კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 10 აგვ 2010, 21:14

აი ეგ რაც სთქვი გჯერა??? რუსეთი თავის ხალხს აშიმშილებს მაგრამ სამხედრო ბიუჯეტს არ მოაკლებს.......
და თუ სამხედრო ბიუჯეტსაც მოაკლდა და არ ეყო?
:lol:

ეს ნახე?

Дефицит бюджета РФ вырос до 500 млрд рублей

Дефицит бюджета России за семь месяцев с января по июль 2010 года составил 538,84 миллиарда рублей, или 2,2% ВВП, сообщается в официальном пресс-релизе, опубликованном на сайте Министерства финансов РФ.

В июле дефицит бюджета вырос на 98,93 миллиарда рублей.

Объем поступивших доходов с января по июль составил 4 659,24 млрд. рублей, или 59,9% от общего объема доходов, запланированного федеральным законом о бюджете на 2010 год. Выполнено расходов на сумму 5 198,08 млрд. рублей, или 50,9% от запланированных на год.

В начале июля в федеральный бюджет на 2010 год и плановый период до 2012 года были внесены поправки. В соответствии с обновленными параметрами, в текущем году дефицит бюджета должен составить 2,42 триллиона рублей, или 5,4% ВВП.

http://fintimes.km.ru/ekonomika-rossii/raskhody/12370
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 10 აგვ 2010, 21:27

Tamari-ch.
ნუ მაშინ 100 გრ ვოდკი ი ვპერედ ზა სტალინა ზა ლენინა და ზდრასტვუიტ სოვეცკი სოიუზ :D ისე რომ იცოდეთ მშიერი რუსეთი უფრო საშიშია, მართალია არც 2008 წლის კრიზისამდე არ იყო დალხენილი მაგრამ ზაკუსკაზე ჰყოფნიდა
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 10 აგვ 2010, 21:47

Druides
მშიერი რუსეთიც საშიშია
და მაძღარიც.

საშიში არაა დაჩოქილი რუსეთი.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gurzi » 10 აგვ 2010, 22:28

Druides wrote:
gurzi wrote: ეს ის კონკრეტული ფულია, რომლითაც რუსეთი საქართველოზე ძალმომრეობას ვერარ დააფინანსებს...
კიდევ დაახლოებით 20 ამდენი და ომის თავი რუსეთს კაი ხანი აღარ ექნება.
აი ეგ რაც სთქვი გჯერა??? რუსეთი თავის ხალხს აშიმშილებს მაგრამ სამხედრო ბიუჯეტს არ მოაკლებს.............
ხოოდა...
საბჭოთა კავშირიც ეგრე აკეთებდა და რა ჩიტიც დაიჭირა კი იცი.
ჯერ საქართველო!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 10 აგვ 2010, 23:33

http://www.spiegel.de/panorama/0,1518,711147,00.html

არაა კარგი ამბები

მოკლე რესიუმე ასეთია:

მოსკოვში სიტუაცია საშინელი და მომწამვლელიაო.
ხელსუფლება კი მშვიდად ხვდება ამას ყველაფერსო.

ბევრმა დატოვა მოსკოვიო.
როგორც იქნა გამოჩნდა მოსკოვის მერი თავს იმართლებს მოსკოვი ხომ არ იწვის კაცოვო?
ყველაფერი რიგზეა და ასე იქნებაო.

სიკვდილიანობა გაორმაგებულიაო.
ჯანმრთელობის მინისტრის პრესსამსახურმა სულელურად დააბრეხხვა პარასკევსო რომ სიცისგან ბევრი ადამიანი დაიღუპაო. ასრ მინდა რიცხვის დასახელებაო არ მინდა ვინმე შევაშინოვო. სიკვდილიანობის სტატისტიკა ივლისის თვის აგვისტოს ბოლოს გაირკვევა, მაგრამ სტატისტიკა იმ ჯანმრთელობის მინისტრის თუ რაღაცა ეგეთის სიტყვების შემდეგ საკმაოდ ადრე გახდა ცნობილიო... წერს სპიგელი.

სიცხეები კიდევ 10 დღე იქნებაო...
ბოლო მონაკვეთი ისევ რადიაცია ს ეხება.
მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია დაუკავშირდა რუსებს და გააფრთხილა რადიაციურ საფრთხეზეო.
ისინი თვლიან რომ რუსეთის ხელისუფლება რადიაციულ პრობლემას იმაზე უსაფრთხოდ წარმოაჩენს ვიდრე ეს არის სინამდვილეშიო.

სატელიტის სურათებზე ჩანსო რომ 20 რადიაქტიულ ადგილას არის ცეცხლი გაჩენილიო
აქედან განსაკუთრებით 3 ხანძარი ბელორუსია უკრაინის საზღვარზეა ყველაზე პრობლემატურ რეგიონში ბრიანსკშია გაჩენილიო.
რაც ჩერნობილის აფეთქების დროს ძალიან დასხივდაო.
ხელისუფლება მოკლედ რომ ვთქვათ ამ საფრთხეზე ლაპარაკს გაურბისო...
გრინფისის ეხსპერტებმა IAEA საერთაშორისო ატომური ენერგიის სამმართველო?( ალბად ასე შეიძლება თარგმნა) მონაცემების და სატელიტის სურათების მიხედვით დადგინეს , რომ ხელისუფლებამ რუსეთის ამ რეგიონებში არსებული ყველა ხანძრის შესახებ შეტყობინება არ გააკეთაოოოოოოო....

და ბოლოს...
არ არის გამოკვლეული რა შედეგები მოაქვს ტყის, ტორფის და რადიაციის ნამწვავის ნაზავსო...

http://englishrussia.com/index.php/2010 ... on-fire/2/
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 11 აგვ 2010, 11:40

Druides wrote:Tamari-ch.
ნუ მაშინ 100 გრ ვოდკი ი ვპერედ ზა სტალინა ზა ლენინა და ზდრასტვუიტ სოვეცკი სოიუზ :D ისე რომ იცოდეთ მშიერი რუსეთი უფრო საშიშია, მართალია არც 2008 წლის კრიზისამდე არ იყო დალხენილი მაგრამ ზაკუსკაზე ჰყოფნიდა
რუსეთი ყოველთვის მშიერი და ბოგანო იყო და ასეთადაც დარჩება, ეს მისი ხვედრია
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 აგვ 2010, 12:46

Tamari-ch. wrote: გოგა მე ზრდასრული ადამიანი ვარ
და მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვხატო
ვიღაცას ეს შეიძლება არ მოეწონოს
მასაც აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი.
როგორც ზრდასრულ ადამიანს.

რა მიმაჩნია ჰუმანურად - ესეც ჩემი საქმეა.
სკოლაში არ ვარ, რომ ვიღაცამ მიმითითოს რა უნდა ვაკეთო.

ფოტოები კი პირდაპირ კავშირშია რუსეთ საქართველსო ომთან -
იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება რუსეთში-
აბსოლუტურად ყველაფერი აისახება ამ ომზე -
ესეც ჩემი აზრია.

რაც შეეხება აღტკინებას - სად დაინახე?
ნამეტანი სერიოზულად ნუ აღიქვამ ხუმრობას
:lol:
ცხადია, აზრადაც არ მომსვლია, ეჭვი შემეტანა შენს ზრადსრულობაზე ანდაც ჰუმანიზმის მიმართ შენს განწყობაზე.
მე გთხოვე, რომ რუსეთის ხანძრებზე ფოტოებსა და ცნობებს რომ გვთავაზობ, არ მომწონს, მაგრამ თუ მაინც
და მაინც გინდა, რომ დადო, ამ თემას შინაარსიდან გამომდინარე, ნუ გამოიყენებ-მეთქი.
აღტკინებას რაც შეეხება, კგია, თუ მომეჩვენა და მსგავსი რამ გულშიც არ გაგივლია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 11 აგვ 2010, 15:18

GAMARJOBA SAKARTVELO
მე მგონი აღარ ღირს კიდევ ერთი თემის გახსნა რუსეთზე.
ეს თემა საკმარისია.
ეყოფათ..

:lol:

ესეც დღის ანეგდოტი

Медведев предложил Януковичу помощь в тушении пожаров
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 11 აგვ 2010, 15:23

http://www.marker.ru/interactive/fire
მოსკოვის რუკა ონლაინ - დაბინძურების მაჩვენებელი


რადიაციაზე ალაპარაკდნენ

დიდი ხანია დადის ეს ჭორები

Организация Greenpeace сообщила о радиоактивном заражении России
Время публикации: Сегодня в 11:38 по Имарату
Международная экологическая организация Greenpeace заявила, что в центральной России существует радиоактивное заражение. Всемирная организация здравоохранения (ВОЗ) предупредила об отравления жителей Москвы продуктами горения и угарным газом.
Власти России и Москвы на эти заявления не отреагировали.
По данным ВОЗ, в большинстве регионов центральной России резко увеличилась концентрация в воздухе угарного газа, двуокиси серы и вредных частиц от горения, попадание которых в организм человека крайне опасно для его здоровья. По данным бюро ВОЗ в Копенгагене, концентрация этих веществ превышает норму в несколько раз.
Представители международной экологической организации Greenpeace выступили c заявлением о радиоактивном заражении.
По данным Greenpeace, мощные лесные пожары бушевали — если судить по снимкам со спутников и информации международной наблюдательной организации по ядерным проблемам IAEA — в местах, где находятся российские ядерные объекты.
По свидетельству представителя московского отделения экологической организации Чурпова, власти РФ и Москвы не обращают никакого внимания на эти проблемы.
По свидетельству Greenpeace, бессилие, некомпетентность и безграмотность русских врачей стоили жизни многим россиянам.
Лесные пожары в России начались еще в конце июня, прежде всего, в Нижегородской области и ряде других регионов Поволжья и центральной части страны, однако бороться с ними власти начали лишь спустя более месяца.
Поведение властей, прежде всего, администрации Москвы во главе с Лужковым во время смога в городе вызвало резкую критику в зарубежных изданиях. Средства массовой информации пишут о том, что до сих пор администрация Лужкова, который отсутствовал в городе несколько дней, прохлаждаясь и дыша чистым воздухом в Австрии на фоне массовых смертей в Москве, скрывает информацию о реальном положении дел и пытается блокировать ее распространение.
Так, зарубежные издания обращают внимание на то, что в Москве даже в часы самого густого смога на улицах и в парках гуляли дети, и никто не пытался не только проинформировать население об опасности, но и попытаться его хотя бы частично эвакуировать.
Из-за небывалой жары в центральной России, которая стоит с середины июня, в Москве резко выросла смертность. Среднесуточные дневные температуры в центральных областях РФ превысили норму на 10–16 градусов, доходя до 38–40 градусов. В Москве наблюдается колоссальный рост смертности. Морги завалены трупами. Из-за отсутствия систем охлаждение, отмечены массовые случая гниения трупов.
Агентство Reuters в свою очередь отмечает, что морги и больницы города переполнены, а крематорий работает в три смены и не справляется с заказами
Отдел мониторинга
КЦ


http://www.greenpeace.org/russia/en/new ... d-by-radia
გრინფისიც ალაპარაკდა
Last edited by Tamari-ch. on 12 აგვ 2010, 17:41, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 11 აგვ 2010, 16:56

Организация Greenpeace сообщила о радиоактивном заражении России
ეგ ქვეყანა კარგა ხანია დაბინძურებულია რადიოაქტიური შხამით და ეს მარტო ჩერნობილს არ ეხება (რომელიც არცაა მაგ ქვეყნის ტერიტორიაზე). ურალში რომელიც საბჭოთა იმპერიის ატომური ცენტრი იყო ბევრი ადგილია რომელიც კარგა ხნითაა მოწამლული რადიაციით..........
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 აგვ 2010, 20:24

gurzi wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
უღრმესი პატივისცემის მიუხედავად რამდენიმე პრინციპულ, ურთიერთიდან გამომდინარე და მწარე შეცდომას უშვებ.
რას?
დაკვირდი...
2 წელი შესრულდა საქართველო-რუსეთის ომიდან და ტკივილები ჯერაც არ ჩამცხრალა.
2 წელი შესრულდა საქართველო-რუსეთის ომიდან?
რაღაც ვერ გავიგე...
ოკუპაცია "გავაპრავეთ"? აფხაზეთსა და ცხინვალ-ახალგორზე უარი ვთქვით?
თუ იქნებ რუსეთი საქართველოს საზღვრებს გარეთ გაეთრა? თუ იქნებ რუსული ჩექმა საქართველოს მიწას არ თელავს და მკვლელობების, ძალმომრეობის, ეთნოწმენდები გარანტად არ რჩება?
ასეა?
მორჩა ომი?
კაპიტულაცია გამოვაცხადეთ?
თუ რუსეთმა საქართველოზე ხელი აიღო?
და მაშ ძლიერი რუსეთი მსოფლიოს საშველია არა?
დიდი ბოდიში მაგრამ ან მე მაქვს ლოგიკასთან პრობლემები, ან თქვენ არ გტკივათ საქართველო.
წინა წერილს შენივე რეპლიკების საპასუხოდ დავამტებდი - ქართველებს ომში სძულდათ მტერი და ამით
ამარცხებდნენ, ომის გარეთ კი, მტრის უბედურება არ უხაროდათ.
ომი მთავრდება როდესაც მხარებიდან ერთ-ერთი კაპიტულაციას თანხმდება, ან მეორე ხელს იღებს განზრახვაზე.
რუსი ჯარისკაცი საქართველოს მიწას თელაბს თუ წაეთრა? ომი დამთავრდა? თუ ისევ გრძელდება?
მარტივი შეკითხვაა.
1 კეთილშობილური ბალადა ვეფხვისა და მოყმის თაობაზე.
როდესაც 2თაბრძოლაში ვეფხვიც და მოყმეც დაიღუპა, ამ უკანასკნელის დედამ ის კი არ თქვა, კიდევ კგ, ის დასაწვავი ვეფხვიც მოკვდაო, არამედ, მისი გარდაცვალებით ტკივილი და თანაგრძნობა გამოხატა.
ვეფხი მოკვდა და მოწმის დედასაც შეეძლო ვეფხვის დედასთან სამძიმარზე მისვლა.
ხოდა დაფიქრდი ეხლა...
კაარგად დაფიქრდი და თუ არ დაგზარდება მიპასუხე...
ვეფხვი რომ არ მომკვდარიყო, მოყმე შეეჭამა და მოყმის დაძმის დევნა დაეწყო დასახოცად...
რას იზავდა მოყმის დედა, ვეფხვის დედასთან პრეზენტაციებზე ივლიდა თუ ვეფხვს ამოჩიჩქნიდა თვალებს?
ვეფხვი ცოცხალია, მოყმე დაცემული და იმისთვის რომ ვეფხვის ჭირისუფალთან სამძიმარზე მისვლა შევძლო თანაგრძნობის გამოსახატავად, ჯერ ვეფხვი (დათვი) უნდა მოკვდეს. ამისთვის კი რაც მეტად გამოეწვება ფერდი, მით უკეთესი... უფრო ნაკლებად ძნელი მოსაკლავი იქნება...
მანამდე კი მოყმის დაძმაა დასაცავი, რასაც ვეფხვისადმი სიბრალულით ნაღდად ვერ მოვახერხებთ.
მოსკოვს ცრემლების არ სჯერა...
სწორედ ასეთი ჰუმანიზმით იყო ქართველი ძლიერი. სასტიკი ერები გადაშენდნენ, გადარჩნენ კაცთმოყვარენი...
ძალიან ბევრი ჰუმანური ერი გადაშენდა...
და ერების ჰუმანურებად და არაჰუმანურებად დაყოფა ეს რაღაც ახალი სიტყვაა კაცობრიობის სეგრეგაციაში.
თურმე არსებობდნენ კარგი და ცუდი ერები...
მინდა გიტხრა რომ ცდები...
ყველა ერი ჰუმანურია, აბსოლუტურად ყველა...
მხოლოდ ზოგიერთი ერი ისტორიის სეცდომის გამო თავადვე ნაშობი მახინჯი სახელნმწიფოსგან იტანჯება...
და რუსეთის იმპერიისგან ყველაზე მეტად რუსები იტანჯებიან, უბრალოდ თავად ისე მიეჩვივნენ ამას რომ სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ და ვერც თავისთვის და ვერც სხვებისთვის.
ისე კი ერები არც ჰუმანიზმის და არც სისასტიკის გამო არ გამქრალან და გადარცენილან...
ისტორიული კანონზმიერებაა...
სუსტები ქრებიან და ძლიერები რჩებიან.
გალები უფრო ჰუმანურები იყვნენ თუ მათ აღმოსავლეთით მცხოვრები გერმანელები?
ბრიტები უფრო ჰუმანურები იყვნენ თუ სკოტები?
უბიხები უფრო ჰუმანურები იყვნენ თუ ოსები?
ქართველები უფრო ჰუმანურები იყვნენ თუ კავკასიის ალბანელები?
ჰუმანიზმი არაფერს შუაშია.
ძლიერის ჰუმანიზმი ფასობს მხოლოდ...
სუსტის ჰუმანიზმი დაცინვის საგანი ხდება.
რადგან დაჟინებით ითხოვ პასუხს, მხოლოდ ამიტომ გწერ, თორემ გარდა იმისა, რომ თემას ვუხვევთ,
პირადად მე 1 და იმავე აზრის გამე2ებით წყალს ვნაყავ.
უბრალოდ, შენ ხარ ისე აგრესიულად განწყობილი რუსეთის მიმართ და ამასთან, უსაფუძვლო იულუზიებით გაჯერებული,
რომ მხოლოდ რუსეთის ხანძრებს უკავშირებ საქართველოს გადარჩენას.
სა1ოდ, როდესაც ადამიანს არგუმენტები არ აქვს, მაშინ სხვა ფრაზებში ჩხირკედელაობას იწყებს.
სწორედ ასე გემართება ჩემს შემთხვევაში - მეკამათები იმაში, რაზეც ხმა არ ამომიღია.

