Page 94 of 98

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 09:58
by qvevri
KINALOKO wrote:პილმენი ---მტვერკაცა
ეს შეცდომაა!!!

პილმენი--ლუდი--არაყი.

ეს სწორია!!!

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 16:49
by Ketevan Guliashvili
qvevri

შეცდომაა

პილმენი-ლუდი-არაყი

მართებულია

ღვინო დუდუკი ქალები

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 17:24
by CheLo
ისე საიდან მოიტანეთ რომ ვარცლი ტაშტია??? ახლა სპეციალურ გადაცემას უყურე და ვარცლი ყოფილა სპეციალური საშუალება რომელშიც თონის პურის ცომს ზილავდნენ ინგილოები და არა მარტო ისინი!! ესეიგი გრძელი ფიცრისგანაა გაკეთებული და შუაში ამოღრუტნულია და გვერდები სწორი რომლის მეშვეობითაც ერთ მხარეს თონეზე ჩამოდებდნენ და მეორე მხარეს მაგიდაზე და შუაში ზილავდნენ ცომს!! ასე რომ ესეც თუ ვარცლია და ტაშტიც თუ ვარცლია : )))))))) აწი ისევ ტაშტს დავწერ!!!

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 17:31
by CheLo
Image

კინჭოტი და ასტამი (შეგშურდება ისეთი სახელები აქვს:lol: :lol: )

Image

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 17:31
by Mako-dgm
ვარცლი, ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი, მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილი თავი აქვს. ვარცლი შეიძლება მთლიანი მორისაგან იყოს გამოთლილი ან ნაჭრებისაგან შეკრული. ვარცლის ხის საფარებელს ორომი ეწოდება. ვარცლის თავებზე ამოგუნდავებული პური ორომზე დააქვთ და ისე აკრავებ თორნეში. ძველად ქართულ ხალხურ დარბაზში ვარცლი ზემო თაროში დედაბოძის ზურგთან მიყრდნობილ ფეხებიან სადგარზე იდგა, ხშირად იგი კიდობანს ცვლიდა.
ზოგან ვარცლი წისქვილის ხვიმირს ეწოდებოდა. ქიზიყში ხის მთლიანი ნაჭრებისაგან უსამსჭვლოდ (უფარეშოდ) ჭურჭლის გამომთლელ მოხელეს მევარცლე ერქვა.
აგრეთვე აქვს მცირე ნავის მნიშვნელობა (საბა).

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 17:35
by CheLo
Mako-dgm

მაგას ვამბობ მეც და გოგამ თქვა ტაშტი ვარცლიაო.. ტაშტი ქართული სიტყვა არააო და ენას ნუ აბინძურებთო და მაშინ ტაშტი რა ენაზეა?? : )))

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 17:55
by Ketevan Guliashvili
CheLo

არ მოგწონს ვარცლი და გობი თქვი მაშინ.

კარგი ლექსიკონია. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ... =8&t=13237

ისე ზურა, საიდან მოიტანე ეს ჩელო, ვენტო მირჩევნია მე.

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 18:09
by keto
ტაშტი - ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი (ან მოგრძო) ჭურჭელი. *

*ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1990, ორტომეული, ტომი 2, გვერდი 911

ტაშტი ტაშტია, ვახ!

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 18:11
by keto
აჰათ, მაგ ბმულზეც არის კიდევ
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ... &il=en&p=1

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 18:37
by Ketevan Guliashvili
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ... d=8&t=4804

ტაშტ - სომხური სიტყვააო ნათლად წერია. ეტყობა 18-19 სს.ში უკვე შემოსული იყო. და ქვემორე მინაწერიც ნათლად მეტყველებს რომ თაშტ იგივეა რაც ცომის ვარცლი. ასე რომ გოგა მართალია.

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 23:18
by keto
სომხური წარმოშობის სიტყვა, რომელმაც ისევე დაიმკვიდრა ქართულ ენაში ადგილი როგორც ფანჯარამ, კალამმა, ვარაყმა, საათმა და ა.შ.
არ არის ბარბარიზმი. ვისაც გენებოთ, ვარცლი და გობი იხმარეთ, მარგამ არც ტაშტის გამოყენებაა ცოდვა და მე პირადად ამ შემთხვევაში (სხვა ბევრი შემთხვევისგან განსხვავებით) შენიშვნას არ მივიღებ.

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 23 სექ 2011, 23:53
by CheLo
ჩელო არაა ქეთი.... მჭედლიშვილი ვარ გვარად და ჭელოს მეძახიან ბავშობის მეგობრები : ))) არაა პრობლემა შენ ვენტო დამიძახე ისევ...

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 24 სექ 2011, 01:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
CheLo
keto
ვარცლი ასევე რკინის ჭურჭელია და სწორედ ე.წ ტაშტს წარმოადგენს.
ამასთან, ბარბარიზმია და ამას მტკიცება არ უნდა.
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, ასე ხშირად თუ ათვალიერებთ, :ტაშტს: ვერ ნახავთ,
რაც სწორედ მის არაქართულ წარმოშობაზე მეტყველებს.
არ ვიცი, საიდან მოხვდა ეს სიტყვა 1990 წლის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. გვიანდელი წიგნი კი არის.
ადრინდელ გამ20ემებში :ტაშტი: ნახსნები არ არის.

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 24 სექ 2011, 01:52
by CheLo
Ketevan Guliashvili

"გობი" რაღა ჯანდაბაა კაიფობ??? :lol: :lol: :lol: სად ტაშტი და სად გობი?? უეჭველი შენ დაარქვი ახლა გამოტყდი :shock: :shock: :shock: :D

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 24 სექ 2011, 08:49
by Naia
CheLo
გობი არ გაგიგია? :D

ქართლის სოფლებში დღემდე ხმარობენ 'გობს' და 'ვარცლს' :)