Page 1 of 2

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 30 ივლ 2008, 23:37
by kotetbeli
აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში მინდა გავაკეთო კარავის პრომო აქცია თბილისის მასშტაბით (რა თქმა უნდა, მიზნობრივი აუდიტორიის ,,კარზე კაკუნით"). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენი იდეებიც დამჭირდება და ორგანიზატორული მოხმარებაც :wink:

ამ თემაში დავყრით იდეებს.
ერთი შენიშვნა: ნებისმიერი იდეა მიღებულია, არ არსებობს სულელური იდეა! (ვინმეს ,,სულელურ" იდეაზე შეიძლება სხვას გენიალური იდეა მოუვიდეს), ოღონდ ოფტოპიკის გარეშე.


P.S. იმედია, ყველაფერი გამოგვივა 8)

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 30 ივლ 2008, 23:57
by Gvalva
kotetbeli

კარავზე იდეები წვიმის წვეთებივითაა!! ცვივა და ცვივა, თუ ქოლგით არ დადგები

მეც დიდი ხანია მინდა რაღაც მსგავსი და თუ დაემთხვა ჩვენი იდეები კაი იქნება :) ჯერ ჯერობით მგონი ემთხვევა იმიტომ რომ შენი კარზე მიკაკუნება დაახლოებით იგივეა:

დავუკავშირდეთ ალპინისტებს, მეკლდეურებს, იახტ-კლუბს, სპელეოლოგებს და სხვა ღია ცის ქვეშ აქტოვობის კლუბებს და გავაგებინოთ რომ ეს ფორუმი არსებობს და ისინი ველკომები არიან

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 00:03
by Archil
kotetbeli
Gvalva

ხევსურული საღამოს შემდეგ როგორ შეიცვალა კარავი, შეამჩნევდით.... ანუ გარკვეული საფრთხე არსებობს კვლავაც რომ ყველაფერი აირ-დაირევა სანამ დრო არ დააწყობს ისევ თავის ადგილზე... მაგიც უნდა გავითვალისწინოთ და მორალურად მაინც მზად დავხვდეთ იმას, რომ ახალი წევრები ახალი იდეებით შემოვლენ და....

ისე, პრომო აქციები კაია .... კაი ხალხის შემოკარვებას კიდე რა სჯობია

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 00:10
by Gvalva
Archil

კოტემ თქვას რას აპირებს და გაირკვევა, მე მგონი სწორედ რომ თემატიკის შესაბამის (ხარისხიან("ხარისხი თუ რაოდენობა")) ხალხზე საუბრობს და არა ნებისმიერ ხალხზე

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 00:12
by Archil
Gvalva

მაგას რა სჯობს...

აგვისტოში თბილისს ვიქნები ალბათ :( ასე რომ თქვენს გვერდით მიგულეთ თუ რამეში გამოგადგებით...

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 00:59
by kotetbeli
Gvalva
Archil

მიზნობრივი აუდიტორია ,,კონკიას ფხსაცმელივითაა" _ პრომო აქცია ისე უნდა გაითვალოს, რომ ზუსტ ადამიანებზე გავიდეთ, ყველაფერი მარტივია.
ჩვეულებრივი მომხმარებელი მადლობა ღმერთს არ გვაკლია და კიდევ მრავლად გვეყოლება, მაგრამ მინდა, აქ საიტზე ალპინისტებმაც დაიფერთხონ თავიანთი ბათინკი, სპელეოლოგებმაც შემოანათონ თავიანთი ფანრები ჩვენ განყოფილებებში და ა.შ.

