Page 1 of 3

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 13:24
by Varvara
ფშავ-ხევსურეთის აღორძინების ფონდ "ფხოვის" ინიციატივით, 2008 წლის იანვრიდან ხევსურეთში დაიდგა სატელიტური ინტერნეტი. ეს არის ერთადერთი საშუალება კავშირის დასამყარებლად.

ხევსურეთი 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია გარე სამყაროს, არ არის მობილური კავშირი და არანაირი სხვა საშუალებები გარდა ინტერნეტით კავშირისა.

ამჟამად, სამწუხაროდ, ის 3 თვიანი დაფინანსებაც იწურება, რისი წყალობითაც შატილი ინტერნეტსამყაროს ერთადერთი კომპიუტერით დააკავშირეს.

ინტერნეტით სარგებლობის ყოვთლთვიური სააბონენტო გადასახადია 155 ევრო (შესაბამისი კურსით ლარებში).

ფონდი "ფხოვი" მოგმართავთ შეიტანოთ თქვენი წვლილი შატილში ინტერნეტის სააბონენტო გადასახადის გადახდაში

ეს უბრალოდ ერთი კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვა არ არის.

ეს საქართველოს ულამაზესი მხარის - პირიქითა ხევსურეთის შენარჩუნების და განვითარებისკენ გადადგმული ერთერთი პირველი ნაბიჯია და და ამ საქმეში ნებისმიერი პირის წვლილი ბევრად მეტი იქნება ისტორიაში

იმედი გვაქვს თქვენი დახმარებისა.

საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვისათვის:

საბანკო კოდი (მფო) – 220101850

მიმღების დასახელება – "ფხოვი" (ფშავ-ხევსურეთის აღორძინების საქველმოქმედო ფონდი)

ანგარიშსწორების ანგარიში – 70836080100003 / GEL

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 13:29
by Toma
Varvara
ყოჩაღ ვარვარა კარგია, ისე კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ხომ არ ჩავატაროთ და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდეს მაგ გადასახადს.

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 13:34
by Varvara
Toma

შეიძლება ეგეც გაკეთდეს. მანამდე ყველას გთხოვთ, რომ თქვენი არხებით გაავრცელოთ ეს ინფორმაცია თქვენს ნაცნობებში.

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 13:55
by guruli
Toma
ისე კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ხომ არ ჩავატაროთ და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდეს მაგ გადასახადს.
გადასარევია, დავაქუხოთ ერთი შარშანდელივით. ოღონდ ახლა ხალხიც მეტნი ვართ, გამოცდილებაც გვაქვს და მაშინდელივით იმ რამდენიმე ადამიანს ნუ ავკიდებთ ამ ტვირთს.

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 14:41
by bombora
Varvara

გადავრიცხავ, ჩემი თანამშრომლებიც გამატანენ თანხას

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 15:36
by Naia
guruli wrote:Toma
ისე კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ხომ არ ჩავატაროთ და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდეს მაგ გადასახადს.
გადასარევია, დავაქუხოთ ერთი შარშანდელივით. ოღონდ ახლა ხალხიც მეტნი ვართ, გამოცდილებაც გვაქვს და მაშინდელივით იმ რამდენიმე ადამიანს ნუ ავკიდებთ ამ ტვირთს.
დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ორგანიზაციულ საკითხებში :)

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 16:09
by lomikata
მეც თქვენთან ვარ!

წინ ხევსურეთისათვის! :wink:


ყოჩაღ :) Varvara

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 16:15
by Varvara
lomikata wrote:
ყოჩაღ :) Varvara
ეს მე არ ვარ :oops: , ეს მიხვდებოდით ალბათ ვისი ინიციატივაცაა - ჩვენი საყვარელი პაატასი.

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 23:35
by chuna
Varvara!
იდეალური გამოსავალია! ანგარიში არის, ყველას გვაფანატებს ხევსურეთზე და ალბათ უპრობლემოდ მოგვარდება თავის-თავად! ყველა დავეხმარებით და იქნებ სპონსორებიც მოვიზიდოთ!

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 24 აპრ 2008, 23:42
by GOGONA
კარგი აზრია :wink:

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 25 აპრ 2008, 00:18
by paata_
დიდი მადლობა ნინუკალას და ტომას

დღეს საღამოს ალბათ გაეთიშება ხევსურეთს ინტერნეტი :(

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 25 აპრ 2008, 00:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვითომ იეტმა ვარდანაულმა რატომ დაიმორცხვა და თემა არ გახსნა?
ხომ ჩვენიანია და რატომ მოერიდა?

იეტო, მაისის თვის სააბონეტოს, 155 ევროს ეკვივალენტს ლარებში სრულიად გადავიხდი.
ასე რომ, 1 თვე პრობლემა არ იქნება. ხვალვე შემოგეწევი.
ამასობაში, ვინმე მეცენატეც გმოჩნდება.
და თავად პროვაიდერს დახმარება არ სურს?
ეს ხომ მისი საქმიანობის კეთილი რეკლამა იქნება?
ხომ ხედავთ, "მაგთი" როგორ ამაყობს, დაფარვა სოხუმამდე რომ წვდება.
უფ, შატილშიც დადგან
ანძა და საზაფხულოდ მაინც ამუშავონ ხოლმე გადამცემი. ვიცი, ზამთარში დიდთოვლობის გამო ,
არამომგებიანად ითვლება მისი მუშაობა.

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 25 აპრ 2008, 00:26
by paata_
GAMARJOBA SAKARTVELO


შენ გაიხარე მაინც და მაინც :)

პროვაიდერი ჯნოსის სამსახურია, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ აკეთებს, არადა ხო ვივი როგორ ცდილობს. 1 კვირით არ გამოვართვევინებ გარანტიას თუ მომცემ რო ხუთშაბათამდე გადაიხდიტო და მაგიც ვერ მივეცი. კრედიტის აღებას 1 კვირაზე მეტი მოვუნდები. არადა თუ ვერ ვიშოვე თანხა აუცილებლად ავიღებ კრედიტს, რადგან ამ საქმეს მოვკიდე ხელი შუა გზაში არ დავტოვებ

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 25 აპრ 2008, 00:29
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO

გაიხარე, ოქრო ხარ, ოქრო! :D

დავეხმაროთ ხევსურეთს ინტერნეტის შენარჩუნებაში

Posted: 25 აპრ 2008, 00:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_
არ დაგაღალატებ. ხვალვე გაძლევ ფულს.
მერე თქვენ დროულად გადარიცხეთ