Page 1 of 1

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 16 ივნ 2008, 19:04
by chamoxeuli bilbordebi
მოკლედ ეხლა ვიცი დაიწყებთ კარავში ესეთი თემები არ უნდა იხსნებოდესო, ჩვენ არ გვჭირდება კლასიკა და ხელოვნებაო და ისაო და ესაო მაგრამ მაინც ვხსნი ამ თემას!


ეხლა მოკლედ აგიხსნით რა ხდება ამ თემაში...
21-ე საუკუნეში სტატისტიკურად მასის 90 % უყურებს საკმაოდ უინტერესო და უგემოვნებო ფილმებს...ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ერთმანეთს გავუზიაროთ საინტერესო ფილმები, სასურველია ფოტოებით, ინფორმაციითა და პატარა ანოტაციით და ვისაც დააინტერესებს აუცილებლად უყურებენ ამ ფილმებს... ასევე სურვილი მაქვს რომ თემატურად დატვირთული ფილმების გარჩევა მოხდეს ამ თემაში, საინტერესოა ერთმანეთის აზრი კონკრეტულ ფილმებზე :)

ხოდა დავიწყე, რადგან კარავში ვხსნი ამ თემას ფორუმისათვის საინტერესო ფილმით მინდა დავიწყო თემა

"ბარაკა" - ჩემი საყვარელი ფილმი!
ულამაზესი სანახაობა, სხვათაშორის ამ ფილმში ჰამლეტ გონაშვილის 2 სიმღერა არის...
რეჟისორი: რონ ფრიიკი
ჟანრი - დოკუმენტური
ამ ფილმს 5 წლის განმავლობაში იღებდნენ, მსოფლიო მასშტაბით და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული...
ფილმის ხანგრძლივობა 96 წუთი
96 წუთის განმავლობაში ისეთ საოცარ ადგილებს ნახავთ რომ მე პირადად დაშოკილი ვიყავი!

და რაც ყველაზე მთავარია, ფილმში არ არის ტექსტი :)
მთელი ფილმი წყნარ მუსიკაზე არის აგებული, ძალიან საინტერესო გადასვლებით




ანოტაცია:
საკულტო ფილმი. სამყარო სიტყვებს მიღმა... მომხიბვლელი ვიზუალური რამ, საოცარი ხმოვანი გაფორმებით... ეს არის დოკუმენტური ფილმი ბუნებაზე, დედამიწაზე და ჩვენზე. შესანიშნავი კადრები დედამიწის ულამაზესი ადგილებიდან, სხვადასხვა ტომების უჩვეულო რიტუალური წესები, ქალაქის ცხოვრება და მრავალი სხვა... გადაღებები მსოფლიოს 24 ქვეყანაში, რამოდენიმე წელი მიმდინარეობდა...

თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე ფოტო...

Image

Image


Image

Image

Image


წარმოდგენა რომ გქონდეთ მე დავლინკავ Dead can dance-ს ერთერთ ცნობილი სიმღერის (Yulunga იგივე Spirit dance) -ს კლიპს, რომელიც ამ ფილმის კადრებით არის აწყობილი (ეს სიმღერაც ამ ფილმის Soundtrack-ია)
http://youtube.com/watch?v=NQvu0XiwZk4

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 16 ივნ 2008, 19:19
by Naia
chamoxeuli bilbordebi
ძალიან მიყვარს ეს ფილმი

სხვათაშორის, შარშან ზამთარში კარაველებმა მაგ ფილმის კინოჩვენება მოვაწყეთ ქიაჩელზე

ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ვნახავდი სიამოვნებით :)

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 16 ივნ 2008, 19:32
by chamoxeuli bilbordebi
"თუნუქის დოლი"

1979 წლის უსერიოზულესი ფილმი...
Günter Grass-ის ნაწარმოების მიხედვით


რეჟისორი: ფოლკერ შლონდორფი


ჟანრი: დრამა


ანოტაცია : ფაშიზმის ჩასახვის წლები. ფილმის მთავარი გმირი გონიერი ბიჭუნაა, რომელიც უფროსების სამყარომ მწარედ გააწბილა და განაწყენებულმა გადაწყვიტა სამუდამოდ ბავშვად დარჩეს. სატირა ფაშიზმსა და ზოგადად აბსურდულ რეალობაზე, სადაც ისღა დაგრჩენია პრინციპულად აღარ გაიზარდო...

Image

Image

Image


Image


ესეც youtube-ს ლინკი

http://youtube.com/watch?v=KJnlBJ7cUTo

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 16 ივნ 2008, 19:34
by chamoxeuli bilbordebi
Naia wrote:chamoxeuli bilbordebi
ძალიან მიყვარს ეს ფილმი

სხვათაშორის, შარშან ზამთარში კარაველებმა მაგ ფილმის კინოჩვენება მოვაწყეთ ქიაჩელზე

ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ვნახავდი სიამოვნებით :)
გენაცვალე :)


ვახ რა მაგარია თუ იყო ამ ფილმის ჩვენება, ძალიან ლამაზია და საინტერესო

გაადაღებაზე და ფერებზე გადავირიე კინაღამ

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 18 ივნ 2008, 15:42
by Linda
ბარაკა მართლაც მაგარია Image

მიხეილ კალატოზიშვილის "მე-კუბა"

ვისაც სურვილი გაქვთ გადმოწერეთ

რუსულ საიტზეა, ორ ნაწილად

პირველი ნაწილი: http://film.arjlover.net/info/ya.kuba.1.avi.html

მეორე ნაწილი: http://film.arjlover.net/info/ya.kuba.2.avi.html

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 23 ივნ 2008, 10:52
by ZVIOSULI
SAMSARA

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 23 ივნ 2008, 14:55
by ლობო
chamoxeuli bilbordebi
sadac magas barem qacisac ukure :roll:


kiarada

: )

კინოკლასიკა-კინოხელოვნება...

Posted: 23 ივნ 2008, 21:05
by Wanderer
chamoxeuli bilbordebi
ყოჩაღ! ძალიან მაგარი თემაა. :)

Linda
"მე-კუბა"
WOW. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი! :) მიხარია რომ შენც მოგწონს.