კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 29 იან 2010, 00:29

თუმცა თავადვე რუსეთში სპეციალისტების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია უაზრობად ამ გემის ყიდვა....... მეორეც სად უნდა გაოიყენოს რუსეთმა ეს გემი??? საქრთველოში, სომალიში, თუ ყირიმში??? ასევე ამ გემს ესაჭიროება სხვა მცირ თავდაცვითი გემები რომელიც რუსეთს უბრალოდ არ გააჩნია ამ ეტაპზე და განვითარებული ინფრასტრუქტურა პორტებში რაც ასევე პრობლემატურია ჩვენი "ძმისთვის" .....................


აქვე მეორე მხარეც საფრანგეთი რომელსაც მემგონი რომ ბიყვულად სჯერა რუსეთის მომავალი დემოკრატის :)))))) და მზად არის ნებისმიერ საკითხში ითანამშრომლოს
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!



User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 29 იან 2010, 11:43

Druides

მიდი, გადი, მიდი, მოდიიი...

:lol:

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Druides » 29 იან 2010, 14:07

ARCHILI
თუ შეიძლება კომენტარი რუსეთ საქართველოს ომზე :))))))))))))))))))
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 29 იან 2010, 22:16

Druides


მიდი, გადი, მიდი, მოდიიი 2


:lol:


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 02 თებ 2010, 16:02

ლიმბო სამყარო


გრიმ ვუდი


ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ


ჩემი ბოლო ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს, ინეტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაქსიმ ღვინჯიასთან ჩავწერე. საუბრის თემა – საგარეო ვაჭრობა იყო, რომელიც აფხაზეთს არ აქვს იმ აღიარებულ, რეალურ ქვეყნებთან, რომლებიც მას შავი ზღვით ესაზღვრებიან. საუბრის ბოლოს, ის გაჩუმდა, ჩემს ფეხს დახედა და მკითხა, რატომ მომდიოდა სისხლი ფეხიდან, რის გამოც იატაკი დასვრილი იყო. ვუთხარი, რომ რამდენიმე საათით ადრე ფეხი დამიცურდა, ძვალი დავიზიანე და მონეტის ხელა ჭრილობა გამიჩნდა. დოლბანდიდან სისხლი ჟონავდა და გადახვევა მჭირდებოდა. „თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საავადმყოფოში მიხვიდეთ, მაგრამ იქ ისეთი პირობებია შოკში ჩავარდებით“, მითხრა ღვინჯიამ. მან მეზობელი შენობისკენ მიმითითა, სადაც დაახლოებით 20 წუთში, ჩემი ფეხი მუქი ფერის ხის მაგიდაზე ეჭირათ და სიმწრისგან ვხტოდი, როდესაც ჩემს ჭრილობას დიდი სპირტიანი ნაჭრით უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრი ამუშავებდა. ასეთ პერსონიფიცირებულ სამთავრობო მომსახურებს მიჩვეული არ ვიყავი. ყალბი ქვეყნები როგორც ჩანს უფრო მეტად მონდომებულები არიან, ვიფიქრე მე, და საკუთარ თავს ვკითხე, ბედი ხომ არ მეცადა და ხომ არ მეთხოვა ფინანსთა მინისტრისთვის პერსონალურად დაეფინანსებინა ჩემი დამატებითი გადასახადი, ტრანსპორტის მინისტრს კი ჩემი საქართველოში, ანუ რეალობაში დასაბრუნებელი ბილეთი დაედასტურებინა.

აფხაზეთი, ისევე როგორც ათამდე სხვა კვაზი–ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრიობის ზღვარზე მერყეობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაბადებამდელი მფარველობის ქვეშ იმყოფება. თუკი აწყმო და წარსული მომავალზე მიუთითებს, მაშინ ასეთი ემბრიონული ქვეყნების უმრავლესობა მკვდრადშობილია, მაგრამ იმის გამო არა, რომ ისინი ძალისხმევას იშურებენ. სახელმწიფოებრიობის კულტი ასეთ ფანატიკურ ქვეყნებში ყველგან იგრძნობა: ოფისები სავსეა ჰალსტუხებში გამოწყობილი ჩინოვნიკებით, სამაგიდო მინიატურული, ემბლემიანი საქაღალდეებით, და რა თქმა უნდა, უამრავი რეალური დოკუმენტით, რომელთაგან ყველა დამუშავებულია, რათა ჩემისთანა უცხოელი სტუმრები იმაში დაარწმუნონ, რომ მათი საერთაშორისო აღიარება დამსახურებული და გარდაუვალია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სომხური სეპარატისტული ანკლავი მთიანი ყარაბახი, უცნაურ ჰოლოგრამებიან ვიზებს გამოსცემს. სომალილენდი, (რომელიც სომალის გამოეყო), საკუთარ ვალუტას ბეჭდავს, რომელიც რეალურს გავს, მას სომალილენდის შილინგი ჰქვია, თუმცა მისი ღირებულება იმდენად დაბალია, რომ ცოცხალი ფულის რეზერვების შესავსებად მსხვილფეხა საქონელს იყენებენ.

ეს კვაზი სახელმწიფოები (დაწყებული ძველი საერთაშორისო ცხელი წერტილებიდან, როგორებიცაა პალესტინა, ჩრდილოეთ კვიპროსი, ტაივანი – დასრულებული კიდევ უფრო გაურკვეველი ანკლავებით, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, დასავლეთ საჰარა, პუნტლანდი, ერაყის ქურთისტანი და სამხრეთ ოსეთი), რომლებიც საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებენ და მათ ნახევრად ფუნქციური მთავრობებით მართავენ, საერთაშორისო აღიარების დეფიციტს განიცდიან. დავარქვათ მათ ჩაკეტილი – ლიმბო სამყარო. ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ.

წარსულში, ასეთ კვაზი–სახელმწიფოებთან დაკავშირებით შემდეგი ტენდენცია არსებობდა: ისინი დამოუკიდებლობას ან მალევე მოიპოვებდნენ ხოლმე ან რამდენიმე წელიწადში ასიმილაციას განიცდიდნენ (ჩვეულებრივ სისხლიანი სამოქალაქო ომების შემდეგ, როგორც ეს ბიაფრასთან დაკავშირებით ნიგერიაში მოხდა). მაგრამ დღეს ჩაკეტილი სამყაროს ქვეყნების პოლიტიკურ განსაწმენდელში უფრო დიდი ხნით დარჩენა (ამ სტატიის ზოგიერთმა გმირმა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ გაურკვევლობაში საშუალოდ 15 წელი დაჰყო), ძალიან სახიფათო, ახალ საერთაშორისო ფენომენს წარმოადგენს: ეს მუდმივად მეორეხარისხოვანი სახელმწიფოებია.

ეს არის ტენდენცია, როდესაც არეულობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. პირველი საფრთხე: თუკი ამ კვაზი–სახელმწიფოებიდან, რომელიმეს შემთხვევით გაუმართლა, ეს დანარჩენებს გაამხნევებს. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა მოძრაობა, რომელსაც ერთი ყუთი კალაშნიკოვი აქვს, ჩათვლის, რომ, თუკი ვაშინგტონში კარგ ლობისტებს დაიქირავებს და თავის კუსტარულ დედაქალაქში რეალისტურ საგარეო საქმეთა სამინისტროს გახსნის, შეიძლება ახალ ქურთისტანად გადაიქცეს. მეორე საფრთხე: ამ პრეტენდენტ ერებს სრულფასოვანი ქვეყნების მსგავსი არც უფლებები და არც ვალდებულებები არ აქვთ, არამედ აქვთ მხოლოდ საეჭვო სტატუსი და უკანონო იარაღი. საბოლოო ჯამში კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაორებულია: თქვენ ან ხართ ამ ორგანიზაციაში ან არ ხართ, და თუ არ ხართ, მაშინ თქვენი მინიატურული სამაგიდო დროშების ადგილი Turtle Bay –ში არ არის.

ბოლო წლებში ჩაკეტილ სამყაროში მოგზაურობისას, მე ამ ანკლავების სრულ სპექტრს გავეცანი – დაწყებულს უიმედოდ მოლაყბე ვირტუალური ხალისტანიდან (სიკხის სეპარატისტული სახელმწიფო) რომელსაც დევნილი პრეზიდენტიც ჰყავს, მაგრამ არ აქვს რეალური ტერიტორიის აღმნიშვნელი საფოსტო მარკა – დისფუნქციურ სომალილენდამდე და საკმაოდ ოპტიმისტურ ნავთობის სახელმწიფო ქურთისტანამდე. თითოეული ეს არშემდგარი სახელმწიფო, თავისებურად, შეზღუდული სახელმწიფოებრიობის თვალსაჩინო მაგალითია.

ისინი მომავალი და წარსული ომების ლანდებს გვანან – მათ უმრავლესობას მტერი ჰყავს, რომელსაც ერთი სული აქვს ეს გამოყოფილი ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ისინი იმ ომებს წარმოადგენენ, რომლებიც დრომ დაივიწყა და გაყინულ კრიზისებში ჩარჩნენ, რადგან მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება ან ძალიან კომფორტულია, ან გადასაწყვეტად ძალიან რთული. გაურკვევლობა, როგორც ჩანს, სასარგებლოა, რადგან ეს ფაქტობრივ ქვეყნებს ერთმანეთზე ზეწოლის საშუალებას აძლევს, კვაზი სახელმწიფოები მათი „პატრონების“ მიმართ ლოიალურები არიან. ლიმბო სტატუსს რომ არ ეარსება, მას ალბათ გამოიგონებდნენ.

გენერალური ასამბლეის დამოკიდებულება ლიმბო გაერთიანების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. ქვეყნებისათვის ტერიტორიების წართმევა თითქმის ყოველთვის სისხლისღვრით მთავრდება და ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. სომალისა და აფხაზეთის ტერიტორია თითქმის 20 წლის განმავლობაში სულდგმულობს იმით, რომ მათი ფართო აღიარება გარდაუვალია. ქვეყნებს მართლაც რომ დიდი წარმატება ხვდათ წილად, მათ დიდი ნახტომი გააკეთეს მშფოთვარე ანკლავებიდან დამოუკიდებელ ქვეყნებამდე. აღმოსავლეთ-თიმორმა და კოსოვომ ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები გამხდარიყვნენ. ლიმბო ქვეყნების ტენდენცია ძალისმიერი ქმედებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, თვალნათლივ ჩანს, რომ მათ მიერ არჩეული გზა არასწორი და აბსურდულია.

აფხაზეთის შემთხვევაც ტიპურია. (მოსახლეობა 190.000) აფხაზეთი გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. მისმა ნაპირებმა, ფიჭვის ტყეებმა, მთებმა და ტბებმა საბჭოთა ლიდერებიც – სტალინი, ხრუშჩოვი და ბრეჟნევი – მოაჯადოვეს.

90-იანი წლების ომის შედეგად აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას გამოეყო. ორივე მხარემ პირველი ცამეტი თვის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაკარგა, ხოლო 100 000 ეთნიკური ქართველი და მეგრელი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთის აჯანყების ინიციატორი, მათი მოკავშირე და გარანტი რუსეთი იყო.

საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც დასავლეთთან ალიანსი სურდა. აფხაზეთი კი რუსეთისთვის იყო მიზეზი, რათა საქართველოსთვის მისი დასავლეთისკენ სწრაფვის გამო უდიდესი დარტყმა მიეყენებინა. რუსეთმა აფხაზეთს თანადგომა გამოუცხადა; ვაჭრობისათვის საზღვრები გაუხსნა და ნელ-ნელა აფხაზეთის ანექსიის გზას დაადგა. 2006 წელს, აფხაზურმა მოსახლეობამ რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად რუსული პასპორტები მიიღო. საბოლოოდ კი აფხაზეთი სრულად დაექვემდებარა რუსეთს, რომელმაც პირველმა სცნო მისი დამოუკიდებლობა. აფხაზების ინფორმაციით, 2008 წლის ზაფხულში საქართველო მათ ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდა, ხოლო რუსული ჯარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანამ ბოლო მომენტში საქართველოს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა და მან სამხრეთ ოსეთისკენ გადაინაცვლა. საქართველო განწირული იყო დამარცხებისთვის, რუსეთის ძლიერი და მოულოდნელი საპასუხო შეტევის გამო. სამხრეთ-ოსეთი რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეული მეორე მიწაა. რუსეთს ფორმალურად არ მიუტაცებია აფხაზეთი საქართველოსგან და თავის მხრივ აფხაზებიც ადასტურებენ, რომ რუსეთს მათი ანექსია არ მოუხდენია.

“პირველივე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც მდინარე ენგურს გადმოკვეთს, ვესვრით” – მითხრა ღვინჯიამ მასთან სტუმრობის დროს.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ, ჩემი ფეხის დამუშავების დროს, იმედგაცრუებულმა ამოიოხრა იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი მთავრობაა. მე ვუთხარი, თუ როგორ აღმაფრთოვანა იმ ამბავმა, რომ აფხაზეთს თავისი ძველი საბჭოთა (ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის) სტატუსი დაუბრუნდა. როდესაც უკანასკნელად 2006 წელს, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს ვესტუმრე სასტუმრო “აფხაზეთი” დაბომბილი და მიტოვებული იყო. ახლა ის ნახევრად აღდგენილია. სასტუმრო “რიწა” კი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ სტუმარს მასპინძლობს. ტურისტების უმრავლესობა რუსები არიან. (“რიწა”-ში 208 ოთახია. მისი ერთ-ერთი აივნიდან, ერთ დროს ამავე სასტუმროში დამსვენებელმა ლევ ტროცკიმ, ლენინის სიკვდილის დღეს ხალხს მიმართა. სასტუმროს ნომერი 150 ამერიკული დოლარი ღირს). ქალაქი სოხუმი ცუდად სულაც არ გამოიყურება, თუმცა მისი ჰოსპიტალები “შოკისმომგვრელია”.

აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ისინი ახდენენ, ვინც მათი დამოუკიდებლობა სცნო. ნიკარაგუაში დანიელ ორტეგას მთავრობამ 2008 წელს, რომელიც როგორც ჩანს ძველი საბჭოთა გავლენის ქვეშ იყო და ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა 2009 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნეს. სინამდვილეში, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, აფხაზეთს რეალური ოფიციალური კავშირები არავისთან არ აქვს. მათ დიპლომატებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული, სად შეუძლიათ წასვლა და სად არა. მიხეილ სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმა, აფხაზეთის მაღალჩინოსნებს ვიზებზე უარი უთხრა და სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად ინდოეთი, იზიარებენ ვაშინგტონის პოლიტიკას.

ამან აფხაზეთი ისეთი ვოლონტიორების ამარა დატოვა, როგორიცაა ჯორჯ ჰიუტი, ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების სკოლის პროფესორი, რომელმაც სპეციალობად აირჩია აფხაზური კულტურისა და ენის შესწავლა (აფხაზური ენა 67 თანხმოვანს და მხოლოდ ერთ ხმოვანს შეიცავს). ჰიუტმა აფხაზური ისევე იცის, როგორც ნებისმიერმა არააფხაზმა და აფხაზურ საკითხზე შთამბეჭდავ და ინფორმაციულ ესეებს ქმნის. მაგრამ იგი მეცნიერია და არა პოლიტიკური სტრატეგი. 2006 წელს აფხაზეთში გამგზავრებამდე, მე ჰიუტს ვესტუმრე და ვკითხე საქართველოში რამეს ხომ არ დაბარებდა, სადაც მას “პერსონა ნონ გრატა”-დ მიიჩნევენ. ვიფიქრე, წიგნს ან ბარათს დამაბარებდა. მან მითხრა, რომ მეგრულენოვან გაზეთებში მის წინააღმდეგ სტატიები იბეჭდებოდა და მკითხა ამ ამბავს ხომ ვერ გამოვიძიებდი? სამწუხაროდ, ვერა.