დავიწყოთ ომით - ვამტკიცებ, რომ რუსეთი წავიდა?
არ წასულა.
დიახ, ის ჩვენი მტერია. დიახ, ის აქ არის და ამიტომაც ვამბობ, ტკივილი ჯერც არ განელებულა-მეთქი.

შემდეგ - ძნ უადგილოდ და ვიტყოდი, შეურაცხმყოფელად წერ, თითქოს, მე ერებს ცუდ და არაცუდ ერებად ვყოფ.
ცუდი და კგ ერები თუ არ არსებობენ, მაშინ, რად გინდა რუსი ერის გადაშენება?
ხანძრები ჰომ სწორედ მას უქმნის საფრთხეს?

არაჰუმანურობა ჩემი გაგებით ველურს ნიშნავს. ჰოლო ველური, არ არის აუცილებელი, რომ ცუდ ერს ნიშნავდეს.
ცუდ ერად ვინმე დამესახელებინა, ეს ჩემი სტილი არ არის და ამას ჩემი წინა მსჯელობებითაც უნდა მიხვედრილყავი.
უბრალოდ, ყურადღებით უნდა წაგეკითხა.

მე არ მომწონს არაჰუმანურობა. ეს ის საკითხია, რის გამოც ყველა ისჯება.
გადახედე ისტორიას და მართლაც, აღმოაჩენენ, რომ ველური
და დამპყრობელი ერები გადაშენდნენ ან გადაგვარდნენ ან სულაც შეიცვალენენ.


ახლა ვეფხვსა და მოყმეზე - მეკამათები იმ საკითხში, რაზეც არ ვდავობ.
კერძოდ, მე ვწერდი, მოყმის დედამ მოკლული ვეფხვიც დაიტირა-მეთქი.
ვეფხვი რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, შეიძლება, დედას მასზე შური მართლაც ეძია. თუმცა, ეს თემის სულ სხვა საკითხია.
ჩემი ამ ლიტერატურული მაგალითით, იმას გეუბნებოდი, რომ სხვისი, კერძოდ, რუსეთის სტიქიური უბედურება (ხანძრები),
რომელიც, თუ ჩაუღმავდები, მიხვდები, რომ მხოლოდ რუსეთის ტრაგედია არ არის, გასახარი სულაც არ არის.
თუ მართლაც რამის გაკეთება შეგვიძლია, ჩხუბის შემდეგ კი არ უნდა ვისროდეთ ქვებს, არამედ, მანამდე უნდა ვიმოქმედოთ.
ქართველები როდესაც თბილისს არაბებისგან ათავისუფლებდნენ, სულაც არ იყვნენ ქაიროს ხანძრებსა თუ დასხივებებზე დამოკიდებულნი.

კიდევ ბევრ რამეში შეიძლება ჩაღრმავება...
აქვე მოგმართავ - აგერ, ბორჯომის ტყეებში ხანძრებია და თუ რამე შეგიძლია, წადი და მიეხმარე მეხანძრეებს.
ასე უფრო ეშველება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე სხვების უბედურების დადარაჯებით...

