Page 1 of 4

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 21:36
by qvevri
Image
მართალია ჯერ შობა შორსაა, მაგრამ "საშობაოს" დამზადება სწორედ ეხლა იწყება. იდეა შემდეგშია: შეძლებისდაგვარად ყველა კარველმა დავამზადოთ საშობაო რათა ზამთრობით, კარვული ლაშქრობების დროს არ შეგვცივდეს და სიმხნევეც არ მოგვაკლდეს. "საშობაოს" საქართველოში ძალიან ძველი ტრადიციები არ გააჩნია, ისევე როგორც თავად არაყს,რომელსაც ძველქართულად "იყი" ერქვა(არაყი სპარსული სიტყვაა), მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს სასმელი საკმაოდ ძველი და ამავდროულად პოპულარული იყო ჩვენში. "საშობაოს" ყველა კარველი თავისთვის, ცალკე აკეთებს და გარკვეული დროით ინახავს(შობამდე), ამას მოითხოვს ამ სასმელის ტექნოლოგია. როდესაც "საშობაო" მზად იქნება თითო ლაშქრობაზე თითო კარველი წამოიღებს თავის "საშობაოს", რათა მოხდეს მისი ადგილზე დეგუსტაცია თავისი სადღეგრძელოებით, ცეცხლით, სიმღერითა და სულ კაი ამბებით. ეხლა კი რეცეპტი: :P ვიღებთ ორ ან სამ ლიტრ სპირტს ან არაყს(რაც შეიძლება ცხარე). საშობაოსათვის შეიძლება ჭაჭის გამოყენებაც, თუკი ის საკმარისად მაგარია. არაყს ან სპირტს ვათავსებთ მოზრდილ ჭურჭელში(მაგალითად 5 ლიტრიანი) და შიგნით ვყრით იმ ხილს რომელიც მოიწევა. თAვიდან კენკროვნებით იწყება(მოცხარი, ხურტკმელი და ა. შ) შემდეგ უკვე მარწყვი, ბალი , ალუბალი, მსხალი, ლეღვი და ასე შემდეგ. "საშობაოში" ხილის ჩაყრა გვიან შემოდგომით მთავრდება კომშითა და ყურძენით. "საშობაო"ტიპიური და საინტერესო რომ გამოვიდეს მასში არ შეიძლება ისეთი ხილის ჩაყრა, როგორი ხილიც იმ მხარისათვის არაა დამახასიათებელი ან შემოტანილია(ლიმონი, ბანანი, ანანასი, მანდარინი)საერთოდ ციტრუსი არ არის რეკომენდირებული, დარგან მას "საშობაო" თავის გემოზე მიჰყავს და სხვა ხილი იჩაგრება. არაყის ან სპირტის შოვნა სულაც არაა ძნელი საქმე, ასე რომ ნუ დაიზარებთ და დაამზადეთ ეს სასმელი, რათა ზამთარში არ მოვიწყინოთ. რაც უფრო ბევრი ტკბილი ხილი ჩაიყრება "საშობაოში" მით უფრო გემრიელი გამოვა იგი. თუ "საშობაო" სპირტისაგან ან ძალიან მაგარი არაყისაგანაა დამზადებული მისი განზავება უნდა მოხდეს დესტილატით. პროპორციებს მაშინ გეტყვით როცა მაგისი დრო იქნება. დაიმახსოვრეთ "საშობაო" მზადება ნაკლულ, მაგრამ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. აბა შენ იცი კარავო როგორ "საშობაოს" დაამზადებ :D

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 21:59
by Mariam
მე შაქარსაც ვაყრიდი ხოლმე და არ უნდა? :roll:

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:01
by qvevri
Mariam wrote:მე შაქარსაც ვაყრიდი ხოლმე და არ უნდა? :roll:
შაქარი არაა მიზანშეწონილი, უფრო სწორედ არ შეიძლება. :wink:

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:03
by Mariam
ისე კი გამოვიდა ჩემი "საშობაო" კომპოტივით :D ახლა ამ ახალი რეცეპტითაც უნდა ვცადო, ოღონდ კარგი არაყი ან სპირტი სად ვიშოვო ხომ არ იცით ვინმემ?

ჰო, კიდევ რა მაინტერესებს: ხილი რამდენი უნდა ჩავყარო ხოლმე დაახლოებით?

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:10
by ლეონტი
მე გავაკეთე:
საფერავის მარცვლები + მოცვი, გავავსე 8 მეათედი, ანუ ბლომად, 10 ლიტრა და დავაყარე შაქარი მერე სპირტი რამდენიც წავიდა.
არავითარი კამპოტი არ გამოვიდა.
100 გრამს ვცეცხლავ და მათრობს.

