Page 1 of 5

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:17
by lama
ამ თემაში გავარჩევთ იმას თუ ვინ რატომ დაირქვა ესა თუ ის ნიკი :):):):):)

ზვიოსულის იდეაა მადლობა მას :)


დავიწყებ ჩემით:

დალაი ლამა
სა ლამა ლეი ქუმ
რეკ ლამა
ცხოველი ლამა (ბინადრობს ტიბეტსა და სამხრეთ ამერიკაში დღეს შევხვდი ზოოპარკში :) )
ლამა რა
ხაშ ლამა
ბუღ ლამა
ლამა ზი
უ ლამა ზო
სი ლამა ზე

და

ასე

შემდეგ:)

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:20
by teo-
waw :shock: me ar movyvebi imdenad primitiulia :lol: :lol:

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:22
by lama
teo001 wrote:waw :shock: me ar movyvebi imdenad primitiulia :lol: :lol:
მერე პრიმიტივიზმი საინტერესო მიმდინარეობაა ხელოვნებაში


თქვი მართლაც დავინტერესდი

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:29
by Mta Mkvarebia
lama
:lol: :lol: :lol:

ხაშლამა და ბუღლამა უფრო მეტი არგუმენტი იყო არა ნიკის შერჩევისას? :wink: კიდევ კარგი ჩაქაფული არ დაირქვი :wink:

მე რატომ დავირქვი ეს სახელი უკვე ყველას მოვუყევი, ამდენს არც ვიფიქრებდი თუ რა დამერქვა, ჩემი საკუთარი სახელი რომ უკვე დაკავებული არ ყოფილიყო, ანუ დიდი მადლობა იმ იდუმალ ლიკას, რომელმაც ეს სახელი დროულად დაისაკუთრა და რომელიც მე "კარავზე" არ შემხვედრია (ასეა რა დაიკავებენ ამ სახელებს და მერე ერთს არ შემოიხედავენ :roll: ). მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთი ექსტრავაგანტული სახელის პატრონი გავხდი. მაგრამ რამდენი სახესხვაობა წამოვიდა ამ სახელიდან?! - ნაყვარება, მთა, მთაშენკა, მთაშკა, პტაშკა, ML (ანუ მაუნთ ლავერი - ეს მასაის ექსკლუზივია :wink: ) და ა.შ.

ახლა რატომ მაინც და მაინც "მთა მყვარებია" დიდი ხნის განმავლობაში მეგონა რომ ზღვა მიყვარდა. თუმცა მიყვარდა რბილი ნათქვამია, ვაფანატებდი, ზღვის ტალღების შრიალი სიზმარშიც არ მასვენებდა :wink: მერე რამდენიმე წელი ისე გადაება, რომ ზღავზე არ წავსულვარ, რატომღაც სურვილი აღარ მქონდა. ჰოდა უცებ აღმოვაჩინე რომ გემოვნება შემეცვალა ზღვის ნაცვლად მთა შემიყვარდა, ან შეიძლება მყვარებია და მე ვერ ვხვდებოდი :wink: . ასე დაიბადა ეს ნიკი. მაგრამ ახლა მეშინია, ცოტა დრო რომ გავა კიდევ რამე ახალი არ აღმოვაჩინო ჩემში :roll: რამდენი რამეა კიდევ ზღვის და მთის გარდა, ზესკნელი, ქვესკნელი, კოსმოსი... :wink:

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:32
by Linda
LINDA

დავირქვი იმიტომ რომ ასეც მქვია, მიყვარს და მომწონს ეს სახელი, ვთვლი და სხვებიც მეუბნებიან რომ გიხდება შენი სახელიო :D

ისე ბევრს უჩნდება კითხვა ლინდა რატომ დაგარქვესო, დედამ დამარქვა ( Beatles და Linda McCaurtney იყო იმ დროს პოპულარული )

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:35
by tiko_r
Linda
ეგ კარგი, მაგრამ signature-ში რაღატომ გიწერია LINDA?
:lol:

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:38
by Mta Mkvarebia
Linda
მანამდე რომ BALA გერქვა, ეს რატომღა დაირქვი?

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:40
by lama
Mta Mkvarebia wrote:Linda
მანამდე რომ BALA გერქვა, ეს რატომღა დაირქვი?
მე მგონი ბალაძე უნდა იყოს, თუ არ ვცდები ;)

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 20:42
by Mta Mkvarebia
lama
ჰო, გამახსენდა, მითხრა ადრე :)

აბა ხალხნო, შემოიხედეთ აქ, საინტერესო თემა გაიხსნა!

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 21:17
by Linda
tiko_r

signature-shi adre sxva rame mewera mere siwavshale da ver movifikre ra damewera xoda Linda mivawere ubralod :D:D:D

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 21:25
by guruli
მგონი, არც ჩემს ნიკს სჭირდება ბევრი განმარტება. :lol: ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც ჩემი გურულობა იცის. :D

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 22:39
by namcecuna
მგონი არც ჩემს სახელს სჭირდება :)

ჩემმა დამ დამარქვა ნამცეცუნა ბევრი წლის წინ და შემიყვარდა...

ხოდა, მგონი ასეცაა :)
თან ზღაპრების მჯერა ;)

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 22:43
by tiko_r
მე მშობლებმა დამარქვეს თიკო

ეს ერი საიდან მოვიტანე არ ვიცი.....

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 17 მაი 2008, 23:32
by kiki
მე ზღვის გოჭი მყავს და მისი სახელი მქვია:):):)

რატომ დავირქვი ეს სახელი????

Posted: 18 მაი 2008, 01:13
by teo-
lama
e.i. mindoda me__t daregistrireba da ar damaregistrira, mere im dges skypshi chemi megobari teo002it iyo da mec sul ragac erti saatit gadavikete niki, xoda mere aqac spontanurad avkrife, gamogitydebi mashin varc ki carmovidgendi forumze kiara karavelebtan lashqrobazec tu sadme cavidodi :wink: :wink: