დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 14 აპრ 2010, 13:09

ა, ბატონო, მარგალიტი, გული კი ამირია:

უორქშოფი არქიტექტურის, დიზაინისა და კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის...

უორქშოფი გამიზნულია არქიტექტურის, დიზაინისა და კონსერვაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის...

უორქშოფი, რომლის ჩასატარებლად მოწვეულნი არიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები...

ვინაიდან უორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია...

უორქშოფი უფასოა მონაწილეებისათვის...

ჭირი, უბედურება, კიდევ რა ქვია ამას... სემინარი კი უორქშოფს ქვია.
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2010, 20:14

დედა ენის დღეს გილ20ავ, ჩემო დედა ენავ.
დედა ენის დღეს გილ20ავთ, ხალხ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 14 აპრ 2010, 21:36

GAMARJOBA SAKARTVELO
მეც გილოცავთ
არა ექსკურსიას! Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
დავიცვათ ქართული ენა

Post by burdiani » 14 აპრ 2010, 21:48

ქართული ენა


საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა

შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,

ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება

და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,

მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს

და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში

რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ

და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!


ლადო ასათიანი

1943
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აპრ 2010, 10:48

MIRANDA wrote:სტუდენტი იყო სომხეთიდან და მაშინვე გამოუცხადა აუდიტორიას - სხვათაშორის ქართული ანბანიც მესროპ მაშტოცმა დაწერა, ისევე როგორც სომხური ანბანიო..
ჰოდა, ხვალ უფრო დაწვრილებით იქნება საქართველოს შესახებ საუბარი და დარწმუნებული ვარ ის სტუდენტი ისევ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს გააკეთებს... თქვენი დახმარება მჭირდება, როგორც ჩემზე გაცილებით კომპეტენტურების. გთხოვთ, მითხარით ქართული ანბანის შესახებ სიმართლე.
უ1ლესად, მსგავს გამოხტომებს მშვიდად უნდა შევხვდეთ, ხოლმე.
არც განსაკუთრებული მტკიცებაა საჭირო.
დაე, იფიქრონ სომხებმა, რომ ჩვენ ანბანი შეგვიქმნეს. თუ მართლაც მიყრილ-მოყრილი სპაგეტის (გინდაც, ლეღვის ფოთლების)
ფორმებით შევქმენით ანბანი, კიდევ უფრო დიდებული და გონიერი ერი ვყოფილვართ.
ასეთი სიცრუითა და თქმულებებით რამე გვაკლდება?
არაფერი.
ფაქტები ყოველთვის უტყუარი მტკიცებულებაა.
მაგალითად, ჩვენი წერილობითი ძეგლები გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდრე მათი.
ამას გარდა, ჩვენ 3 სხვა და სხვა სახის დამწერლობა გვაქვს და ყველა მათგანის გამომგონებელი მაშტოცი ჰომ ვერ იქნებოდა?
მკდ, იმის თქმა მინდა, რომ გაცილებით მსუბუქად და იუმორით მიუდექი ამ საკითხს და ანეკდოტი სპაგეტის თაობაზეც, არ დაივიწყო

Hereti
თუ შეიძლება, თემა უსაგნო წერილებით არ გაზარდო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დავიცვათ ქართული ენა

Post by MIRANDA » 15 აპრ 2010, 11:02

მოგესალმებით,

თავს მოვალედ ვთვლი მოგახსენოთ დღევანდელი 2 საათიანი ლექციის შედეგები, რომელიც მე და კიდევ ერთმა ქართველმა სტაჟიორმა კოლორადოს უნივერსიტეტში ჩავატარეთ, საქართველოს შესახებ. (ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის სახელია - University of Colorado Denver; ასევე არსებობს University of Colorado)

რა თქმა უნდა აღვნიშნე, რომ 14 აპრილი დედა ენის დღეა საქართველოში და როცა ძირითად ინფორმაციას ვაწვდიდი აუდიტორიას, განსაკუთრებული დრო დავუთმე ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას. თან მუდმივად ტიგრანისკენ (სომეხი სტუდენტი) ვიხედებოდი, ყველაფერს მკაფიოდ გამოვთქვამდი. სხვათაშორის ხმა არ ამოუღია. ყურადღებით გვისმენდა და თავს გვიქნევდა დასტურის ნიშნად. ჩვენ მაქსიმალურად დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გარკვევით გავეცით პასუხი მის მიერ წინა ლექციაზე წამოძახილ ფრაზას.

კითხვა-პასუხის რეჟიმში, ძალიან პოზიტიურად ჩაერთო. საინტერესო კითხვებს სვამდა და ეტყობოდა, რომ მართლა აინტერესებდა გარკვეული საკითხები (10 წელია ამერიკაში ცხოვრობს). ლექციის ბოლოს მოვიდა ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა.

