კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 06 აგვ 2010, 16:58

Image

მოსკოვი დღეს
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 07 აგვ 2010, 00:01

Wanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რუსეთის დასუსტება თურქეთის მადას გაუზრდის, კავკასიაში იმპერიად დამკვიდრდეს.

არა და მანდ მარტო კავკასიაზე(ხმელეთზე) კი არა შავ ზღვაზეც არის ლაპარაკი, რომლის გასაღები ისედაც თურქეთის ხელშია...
ეგენი ბათუმს დღემდე თურქულ ქალაქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რუსეთმა წაგვართვაო.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აგვ 2010, 00:56

gurzi wrote:
უტოპია კი არა საბჭოური მითოლოოგიის და ტვინის რეცხვის ნაშთი.
ჰომო სოვეტიკუსის სტანდარტული პოზიცია. არ გეწყინოს მაგრამ ასეა...
ჯერ კიდევ დიად საბწოეთსი ვცხოვრობთ ბევრნი და რუსული ჭაობის ყროლი ამბრის სურნელი გვგონია.
შემდეგში, ვიდრე რამეს დაწერ, ჯერ ტერმინები შეამოწმე, შემდეგ ისე იმსჯელე და ჰომოსოვიეტიკუსები და ა.შ,
დარწმუნდები, რომ ჩემკენ აღარ უნდა მოიძიო.
შენ ზიზღი გამოძრავებს, ამიტომ, ვერასოდეს იქნები სამართლიანი და გაწონასწორებული, ამიტომ, სხვებში ყოველთვის დაინახავ იმას, რაც არ მოგწონს, ან რაც თავად ხარ.
ასევე ვწერ ამას არწივი9ს მისამართით.
სა10დ, ზიზღი არ არის საშუალება, სხვაზე გაიმარჯვო, მით უფრო, რუსეთზე.
200 წელია, საქართველოში
რუსეთი სძულთ, მაგრამ ამ იარაღით არასოდეს გაგვიმარჯვია.

რაც შეეხება იმპერიებს, ბევრ ქართველში სწორედ რომ იმპერიული სული დევს. დაუკვირდი შენს ნაწერებს,
დაუკვირდი ქრთულ სუფრასთან ნათქვამ სადღეგრძელოებს.
და სა1ოდ, სიძულვილი, ზიზღი, შური ვერასოდეს ვერავის გაამარჯვებინებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gurzi » 07 აგვ 2010, 02:11

GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგში, ვიდრე რამეს დაწერ, ჯერ ტერმინები შეამოწმე, შემდეგ ისე იმსჯელე და ჰომოსოვიეტიკუსები და ა.შ,
დარწმუნდები, რომ ჩემკენ აღარ უნდა მოიძიო.
მესმის მტკივნეულია შენთვის რაც დავწერე, მაგრამ სიმართლისთვის თვალის დახუჭვას კარგი არავისთვის არ მოუტანია.
მერე თუნდაც თავი მომჭრან
ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა
მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
გახსოვს ალბათ ვისი სიტყვებია.
შენ ზიზღი გამოძრავებს, ამიტომ, ვერასოდეს იქნები სამართლიანი და გაწონასწორებული, ამიტომ, სხვებში ყოველთვის დაინახავ იმას, რაც არ მოგწონს, ან რაც თავად ხარ.
ასევე ვწერ ამას არწივი9ს მისამართით.
ზიზღი?
შეიძლება, რატომაც არა...
ზიზღი სრულიად ბუნებრივი და ადამიანური გრძნობა ამაზრზენის და ბინძურის მიმართ და როგორც წესი ზიზღის გრძნობა თვითგადარჩენის ინსტიქტიდან მოდის....
ორგანიზმი ცდილობს გაემიჯნოს იმას რაც მისთვის საზიანოა.
თუ საზიანოს მიმართ ზიზღი არ გაქვს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი რაღაც მიზეზის გამო დაქვეითებული გაქვს.
მას ზიზღი არა?
სურათს დააკვირდი...
ამ სურათზე რუსეთის სახეა ასახული.
მისი წარსული, აწმყო და მომავალი, მოგწონს?
Image
სა10დ, ზიზღი არ არის საშუალება, სხვაზე გაიმარჯვო, მით უფრო, რუსეთზე.
ზუსტად რომ საშუალებაა, რადგან რუსეთის მიმართ სხვა რამე გრძნობა ნონსენსია.
200 წელია, საქართველოში
რუსეთი სძულთ, მაგრამ ამ იარაღით არასოდეს გაგვიმარჯვია.
ცდები.
საქართველოში რუსეთი არ სძულთ...
თუნდაც საკუთარ თავს შეხედე.
შენ გძულს რუსეთი?
და შენ არ ხარ საქართველო?
ყველა ლოგიკის მიხედვით საკუთარი ჯალათი უნდა სძულდეთ...
მაგრამ კიდევ არის რარაც...
სტოკჰოლმის თუ ჰელსინკის სინდრომი ქვია...
არსებობს ასეთი გადახრის ფენომენი.
რაც შეეხება იმპერიებს, ბევრ ქართველში სწორედ რომ იმპერიული სული დევს.
რათქმაუნდა დევს...
მონობაში დაბადებული და გაზრდილი ძალიან ძნელად თავისუფლდება მონური აზროვნებისგან.
ამას თაობები სჭირდება.
დაუკვირდი შენს ნაწერებს,
დაუკვირდი ქრთულ სუფრასთან ნათქვამ სადღეგრძელოებს.
ყველა ჩემი ნაწერი მახსოვს და ყველა ნაწერის ქვეშ მოვაწერ ხელს.
შემდეგ?
და სა1ოდ, სიძულვილი, ზიზღი, შური ვერასოდეს ვერავის გაამარჯვებინებს.
:)
შურისა რა გითხრა...
ნაღდად არ მშურს რუსეთისა, უფრო მეცოდება.
აი სიძულვილი და ზიზღი კი...
გამარჯვებისა არ ვიცი, მაგრამ თვითგადარჩენისთვის კარგი რესურსია.
თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულისგან გამომდინარეობს...
ძმას, საკუთარი ძმის მკვლელი იმიტომ სძულს რომ მოკლული ძმა უყვარს...
ამაზე თუ დაფიქრდებოდე კარგი იქნებოდა.
ჯერ საქართველო!!!

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gurzi » 07 აგვ 2010, 02:29

გეოგრაფია

რუსეთის ტერიტორიის 70% – ეს არის მიწათმოქმედების საშიში ზონა. სასოფლო სამეურნეო სეზონი რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეადგენს 2-3 თვეს. ტერიტორიის 50 % უკავია ტყეებს. დასახლებული პუნქტების საერთო რაოდენობა – 157. 895, ამათგან 30. 000 –ზე მეტს არ გააჩნია სატელეფონო კავშირი. რუსეთში 39. 000 მიტოვებული სოფელი და დასახლებაა.

მოსახლეობა

რუსეთის მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენს დაახლოებით 132 მილ. კაცს. მათ შორის 29 მილ. ცხოვრობს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და ამავე სახელწოდებების ოლქებში. 1 მილიონიანი მოსახლეობის ქალაქებია ნოვოსიბირსკი, ეკატერინებურგი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, ტომსკი, ჩელიაბინსკი, ყაზანი, დონის როსტოვი, უფა, პერმი.

რუსეთში აღირიცხება 87 მილიარდერი, ქონების თვითღირებულების 471,4 $ მრდ-ით. პენსიის საშუალო მოცულობა საშუალოდ მთელს რუსეთში 3 300 რუბლი. ერთი პატიმრის შენახვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში საჭიროებს 6 800 რუბლს..
რუსეთში 42,2 მილ ღებულობს 6000 რუბლზე ნაკლებს.

რუსეთის 79 რეგიონში შობადობა შემცირდა, სამოცჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა. რუსეთში წელიწადში 8 მილ. აბორტი კეთდება. ეს ახლოა მოსკოვის მოსახლეობის რაოდენობასთან. რუსი კაცის სიცოცხლის საშუალო მოცულობა შეადგენს 59 წელს.

რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვლადიმერ იაკოვლევი მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში მალე არავინ იმუშავებს. რუსების 60% – ეს მოხუცები, ბავშვები და ინვალიდებია. 20 მილიონი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებიდან დაახლოებით ერთი მილიონი იხდის სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისათვის. 4 მილიონი მსახურობს შშს-ს, სსს-ს და უფს-ის სისტემაში, კიდევ 4 მილიონი ქრონიკული ალჰოკოლიკია, 1 მილ. ნარკომანი, აცხადებს იაკოვლევი. მინისტრმა დაამატა, რომ მამაკაცთა სიკვდილიანობა რუსეთში 4-ჯერ აღემატება ქალებისას. „ახლა ჯანმრთელი მამაკაცების დანაკარგი ეფარდება სსრკ-ში დიდი სამამულო ომის წლების დანაკარგებს“ – თვლის იაკოვლევი.

ვინ მუშაობს რუსეთში

მოსახლეობის საერთო რაოდენობის 62% შეადგენს საპენსიო და წინა საპენსიო ასაკის ადამიანები. ეს 81,8 მილიონ ადამიანზე მეტია. დარჩენილთა შორის:

- არმია. თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი (მათ შორის 355 ათასი ოფიცერი და 1886 გენერალი);
- უფს, შსს, სსს, პროკურატურა და ა. შ. დაახლოებით 6,6 მილიონი ადამიანი (საშტატო);
- დეპუტატები, ჩინოვნიკები, სოც. ფონდების კლერკები დაახლოებით 9 მილ. ადამიანი;

- სასულიერონი და კულტურის მოღვაწენი დაახლოებით 700 ათასი კაცი.
- პატიმრები და იურისტები, თითქმის 2,5 ადამიანი.
- უმუშევრები დაახლოებით 6 მილ. ადამიანი.

საერთო ჯამში გამოდის რომ რუსეთში 110 მილიონი ადამიანი არაფერს არ აწარმოებს და ცხოვრობს ბიუჯეტის ხარჯზე. სულ კი 132 მილიონი ადამიანია. ამას გარდა დარჩენილებს შორის კი არის სტუდენტების მთელი არმია, ბავშვები, დიასახლისები, უსახლკარონი, ლტოლვილები და ა. შ… რომლებიც არ არიან წარმოებაში დასაქმებულნი. მათი საშემოსავლო შიდა პროდუქტი ცოტათი მეტია ამერიკის ლოს ანჟელესის ერთ ოლქზე.

ასევე რუსეთში, მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულია:

- ინვალიდები – 12 მილ. მეტი.
- ალკოჰოლიკები- 4,5 მილ. ზევით.
- ნარკომანები – 2,3 მილ მეტი.
- ფსიქიურად ავადმყოფები – 978 ათასზე მეტი.
-ჰიპერტონიკები – 22,4 მილ. მეტი
- შიდსით ინფიცირებულები – არანაკლები ერთი მილიონისაა.

და საერთოდ, რუსეთელების 4 მილიონი – ჩინელია.

რუსეთის რელიგია

რუსეთში 20 მილ. მეტი ადამიანი ისლამის აღმსარებელია და ოფიციალურად მიიჩნევს თავს მუსულმანად. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რუსეთში მუსულმანთა რიცხვი 40 % გაიზარდა. საუკუნის შუახანებისათვის მუსულმანი იქნება ყოველი მეოთხე რუსეთელებისა. როგორც რუსეთის მუსულმანთა ეროვნული ორგანიზაციების წარმომედგენლები ამტკიცებენ, ყოველ პარასკევს პეტერბურგში მეჩეთში მინიმუმ სამი რუსი ღებულობს ისლამს.

