Page 1 of 2

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 20 ივლ 2008, 20:22
by Bernar
ხალხნო ვინმე ამიხსნით თუ რას ნიშნავს ამ რუკაზე წითლად შემოხაზული რიცხვი 5167.8 ?
Image
Image[/img]
თუ ეს ყოველივე მართალია საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა არ ყოფილა :? :? :?

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 23 ივლ 2008, 16:52
by Druides
Bernar

კოშტან-ტაუს უნდა ჰგავდეს არ ვიცი ზუსტად( под 43°3'12" северной широты и под 43°11'30" восточной долготы (от Гринича) ) კოორდინატები კი არის მაგრამ თუ ემთხვევა??


მემგონი რაღაცა სისულე ვთქვი ხო??? :D

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 23 ივლ 2008, 17:23
by Nika
Druides
არა ეგ არაა ვნახე რუკაზე ახლა

Bernar
ეგრე გამოდის. მარა შეიძლება უბრალოდ შეცდომაა რუკაზე.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 23 ივლ 2008, 18:32
by Bernar
Nika, შეიძლება მართლა შეცდომაა, მაგრამ მეორეს მხრივ Google Earth-ში გავზომე და დაემთხვა რუკის მონაცემებს. (გეცოდინება ალბათ, რომ ამ პროგრამას აქვს სიმაღლის გაზომვის საშუალებაც)

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 24 ივლ 2008, 11:33
by Bernar
ის რომ მითითებული მწვერვალი შხარაზე მაღალია, მაგის შემჩნევა Google-შიც შეიძლება თუ Google-ის რუკას ბოლომდე დახრი.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 24 ივლ 2008, 13:46
by ლეონტი
მწვერვალი ჯანგიტაუ, ალბათ ოსური სახელია მარა რუსულ რუკებზე ეგრეა, ის შხარაზე მაღალია, მაგრამ ითვლება რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არის.გინდა ყოფილა გინდა არა მანდ ალპინისტების მეტი ვერავინ ჭაჭანებს, ტრავერსი უყვართ შხარადან ჯანგიტაუზე.
კატიწვერაზე ვინც იყო წესით უნდა დაენახა. :?:

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 24 ივლ 2008, 15:16
by Nika
ჯანგიტაუ არაა ეგ. აი ჯანგიტაუ აქ ჩანს
Image

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 24 ივლ 2008, 15:43
by Nika
აი ეს ნახეთ. რავი აბა მანდ არანაირი დამატებით მწვრვალი არ ჩანს. უბრალოდ 3 ცალი შხარაა http://www.mountain.ru/article/article_ ... le_id=2203

გადაღების მიმართულებაა დაახლოებით 30 გრადუსიანი აზიმუტიდან დიხთაუს მდებარეობას თუ შევხედავთ. ეგრე გამოდის. ანუ ჩრდილო–ჩრდილო–აღმოსავლეთიდან.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 24 ივლ 2008, 23:33
by ლეონტი
Image
ეს ფოტო გადაღებულია რუსეთის მხრიდან, მარცხნივ შხარა მთავარი(5068 მ),
რომელიც რუკაზე ამავე სიმაღლით არის დატანილი, მერე დასავლეთ შხარა (5057 მ), და შოთა რუსთაველი შუაში ( (4960м).
მარჯვნივ რო პირამიდული პიკია, ეგ დაბალია.(4860 მ).
აი მარცხნივ მთავარი შხარადან კი როგორც რუკაზეა აღნიშნული სურათზეც ჩანს რომ მაღლდება, მაგრამ სახელი ვერ გავიგე.
თუ ეგეც შხარას კომპლექსს ეკუთვნის მაშინ რუკაზე რატომ ამ სახელით არ იხსენიებენ, თანაც მთავარ შხარაზე 100 მეტრით მაღალია.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 16:49
by Nika
ლეონტი
მე რო ლინკი დავდე მანდ სხვანაირადაა სიტუაცია. ეგეც რუსეთის მხრიდანაა
Image

კუთხე სხვაა და გესტოლა ეფარება შოთა რუსთაველს.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 16:55
by Nika
პლიუს ახლა მაგ ფოტოზე ჯანგიტაუც შხარაზე უფრო მაღალი ჩანს. მიზეზი მარტივია უფრო ახლოა გადაღების წერტილთან.

რავი გუგლშიც ვერ ვნახე ეგ უცნობი მწვერვალი.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 18:29
by ლეონტი
Nika wrote:პლიუს ახლა მაგ ფოტოზე ჯანგიტაუც შხარაზე უფრო მაღალი ჩანს. მიზეზი მარტივია უფრო ახლოა გადაღების წერტილთან.
რუსი ალპინისტების და რუკის მონაცემებით ჯანგიტაუ შხარაზე მხოლოდ 10 მეტრითაა დაბალი.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 21:31
by Nika
ახლა ვნახე გუგლში. შხარა ისეთია როგორიც უნდა იყოს ანუ ორ მწვერვალიანი. მარა სიმაღლე აქვს ძირითად მწვერვალს 5197. თუმცა გუგლის სიმაღლეების ნამეტანი ნდობა არ შეიძლება ძაან მიახლოებითაა მანდ ყველაფერი.

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 21:59
by Nika
აი ხედი უძირო ტბიდან შხარაზე
Image

სვანეთში რუკაზე დაფიქსირებული ჩემთვის გაუგებარი უცნაურობა

Posted: 25 ივლ 2008, 22:19
by ლეონტი
ესეც სვანეთის მხრიდან

Image