აფხაზეთის მსგავსი ქვეყნების წაქეზებამ, მეორე კლასის სახელმწიფოებრიობა შექმნა, თავისი გაურკვეველი უფლებებითა და ვალდებულებებით საერთაშორისო სისტემაში, რომლის თავიდან აცილებასაც დიპლომატია ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე ცდილობდა. 1648 წლის ვესტფალიის ზავმა ურყევი საზღვრების საერთშორისო წესრიგი დაამკვიდრა და ფუნქციურად ისეთი დამოუკიდებელი ანკლავების არსებობის პირობები მოსპო ბრანდენბურგ–პრუსიაში, რომელიც მაგალითად საფრანგეთს შეიძლება ბერკეტებად გამოეყენებინა. მთელი პუნქტი ეძღვნება იმის განმარტებას, თუ რა არის სუვერენული ტერიტორია, რათა გამოერცხათ ორაზროვნება და ომები. ნაწილობრივ ეს ანკლავების სასიკეთოდაც კეთდებოდა, რათა დაეცვათ ისინი ხაფანგში გაბმისა და პირველხარისხოვანი სახელმწიფოების ხელში იარაღად (და კიდევ უფრო უარესი, ნეოკოლონიებად) გადაქცევის საფრთხისგან. მაგრამ ლიმბო სამყარო დღეს იგივე ბედს იმეორებს.

ეთიოპიამ ფაქტიურად შეიერთა სომალის ჩრდილოეთ ნაწილი სომალილენდი, მაგრამ დღემდე მტკივნეულად აღიქვამს ორი ათეული წლის წინ თავისი კოლონიის ერითრეას დაკარგვას. სომალილენდი დიქტატორ მუჰამედ სეად ბარეს დროს ყოველთვის გამოირჩეოდა აჯანყებებითა და არეულობით. 1980 წლის ბოლოს, სეად ბარემ ჰარგეისას დაბომბვის დროს ასობით ადამიანი დაახოცინა, ხოლო მისი მმართველობის შემდეგ, სომალილენდმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად და აგერ უკვე 20 წელიწადია, რაც იქ მშვიდობა სუფევს. სანაპირო ზოლი, რომელიც ეთიოპიამ ერითრეაში დაკარგა ეფექტურად დაიბრუნა სომალილენდში, ბერბერას პორტთან ერთად, რომელიც საკვანძო სავაჭრო პუნქტია ადენის ყურეში. სომალილენდის მხარდაჭერა ეთიოპიის მხრიდან უსაზღვრო თვითნებობის დემონსტრირებაა მოგადიშელი სომალელების მიმართ. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეთიოპია მომაკვდინებელი საგარეო საფრთხეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ღრმად, უშუალოდ სომალის ტერიტორიაზე შეიჭრა 2006 წელს.

აფხაზების მსგავსად, სომალილენდის მცხოვრებლების უბედურება მათგან სარგებლის მიღების პირდაპირპროპორციულია. ეს მაშინვე აღმოვაჩინე, რაწამსაც ფეხი დავდგი მათ პატარა წარმომადგენლობით ოფისში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში მდებარეობს. აფრიკუá

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 02 მარ 2010, 17:20

”დარიალი” ყაზბეგსა და თრუსოს ოსურ მიწებად თვლის

ავტორი გოგა აფციაური

გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა, ზოგიერთმა ლიდერმა ამ ფაქტს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი, ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის დასაწყისი და ქვეყნის წინაშე ჩადენილი მორიგი ღალატი უწოდა. ამას დაემატა გაზეთ “კვირის პალიტრაში” ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი ანონიმი ავტორის წერილის გამოქვეყნება, რომელიც იმ საფრთხეზე საუბრობდა, რომელსაც ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია „დარიალი“ საქართველოს უმზადებს. წერილის ავტორის თქმით, ორგანიზაციისა და რუსული სპეცსამსახურების მიერ მზადდება პროვოკაცია ყაზბეგის რაიონისა და მთლიანად თრუსოს ხეობის ოკუპაციისთვის.