ვადიმერ პუტინმა უკვე შესთავაზა „ისლამური ფედერაციის“ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მიიღონ იქ რუსეთი. ისლამის განვითარებისათვის რუსეთში 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 800 მილ. რუბლი, მათშორის 400 მილ. ისლამურ განათლებაზე. რუსეთი ერთადერთია იმ „არამუსულმანური“ სახელმწიფოებიდან, რომელმაც აღიარა ჰამასის გამარჯვება პალესტინაში არჩევნებზე (01. 2006) და ამ ორგანიზაციის ლიდერები ორჯერ იყვნენ მიწვეულნი რუსეთში (02. 2006 და 02.2007). 2015 წლისათვის რუსეთის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობა მუსულმანი იქნება.

ამასთანავე რუსეთში ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არაუმეტეს 4, 5%. თვეში ერთხელ მაინც მაზიარებლები 2% მეტი, კიდევ წელიწადში ერთხელ 6%. ერთმა მეხუთედმა არც კი იცის რა არის ეს. რუსეთში არის აგრეთვე პატარა ფენა იუდეველებისა და სულ მცირე ბუდისტებისა. დანარჩენები შეიძლება მივაკუთვნოთ ათეისტებს., მრავალღმერთიანებს და კერპთთაყვანისმცემლებს.

რუსეთელების 32% დღემდე თვლის, რომ ადამიანის ბედზე შეიძლება ზემოქმედება მოხდეს მაგიის საშუალებით, უფრო მეტ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპებისა. მაგრამ მოსკოვში გამოკითხულთა 74% -ს არ სჯერა არავითარი მაგიისა გარდა ფულისა.

მოსკოვი

გაყიდული პროდუქტების 40% მეტი ფალსიფიცირებულია. თითქმის 70% კვების პროდუქტებისა იწარმოება იმ ტექნოლოგიიური საშუალებებით, რომლებიც აწარმოებს უხარისხო საკვებს. მოსკოვში ელიტური ბინების კვადრატული მეტრის ღირებულება აჭარბებს 109. 000 $. ერთი კოლიგრამი ოქროთი მოსკოვში შესაძლებელია 4 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ყიდვა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სულ 11 მილ. მეტი მაცხოვრებელი ცხოვრობს. მოსკოვში უფრო მეტი აზერბაიჯანელია ვიდრე ბაქოში, და უფრო მეტი თათარი ვიდრე ყაზანში. ამასთან ერთად, სლავები (უკრაინელები, ბელორუსები და რუსები) ეს მხოლოდ მოსკოვის მოსახლეობის ერთი მესამედია.

- რუსები – 31%
- აზერბაიჯანელები – 22%
- უკრაინელები და ბელორუსები – 11%
- თათრები, ბაშკირები და ჩუვაშები – 10%
- ტაჯიკები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები -9%
- მოლდაველები, ბოშები და ებრაელები – 8%
- კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები – 5%
- სხვა ხალხები – 4%

მოხეტიალე ცხოველების სტერილიზაციისათვის მოსკოვში იხარჯება ყოველწლიურად 87 მილ. რუბლი. 13. 000 რუბლი ერთ სულზე. ეს მეტია, ვიდრე უსახლკარო ბავშვებზე. და კიდევ მოსკოვში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ბავშ-ალკოჰოლიკთა გამოსაფხიზლებელი – ბავშვთა და მოზარდთა ნარკოლოგიური სტაციონალურო გამოსაფხიზლებელი N: 12 ნარკოლოგიური დინსპანსერის ბაზაზე.

ჩვენი რაშა (ანტირეკორდები)

მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი ყალბი წამლების გავრცელებით. აფთიაქებში 92% წამლებისა ფალსიფიცირებული ან ვადაგასულია.

რუსეთის ბაზარი იმპორტული ტანსაცმლისათვის უბრალოდ საოცრებაა – 95% მეტი.
რუსეთს უკავია 147 ადგილი (180-დან) კორუფციის მიხედვით მსოფლიოში.

მსოფლიოში რუსეთს უკავია მესამე ადგილი არაპოპულარობის მიხედვით (ირანისა და ამერიკის შემდეგ).

რუსეთში არსებობს 160-ზე მეტი მაკონტროლებელი ორგანო, რომელთაც შეუძლიათ თქვენთან მოსვლა შემოწმებაზე.
პატიმრების მიხედვით მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი (აშშ-ს შემდეგ), შემდეგ მოდიან ყაზახეთი და ბელორუსია.