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:12
by qvevri
Mariam wrote:ისე კი გამოვიდა ჩემი "საშობაო" კომპოტივით :D ახლა ამ ახალი რეცეპტითაც უნდა ვცადო, ოღონდ კარგი არაყი ან სპირტი სად ვიშოვო ხომ არ იცით ვინმემ?

ჰო, კიდევ რა მაინტერესებს: ხილი რამდენი უნდა ჩავყარო ხოლმე დაახლოებით?
ხილი თვალის ზომით იყრება ისე, რომ მთლიანად ჩაყრილი ხილი უნდა იყოს არყის მეოთხედი. კარგი არაყი სად იშოვნო ნამდვილად არ ვიცი. სადმე სპირტი იშოვე და იმით დაამზადე. სპირტი შეიძლება სადმე სამთო ქიმიასთან იშოვნო. მე მანდ მინახია ხოლმე. ღირს დაახლ. 5 ლარი.

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:15
by Mariam
მოკლედ, ვეცდები. თუ გამოვიდა, გაგასინჯებთ :)

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:17
by qvevri
მთავარი არ დაგავიწყდეთ: შობამდე არ უნდა გაიხსნას. მერე არ დამიწყოთ შემომესვაო და ისაო და ესაო :D

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:19
by ლეონტი
qvevri wrote:"საშობაოს" ყველა კარველი თავისთვის, ცალკე აკეთებს და გარკვეული დროით ინახავს(შობამდე), ამას მოითხოვს ამ სასმელის ტექნოლოგია.

არაყის ან სპირტის შოვნა სულაც არაა ძნელი საქმე, ასე რომ ნუ დაიზარებთ და დაამზადეთ ეს სასმელი, რათა ზამთარში არ მოვიწყინოთ.
და აქ ესეთ ქვეტექსტი ხომ არ დევს:

"საშობაოს" ყველა კარველი თავისთვის, ცალკე აკეთებს და გარკვეული დროით ინახავს ლაშქრობამდე, ამას მოითხოვს ჩემი ტექნოლოგია.

არაყის ან სპირტის შოვნა სულაც არაა ძნელი საქმე, ასე რომ ნუ დაიზარებთ და დაამზადეთ ეს სასმელი, რათა ზამთარში არ მოვიწყინო.

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:23
by qvevri
ყველანაირი ტექნოლოგიური საავტორო უფლება დაცულია(მათშორის ტექსტისაც) და ძალიან გთხოვთ დანარჩენ კარველებს თავკვალს ნუ ურევთ :evil:

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:23
by Mta Mkvarebia
ლეონტი wrote:

არაყის ან სპირტის შოვნა სულაც არაა ძნელი საქმე, ასე რომ ნუ დაიზარებთ და დაამზადეთ ეს სასმელი, რათა ზამთარში არ მოვიწყინო.
თავისი იმდენი აქვს, თაროებზე ძლივს ეტევა მარანში, შობამდე მაინც ვის უნდა დაალევინოს, თავად არ სვამს და ? შობისთვის კიდევ ახალი ექნება და მით უმეტეს ჩვენი "ნაჭყუმპალავებით" ვერ მოიხიბლება :lol:

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:29
by ლეონტი
ეჰ წავედი მივიღო 100 გრამი ნაპიტოკი, ცოტა ხასიათზე მოვალ.
პ.ს.
მე სპირტი ნავთლუხში ვიშოვე 3 ლარი.
მარა გემო აქვს რაღაც მაზალო.

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:34
by Mariam
მარა გემო აქვს რაღაც მაზალო.
ჯერ საერთოდ სპირტს რა გემო აქვს და მერე კიდევ რაღაც მაზალო რომ იქნება :D ეგეთი არ მინდა.
სხვაგან ვიშოვი. მაგრამ ერთი პრობლემაა: ჩემთვის ყველა სპირტს მაზალო გემო აქვს და ნეტა როგორ უნდა გავარჩიო რომელი ჯობია? :?

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 23 მაი 2008, 22:39
by ლეონტი
რომელი ჯობია და კონიაკის.
ღვინის ქარხნიდან, ნაცნობობით.
თუ იშოვი მეც ავიღებ ერთ 20 ლიტრას, რა იცი რა დრო მოდის.

დავამზადოთ "საშობაო"

Posted: 24 მაი 2008, 18:07
by meore monadire
მეც მინდა 20 ლიტრას ავიღებ მეც


ისე ჩვენ თაოდ ხომ არ გამოგვეხადა ზაფხულში? დუშეთი მაქვს არყის სახდელი, ერთი კვირა დღე უნდა რა :) და კიდევ რამე ხილი, მაგალითად პანტა, რომლის ორი დიდი ხე მიდგას ეზოში :)