Page 1 of 1
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 31 ივლ 2008, 14:08
by ლეონტი
მისი ღვთაებრივი უნეტარესობა
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა,
ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა,
მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა,
მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული
ჩამობრძანდა საქართველოში 10 დღით და ჩამოაბრძანა მათე ქრისტეს ათორმეტთაგანი მოციქულის თავის ქალა, უდიდესი სიწმინდე, და რაც მნიშვნელოვანია,
როგორც მოძღვარმა მითხრა , საქართველოში წამობძანებისას თავის ქალას დასდინდა მირონი.
ვისაც შეგიძლიათ მიდით და ემთხვიეთ, სამებაში დღეს, ხვალ არ ვიცი, შეიძლება სიონში გადმაოაბრძანონ.
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 31 ივლ 2008, 21:24
by ლეონტი
ვიყავი.
დიდი სიხარულია მათე მახარებლისა და მოციქულის თავის ქალასთან მიახლება და თაყვანისცემა.
თავის ქალა მოთავსებულია ოქროს საუნჯეში, რომელსაც აქვს პატარა სარკმელი, იმისთვის რომ ემთხვიო.
ხალხი გასაკვირად ცოტა იყო , რიგში სულ 10 წუთი ვიდექი, მერე ზეთი გვაცხეს.
უფალთან ერთად საყდარზე დაბრძანდება მათე და სხვა მოციქულები და კაცობრიობას განიკითხავენ.
ყველაფრისთვის.
როცა იქნება.
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 31 ივლ 2008, 21:37
by აცაბაცა
და ხვალ სიონში უნდა გადააბრძანონ .... და რომელ საათზე შეიძლება მისვლა???? თუ მთელი დღის განმავლობაში???
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 31 ივლ 2008, 22:05
by ლეონტი
აცაბაცა
ხვალ მოგზაურობს მცირედ.
კი გამოაცხადეს მარა ვერ გავიგე, სამებაშიც იქნება გარკვეულ საათებში და სხვაგანაც წააბრძანებენ.
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 01 აგვ 2008, 16:04
by kiki
ლეონტი
გუშინ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მომელოცა:(
დღეს სიონში გადმოაბრძანეს?
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 01 აგვ 2008, 16:09
by Tamari-ch.
დღეს პარასკევს - სიონშია?
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 02 აგვ 2008, 01:33
by Tamari-ch.
კვირას მთელი დღე ისევ სამებაში იქნება მობრძანებული.
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 02 აგვ 2008, 17:34
by kiki
დღეს სვეტიცხოველში მოვილოცე წმინდა მათე მახარობლის თავის ქალა.
დიდი სიხარულია მიახლოვებაც კი......
უფალმა ღირსი გამხადა ორჯელ მომელოცა:)
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 03 აგვ 2008, 16:30
by Mta Mkvarebia
სამწუხაროდ მათე მოციქულის სიწმინდე სამებაში აღარ არის დაბრძანებული. როგორც გვითხრეს და ფურცელზე დაბეჭდილი განრიგიც კი გვაჩვენეს, დღეს მთელი დღე, დღის ბოლომდე სამებაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული და ყოველ ნახევარ საათში პარაკლისი უნდა გადაეხადათ სხვადასხვა ეკლესიის წინამძღვრებს. მაგრამ მოუწესრიგებელი რიგის და აურზაურის გამო მის უწმინდესობა თეოდორე II-ს წაუბრძანებია უკან:( . არავინ იცის დააბრუნებენ თუ არა სიწმინდეს სამებაში დღეს ან მომდევნო დღეებში სად წააბრძანებენ.
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 03 აგვ 2008, 16:53
by Tamari-ch.
აბაა -
ორჯერ ავედი
და ორივეჯერ ასეთი ამბავი დამხვდა....
ნუთუ არ შეიძლება ეს უწესრიგობა მოისპოს?
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 05 აგვ 2008, 14:36
by kiki
მათე მახარებლისა და მოციქულის თავი ქალა სიონშია დაბრძანებული.........
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 05 აგვ 2008, 14:59
by Tamari-ch.
kiki
დღეს იქაა?
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 05 აგვ 2008, 15:02
by kiki
Tamari-ch. wrote:kiki
დღეს იქაა?
კიკიკიკი:)
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 05 აგვ 2008, 17:42
by გვალდა
გამეღვიძა თუ არა სიონში წასვლა ავიკვიატე... მამაჩემის დაბადების დღეა და სანთლებს დავანთებ-მეთქი... არ ვიცი, რა სიხარული იყო მათე მოციქულის სიწმინდე რომ სიონში დამხვდა, დავმუნჯდი...
მათე მოციქულის თავის ქალა საქართველოშია.
Posted: 05 აგვ 2008, 17:59
by Tamari-ch.
kiki
გაიხარე სიცოცხლე
მპუა
რომ გამაგებინე-
სამჯერ ავედი სამებაში და ვერც ერთხელ ვერ მივედი -
ისეთი არეულობა დამხვდა იქ-
დღეს მოვილოცე და არჩვეულებრივ ხასიათზე ვარ.