რუსები ყოველწლიურად გასცემენ 3 მრდ. დოლარ ქრთამს სხვადასხვა ინსტანციებში. სასამართლოებში ქრთამების ყოველწლიური მოცულობა აღწევს 210. მილ $. სასამართლო ქრთამის საშუალო მოცულობაა 9,5 ათასი. საქმე ცუდადაა უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სამედიცინო მომსახურეობაში, არმიაში გაწვევაში და საცხოვრებელი ფართის მიღებაში.

რუსეთში აღრიცხვაზე აყვანილია 200 ათასზე მეტი „კანონიერი ქურდი“.

რუსეთში ექიმის, საშუალო და უმცროსი მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება ყველაზე დაბალია მსოფლიოში, მცდარი და გამიზნულად ყალბი დიაგნოზები – ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

რუსეთის მოზარდთა 70% დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობებით, სტუდენტთა მესამედი იყენებდა ნარკოტიკებს, ბავშვთა და მოზარდთა მესამედი ჩამოყალიბებული მწეველია. ორმა მილიონმა მოზარდმა არ იცის წერა კითხვა.

186 ათას სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოვლენილია 3,5 ათასი დანაშაული. უმაღლეს სასწავლებლების სისტემაში ქრთამების ჯამმა მიაღწია 500 მილ $ წელიწადში.

რუსეთი სიტყვის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში იმყოფება 147–ე ადგილზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების 80% კონტროლირდება ხელისუფლების მიერ. რუსეთის ცენტრალური ტელეარხები ეთერის 90% უთმობს ხელისუფლების შესახებ დადებით საინფორმაციო პროგრამებს.

რუსეთის ინტერნეტ-ტრაფიკის 80% – პორნოგრაფიის გადმოტვირთვაა.

რუსეთში ლიტრი ბენზინის ღირებულება 16-20 რუბლია. სხვა ნავთობის იმპორტირებად ქვეყნებში ლიტრი ბენზინი ღირს 70 კაპიკდან 5,6 რუბლამდე.

რუსეთის არმია

1994 წლიდან სასაზღვრო ჯარებში ახალი ტექნიკის მიწოდება შეწყდა და 2007 წლამდე არ აღმდგარა. 1960 წლიადან საარტილერიო საპროექტო ბიუროებმა და საკონსტრუქტოროებმა არ გასცეს არცერთი ახალი ნამზადი.

ახალი სამხედრო ფორმის კომპლექტი ღირს 50. 000 რუბლი. აქედან შინელი 12. 000 რუბლი, ხოლო ჩვეულებრივი საფორმო ჰალსტუხისთვის გადასახადების გადამხდელები გასცემენ „მხოლოდ“ 600 რუბლს.

უკანასკნელი დროისათვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შემცირდა 60%.
ბევრი მფრინავისათვის გაფრენები ვერ აღწევს მინიმალურ ნორმასაც კი. ორი წლის წინ საფრენოსნო სასწავლებლის კურსანტს ბიუჯეტიდან ერიცხებოდა დღიურად “მხოლოდ და მხოლოდ” 50 რუბლი. სამომსახურეო ძაღლებსისთვისაც კი განკუთვნილია 130 რუბლი.

სამხედრო ბიუჯეტის 40% ( 2008 წლისთვის დაახლოებით ერთი ტრილიონი მანეთი) იქურდება. ზოგიერთი თავდაცვითი დაწესებულებების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ დროულ უკუ შეკვეთაზე იმიტომ, რომ “უკუგება” ქარხანას არ უტოვებს თვითღირებულების საშუალებებსაც.

დანაშაულებებისა და მოვლენების შედეგებით რუსეთის არმიაში გასულ წელს დაიღუპა 2464 სამხედრო მოსამსახურე. მათშორის 469 დაასრულა სისოცხლე თვითმკვლელობით. სხეულის დაზიანებებს, მიღებულს არასაწესდებო ურთიერთობებისას, სამხედროები არ ავრცელებენ.

მშობლებს საგაწვევო სამსახური უჯდებათ არცთუ ცოტა ფული, ნაწილებში უკვე გამომუშავებულია თავისებური ტარიფი: თავისუფალი გასვლა 1-2 ათასი რუბლი, ნაწილში შესვლა – 50 რუბლი, პლიუს 500-800 რუბლი თვეში, რათა “ბაბუებმა” არ სცემონ. წვევამდელთა მშობლების წინაშე არცთუ ისე უბრალო არჩევანი დგება: გადაიხადონ 5.000 $, რათა გამოისყიდონ არმიიდან, ან დახარჯონ 10. 000-ზე მეტი მსახურობის განმავლობაში, და რისკის ქვეშ დააყენოს ვაჟიშვილის ჯანმრთელობა.

სიკვდილიანობა

რუსეთში ყოველ წუთში კვდება 5 ადამიანი, ხოლო იბადება მხოლოდ 3. ყოველწლიურად რუსეთი კარგავს დაახლოებით ფსკოვის ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანს. ციმბირში უკანასკნელ წლებში გაქრა 11. 000 სოფელი და 290 ქალაქი.

რუსეთში 26.000 ბავშვი ვერ აღწევს ათ წელს, ყოველდღიურად კვდება 50 ახალშობილი, მათი 70% სამშობიარო სახლებში. თოთხმეტი წლის ასაკის 2 მილ. ბავშვი მშობლების მიერ იცემება, რაც ბევრისათვის სიკვდილით მთავრდება. კიდევ 2 მილ. ობოლია.

რუსეთში მამაკაცების 70% და ქალების 30% ეწევა, ამის გამო რუსეთში ყოველწლიურად იღუპება 270.000 ადამიანი.

აბორტები რუსეთში ორჯერ მეტია, ვიდრე შობადობა. საშუალოდ რუსეთელი ქალი სიცოცხლის მანძილზე იკეთებს 2,1 აბორტს. აბორტების საშუალებით წყდება ფეხმძიმობის 64,2%. ევროპაში 25% მაჩვენებელი არ ითვლება კატასტროფად! რუსეთში ყოველ მეხუთე აბორტს იკეთებენ არასრულწლოვნები.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში რუსეთში წელიწადში იღუპება 35.000 ადამიანი. დაზიანებულთა რაოდენობა აჭარბებს 215.000. ზარალი ავტოკატასტროფებიდან წელიწადში შეადგენს 243 მრდ რუბლს.

რუსეთში ყოველწლიურად ხდება 58.000 თვითმკვლელობა. მკვლელობა – დაახლოებით 40. 000. თვითმკვლელები არიან სამხედრო მომსახურენი (70% -მდე არმიაში ხდება სამსახურის პირველ წელს), პატიმრები (60% პატიმრობის პირველ სამ თვეში და განთავისუფლების წინა თვეებში), თადარიგის ოფიცრები და პენსიაში გასული პირები.
http://aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=27&t=510
ჯერ საქართველო!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 10:34

შურისა რა გითხრა...
ნაღდად არ მშურს რუსეთისა, უფრო მეცოდება.
აი სიძულვილი და ზიზღი კი...
გამარჯვებისა არ ვიცი, მაგრამ თვითგადარჩენისთვის კარგი რესურსია.
თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულისგან გამომდინარეობს...
ძმას, საკუთარი ძმის მკვლელი იმიტომ სძულს რომ მოკლული ძმა უყვარს...
ამაზე თუ დაფიქრდებოდე კარგი იქნებოდა.
100%

მეც მაგის დაწერას ვაპირებდი
ასეთი გრძნობა რომ ჰქონოდათ მტრის მიმართ ჩვენს წინაპრებს,
როგორსაც გოგა გვთავაზობს
ჩვენი ბურდღა არ იქნებოდა დღეს
არ მითხრათ ახლა ქართველები ბრძოლებში მტერს რომ ებრძოდნენ
და ჩეხავდნენ - არ სძულდათო..
ბახტრიონის ციხის აღების მერე რომ ამოჟუჟეს დედიანბუდიანა ირანელები კახეთში - მაგას თანამედროვე ენაზე გენოციდი ჰქვია - არადა მაშინ კახეთი სწორედ გადაჯიშებას გადაურჩა.


სიყვარულსაც და სიძულვილსაც თავისი ადგილი და დრო აქვს,
ასევე ჰუმანიზმსაც
უდროო ჰუმანიზმი ისეთივე ანომალიაა, როგორც სიყვარულის ჟამს სიძულვილი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 07 აგვ 2010, 11:23

Tamari-ch. wrote: უდროო ჰუმანიზმი ისეთივე ანომალიაა, როგორც სიყვარულის ჟამს სიძულვილი
დიდი ხანია არ გეწყინოთ (და არა მარტო თქვენგან), ამდენი ფაშისტური იდეოლოგიის ციტატა არ მსმენია.
თქვენ ყველას გქვიათ ქრისტიანები.
მაგრამ შინაარსითაც უნდა მიისწრაფოდეთ აქეთკენ.
წმინდა გიორგი ცნობილია რომ მეომარი იყო, ძლიერი, დაუმარცხებელი, ახოვანი, ბრძოლის ველზე რომ გავიდოდა მუსრს ავლებდა მტერს.
მაგრამ იცით რა სხვაობა იყო მასა და წარმართებს შორის?
წარართებს სძულდათ , მას კი უყვარდა.
დიახ! არ შემშლია, მას უყვარდა ის ადამიანები, რომლებსაც ნაკუწებად აქცევდა.
რადგან ესეთი იყო ღვთის ნება, და ნაკუწებად ქცეული მოყვასის სატანისგან გამოგლეჯვა სხვანაირად არღარ ხერხდებოდა, თუ ამას არ იზავდა , ის მოწინააღმდეგე ნაკუწებად აქცევდა კეთილშობილებას და სიყვარულს.
ეს უნდა გავიგოთ, რომ სამშობლოზე მოსული მტერი უნდა განადგურდეს, მაგრამ არა ზიზღით არამედ სიყვარულით და სინანულით, რადგან ნათქვამია ფსალმუნში: ხელს დაიბანენ ცოდვილთა სისხლით და ამ სისხლს მათ აღარ მოვკითხავ.
ყველა ვისაც სძულს, ეშმაკს უშვებს თავის თავში.
გიყვარდეთ, გეცოდებოდეთ, მაგრამ უფლება არა გაქვთ სამშობლო არ დაიცვათ და მტერი არ გაანადგუროთ.
გიყვარდეს მტერი შენი.
Last edited by ლეონტი on 07 აგვ 2010, 11:53, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 11:31

წმინდა გიორგი ცნობილია რომ მეომარი იყო, ძლიერი, დაუმარცხებელი, ახოვანი, ბრზოლის ველზე რომ გავიდოდა მუსრს ავლებდა მტერს.
მუსრის გავლება სიყვარული გამოვლინებაა?

ეს უნდა გავიგოთ, რომ სამსობლოზე მოსული მტერი უნდა განადგურდეს, მაგრამ არა ზიზღით არამედ სიყვარულით და სინანულით, რადგან ნათქვამია ფსალმუნში, ხელს დაიბანენ ცოდვილთა სისხლით და ამ სისხლს მათ აღარ მოვკითხავ.

ძალიან რთული საკითხია.
ირნაელების გენოციდზე არაფერს იტყვით?
მათ ოჯახებს რომ ანადგურებდნენ კახელები -
სიყვარულით?
ქალებიც დაიღუპებოდნენ იქ, ბავშვებიც,
მაშინ ყველა მკვლელობას ჰქონია კარგი გამართლება.

ჩემი აზრით საქმე ბევრად მარტივადა

მტრობის დროს უნდა მტრობდე
და სიყვარულის დროს გიყვარდეს.
ყველაფერს თავსი დრო და ადგილი აქვს.
რუსეთ საქართველოს ომი კი ჯერ არ დამთავრებულა.

