დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2008, 11:00

რული - საჭე
ბაგაჟნიკი - საბარგული
პამპრეზი - საქარე (შემოკლებით) მინა
კალონკა - ავტოგასამართი, ბენზინგასამართი (შემოკლებით), სრულად ბენზინგასამართი სადგური
პრობკა - საცობი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 05 აპრ 2008, 01:29

რა სალაპარაკო ლექსიკონი გვაქვს :oops:


პერევალი - უღელტეხილი
პასტა - კალამი
კლუჩი - ქანჩი
ატვიორკა - სახრახნისი
პლასკაკუცი, პლასკაგუბცი - ბრტყელტუჩა
ნაჩნიკი - ღამის ნათურა
კრანი - ონკანი
კუხნა - სამზარეულო
პადიეზდი - სადარბაზო
სკვაზნიაკი - ორპირი ქარი
პადვალი - სარდაფი
პადზემკა - მიწისქვეშა გადასასვლელი
პერენოსკა - გამაგრძელებელი ( :?: )
ტრაინიკი - ვერ მოვიფიქრე :D
ლამპოჩკა - ნათურა
სასტავი - სამეგობრო, საახლობლო შემადგენლობა :D
ჟუვაჩკა - საღეჭი რეზინი
ვანა - აბაზანა
ბალკონი - აივანი

ხო, სიტყვა "სკანდირება"-ზე ვარ აცრილი. ვერ დამაჯერებთ, რომ იმდენად ქართულია, რომ ჟურნალისტები სხვა სიტყვით ვერ გამოხატავენ აყიჟინებული ბრბოს საქციელს :lol:
სვანეთოლოგი

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 05 აპრ 2008, 16:02

GAMARJOBA SAKARTVELO
პამპრეზი კი არა პარპრიზი :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აპრ 2008, 14:24

სუხარი - 2ცხობილა
ბუბლიკი - ბლითი
პონჩიკი - ფუნჩულა
ბულკი - ფუნთუშა

სიროპი- ვაჟინი
სოკი - წვენი
ტრუბკა (წვენის მოსაწრუპი) - საწრუპი
რუმკა - სირჩა (არყის დასალევი პატარა ჭიქა)

სმეტანა - არაჟანი
სერი - რუხი (პური)
სჩოტი - ანგარიში
ოფიციანტი - მიმტანი
პოვარი - მზარეული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by Varvara » 07 აპრ 2008, 14:30

ხოო, მე კიდევ აცრილი ვარ სიტყვაზე ,,დარეგულირება'' (ერთ-ერთი სამინისტროს სახელშიც რომ ურევია, ეგაა მთელი უბედურება).

GAMARJOBA SAKARTVELO
შენ თავმობმული ადამიანი ხარ და ბარემ ხომ არ გამოსცემდი ასეთ ლექსიკონს - ანბანის მიხედვით რუსული შესატყვისები დალაგდებოდა თავისი სწორი ქართული ფორმებით ....... :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აპრ 2008, 15:23

Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ხომ არ გამოსცემდი ასეთ ლექსიკონს - ანბანის მიხედვით რუსული შესატყვისები დალაგდებოდა თავისი სწორი ქართული ფორმებით ....... :D
ვაჰ, იდეაა ჰომ იცი.
მაგრამ, ნეტავ მანამდე აქ მოტანილ ქართულ შესატყვისებს იყენებდნენ ჩვენი კარაველები.
გუშინ, ჭილის ტბაზეც კი იმდენი ბარბარიზმი მესმოდა, გული მიწუხდებოდა.
პივაო, პახოდიო, ბანკაო, რულიო და ასე შემდეგ.

სულ ვინიშნავ ამ სიტყვებს.
ისე, თემაში დადებული სიტყვების სიმრავლე თვალში რომ მომხვდა, კინაღამ გული გამისკდა.
ეს როგორ დაგვინაგვიანებია მშობლიური ენა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 აპრ 2008, 13:54

კვლავ კვების თემაზე:

იკრა - ხიზილალა
ჩიპსები - ხრაშუნა
პოპკორნი - ბატიბუტი
მაროჟნი - ნაყინი
კალბასი - ძეხვი
ლანჩი - სადილი
კოფე ბრეიკი - შესვენება, სამხარი
პორცია - ულუფა
დეგუსტაცია - დაჭაშნიკება, დაგემოვნება
აპეტიტი - მადა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დავიცვათ ქართული ენა

Post by Mrs. Robinson » 11 აპრ 2008, 18:54

არა რუქა არა!

სწორია რ უ კ ა !

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დავიცვათ ქართული ენა

Post by popins » 11 აპრ 2008, 20:28

Mrs. Robinson wrote:არა რუქა არა!

სწორია რ უ კ ა !
რუა არის სწორი ფორმა

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დავიცვათ ქართული ენა

Post by Mrs. Robinson » 12 აპრ 2008, 00:06

popins შეეენც?
რუქა კი არა თუნდაც ქუქა იყოს შენის სიყვარულებითა, მაგრამ.........
სწორია რ უ კ ა !
მარტივად გადამოწმდების......... :oops:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დავიცვათ ქართული ენა

Post by popins » 12 აპრ 2008, 07:50

Mrs. Robinson wrote:popins შეეენც?
რუქა კი არა თუნდაც ქუქა იყოს შენის სიყვარულებითა, მაგრამ.........
სწორია რ უ კ ა !
მარტივად გადამოწმდების......... :oops:
ვაი..მე ეგრე მასწავლეს და მომეჭრა თავი..რაიმე თუ შეიცვალა :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2008, 12:15

დღეს დედა ენის დღეა.
გილოცავთ.
ვიმედოვნებ, მოვა დრო, როდესაც ჩვენი ენა ანკარა წყაროს დაემსგავსება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by Varvara » 14 აპრ 2008, 12:22

popins,

ორთოგრაფიულში ვნახე ეხლა - რუკაა სწორი ფორმა :oops: (მეც რუქა ვიცოდი)...........

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დავიცვათ ქართული ენა

Post by popins » 14 აპრ 2008, 13:11

Varvara
მაშინ ხელებიც და ფეხებიც ამიწევია :D

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
დავიცვათ ქართული ენა

Post by namcecuna » 14 აპრ 2008, 14:02

მეც გილოცავთ, დედა ენას ნუ ვაწყენინებთ და ვისაუბროთ ანკარა ქართულით :)
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]