ესა ჩემი სათქმელი და ამ თემაში ხსნებულ საკითხზე კამათი პირადად მე, დავასრულე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by gurzi » 12 აგვ 2010, 00:44

GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი იყოს ეგრე... :)


აქვე მოგმართავ - აგერ, ბორჯომის ტყეებში ხანძრებია და თუ რამე შეგიძლია, წადი და მიეხმარე მეხანძრეებს.
ერთად წავიდეთ?







არა მაინც რა ჰუმანური ხალხია ეს რუსები.
Медведев предложил Януковичу помощь в борьбе с пожарами
http://www.utro.ru/news/2010/08/11/913974.shtml
ჯერ საქართველო!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 აგვ 2010, 20:19

gurzi wrote:
აქვე მოგმართავ - აგერ, ბორჯომის ტყეებში ხანძრებია და თუ რამე შეგიძლია, წადი და მიეხმარე მეხანძრეებს.
ერთად წავიდეთ?

http://www.utro.ru/news/2010/08/11/913974.shtml
ამის თაობაზე თემა გახსნილია :იდეების კიდობანში: სათაურით - :ხანძრები ბორჯომის რაიონში:.


აქვე, სტატია ობამას გადატვირთვის პოლიტიკაზე:

გადატვირთვა ქართულად12.08.2010

[ბრაიან ვაითმორი; foreign policy] (მცირე შემოკლებით)

ობამას ოსტატური ფლირტი რუსულ პოლიტიკასთან თბილისის მიმართ, მისი საგარეო პოლიტიკური პრობლემების ფონზე ნათელი წერტილია.
თბილისი – საზაფხულო კაფეებში ახალგაზრდები ღვინოს მიირთმევენ, შადრევნებთან საშინელი სიცხისგან თავის დასაღწევად ბავშვები ცელქობენ, პარკში მოხუცები ჭადრაკს თამაშობენ, ქუჩის მოვაჭრეები კი ხელნაკეთ დახლებზე საკუთარ პროდუქტს ყიდიან. ასეთია კიდევ ერთი ზაფხული მოუვლელ, შფოთიან, მაგრამ საქართველოს მაინც მომხიბვლელ დედაქალაქში, მაგრამ წელს ცოტა რამ შეიცვალა. პირველად მრავალი წლის შემდეგ აქ მოსალოდნელ ომზე ხმები აღარ დადის.

დღევანდელი სიმშვიდე იმ დაძაბულობის მკვეთრი კონტრასტია, რომლითაც 2008 წლის ჩახუთულ ზაფხულში შეპყრობილი იყო ქალაქი.

ის ფაქტი რომ ქართველები პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ინტერვენციის შიშის გარეშე ცხოვრობენ, ამერიკის პრეზიდენის, ბარაკ ობამას მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის მოულოდნელი შედეგია. ეს ეწინააღმდეგება ობამას ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები, შეიძლება ვაშინგტონს და მოსკოვს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენამ დააზარალოს.

ასეთ მოსაზრებებს გამოსთქვამენ არა მხოლოდ ობამას გამოკვეთილი კონკურენტები, არამედ აღმოსავლეთ-ევროპის კორიფეები, მათ შორის ჩეხეთის და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები, ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსა, ასევე მისი ამერიკელი კრიტიკოსებიც, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დევიდ კრამერი. ისინი შეშფოთებას გამოსთქვამდნენ, რომ ობამას რუსულმა პოლიტიკამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შიძლება მოსკოვის მოწყალების ამარა დატოვოს.

მაგრამ ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც თავდაპირველად მსგავს შეშფოთებას გამოსთქვამდნენ, ახლა ამბობენ რომ ყოფილ კონკურენტ ზესახელმწიფოებს შორის უფრო ახლო კავშირებმა ვაშინგტონს საშუალება მისცა უფრო მშვიდი, მაგრამ მაინც ეფექტური გავლენა მოეხდინა მოსკოვზე თბილისისთვის უსაფრთხოების გაზრდაზე თანამშრომლობის პროცესში.

ერთ-ერთი ვინც ობამას აქებს გიგა ბოკერიაა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.