დღეს სახლში რომ მოვედი, აი ეს წერილი დამხვდა:

Hi guys, this is Tigran - Armenian :)

I wanted to thank you for your presentation and lecture today, it was very refreshing and interesting. I would like to show you around Denver if you are free. Please let me know what you guys like to see and i can arange events. I work Downtown at the US bank Tower from 9-5 and i am free after. Please let me know if you need anything...

Didi madloba, keep in touch,
Tigran

აი ასე :)))))))

პ.ს. ლექციაზე თურმე ერთი რუსი სტუდენტიც მჯდარა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. მხოლოდ ლექციის შემდეგ გავიგეთ პროფესორისგან. არადა ლექციის დროს არაერთხელ მოგვიწია რბილად რომ ვთქვათ რუსეთზე აუგის თქმა. საერთოდ არ ჩარეულა ლექციის მიმდინარეობაში, არც კითხვა-პასუხის ნაწილში. ლექცია დამთავრდა თუ არა მომენტალურად გავიდა აუდიტორიიდან. როგორც ქრისტოფმა (პროფესორი) გვითხრა, ხშირად აცდენს, ლექციების მიმდინარეობაში არ ერთვება და პლაგიატობს კიდეცო (საკურსო რომელიღაც ინტერნეტ სტატიებიდან ამონაწერებით ქონდა შედგენილი მთლიანად).. მოკლედ, ჩაჭრის კანდიდატიაო.. როგორ ვერ მიხვდით, რომ რუსი იყო, ვერ დაინახეთ რამდენად გადატვირთული კოსმეტიკა ესვაო?? (ეს კი გამიკვირდა ცოტა, მაგრამ როგორც შემდეგ აგვიხსნეს, აქ, რუსი გოგოები გამოირჩევიან ჩაცმულობის განსხვავებული მანერითა და ზედმეტი კოსმეტიკის ტარებით..)
Last edited by MIRANDA on 15 აპრ 2010, 19:37, edited 2 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 15 აპრ 2010, 11:03

მირანდა,
ასეთ სულელურ დასკვნება აკეთებენ იმიტომ რომ ქართული და სომხური ანბანი ვიზუალურად წაგავს ერთმანეთს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი გამორჩათ

სომხურ დამწერლობას ვიზუალური მსგავსება აქვს ქართულ ნუსხა ხუცურთან და არა ასომთავრულთან.
აქ ნამდვილად არის პრინციპული სხვაობა.
ჩვენი ანბანი მოდის ასომთავრულიდან და არა ნუსხა-ხუცურიდან.

კიდევ შეგიძლია დაუმ,ატო, ირონიულად რომ რუსთაველი რუსტანიანი იყოო :)

მოკლედ
ასეა საქმე :D:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აპრ 2010, 11:38

თუ ვინმესთსთვის ბარბარიზმებით მეტყველება უფრო ადვილია, ან იოლად შეუძლია
სათქმელის, შინაარსის გადმოცემა, იმისთვის, რომ მშობლიურ
ფესვებს არ დაშორდეს, ქართულენოვანი წიგნების კითხვას
გულწრფელად ვურჩევ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ნიმფა » 15 აპრ 2010, 21:24

MIRANDA wrote:მოგესალმებით,

თავს მოვალედ ვთვლი მოგახსენოთ დღევანდელი 2 საათიანი ლექციის შედეგები, რომელიც მე და კიდევ ერთმა ქართველმა სტაჟიორმა კოლორადოს უნივერსიტეტში ჩავატარეთ, საქართველოს შესახებ. (ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის სახელია - University of Colorado Denver; ასევე არსებობს University of Colorado)

რა თქმა უნდა აღვნიშნე, რომ 14 აპრილი დედა ენის დღეა საქართველოში და როცა ძირითად ინფორმაციას ვაწვდიდი აუდიტორიას, განსაკუთრებული დრო დავუთმე ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას. თან მუდმივად ტიგრანისკენ (სომეხი სტუდენტი) ვიხედებოდი, ყველაფერს მკაფიოდ გამოვთქვამდი. სხვათაშორის ხმა არ ამოუღია. ყურადღებით გვისმენდა და თავს გვიქნევდა დასტურის ნიშნად. ჩვენ მაქსიმალურად დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გარკვევით გავეცით პასუხი მის მიერ წინა ლექციაზე წამოძახილ ფრაზას.

კითხვა-პასუხის რეჟიმში, ძალიან პოზიტიურად ჩაერთო. საინტერესო კითხვებს სვამდა და ეტყობოდა, რომ მართლა აინტერესებდა გარკვეული საკითხები (10 წელია ამერიკაში ცხოვრობს). ლექციის ბოლოს მოვიდა ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა.