მე პირადად უსაზღვროდ არ მძულს რუსები
მაგრამ არც მიყვარს და რაღAც მომენტებში არც მეცოდებიან -
ინდიფერენტული ვარ
და ყველაფერში კანონზომიერებას ვხედავ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 11:41

მგონი ცუდადაა საქმე
საელჩოების თანამშრომლებიც გარბიან უკვე მოსკოვიდან. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა ხანძარი, მალე ალბათ მოსახლეობაც მასობრივად დატოვებს ქალაქს. განსაკუთრებით მას მერე დაფეთებულან, რაც შოიგუს(რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი) უთქვია, რომ ბრიანსკის ოლქში ხანძრები უმართავი გახდა და ამის გამო შეიძლება რადიაციული ფონი გაიზარდოსო, ხოლო ბრიანსკი არც ისე შორსაა მოსკოვიდან...
______________

გაჟონა რუსეთში იმ ინფორმაციამ რასაც ჩვენამდე არ მოუღწევია ანუ
სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ ელ სადგურის აფეთქებას
:shock:


http://forum.ge/?act=ST&f=29&t=34146513 ... ry21017674
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 აგვ 2010, 11:45

ლეონტი
მადლობთ, მგონი დროზე მოხვედით.
ვისურვებდი, რომ ამდენი ზიზღი და სიძულვილი არ დაიტიონ ადამიანების გულებმა. არც უკიდეგანო პაციფისტი ვარ და არც მორალის მქადაგებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. უარყოფითი ემოციები ბუმერანგივითაა, ამით საკუთარ თავებსაც ავნებთ.
მაგრამ რაც უმთავრესია: ვისურვებდი, რომ ასეთი ზიზღით და სხვათა გმობით არ დაზარდოთ შვილები!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 11:50

Nephros
პირადად ჩემს შვილებს უკვე შექმნილი აქვთ მტრის ხატი
მარტივ მაგალითს მოვიყვან -
ომობანას რომ თამაშობენ ცუდიანები რუსები არიან.

მაგრამ გერწმუნებით, რომ ეს ჩემი დამსახურება არაა
საერთოდ არ ვესაუბრები ამ საკითხზე.
მათ უბრალოდ ყველაფერი ახსოვთ რაც 2008 წელს მოხდა.

აი საინტერესო გამოკითხვა

რას დააბრალებდით ქართულ რუსოფობიას ?
რუსეთის აგრესიას ჩვენი ქვეყნის მიმართ [ 50 ] [64.10%]
მენტალიტეტების შეუთავსებლობას [ 4 ] [5.13%]
მსოფლიოში უმეტესად ასეთ განწყობას [ 1 ] [1.28%]
შურს დიდი ქვეყნის მიმართ [ 2 ] [2.56%]
ჩვეულ ზიზღს ძველი ერისა ახლისადმი [ 0 ] [0.00%]
ასეა ახლა საჭირო და იმიტომ [ 3 ] [3.85%]
შიშს მათ მიმართ [ 7 ] [8.97%]
მტრის არსიყვარული ნორმალური [ 11 ] [14.10%]
სხვა (დაასახელეთ) [ 0 ] [0.00%]
Total Votes: 78



ვიღაც რომ სძულთ ქართველებს - ეს ქართველების ბრალი არაა
ეს რუსების ბრალია
Last edited by Tamari-ch. on 07 აგვ 2010, 12:20, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 აგვ 2010, 11:58

Tamari-ch.
სამწუხაროა.
მე შვილები არ მყავს. რომ მყავდეს, შევეცდებოდი, რომ ომობანა არ ეთამაშათ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 11:59

Nephros wrote:Tamari-ch.
სამწუხაროა.
მე შვილები არ მყავს. რომ მყავდეს, შევეცდებოდი, რომ ომობანა არ ეთამაშათ.
:lol: :lol:

გეტყობა რომ არ გყავს შვილები....

:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 აგვ 2010, 12:01

Tamari-ch.
რომ მყავდეს, ალბათ უფრო კეთელშობილი ვიქნებოდი
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 აგვ 2010, 12:06

Nephros
მაპატიე და ცოტა ცაში დაფრინავ...
(ეს ხუმრობით :wink: )
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]