კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Makena » 20 აპრ 2010, 01:00

Druides
რათქმაუნდა პოლიტიკოსები და დიპლომატები ამ საკითხზე ასე ღიად არ ისაუბრებენ, ამიტომ ვფიქრობ ეგ ხალხი სიმართლეს არ გეტყოდა.
დანამდვილებით ვერც ჩვენ ვიტყვით რა მოხდა, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ... ყოველივე იმის გათვალისწინებით რასაც რუსეთი აკეთებს, ამისი სერიოზული საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ევროპის სიზანტე და მოუქნელობა ძალიან საშიშია ჩვენთვის, რუსეთი კიდევ რომ შემოიჭრას ვინ დაუდგება წინ?
რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ყოველთვის ამერიკა აბალანსებდა, დღეს ამერიკას სუსტი პრეზიდენტი ჰყავს, რუსეთს კი ჭკვიანი და მზაკვარი დიპლომატი მართავს, რომელიც კავკასიის დასაბრუნებლად ყველაფერზე წავა...ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას :?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2010, 09:14

Druides wrote:Makena
მე იმას კი არ ვიძახი არ ჩამოაგდეს თქო მაგრამ პოლონეთში ჯერ ჯერობით ამ ვერსიას სერიოზულად არავინ განიხილავს მითუმეტეს რამოდენიმე ადამიანს ვიცნობ კაჩინსკის წრიდან იან მალიცკი http://pl.wikipedia.org/wiki/Jan_Malicki_%28historyk%29
ანჯეი ანანინიჩ
http://pl.wikipedia.org/wiki/Andrzej_Ananicz

ყოფილი ელჩი უკრაინაში იერჟი კოზაკევიჩი

ვიკტორ როსსი ყოფილი ელჩი სასომხეთში, მოლდავეთში, 2
ჯერ იყო ელჩი რუსეთში

საკმაოდ სერიოზული ლაპარაკი მქონდა ამ ხალხთან ეს ის ხალხია რომელიც კაჩინსკისთან ერთად 70 წლებიდან მოყოლებული მის გვერდზე არიან რომ გითხრა ჩემი მეგობრები არიან თქო მოვიტყუები და რა თქმა უნდა შეეძლოთ ჩემთვის სიმართლე არ ეთქვათ... თუმცა მქონდა მათთან ამ თემაზე სერიოზული ლაპარაკი და ვკითხე თუ ასეთი ვერსია საერთოდ განიხილება??????? და კიდევ ერთხელ განვმეორდები ამ ვერსიას არავინ განიხლავს მაგრამ დაუშვათ ამ მთავრობამ ასეთი რაღაცა აპატია რუსეთს იაროსლავ კაჩინსკიმაც გადაყლაპა ძმის მკვლელობა, მაგრამ პოლონელ ხალხს ვინ გააჩერებს მითხარი ??? ერთი პოლონელის ზიზღი რუსული იმპერიალიზმის მიმართ 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მთელი საქართველოს აღებული
ეს საქმე გაიხსნება
ისე როგორც კატინი.
ჩადენილი ბოროტება არ იმალება, რაც არ უნდა შეფუთო...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აპრ 2010, 22:05

კაჩინსკის დაღუპვის უცნობი და სკანდალური დეტალები


„იქიდან გამომდინარე, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ის ადამიანები დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის მთავარ ინსტიტუციებს განაგებდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ამ კატასტროფას ადგილი ჰქონდა არა პოლონეთში, არამედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის,” - ესაა ნაწყვეტი იმ მიმართვიდან, რომელიც პოლონეთის პრემიერის, ტუსკის კანცელარიამ მიიღო და რომელსაც, სხვებთან ერთად, ხელს პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თასვმჯდომარე, პროფესორი იაცეკ ტრზნადელი აწერს.

მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს პოლონურ-რუსული გამოძიება. რუსული მხარის დისპოზიციაშია შავი ყუთები... რამდენიმე დღეა, ვარშავის სამხედრო პროკურატურას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება აღარ გაუკეთებია.

- ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ პროკურატურას ნდობას ვუცხადებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, - აღნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატმა მარეკ იურეკმა.

- დღემდე რუსული მხარე პროფესიონალურად იძიებს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს. ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, ზედმეტია და ჩემთვის სრულიად მიუღებელი, - კომისიის შექმნის წინააღმმდეგ გამოვიდა რიჩარდ კალიში, მემარცხენე დემოკრატების წარმომადგენელი.

კატასტროფიდან მეორე დღიდან, პოლონეთის თითქმის მთელი მოსახლეობა სვამს კითხვას: რამ გამოიწვია კატასტროფა? You tube-ზე მოყვარული ოპერატორის მიერ დადებული ფილმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლონეთი და მედია ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო „უბრალოდ კატასტროფა”. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჯერ კიდევ 3 დღის წინ ორად იყო გაყოფილი, პოლონეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების შემდეგ, უკვე ერთნაირია – „რუსული მხარის ინფორმაციით, შავი ყუთიდან ძლიერი დარტყმის შედეგად ჩანაწერიანი ფირი გარეთაა გადმოვარდნილი”, - ეს იყო მოწყობილი კატასტროფა, - ამბობს ხალხი. შავი ყუთის არამდგრადობას დაემატა პოლონეთის სამხედრო პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება - 20 აპრილს, პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ კითხვით მიმართა რუსეთის მხარეს, ვინ და რა მიზნით ცვლის სასტარტო ბილიკზე განათებას კატასტროფის მოხდენიდან რამდენიმე საათის შემდეგ?

„ფაქტნიუსი” პოლონურ საზოგადოებაში კატასტროფასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველაზე მეტად გავრცელებულ თეორიებს გთავაზობთ:

1. რუსთის დამოკიდებულება - ზომაზე მეტად შეძრწუნებული - იქნებ მოჩვენებითია...

2. საკონტროლო კოშკის ოპერატორის გაქრობა - კატასტროფის შემდეგ “სიტყვით გამოვიდა” და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. პოლონელ ჟურნალისტებს კატასტროფის ადგილზე გადაღებული ყველა მასალა ჩამოართვეს.

3. ინფორმაციული ქაოსი - თავდაპირველად დაჯდომის 4, შემდეგ 3, შემდეგ 2 მცდელობა. ამას ამოწმებდნენ თვითმხილველებიც. შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი პირველივე მცდელობაზე დაეშვა ასაფრენ ბილიკზე. სად არიან ის თვითმხილველები?

4. იგივე ინფორმაციული ქაოსი დაღუპულთა რაოდენობაზე -კატასტროფიდან ერთი საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჯერ პოლონურ მხარესაც კი არ ჰქონდა მგზავრთა სია განმოქვეყნებული, რუსულმა მხარემ 132 ადამიანი დაასახელა გარდაცვლილად.

5. კატასტროფის ადგილზე არ მივიდნენ სამედიცინო დახმარების მანქანები - მაშინვე იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა?

6. სროლა ერთადერთ ფილმზე, რომელიც რუსულ მხარეს “გამოეპარა” - ვინ ისროდა, რატომ და ვის ესროდა?

7. თავდაპირველად საუბარი იყო 3 ადამიანზე, რომელიც კატასტროფის დროს გადარჩა. ეს ინფორმაცია არ შეიძლება, თითიდან იყოს გამოწოვილი, საიდანღაც, ვიღაცას “გამოეპარა”

8. თვითმფრინავი გვერდზე უკვე დაჯდომის დროს გადაიხარა. პილოტს გულის შეტევა დაემართა? ან, იქნებთ შორიდან მართვის პულტი ამუშავდა? გამოცდილი პილოტი ასეთ მანევრს დაჯდომისას არაფრით არ გააკეთებს.

9. შავი ყუთის გახსნის შემდეგ ირკვევა, რომ ეკიპაჟმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ცნობა სათვალთვალო კოშკიდან კატასტროფამდე სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.…

10. დაჯდომის წინ, თვითმფრინავში სიარული აკრძალულია. შესაბამისად, ლეხ და მარია კაჩინსკა გვერდიგვერდ ისხდნენ. კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი, მარია მხოლოდ ორშაბათს ამოიცნეს.

11. რამდენიმე წუთის შემდეგ, რუსული მხარე ამბობს, რომ კატასტროფის დროს ყველა დაიღუპა. სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ ცოცხალი არავინაა?

12. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე შემთხვევის ადგილზე უამრავი კამერა მუშაობდა, არსად არაა დაფიქსირებული გვამი, არსად არ ჩანს დასახჩრებული ადმიანები, ან სხეულის რომელიმე ნაწილი. რატომ? ნუთუ, სენსაციის მაძიებელი ათეული ჟურნალისტიდან ვერავინ მოახერხა გადაეღო კატასტროფის თუნდაც ერთი მსხვერპლი?

13. დღემდე კატასტროფაში დაღუპულთა კიდევ 20 ცხედარი ამოუცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საშინლად იყო დასახიჩრებული და ამოცნობა ძალიან გაჭირდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი. როგორ?

14, თვითმფრინავი დამსხვრეულია. მთელია პილოტის კაბინა, მაგრამ შიგ ვერავის პოულობენ. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ აფეთქება არ ყოფილა, თვითმფრინავის სალონი კი დაფერფლილია.

15. კატასტროფის დროს სმოლენსკის თავზე კიდევ ორი თვითმფრინავი დაფრინავდა -ბელორუსიული და რუსული.

16, ცუდი ატმოსფერული პირობებს 30 წუთის წინ დამჯდარი თვითმფრინავისთვის ხელი არ შეუშლია.

17. თვითმფრინავში იმყოფებოდა გენერალი ფრანციშეკ გონგორი, რომელიც რამდენიმე თვეში ნატო-ს გენერალური შტაბის მეთაური უნდა გამხდარიყო. ნატო-ს პოლონელი ხელმძღვანელი - განა უფრო მეტად დამამცირებელი რამე შეიძლება იყოს რუსეთისთვის?

18. თვითმფრინავს რამდენიმე თვის წინ რუსეთში ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი...

პოლონელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დეტალურად გაშიფრეს ზემოხსენებული ფილმი:

0.12: გაჩუმდი.
0.18: თვალებში მიყურე.
0.21: დაწყნარდი.
0.29: ყველა.
0.31: მოკალი.
0.43:-0.48: იქით... მირბის... მირბის.
48: მომეცი იარაღი.
0.50: ცოცხალი ვარ. არ მომკლა.
0.53: ცოცხალია. ესროლე.
0.55: ისმის იარაღის გადატენის ხმა.
0.57: სროლის ხმა.
1:06:00: სროლის ხმა.

11:12:00: გეგმა შეიცვალა…
1;13:00: სროლის ხმა.
1:15:00: სროლის ხმა.
1:18:00:წავედით. მივდივართ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავს 5 თვის წინ რუსეთში გენერალური რემონტი ჩაუტარდა. გაზეთ “ნაშ ძენნიკ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეცინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ინჟინერი რიჩარდ დროჟდოვიჩი ამბობს, რომ “გარემოება თვითმფრინავის სერიუზულ გაუმართაობაზე ან მართვის სისტემის ხელოვნურად დაბლოკვაზე მიგვანიშნებს. შესაძლებელია ასეთი ბლოკადის დამონტაჟება და მერე მისი მანძილიდან მართვა. პილოტი ასეთ დროს უძლურია...”