დღეს სახლში რომ მოვედი, აი ეს წერილი დამხვდა:

Hi guys, this is Tigran - Armenian :)

I wanted to thank you for your presentation and lecture today, it was very refreshing and interesting. I would like to show you around Denver if you are free. Please let me know what you guys like to see and i can arange events. I work Downtown at the US bank Tower from 9-5 and i am free after. Please let me know if you need anything...

Didi madloba, keep in touch,
Tigran

აი ასე :)))))))

პ.ს. ლექციაზე თურმე ერთი რუსი სტუდენტიც მჯდარა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. მხოლოდ ლექციის შემდეგ გავიგეთ პროფესორისგან. არადა ლექციის დროს არაერთხელ მოგვიწია რბილად რომ ვთქვათ რუსეთზე აუგის თქმა. საერთოდ არ ჩარეულა ლექციის მიმდინარეობაში, არც კითხვა-პასუხის ნაწილში. ლექცია დამთავრდა თუ არა მომენტალურად გავიდა აუდიტორიიდან. როგორც ქრისტოფმა (პროფესორი) გვითხრა, ხშირად აცდენს, ლექციების მიმდინარეობაში არ ერთვება და პლაგიატობს კიდეცო (საკურსო რომელიღაც ინტერნეტ სტატიებიდან ამონაწერებით ქონდა შედგენილი მთლიანად).. მოკლედ, ჩაჭრის კანდიდატიაო.. როგორ ვერ მიხვდით, რომ რუსი იყო, ვერ დაინახეთ რამდენად გადატვირთული კოსმეტიკა ესვაო?? (ეს კი გამიკვირდა ცოტა, მაგრამ როგორც შემდეგ აგვიხსნეს, აქ, რუსი გოგოები გამოირჩევიან ჩაცმულობის განსხვავებული მანერითა და ზედმეტი კოსმეტიკის ტარებით..)
ყოჩაღ მირა :) :*

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Nephros » 23 აპრ 2010, 17:14

კომპიუტერული დედაენა - სიკეთე თუ საფრთხე

ავტორი ნინო ხარაძე

ახალი სასწავლო წლიდან 2500 პირველკლასელი პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპილოტო პროგრამითაა გათვალისწინებული.

2011 წლიდან კი დაახლოებით 40 ათას მოსწავლეს სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის შექმნილი XO mini ლეპტოპი უკვე წიგნების ნაცვლად უსასყიდლოდ გადაეცემა. ამ ინიციატივის ავტორი თავად საქართველოს პრეზიდენტია.

:roll:
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 23 აპრ 2010, 17:44

ქვის ხანა.
ბრინჯაოს ხანა.
ოქროს ხანა.
უწიგნურობის ხანა.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 23 აპრ 2010, 18:00

qvevri
ქვის ხანა.
ბრინჯაოს ხანა.
ოქროს ხანა.
უწიგნურობის ხანა. კომპიუტერის ხანა :lol: :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2010, 01:04

რამდენიმე წელიწადში ბეჭდურ წიგნს ელექტრონული წიგნი ჩაანაცვლბეს.
ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.
კომპიუტერსაც წიგნის დანიშნულება აქვს.
მთავარია, ბავშვში სწავლის მიღების სურვილი ღვიოდეს, მშობლებში კი - ქართულად საუბრის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 24 აპრ 2010, 12:09

GAMARJOBA SAKARTVELO
ნამდვილად ასეა, გეთანხმები.
ქაღალდის წიგნს მისტიური ტკბილი სურნელი აქვს ცოდნისთვის დამაშვრალთათვის. მაგრამ პრინციპული სხვაობა ელექტრონულ და ქაღალდის წიგნს შორის არ არსებობს.
ერთი თვალებს ღლის მაგრამ მსუბუქია უსასრულოდ.
მეორე პირიქით.
ქართული ენა ზოგადად შერყვნილია და კოსმეტიკა ვერ შველის.
გამოსავალი?
გამოსავალი არის სასულიერო ლიტერატურა, ლოცვა და მამათა ნაშრომების კითხვა, რაც მოგეხსენებათ ძველქარტულია.ანუ ჭეშმარიტი ქართულია, წინაპართა ენა.

ქვის ხანა.
ბრინჯაოს ხანა.
ოქროს ხანა.
უწიგნურობის ხანა. კომპიუტერის ხანა
თავის ფხანა.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 24 აპრ 2010, 14:18

რა შედეგი მოყვება ამას, ერთი საკითხია, მაგრამ


მე ის არ მესმის, რატომ უნდა იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეში არაპროფესიონალი და ფაქტიურად ჩაუხედავი პირი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]