„ამერიკის მთავრობის აქტიურმა პოზიციამ ბოლომდე თუ არ მოსპო, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მაინც შეამცირა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის უშუალო საფრთხე“ – მითხრა ბოკერიამ.


საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კულუარებში ამერიკის პრეზიდენტი კიდევ უფრო მკაცრი იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ ობამამ მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი არ აპირებდა გულზე ხელდაკრეფილი ყოფნას, თუკი რუსეთი კვლავ გაიწევდა საქართველოსკენ. თეთრ სახლში ამას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, მაგრამ როგორც თბილისში ამბობენ, იქ რაც არ უნდა თქმულიყო, ფაქტია რომ ამას ეფექტი მოჰყვა.

ამერიკამ რუსეთთან პოლიტიკაში გამოიყენა არამხოლოდ მათრახი, არამედ თაფლაკვერიც. ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი გიგა ზედანია ამბობს, რომ – ”რუსეთს უნდა ჰქონდეს რაღაც ისეთი, რასაც ის დაკარგავს“ თუკი თავს დაესხმება საქართველოს. „ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ მას რუსეთის მართვის ბერკეტები არ გააჩნდა, რადგან არანაირი თანამშრომლობა არ არსებობდა“ – სთქვა მან – „დღეს, როდესაც ურთიერთობები მოგვარებულია… რუსეთი ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე გააკეთებს იმას, რაც 2008 წელს გააკეთა“.

შეერთებულ შტატებში მედვედევის ივნისის ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ამერიკული მხარდაჭერის მოპოვება, იმის ნათელი მაგალითია რომ რუსეთს დღეს რაღაც დასაკარგი აქვს. პრეზიდენტი ასევე იყო სილიკონის ველზე, სადაც ის რუსული საწარმოოო სექტორის მოდერნიზაციის ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის ინვესტორების მოზიდვას შეეცადა. მოსკოვმა იცის, რომ საქართველოს ან სხვა ქვეყნების მიმართ ცუდად მოქცევის შემთხვევაში, ის ამ ყველაფერს დაემშვიდობება. შეერთებული შტატების ჩარევის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კვლავ მძიმე ვითარებაა.

რუსული არმია საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 20 მილშია (სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში) დისლოცირებული. კრემლის ოფიციალური პოლიტიკა, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოს დამოუკიდებლობა ტვირთად აწევს, დღემდე არ მალავს თბილისში რეჟიმის შეცვლის სურვილს.

მაგრამ კონფლიქტის დაძაბული ატმოსფერო, რომელიც რაღაცით ცივ ომსაც წააგავს, რომელშიც საქართველო ბრძოლის ველად იქცა შეერთებული შტატებს და რუსეთს შორის გავლენისთვის ბრძოლაში, აშკარად განმუხტვის პროცესშია. დღეს ქართველებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ობამას „გადატვირთვა“ კიდევ უფრო შორს წავიდეს და ხელი შეუწყოს მოსკოვს და თბილისს შორის ურთიერთობების აღდგენას, ან ყოველ შემთხვევაში მათ შორის არსებული დაძაბულობის შესუსტებას.

ირაკლი ალასანიას მიაჩნია რომ შეიძლება. საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოწონება დაიმსახურა მისი მშვიდი და მტკიცე ქმედებების გამო ორი წლის წინანდელი რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მან მითხრა, რომ თუკი ურთიერთობა აშშ-ს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდება „ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს“ და გაამარტივებს თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციას.

„ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ არ გამოვიწვიოთ რუსეთი აგრესიულ ქმედებებზე და მოვიქცეთ მშვიდად“ – ამბობს ალასანია – „

სააკაშვილმა, რომლის პოლიტიკური ბრენდიც რუსეთთან წინააღმდეგობაა, ობამას „გადატვირთვას“ რუსეთთან, საჯაროდ დაუჭირა მხარი, თუმცა ქართველი პოლიტიკოსების თქმით, მას მთელი რიგი შენიშვნები აქვს, რომლებზეც ის საჯაროდ არ საუბრობს.

„ჩვენ მივესალმებით დიალოგს რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის“ – ივნისში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ვიდრე თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩავიდოდა – „საქმე ის არის რომ ამ დიალოგის პირობებით, შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკუთარი პრინციპული პოზიციის“.

ობამას ადმინისტრაციამ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მან მომავალშიც უნდა აგრძნობინოს რუსეთს ის, რომ მეზობლების პატივისცემით ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და ძალიან ბევრს დაკარგავს მათი დაშინებით.

ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა ეს საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე მსუბუქმა საუბარმა და დიდმა თაფლაკვერამ დაადასტურა ის, თუ რომელი პოლიტიკური ინსტრუმენტია ეფექტური სამხრეთ-კავკასიის არასტაბილურ რეგიონში.
foreignpress
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 706
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by masai11 » 17 აგვ 2010, 11:06

შუაღამის ექსპერსი ფილმი გახსოვთ?
იქ, სასამართლოზე რომ ეუბნება მთვარი გმირი თურქებს - "Ð’Ñ‹ нация свиней" ო

აი რუსებიც ახლო არიან მაგ შეფასებასთან. ჯერ ეს ერთი რომ ფაქტიურად მთელი რუსეთი აქტიურად თუ პასიურად მხარს უწერდა და დღესაც უწჭერ მხარს კრემლის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართბეაში. აქვს ამ ხალხ მენტალობაში რაღაც ისეთი რაც ყოველთვის მიუღებელი იქნება ჩვენი და ზოგადად კავკასიური ეთნოსებისთვის.

აგერ კონკრეტული მაგალითი:
ორი ფეხით მოსიარულე ავტომანქანამ გაიტანა, დააკვირდით გამვლელების (ართაც რომ გამვლელების) რეაქციას. ერთი არავინ მივიდა და დახედა ....

ამათი ჯიში და ჯილაგი ....
:!: :!: :!:
http://www.youtube.com/watch?v=0Tzpo_IRgd8

და ვინმეს იმედი აქვს რომ კარგს უნდაველოდოთ ამათგან რამეს?

ხო არიან ახლა ვიჩინასავით

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 17 აგვ 2010, 11:25

masai11
უარესს გეტყვი

ახლა ხანძრები რომ იყო ერთი საშინელი ისტორია წავიკითხე
საშინელი მარტო თავად ტრაგედია კი არა
ოჯახის უფროსის ქცევა იყო

:evil:

აი ასეთი რაღაც მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს!!!!

http://vykza.ru/2010/08/06/doch.html

Когда загорелся их дом, я видел, как выбежал дядя Петя, — рассказывает Виталий Гришин. — Дядя Петя кричал дочери, мол, беги, спасайся! Но Надя не бросила мать.
Петр Черненков успел выбежать из горящего дома и эвакуировался вместе с остальными жителями. Надя осталась дома, она стала поднимать с кровати стонущую от боли мать. Вместе женщины кое-как доковыляли до крыльца, но бежать было уже некуда — всюду огонь.
— Они кинулись в сторону реки, — горько вздыхает сосед. — Только быстро бежать не могли, Лидия хромала, падала. А дочка все равно ее не оставляла.
Огненный смерч поймал их в ловушку, когда до спасительной реки оставалось лишь 20 метров...
Обгоревшие тела несчастных женщин нашли местные жители после того, как деревня сгорела дотла. Мать и дочь лежали рядышком, но было понятно, что дочь до последнего защищала мать от огня.
— Они лежали лицом в землю, посреди черной выгоревшей травы, вот только лица у них и сохранились, все остальное сгорело до костей, — Виталий Гришин закрывает лицо старческими руками. — У Черненковых была крепкая и дружная семья. И вот такой страшный конец. До конца жизни не забуду...

მოკლედ გეტყვით -
ცხოვრობდა ოჯახი: დედა, მამა და ქალიშვილი
დედა მიჯაჭვული იყო ლოგინს, ფეხები სტკიოდა.

ხანძარი მოედო სოფელს,
მამა გამოვარდა ქუჩაში - მიაყვირა ქალიშვილს - თავს უშველეო -
მიატოვა ცოლი და ჩახტა ავტობუსში - რომელმაც ხალხი გაიყვანა სოფლიდან

ქალიშვილი მივარდა ავადმყოფ დედას და წვალებით გამოიყვანა სახლიდან,
მდინარემდე 20 მეტრი იყო დარჩენილი - როცა ცეცხლის ალი მისწვდათ და დაიღუპნენ ..

თფუი რა!
კაცმა მიატოვა ქალები და მოკურცხლა!!!!
:twisted:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]