არტურ გურსკი, პარტია “სამართლიანობა და სამართალი”-ს წევრი იმავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „თუ მთლიანად შეკრებავ ინფორმაციას, რომელიც ჩვენამდე აღწევს და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, შესაძლებელია ითქვას, თუმცა არა ასპროცენტიანი გარანტიით, რომ რუსეთი პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიისთვის”

"მოსკოუ თაიმსში” დაიბეჭდა რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას სტატია. სტატიის ავტორი ამბობს, რომ 7 აპრილს, როდესაც კატინში პოლონეთისა და რუსეთის პრემიერები, დონალდ ტუსკი და პუტინი ჩაფრინდნენ, სმოლენსკის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის დამატებითი ნავიგაცია დააყენეს. სამთავრობო თვითმფრინავის სმოლენსკში ჩაფრენის დროს დამატებითი ნავიგაციის კვალიც აღარ იყო. ეს, ჩემის აზრით გამოძიებისთვის საინტერესო “დეტალია”.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ამერიკული სისტემით TAWS (Terrain Awareness). ესაა სისტემა, რომელიც თვითმფრინავის პილოტს დედამიწასთან დაშვებულზე მეტად მიახლოების საშუალებას არ აძლევს. არსებობს ეჭვი, რომ სისტემა სპაციალურად იქნა დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი პირველი იქნება ამ სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების კატასტროფის ისტორიაში. სისტემის მუშაობის დარღვევა შეასაძლებელია სატელიტის მეშვეობით, ან თვითმფრინავის ახლოს მდებარე აეროპორტში განლაგებული დანადგარებიდან.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ვარშავაში ვრცელდება: ხალხი არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედიაში ცალკეული პოლონელებიც არიან გარეულნი. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი სმოლენსკში მატარებლით აპირებდა გამგზავრებას, თუმცა წინა საღამოს რატომღაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები თვითმფრინავით გაემგზავრებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა კაჩინსკის პარტიის წევრი იყო...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აპრ 2010, 22:08

ადამიანი, რომელმაც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის პირველი კადრები გადაიღო, მოკლეს
პოლონური და უკრაინული ფორუმების ინფორმაციით, ადამიანს, რომელმაც სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო, 15 აპრილს კიევთან ახლოს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
უმძიმეს მდგომარეობაში დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16 აპრილს კი ორი უცნობი მასთან პალატაში შეიჭრა, რესპირატორული ნიღაბი მოხსნა და კიდევ სამი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი 16 აპრილს მოსკოვის დროით 15:03 საათზე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად პოლონური გაზეთის O2-ის ფორუმზე 20 აპრილს დილის 09:00 საათზე გამოჩნდა. უკრაინაში კი აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა პრავდას ფორუმზე დაიბეჭდა.

ინფორმაცია აქტიურად განიხილება უკრაინულ და პოლონურ ფორუმებზე და არსად არ გამოთქმულა ეჭვი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა დეტალები მკვლელობის შესახებ ამ ეტაზპე ცნობილი არ არის.

რამდენიმე დღის წინ Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც ერთ-ერთი ვერსიით ასახულია, თუ როგორ კლავენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები პოლონეთის პრეზიდენტის თვიმფრინავის გადარჩენილ მგზავრებს.

ლეხ და მარია კაჩინსკები პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 22 აპრ 2010, 22:27

საიდანაა ნათარგმნი? წყაროები?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აპრ 2010, 22:37

ლეონტი
http://www.factnews.ge/index.php?lang_i ... 038&act=ns

ინგა ლოლაძე
სპეციალურად “ფაქტნიუსისთვის” ვარშავიდან
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 22 აპრ 2010, 23:02

