Page 1 of 9

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 27 მაი 2008, 21:00
by qvevri
მოგზაურთა მფარველი მარტო მთავარანგელოზი რაფაელი არ არის, არამედ სხვა წმინდანებიც გვევლინებიან. იდეა შემდეგშია: ჩვენ, კარავმა შევაგროვოთ თანხა და დავაწერინოთ მთავარანგელოზ რაფაელის ხატი რათა შემდგომად ეს ხატი შევწიროთ რომელიმე ეკლესიას ან ახლად აშენებულს ან ძველს. ვინაიდან მთავარანგელოზი რაფაელი მგზავრობაში მყოფთა შემწეა დარწმუნებული ვარ იგი წყალობასა და შემწეობას არ მოგვაკლებს. ხატისათვის საჭირო იქნება დაახლოვებით 200-300 დოლარი. თანხის შეგროვებას და ხატმწერის მოძიებას მე ვითავებ. მნიშვნელობა არ არის ეს ხატი როდის დაიწერება, მთავარია რომ ამ კარგ საქმეში შეძლებისდაგვარად ბევრი კარველი ჩაერთოს. მე ვისურვებდი, რომ ეს ხატი შეგვეწირა ანანურის ეკლესიაში, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ. როგორც ვთქვი თანხას მე შევაგროვებ და შესაბამისად ამ საქმისათვის მე დამიკავშირდით, ამისათვის გამოვიყენოთ, მაგალითად ექსპოჯორჯიას ღვინის გამოფენა, რომელიც გაიმართება 5--7 ივნისს(გეპატიჟებით :D ). მე სამივე დღეს იქ ვიქნები და შეგიძლიათ იქ მოიტანოთ თანხა.
რაღა თქმა უნდა როდესაც ხატი მზად იქნება მას ჩვენ ყველანი ერთად წავაბრძანებთ ეკლესიაში შესაწირად. ვთვლი, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ღმერთმა დაგვლოცოს.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 00:31
by NINUCA
ძალიან კარგი იდეააა :) მივესალმები და აუცილებლად შემოგიერთდებით. ალბათ კარგი იქნება თუ კონკრეტულ დროზე შევთანხმდებით და ორგანიზებულ სახეს მივცემთ ჩვენს შეხვედრას. მე თქვენს გვერდით ვარ ამ კეთილ საქმეში !!!! :D

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 07:57
by qvevri
NINUCA wrote:ძალიან კარგი იდეააა :) მივესალმები და აუცილებლად შემოგიერთდებით. ალბათ კარგი იქნება თუ კონკრეტულ დროზე შევთანხმდებით და ორგანიზებულ სახეს მივცემთ ჩვენს შეხვედრას. მე თქვენს გვერდით ვარ ამ კეთილ საქმეში !!!! :D
კონკრეტული დრო 5---7 ივნისია, დილის 10-11 საათიდან საღამოს 5-6 საათამდე, გელოდებით ექსპოჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე. მე სამივე დღე იქვიქნები. ისე 7 შაბათია და თუ სხვა დღეებში არ გცალიათ შაბათს მაინც მობრძანდით და დააჭაშნიგეთ ელკანას წევრი მეღვინეების დაყენებული უგემრიელესი ღვინოები :D . შესვლა ფასიანია და ღირს 2 ლარიოდე :D
წამო ექსპოზე მაგარია

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 09:37
by Mariam
ძალიან კარგი აზრია, შემოგიერთდებით :)

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 12:55
by ლეონტი
ეს ხატი ითვლება მგზავრების მფარველად:

Image

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და წარმატებით და ხორცთა მრთელობით და უშფოთველად სახლსა თჳსსა მომყვანებელი; და სადიდებელად შენისა მოეც მათ ყოველი კეთილი, წარმატებით აღსრულებად განზრახვისა მათისა შენდა სათნო ყოფისა გამო. რამეთუ შენი არს შეწყალება და ხსნაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღუავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აგრეთვე მგზავრობის მნებებელთა მფარველ ხატად ითვლება მთავარანგელოზ რაფაელის და ტობიას ხატი.

Image
აი რაფაელ მთზი ცალკე:

Image
აი ლოცვა:

გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აგრეთვე მგზავრების მფარველია ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატი, რომელსაც ქვია ოდიგიტრია, ქართულად წინამძღოლი (გზის მაჩვენებელი) აი მაგალითად ასეთი:

Image

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის
ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ
ჰოჲ, ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო, ღმრთისმშობელო ქალწულო, ოდიღიტრია, მფარველო და სასოებაო ხსნისა ჩემისაო, გზასა ამას, წინადაგებულსა ჩემსა, აწცა მნებავს წარსვლად და ჟამსა ამას მგზავრობისა ჩემისასა შეგვედრებ შენ, ყოვლად მოწყალესა დედასა ჩემსა, სულსა და ხორცსა ჩემსა, ყოველთა გონიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, და სრულად მინდობილ ვარ ძლიერსა მოხედვასა შენსა. ჰოჲ, სახიერო თანამგზავრო და მფარველო ჩემო, გულსმოდგინედ გვედრი შენ, რათა არარაჲ მევნოს მე გზასა ამას, არამედ წინამძღვარ მექმენ მე მას ზედა და წარმიმართე იგი ყოვლად-წმიდაო, ოდიღიტრია, ვითარცა თჳთ უწყი სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. შემწე მექმენ მე ყოველსა ზედა, უმეტესად ჟამსა ამას შორისა და სამძიმოსა მგზავრობისასა დამიფარე მე ძალმოსილითა საფარველითა შენითა ყოველთაგან ჩემზედა მომავალისა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ევედრე ჩემთჳს, ჰოჲ, დედუფალო ჩემო, ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა მომივლინოს მე შეწევნად ანგელოსი თჳსი მშვიდობისა, ჭეშმარიტი წინამძღვარი და მცუელი, ვითარცა ძველად მოუვლინა მონასა თჳსსა ტობიას რაფაელი ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მგზავრობისა მისისასა მცუელი მისი ყოვლისა ბოროტისაგან; რათა ეგრეთვე მგზავრობისა ჩემისა მშვიდობით წარმმართველმან, და ზეციურითა ძალითა თჳსითა ჩემისა დამფარველმან, ღირს მყოს უვნებელად, მშვიდობით და სიმრთელით სახლსა შინა თჳსსა დაბრუნებად, სადიდებელად წმიდისა სახელისა მისისა, რათა ვადიდებდე და ვაკურთხევდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და შენცა აღგამაღლებდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.







ბაბილონის მეფე დარიოსმა აკრძალა ლოცვა 30 დღით.
ვინც ილოცებდა კაციჭამია ლომებს ჩაუგდებდნენ ორმოში.
დანიელი კი შევიდოდა თავის ოთახში გააღებდა ფანჯარას რომელიც იერუსალიმისკენ იყურებოდა და ლოცულობდა დღეში 3 ჯერ.
მას დააბეზღებენ, ჩააგდებენ მშიერ ლომებთან ,მაგრამ ისისნი მას მორჩილი ლეკვებივით მიუჯდებიან.
[ ხარო ანუ ორმო, ეს ცხოვრებაა, ლომები- ვნებებია იგივე დემონიური ძალებია, რომელნიც მზად არიან დაგვგლიჯონ და მოგვსპონ.
ხოლო ლოცვა არის ერთადერთი საშუალება, (მარხვასთან ერთად )რომელიც აცხრობს ვნებების , ანუ ლომების მძვინვარებას.]
გავიდა დრო და დანიელს მოშივდა.
ამ დროს ამბაკუმ წინასწარმეტყველი ვახშმობდა ისრაელში, მას მთავარანგელოზმა მიქაელმა უბრძანა საჭმელი აეღო, თმაში ხელი ჩაავლო და ბაბილონში გადააფრინა პირდაპირ თხრილში ჩასვა დანიელთან.
ეს ხატიც ითვლება მგზავრობაში მყოფთა მფარველად.

მიქაელ მთავარანგელოზს თმებით გადაჰყავს წინასწარმეტყველი ამბაკუმი.

Image

დანიელი ხაროში, სადაც მთავარანგელოზმა მოაფრინა ამბაკუმი.(მარჯვენა კუთხეში.)
Image

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 17:50
by Mta Mkvarebia
qvevri
კარგი იდეაა,
+1

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 18:58
by ნინი_85
იდეა ძალიან მომეწონა, აუცილებლად შემოგიერთდებით :)

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 19:23
by ლეონტი
Image

მთრაზ მიქაელი, რაფაელი, გაბრიელი ქრისტე პანტოკრატორის ხატით.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 19:33
by ლეონტი
Image

მთრაზ რაფაელი და ტობია, შუაში.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 28 მაი 2008, 21:05
by qvevri
რაც შეეხება თანხას: მნიშვნელობა არა აქვს რამდენს გაიღებთ, მაგალიტად 5, 10 ან(და) მეტი ლარი......

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივნ 2008, 17:19
by qvevri
აბა როგორ არის საქმე? ზეგიდან გამოფენა იწყება ექსპოზე და აბა თქვენ იცით, გელოდებით ყველას :P

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივნ 2008, 17:26
by Mta Mkvarebia
qvevri
მე მოვდივარ :) ისე გამოფენის თემაში ზუსტი კოორდინატები რომ მიუთითოთ (რომელი პავილიონია) კარგი იქნებოდა. შესვენებაზე მინდა გამოვიქცე და ძებნაში არ მინდა, დრო დავკარგო.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 04 ივნ 2008, 10:16
by qvevri
შესასვლელში დიდი ბანერი იქნება გამოკრული და იქ იქნება მითითებული. ისე მე თერთმეტე პავილიონია.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 04 ივნ 2008, 12:03
by kiki
აუცილებლად შემოგიერთდებით!!!!!!!!

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 06 ივნ 2008, 15:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri
გი1დები. გავიღებ შესაწირს.

ლეონტი
გმადლობ მოწოდებული ცნობებისთვის.
ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის.

და წმინდა ნიკოლოზი ასევე ჰომ ითვლება მოგზაურთა მფარველად?
რა უდევს ამას საფუძვლად?