რადიო თავისუფლება ორგანიზაცია ”დარიალის” საქმიანობით დაინტერესდა. ორგანიზაცია ვლადიკავკაზში, გასული წლის გაზაფხულში, დარეგისტრირდა და იმ ადამიანების შეკრება დაიწყო, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტისა და შემდგომ პერიოდში ყაზბეგის რაიონიდან ვლადიკავკაზში გადავიდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელია გაირბეკ სალბიევი. რადიო თავისუფლებას წყარომ ვლადიკავკაზიდან სალბიევის გამოსვლის ჩანაწერი მიაწოდა, სადაც იგი ყაზბეგის რაიონს კობის ჩათვლით და მთელ თრუსოს ხეობას ოსურ მიწებს უწოდებს და საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

ამ ჩანაწერიდან ისიც ცხადი ხდება, რომ გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ახალი ტერიტორიული პრეტენზია სწორედ ”დარიალის” ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ წამოაყენა, მანამდე კი ეს საკითხი კოკოითიმ რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეათანხმა.

ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გარშემო დაწყებულ ხმაურს დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთიც ხსნის საზღვარს, ანუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე - გახსნილი, ლეგალური და დაცული საზღვარი. პრესსპიკერის თქმით, ყველა ეს განცხადება არის ფსიქოლოგიური სახის. ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც, პირველ რიგში, მოქმედებს მოსახლეობაზე. მოქმედებს ინვესტორებზე და ქვეყნის განვითარებაზე.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მანჯგალაძის განცხადებას საზოგადოებისთვის დამამშვიდებელს უწოდებს და ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ყაზბეგის რაიონში მოსალოდნელი საფრთხე რეალურია.

როგორც რადიო თავისუფლებას ვლადიკავკაზელი წყარო ატყობინებს, ამჟამად ორგანიზაცია ”დარიალი” აქტიურ ქმედებებზეა გადასული და ორგანიზაციის რიგებში ყოველდღე უამრავ ადამიანს აწევრიანებენ. ამ ადამიანებს კი ჰპირდებიან, რომ დააბრუნებენ ყაზბეგის რაიონში, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იქნება.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 02 მარ 2010, 17:42

მოკლედ, შესაფერისი ადგილი ვერ ვნახე და ბარემ ამასაც აქ მივუჩენ ადგილს.

მით უმეტეს, რომ
Проход в грузинское побережье Черного Моря проходит через Джавхети, на что и намекают «жидкие мозги». Целью этой пропаганды являются геополитические интересы России со своей союзницей Арменией. Не вызывает сомнений, что Кремль активизировал свою агрессивную политику в отношении Грузии, «армянский вопрос» во внешней политике России занимает особое место - «верные» союзники не подведут Россию в своих геополитических играх. Армяне готовы взяться за оружие против Грузии, если Россия даст на это свое разрешение и гарантии, но гарантий пока нет и вряд ли будут!
Лорийская область – историческая территория Грузии
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by tamuna_gudarexi » 05 მარ 2010, 15:32

კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო...
:roll:


http://www.tavisupleba.org/content/article/1975416.html

მთიანმა ყარაბაღმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

მთიანი ყარაბაღის პარლამენტის შენობა, სტეპანაკერტი
05.03.2010
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ერევანში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ ვაგრამ ათანესიანმა. მისი ცნობით, სტეპანაკერტი და სოხუმი უახლოეს მომავალში დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 06 მარ 2010, 02:13

"შეიძლება ვიხუმროთ კიდეც, რომ, როგორც კი ქართველი პოლიტიკოსი რუსეთში გაემგზავრება, მაშინვე მისი რეიტინგი ეცემა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით ხდება, - ჯერ საქართველოში ეცემა მისი რეიტინგი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადის მოსკოვში. რაც შეეხება ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტს რუსეთში, ყველაფერი გასაგებია, - მათ ფული სჭირდებათ წინასაარჩევენო კამპანიისთვის. როცა ბურჯანაძის დონის პოლიტიკოსი ამ გზას ადგება, ვფიქრობ, ის წერტილს სუვამს თავის პოლიტიკურ კარიერას," - განაცხადა იულია ლატინინამ.