უდაოა, ძალიან ვმყარდებით, თუმცა, მოდით გავმყარდეთ პროფესიონალურადაც! :wink:

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 01:08
by გვალდა
ჰოოდა დაე ჩემი ნანატრი (და სხვებისაც) პირველი სერიოზული გამწვერვალებაც კარვიდან მოხდეს 8) :roll:

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 01:15
by kotetbeli
გვალდა wrote:ჰოოდა დაე ჩემი ნანატრი (და სხვებისაც) პირველი სერიოზული გამწვერვალებაც კარვიდან მოხდეს 8) :roll:
უშბის ნახვის მერე, მეც დამეწყო გამწვერვალების იდეები. შემოვაკარვოთ ალპინისტები (და არა მარტო ეგენი) და იმედია კარავის დროშას დავარჭობთ იქ, სადაც თოვლი არ დნება :wink:

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 01:48
by Int3lig3nt
აუ ვინმე სპელეოლოგი გამაცანით რა.
ბიბლიოთეკებში ყველა წიგნი მქონდა გადაკითხული სპელეოლოგიაზე :).

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 31 ივლ 2008, 11:21
by ZVIOSULI
:ეჭვთვალიანიღიმილაკი:
თუმცა....

ყაზბეგი ყაზბეგში კარგია

არგოც კარგია სამეგრელო-სვანეთის მდინარეებში

4 მწვერვალზე ერთდროულად ასვაც კარგია თუ მე მაგ დროს 1-1ზე ვიქნები

საქარტველოსი ლაიტI, მედიუმ და ჰარდროკ მოგზაურთა განსხვავებული რუქა გაიდლაინების არტსებობაც არ იქნება ცუდი (და მეოთხე მარტო ილუმინატი მასონებისა და ცემთვის)

და კიდევ.............

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 02 აგვ 2008, 03:42
by Archil
ZVIOSULI

გეთანხმები, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან მე-7 მოსაზრება კორექტურას მოითხოვს...

დააზუსტე გეთაყვა....

მგონი სხვაგან უნდა დაგვეწერა ეგენი ;)

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 02 აგვ 2008, 10:17
by kotetbeli
ZVIOSULI
გეთაყვა კი არა და გაჯაზება არ იყოს ეხლა ამ თემაში.
მოდერ-ნიზაციაა საჭირო

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 04 აგვ 2008, 13:05
by chuna
მე მგონი ახლებიც კარგია, რომ შემოვიკრიბოთ და უკვე არსებული, გამოცდილი წევრებიც არ უნდა დავივიწყოთ!
გული მწყდება, რომ ფირუზა აღარ დადის ჩვენთან ერთად (თორემ, ისე კი დადის :lol: )
არადა, შეუდარებელია ყველა მარშრუტსა თუ რეკომენდაციებშიც!

მართლა, დადგა დრო, რომ პროფესიულად დავხვეწოთ და სწორი მიმართულებები დავუსახოთ კარავს! :lol:

ყველა ტიპის მომხმარებელი(მოგზაური) იპოვის თავის "ადგილს" ამ ფორუმზე!

"ადმინიც" მოწყდა მთავარ ჯგუფს და "ქაოტურობა" დაგვემუქრა ბუნებრივად!

საერთოდ ჩავარდა ველოტურების "თემა".......... არადა..........

მეც რა ველიკს "ვაცდენ?!

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 04 აგვ 2008, 13:17
by Naia
იქნებ სანამ ლაშქრობების სეზონია, ერთხელ შეკრება მოგვეწყო და დაგვეგეგმა მსგავსი პრომო აქცია. მსგავსი ხალხის შემოერთება ნამდვილად წაგვადგებოდა

პრომო აქცია "www.karavi.ge"

Posted: 05 აგვ 2008, 12:13
by navigator
ნუ მთლად პრომო აქცი არაა, მარა წინადადება მაქვს, დავბეჭდოთ განახლებად მასალაზე (რაც ბუნებას ზიანს არ აყენებს, მაგალითად ქაღალდი, მუყაო ან რამე) მოწოდება სისუფთავისაკენ, მაგალითად ასეთი -
"ეს ნაგავსაყრელი არაა, ეს შენი სამშობლოა. karavi.ge"
და როცა სადმე ლაშქრობაში ვიქნებით და რამე ადგილს მივალაგებთ, იქ დავტოვოთ ხოლმე, კვირას ლაგოდეხში დაბანაკების ადგილას ცოტა შაბათობა მოვაწვეთ და მაშინ გამიჩნდა ეს აზრი.