეც ვერაფრის მიღწევა ვერ მოხერხდა) ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაფრად არ ჩააგდო. პუტინი ამაში რთულ სიტუაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის განახლებაზე თანხმობას დაინახავს (ჯერ ყირგიზეთი, შემდეგ საქართველო?), ხოლო უკრაინელი მარიონეტის ვიქტორ იანუკოვიჩისთვის ობამამ დრო გამონახა.

და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადმინისტრაცია ავღანეთში ნარკოტიკების წინააღმდეგ ომს რუსეთის ნაცვლად აწარმოებს, ხოლო ნარკობარონების სისხლიან ხოცვა-ჟლეტაზე ჩვენ საკუთარ სამხრეთ საზღვარზე დუმს და ხელს არ ანძრევს.

კვირას, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი კრაკოვში თავისუფლებისმოყვარე პოლონეთის პრეზიდენტს საბოლოო პატივს მიაგებს, ობამას სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწევს. თუკი იგი დაუშვებს, რომ პოლონურ საფლავებთან ფოტოები იმ დროს გადაუღონ, როდესაც ის იხუმრებს და ილაზღანდარებს პუტინთან და მედვედევთან ერთად, ეს მთელი რეგიონისთვის საშინელი გზავნილი იქნება, რომელიც სულ რაღაც ოცი წლის წინ მოსკოვის თათებს ძლივს დაუსხლტდა.

პუტინი ნამდვილად არ არის კარგი ადამიანი, მაგრამ ის ჩვენი დროის დიდებული, შესაძლოა ყველაზე ნიჭიერი სახელმწიფოს მეთაურია, თუმცა იმავდროულად ის სახიფათო ადამიანიცაა.

და ეს ცუდი ამბავია? ჩვენს ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში პრეზიდენტობის ვერც ერთ კანდიდატს ვერ ვხედავ, რომელიც მას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

უბრალოდ გული გისკდება როდესაც ხედავ, რომ ძველი „კაგებეშნიკი“ მტკიცედ და თანმიმდევრულად იმარჯვებს ჩვენს დრომოჭმულ პარტიებზე, რომლებიც მდარე პროდუქციის მწარმოებელ ქარხნებს დაემსგავსნენ.

რალფ პიტერის ახალი წიგნის სახელწოდებაა Endless War („დაუსრულებელი ომი“).

[1] რონალდ რეიგანის მეტსახელი.

:!: :!: :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 20 აპრ 2010, 00:17

ARCHILI wrote:წაიკითხეთ ეს სტატია, ის ფრიად საინტერესოა !

პუტინმა ისევ გაიმარჯვა

ნიუ-იორკ პოსტი

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]