ესე მგონია რომ რუსები უმაყუჩო იარაღით არ დახოცავდნენ გადარჩენილებს , არც ვინმეს გაუშვებდნენ ამის მოწმეს, თან ვიდეოთი.
და აი რას ვფიქრობ.
ეგ ვიდეო მაგათივე გადაღებულ-გავრცელებულია შემდეგი მიზნით.
-- დიახ ჩვენ ჩამოვაგდეთ და უკან არაფერზე დავიხევთ, რა არის 100 მდე კაცის სიცოცხლე მილიონობით ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით? და ჩვენ ამაზე წამსვლელი ვართ.
გამოძიება ვერ გააკეთებს დასკვნას რუსების მონაწილეობაზე ამ ამბავში.
რადგან რუსების ეშინიათ და ერიდებიან, ტკბილი ცხოვრება არ აეწეწოთ.
და ჩვენ რომ სულ აგვკუწონ ხმის ამომღები არავინ იქნება.
ეგ თვითმფრინავი ჩვენი განაჩენიცაა, მაგრამ ჩვენ უკვე წვრილმანი ლუკმა ვართ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აპრ 2010, 23:12

ლეონტი
არ ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი
ცოტა სხვა დინებებია მე მგონი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 22 აპრ 2010, 23:26

მასინ მეორე უარესი ვერსია, ეგ არაა რუსების ცადენილი , მაგრამ გახდება ერთ-ერთი საბაბი რუსებთან დიდი დაპირისპირებისა.
ანუ სხვა აჩქარებს მოვლენებს, რადგან რუსეთი თავისით არ იშლება.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 23 აპრ 2010, 12:12

სატელეფონო ”ჯაშუშობის” ახალი ვარიაციები ინტერნეტში
ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი

ინტერნეტში კვლავ გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, თანმხლები ტექსტების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებია გადმოცემული. ჩანაწერების მთავარი თემა თბილისში კავკასიელი ხალხების შეკრების ორგანიზება და საქართველოს პარლამენტის მიერ კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების მომზადებაა. ვინ და რა მიზნით შეიძლება აქვეყნებდეს მსგავს ჩანაწერებს და შესაძლებელია თუ არა სატელეფონო საუბრების ფაბრიკაცია?
...
მაგრამ რა შეიძლება იყოს ფაბრიკაციის თუ ავთენტიკური ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ რესპუბლიკური პარტიის წევრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა. მისი თქმით, ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2010 წლის მარტში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კონფერენცია მოამზადა და ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისში ჩატარებული კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაატა ზაქარეიშვილი ასკვნის:

„ვინც ეს მასალები გამოაქვეყნა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ საქართველო ორმაგ თამაშს ეწევა, რომ მისთვის მთავარი კავკასია კი არაა, მთავარია რუსეთის საქმეებში ჩარევა და არეულობის ხელშეწყობა. ანუ ვინც ეს გააკეთა (ჩემი აზრით, რუსების გაკეთებულია), იმას უნდა აჩვენოს მსოფლიოს საქართველოს სახე - როგორ ცდილობს კავკასიაში აურიოს საქმე.“
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 23 აპრ 2010, 12:32

Tamari-ch.
აუ რამდენჯერ უნდა დავწერო მაგ ვიდეოში პოლონურად არ ისმის ლაპარაკი მარტო რუსულად, და ასევე არ ისროლოთ ისმის რუსულად და არა პოლონურად...........................
და ამ ვიდეოს სერიოზულად არავინ აქცევს აქ ყურადღებას ყველაზე სერიოზული გაზეთი "gazeta" ერთი სტატიაც კი არ დაუთმო ამ ვიდეოს... ერთად ერთი რაც ვნახე ამ ვიდეოს შესახებ ეს იყო გაზეთი "fakt" რომელიც ჩვენი ასავალ-დასავალის ანალოგს წარმოადგენს.............
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 25 აპრ 2010, 15:09

რუსეთს და საქართველოს ურანის გამო უთანხმოება აქვთ

ჯულიან ბორგერი


პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი იმ განცხადების შემდეგ, რომელშიც ითქვა, რომ რუსეთს გასულ თვეს საზღვარზე ურანის უკანონოდ გადატანის მცდელობა ჩაეშალა, ტყუილში დაადანაშაულეს.

