Page 1 of 3

ნეკრესი !!!!!

Posted: 02 აგვ 2005, 17:33
by აცაბაცა
რომელიღაც კარველი ამბობდა ნეკრესის მონასტერში ვირუალური კეშიაო როგორც მახსოვს ექვთიმე თაყაიშვილის გრაფიტი ყოფილა დააააააააააააააა







ხომ არ მოგვეძებნაა???????? :D

ნეკრესი !!!!!

Posted: 14 მაი 2006, 20:56
by Mrs. Robinson
ეგ მეც ძალიან მაინტერესებს! ექვთიმე თაყაიშვილის ავტოგრაფიაო, ხომ???

მაინცდადამინც კარგად ვერ ვხვდები სად უნდა იყოს ეგ ხელნაწერი. ნეკრესი დიდ ტერიტორიაზეა......
კახას ეცოდინება უსათოოდ... :wink:
კახა გაგვარკვიე...............

ნეკრესი !!!!!

Posted: 15 მაი 2006, 16:07
by Kakha
ეს ვირტუალური კეში ჩემი გამოდებულია - შედით კეშების განყოფილებაში და იქ ნახეთ ნეკერესი.

ნეკრესი მართალც დიდია - ექვთიმე თაყაიშვილის ავტოგრაფი ფანქრითაა შესრულებული ბათქაზე 1911 წელს. გადარჩა იმიტომ რომ ნიშაშია და წვიმა არ უდგება. ეს უკვე მინიშნებაა ანუ არც ერთ გადახურულ ნაგებობაში (ეკლესიების ჩათვლით) არაა. თუ უფრო დეტალური მინიშნება გჭირდებათ მომწერეთ.

ნეკრესი !!!!!

Posted: 17 მაი 2006, 14:56
by Mrs. Robinson
ფოტოებს გადავხედე.... გამოდის თუ არც ეკლესიებშია და არც კოშკშია (გადახურულია კრამიტით), დარჩა ერთი თუმცა დიდი ნაგებობა, თან საკმაოდ ბევრი ნიშაა ორივე სართულზე..... მაგრამ ეს არ არის მთავარი, რაღაც ვერა და ვერ მივხვდი რატომ მოინდომა ექვთიმემ ავტოგრაფის დატოვება თუნდაც ბათქაშზე?? :roll: :( ბავშვურ სიცელქეს მაგონებს.... თუ არის კიდევ სხვა ახსნა....... :wink:

ნეკრესი !!!!!

Posted: 17 მაი 2006, 15:44
by Kakha
შემიძლია დავამატო რომ ნეკრესში მარტო ექთიმე თაყაიშვილის ავტოგრაფი არაა. იქვეა ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფიც, ისიც ბათქაშზე და ისიც ფანქრით გაკეთბული. შეიძლება არ უნდა მეთქვა და რომ იპოვიდით გაგეხარდებოდათ. მაგრამ ასე იყოს უფრო დიდი აზარტით დაიწყებთ ძებნას.

წარმატებას გისურვებთ!

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 ივნ 2006, 14:28
by Xtreme
Kakha
ძალიან საინტერესოა, არ ვიცოდი ავტოგრაფების ამბავი, რაიმე ღონისძიება მაინც არის მიღებული, რომ არ გაფუჭდეს? ჩემი აზრით აქამდე თუ შემონახულა, მოვლა-პატრონობის ღირსია..

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 ივნ 2006, 14:36
by Kakha
იმიტომაც გადარჩა რომ არავინ აქცევდა ყურადღბას. ერთ-ერთ ასვლაზე ვნახე ბერებს რაღაცა სარკმლისნაირი, თუ ჩარჩოსნაირი, მინიანი რამ, მიედგათ. სასწრაფოდ მოვახსნევინე, რადგან სათბურის ეფექტი დაიწყო და მინა და მის უკან ბათქაში მთალდ დანესტილი იყო - ეს კი ასეთ შემთხვევაში პირველი მტერია. მთავარია წყალი არ მოხვდეს და დიდხანს გაძელბს.

ისე, უამრავჯერ მინახავს, როცა იმის მცდელობით, რომ რამე დაეცვათ არასწორი ქმედების გამო კიდევ უფრო დაუზიანებიათ. არადა მე რაზეც ახლა ვწერ მართლა გულშმატკივარი ხალხის (მაგრამ ამ საქმეში ჩაუხედავის) მცდელობებია ხოლმე დაიცვან ძეგლი იქნება თუ სხვა რამ და საბოლოოდ ხელს უწყობენ განადგურების პროცესს.

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 ივნ 2006, 14:38
by toga
აუ ნეკრესი გამიგია ძანა მაგარი ეკლესია ყოფილა თან ერთერთი უძველესიც მაგრამ როცა მანდეთ ვიყავით წასული ვერ ავედი პატარა ვიყავი მაგ დროს და ტვინი არ მქონდა :(

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 14:31
by TARIEL BARATASHVILI
ჩემი მოკრძალებული სალამი ყველა კარველს :D ნეკრესთან დაკავშირებით თუ რამეში დაგეხმარებით თქვენს სამსახურში მიგულეთ :D მაგ ადგილებს თვალდახუჭული ვიცნობ :wink: რადგან ყვარელში ვარ დაბადებული და ბავშვობიდან ნეკრესის ხშირი სტუმარი ვარ :D რაც შეეხება თაყაიშვილის ავტოგრაფს, მაგის არსებობა, რცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რადგან ვისაც კი დავატვალიერებინე ყველამ პირი დააღო, როცა ეგ ავტოგრაფი ვაჩვენე :D მარტო თაყაიშვილის კი არა კიდე ბევრი ადამიანის ხელმოწერაა შემონახული, საკმაოდ დიდი სიაა. რაც შეეხება მის მდებარეობას, იგი ეპისკოპოსის პალატში, მეორე ,,ოთახში'' ჩრდილოეთის კედელზე, პატარა ნიშაშია. თუ იპოვით ეცადეთ არ დააზიანოთ. თუ ვინმეს კიდევ რაიმე აინტერესებს, სიამოვნებით გავცემ პასუხს :wink:

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 14:45
by Ninukala
TARIEL BARATASHVILI
ძალიან საინტერესოა.. :)

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 14:54
by Mrs. Robinson
TARIEL BARATASHVILI
მადლობა, გაიხარე!!!!!!!!!!!!! :)
TARIEL BARATASHVILI wrote: თუ იპოვით ეცადეთ არ დააზიანოთ. :wink:
არც გვიფიქრია.......................................... :roll:

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 15:06
by ketuna4
TARIEL BARATASHVILI

ისე ერთი გასვლა ხომ არ მოგვეწყო ერთდრიანი?
ძალიან საინტერესო იქნებოდა

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 15:09
by TARIEL BARATASHVILI
Mrs. Robinson
Ninukala
ორივეს მოგესალმებით, მიხარია რომ გამომეხმაურეთ. ნეკრესში თუ ხართ ნამყოფები?

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 15:13
by TARIEL BARATASHVILI
ketuna4
დიდი სიამოვნებით, კარგი იდეაა, თან ეხლა სასიამოვნოცაა სიარული, სანამ ძალიან დაცხება :lol: , მე მზად ვარ. ერთი დღე დავთქვათ და ცავიდეთ. :wink:

ნეკრესი !!!!!

Posted: 12 მარ 2008, 15:24
by Ninukala
TARIEL BARATASHVILI
სამწუხაროდ არა... :( თუმცა სიამოვნებით ვნახავდი :)