ვლადიმერ ჟირინოვსკი კი მიიჩნევს, რომ სმგავსი ვიზიტებით პოლიტიკოსები თავს იმცირებენ და ქართველ ერს არცხვენენ.

"შეხვედრები შესაძლებელია, ეს არ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ საქართველო უნდა დარჩეს თავისუფალი, არსად არ უნდა შევიდეს, არანაირი უცხოური ჯარი არ უნდა იყოს მის ტერიტორიაზე. მათ თავისუფლება უნდოდათ და მიიღეს, ამიტომ არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში სიარული არ არის საჭირო, არც თავის დამცირება და რამის თხოვნა. ეს ძველი საბჭოური ჩვევაა. რისთვის ჩამოდიან, იმისთვის, რომ ქართველი ხალხი შეარცხვინონ?" - განაცადა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.


ჟირინოვსკი ჩვენზე რო ზრუნავს რაღაცაშია საქმე.მაგას ქარტველები ისე ეზიზღება რომ ვერ ფარავს და უთქვამს ყველა უნდა განადგურდესო.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 მარ 2010, 00:17

ლეონტი wrote:"შეხვედრები შესაძლებელია, ეს არ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ საქართველო უნდა დარჩეს თავისუფალი, არსად არ უნდა შევიდეს, არანაირი უცხოური ჯარი არ უნდა იყოს მის ტერიტორიაზე. მათ თავისუფლება უნდოდათ და მიიღეს, ამიტომ არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში სიარული არ არის საჭირო, არც თავის დამცირება და რამის თხოვნა. ეს ძველი საბჭოური ჩვევაა. რისთვის ჩამოდიან, იმისთვის, რომ ქართველი ხალხი შეარცხვინონ?" - განაცადა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
:O
ბმული, ფლიიიზ
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 მარ 2010, 00:41

25 თებერვალს ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ გამოაქვეყნა სტატია ბრიტანელმა კავკასიოლოგმა ჯორჯ ჰიუიტმა, რომელიც კავკასიის ხალხების ისტორიის, ენების და პოლიტიკური ვითარების შესახებ რეგულარულად წერს და ხშირად აკრიტიკებს ოფიციალური თბილისის ქმედებებს. მისი აფხაზი მეუღლისა და კგბ-თან მისი კავშირების გამო სხვას არც არაფერს უნდა მოველოდეთ.
ცნობისათვის: George Hewitt is professor of Caucasian languages at the School of Oriental and African Studies, a fellow of the British Academy and the honorary consul for Abkhazia to the UK. He has lived on and off in Abkhazia for over 30 years and publishes regularly on the history, languages and politics of the Caucasus.

სტატიაში, რომელსაც „საქართველოს კარგი, პომპეზური და უსარგებლო სტრატეგია“ ეწოდება, ის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახლახან შემუშავებულ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას აკრიტიკებს. „დოკუმენტის ლამაზი სიტყვების და პომპეზური სენტიმენტების მიუხედავად, იგნორირებულია ერთი ფუნდამენტური პრობლემა - აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს ერთიან ქართულ სახელმწიფოში „რეინტეგრაციის“არანაირი სურვილი არ აქვთ. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეუძლია ეს სტრატეგია დასავლეთში განიხილოს, როგორც ეს გასულ კვირაში ლონდონში გააკეთა, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არავინ არის დაინტერესებული ამ დისკუსიაში ჩართვით. მათ პრიორიტეტებს დასავლეთთან პირდაპირი კავშირების დამყარება წარმოადგენს, მათი პასპორტებით თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობასთან ერთად“, - წერს ჰიუიტი და დასძენს, რომ დასავლეთის მხრიდან ამ ინტერესების იგნორირება ამ რეგიონების მოსკოვთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას გამოიწვევს.