მას მერე, რაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს იმაში დასდო ბრალი, რომ გასულ თვეს ვერ შესძლო არასტაბილურ საზღვარზე მაღალგამდიდრებული ურანის არალეგალურად გადატანა, რადგან მას ხელი შეუშალეს, კავკასიაში ახალმა უთანხმოებამ იჩინა თავი.

მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ბირთვული მასალის ასეთი კონფისკაციები „ძირითადად რუსეთის მიმართულებიდან“ მოდის, მოსკოვმა დღეს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დასდო ტყუილში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილს დანაშაულზე უსწრებენ იმ დროს, როდესაც ის ყალბ განცხადებებს აკეთებს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა, იტყობინება Associated Press-ი. „მან ტყუილი სიმართლედ არ უნდა გაასაღოს“.

უთანხმოებამ გაამწვავა დაძაბულობა, რომელიც საქართველოს სეპარატისტული პრო-რუსული ანკლავის, სამხრეთ ოსეთის კონტროლის გამო, 2008 წელს ღია ომში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ღიად არ გაუშვერია ხელი მოსკოვისკენ, მან ბირთვული მასალის კონტრაბანდის სულ ბოლო და მისი წინამორბედი შემთხვევები 2003 და 2006 წლებში, კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და მეორე ანკლავში, აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას დაუკავშირა. რუსეთსა და საქართველოს შორის თითქმის ყველა საზღვარი ერთის გარდა ამ ორ ანკლავზე გადის.

„თუ თქვენ ლეგალურად ხართ ოკუპაციაში, მაშინ თქვენ ხართ პასუხისმგებელნი პროლიფერაციის კონტროლზე“ – უთხრა სააკაშვილმა AP-ს ამ კვირას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა Guardian-ს განუცხადეს, რომ ურანი, რომელიც მათ ხელთ იგდეს, მაღალგამდიდრებული იყო „70 პროცენტზე მეტად – რაც მას პოტენციურად ბირთვული იარაღისთვის გამოსადეგს ხდიდა, მაგრამ რაოდენობა მცირე იყო, იზომებოდა გრამებით და არა კილოგრამებით. ბირთვული ქობინის დასამზადებლად დაახლოებით 25 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანია საჭირო.

ოფიციალურიპირები ამბობენ, რომ ბანდა შეიპყრეს სპეციალური ოპერაციის მეშვეობით და მათ ვითომ მყიდველებს უთხრეს, რომ ამოღებული ურანი უფრო დიდი პარტიის ნიმუში იყო.

ეს ინფორმაცია 2006 წლის ჩრდილო ოსეთის მოქალაქის, წვრილმანი კონტრაბანდისტის ოლეგ ხინსაგოვის საქმეს ეხმაურება. ჩრდილო ოსეთი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება. ხინსაგოვი ასევე აცხადებდა, რომ ნიმუში უფრო დიდი მოცულობის პარტიიდან იყო აღებული. თუ ბოლოს ამოღებულ ურანი იმავე ნიმუშიდან აღმოჩნდება, ის კიდევ უფრო გაამწვავებს შიშებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვანი მოცულობის ბირთვული მასალა მოიპარეს. ბირთვული მასალის საბჭოთა არსენალი ბოლომდე აღნუსხული არ არის. გაურკვეველია რატომ მოხდა ასე, იმიტომ, რომ ნაწილი ვიღაცამ აიღო, თუ იმიტომ, რომ აღრიცხვიანობა საბჭოთა დროს მოისუსტებდა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 28 აპრ 2010, 22:41

Druides
კარგად დააკვირდი ამ კადრებს

http://www.youtube.com/watch?v=o6_kxIHv ... r_embedded
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2010, 22:59

შავ ზღვაზე აგრილდა


რუსეთი ახლო სამეზობლოში თავს იმკვიდრებს
„ხშირად მესმის (აშშ–ში), რომ „ცივი ომი“ დასრულდა. შესაძლოა ამერიკისთვის მართლაც ასეა, მაგრამ ვლადიმერ პუტინისთვის ის ნამდვილად გრძელდება“ – ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ კვირაში ჩვენს ოფისებს სტუმრობდა და ახალი ამბები, რომლებიც მისი რეგიონიდან მოდის – ამის დასტურია.

ოთხშაბათს რუსეთმა უკრაინა უფრო იაფი ბუნებრივი აირით მოისყიდა, რათა ყირიმში სტრატეგიულ ადგილას მდებარე მისი შავი ზღვის ფლოტის საიჯარო ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2017 წელს იწურება 25 წლით გაეხანგრძლივებინა. იმავე დღეს მოსკოვმა „მისტრალის“ კლასის ფრანგული გემების შეძენაზე საკუთარი გეგმების შესახებ განაცხადა.

ამ მოვლენებმა რეგიონი შეძრა, განსაკუთრებით შავი ზღვის მეორე სანაპიროზე საქართველოში, რომლის ტერიტორიის მეხუთედიც კრემლს 2008 წლის აგვისტოს ინტერვენციის შემდეგ აქვს ოკუპირებული. რუსმა სამხედროებმა ისიც განაცხადეს, რომ „მისტრალის“ ფლობის შემთხვევაში, ისინი საქართველოს ორჯერ უფრო სწრაფად დაიპყრობდნენ.

ახლახანს საქართველომ ასევე დაკარგა ახლო მოკავშირე – უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერი, რომელიც ზამთრის არჩევნების შედეგად მისმა კონკურენტმა, მოსკოვის მიმართ უფრო კეთილგანწყობილმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა, მაგრამ საქართველოს ლიდერი არ ფიქრობს, რომ უკრაინა დაკარგულია. უკრაინული ელიტა დასავლეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებულები იმისთვის, რომ მოსკოვთან ძველი ვასალური ურთიერთობები აღადგინოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი რუსები ფიქრობენ, რომ „ისინი (პრემიერ-მინისტრ) პუტინის მხრიდან მუდმივი დანაპირების – საბჭოთა იმპერიის დაბრუნების გზას ადგანან“.

ყირგიზეთში ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთი გაფრთხილებაა. „ტიტების რევოლუციიდან“ ხუთი წლის შემდეგ, მორიგმა სახალხო მოძრაობამ კორუმპირებული და ავტორიტარული ლიდერი, ყურმანბექ ბაკიევი დაამხო, მაგრამ ამჯერად, საპროტესტო მოძრაობას მართავდა და მხარს უჭერდა რუსეთი, რომელიც გაბრაზდა ბატონი ბაკიევის გადაწყვეტილებაზე არ დაეხურა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა. „რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერი არ არის“ - სთქვა ბატონმა სააკაშვილმა, თუმცა ყირგიზეთის მოვლენები ცხადყოფს, რომ „მათ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, თუკი ჩათვლიან რომ რეგიონში სხვა მოთამაშე არ არის“.

მას ეს მოთამაშე ღიად არ დაუსახელებია, თუმცა ის თუ ვისზე საუბრობდა, რთული მისახვედრი არ არის – ეს პრეზიდენტი ობამაა, რომელსაც ყურადღება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვისკენ“ აქვს მიპყრობილი, რაც 2008 წლის ომის და რუსეთის ავტორიტარული მმართველობისკენ გადახრის მნიშვნელობას ამცირებს. საქართველოს მსგავს მყიფე დემოკრატიებს ამგვარი ვაკუუმის შიში აქვთ და ამერიკის მონაწილეობა სურთ, რათა ამ უკანასკნელმა ისინი აგრესიული კრემლისგან დაიცვას.

:!: :!: :!:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 07 მაი 2010, 21:25

http://www.youtube.com/watch?v=FEx7HL4H ... r_embedded

აგერ ბატონო
ვისაც არ გჯეროდათ რომ ეს რუსების გაკეთებული იყო
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]