Page 1 of 1

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 01:18
by Int3lig3nt
ინტერნეტ ჯგუფის RE:აქციის მიერ იგეგმება აქცია - "ჯაჭვური RE:აქცია", რომელიც უახლოეს მომავალში, დათქმულ დღესა და დათქმულ საათზე (სამუშაო ვარიანტით 2008 წლის 14 აგვისტოს), გაიმართება და გულისხმობს ცხინვალიდან ენგურის ხიდამდე საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელ მხარდამჭერთა უწყვეტ ცოცხალ "ჯაჭვს" 15-20 წუთის განმავლობაში.

ამ აქციის გასამართად დაგვჭირდება 250 000 ადამიანი, რომლებსაც ძირითადად იმ რეგიონებში მოვაგროვებთ, სადაც ჯაჭვი ”გაივლის”.

თუმცა არანაკლები სამუშაოა თბილისში და რაიონულ ცენტრებშიც.

კარგი იქნება თუ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდება ეს ინფორმაცია.
როგორც კი რაღაც თანხებს მოვიძიებთ, რეგიონებშიც გავალთ.

გახსნილია სპეციალური ანგარიში "ჯაჭვური RE:აქციის" მხარდასაჭერად.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, ფინანსურად დაეხმაროთ აქციის ორგანიზებას და ამ ფორმითაც მიიღოთ მონაწილეობა აქციის ორგანიზებაში.

http://www.files.ge/file/267996/angarishi-zip.html

ამ ანგარიშზე ჩარიცხული თითოეული ლარი მოხმარდება "ჯაჭვური RE:აქციის" და სხვა, მსგავსი მოთხოვნის და ხასიათის, აქციების ორგანიზება-ჩატარებას.
გმადლობთ...

ინტერნეტ-ჯგუფი RE:აქცია




ბალტიური ცოცხალი ჯაჭვი
http://ru.youtube.com/watch?v=CLSvMas6ibo

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 01:28
by Gvalva
აა, ცხინვალიდან ენგურამდე??

რა მაგარია!!!

დასავლეთ საქართველო კი მჭიდროდაა დასახლებული მაგრამ აქეთ??

დაუსახლებელი ადგილები ბევრია??

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 01:40
by ARCHILI
კეთილი და პატიოსანი და... მერე...

ჯაჭვი...

ვეღარ გამოვდივართ "ცოცხალი ჯაჭვების" შემორტყმა-განლაგების ეპოქიდან?

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 01:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
რამენაირად მივიღებ მონაწილეობას.და ყველას თუ 1ნაირი მაისური ეცმევა, მტლად გადასარევი იქნება.
და ეგებ გინესის რეკორდებშიც მოხვდეს, როგორც ყველაზე დიდი "ცოცხალ ჯაჭვი"

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 01:43
by teo-
me momcons idea

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 04:23
by ARCHILI
ძაღლს ჯაჭვით აბამენ....

ძააღლს... აბამენ... ჯაჭვით!

/მხ.ფ. "იმერული ესკიზები/


===============================

და რა იდეაა ჩადებული ჯაჭვში? მით უმეტეს კონფლიქტურ რეგიონებთAნ მიმართბეაში?

ვაშინებთ ალყით?

ვაბამთ ჯაჭვით?

თუ ჩვენ ვეჯაჭვებით? თუ?...

ეს თემა იმდენად ფრთხილი და სათუთია, რომ არასწორმა იდეინობამ შეიძლება არასწორად იმოქმედოს...

ნებისმიერ საკეთებელს უნდა ჰქონდეს კარგაად გააზრებული შინაარსი... აქ რა შინაარსი დევს? რას ვამბობთ ან რისი თქმა გვინდა?

ან ასეთი საქციელის პასუხი რა შეიძლება იყოს?..

ნებისმიერ კომუნიკაციას აქვს ორმხრივი ფუნქცია... ეს იდეა თუ კომუნიკაციის მცდლობაა, საპასუხო რა შეიძლება იყოს? არის ეს ვერსია წინდაწინვე გააზრებული?

ჩვენი ნებისმიერი ქმედება ჩვენი სათქმელის გამოხატვაა..

ჯაჭვი -- დამნაშავისა და რკინის, სიმძიმის, პატიმრობის, ზოგადად, არასასურველობის სიმბოლოა, კონფლიქტებს ამ სომბოლოებით არ აგვარებენ და არც განაწყენებულებს ირიგებენ...

ჩემი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ პასუხისმგებლობები ჩვენს იდეინობაზეც ავიღოთ ხოლმე... ეგ არის და ეგ...

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 10:18
by Jnosy
მაგარი იდეააა
თქვენ თბილისის ფორუმზე უნდა ნახოთ რა ხდება!!!

ჯაჭვური RE:აქცია

Posted: 13 ივნ 2008, 10:58
by ZVIOSULI
არ მიყვარს ჯაჭვები

ლოგიკური ჯაჭვებიც კი

და უწყვეტი ერთადგოომა რომ დაერქვას....