George Hewitt, Georgia's fine, lofty, useless strategy

ახლახანს კი იმავე გამოცემაში გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის გიორგი ბადრიძის გამოხმაურება.

Giorgi Badridze, Georgia's olive branch, Russia's call
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 07 მარ 2010, 01:19

ლეონტი wrote:"შეხვედრები შესაძლებელია, ეს არ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ საქართველო უნდა დარჩეს თავისუფალი, არსად არ უნდა შევიდეს, არანაირი უცხოური ჯარი არ უნდა იყოს მის ტერიტორიაზე. მათ თავისუფლება უნდოდათ და მიიღეს, ამიტომ არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში სიარული არ არის საჭირო, არც თავის დამცირება და რამის თხოვნა. ეს ძველი საბჭოური ჩვევაა. რისთვის ჩამოდიან, იმისთვის, რომ ქართველი ხალხი შეარცხვინონ?" - განაცადა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
ჰმ, ჰმ, ჰმ....
ახლახანს Facebook-ში აღნიშნულ ციტატასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს წავაწყდი. ერთი მომხმარებელი წერდა:
ჟირინოვსკის ნათქვამი ასე გავიგე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაივიწყეთ, კრემლში სიარული აღარ გიშველით და ეს ყველაფერი მიშას ბრალიაო, თუ ვცდები მითხარით.

ეს ორი დღეა საქართველოში გერმანიის ელჩის პატრიცია ფლორის გამოსამშვიდობებლი მოხსენების ერთი ნაწილი არ ამომდის თავიდან. მოხსენება ბერლინის კედლის დანგრევას ეხებოდა და მომხსენებელი წარამარა მიგვანიშნებდა, რომ ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ რაღაცეებიო. ჰოდა ტიპიური გერმანულ-ღიმილიანი (ან წარმოიდგინეთ დასავლური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახეები, მესამე დონის ქვეყნებს სამადლო დახმარებას რომ უწევენ და ამ გამომეტყველების არსს მიხვდებით) რიტორიკით გადაგვიშალა რეალობა თვალწინ: ორი გერმანული სახელმწიფოს გაერთიანების შემდეგ დაისვა კითხვა, უნდა გამოეცხადებინა თუ არა უკვე ერთიან გერმანიას თავისი პრეტენზიები იმ ტერიტორიებზე, რომელიც II მსოფლიო ომამდე გერმანიის რაიხს ეკუთვნოდა, ახლა კი პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვრებში შედიოდაო. იმავე რიტორიკის ნაწილი იყო ის, რომ ისტორიის გაკვეთილები ჩაგვიტარა: გერმანია მიხვდა, რომ შექმნილი Realpolitik-ის გათვალისწინებით დაკარგულ ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებდა და ამიტომ ბედს შეურიგდაო.
გესმით, ალბათ, დიპლომატიური პროტოკოლი მეტის თქმის უფლებას არ ითვალისწინებს. თუ ახლო მომავალში არა, შორეულ მომავალში ამას ალბათ ოფიციალურადაც გამოგვიცხადებენ.
თან ფაშისტურ გერმანიასთან უკეთესი პარალელისთვის მათ ფაქტებიც ექნებათ: ისევე როგორც II მსოფლიო ომის დროს გერმანიამ, თქვენთანაც ომი საქართველომ გააჩაღაო. ისევე როგორც გერმანია დაისაჯა და ოდერამდე და ნაისამდე ტერიტორიები ჩამოეჭრა, ასევე დაისჯება საქართველო და ენგურამდე და გორამდე ტერიტორიები მიეჭრ-მოეჭრებაო.
ჰო, ზემოთ მომხმარებლისა არ იყოს, მეც გკითხავთ: თუ ვცდები, მითხარით.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]