Page 1 of 98

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 12:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, ვიცი, ყველას ძნ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მისთვის ბევრსაც ვაკეთებთ. თუმცა, ხან და ხან, სამეტყველო ქართულში იმდენ შეუფერებელ უცხო სიტყვას - ბარბარიზმსა და ჟარგონს ვიყენებთ, რომ უნებურად ვაზიანებთ ქართულს.
მოგეხსენებათ, ენა ერის სარკეა. ცოცხალი 2განიზმია, შეუძლია, რაღაც მიიღოს, რაღაც უკანა გზაზე მოიტოვოს, მაგრამ ბარბარიზმების ხმარება მის ჩაწიხლვას იწვევს.

ჰოდა, გთავაზობთ იმ სიტყვებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩვენს ენას აზიანებენ ან არ უხდებიან, ანდაც, ქართულად უკეთესი შესატყვისები გვაქვს (ამ შემთხვევაში ყურადღებას იმ სიტყვებს ვაქცევ, რომლებიც კარაველებისგან ხშირად მესმის):

სპალნიკი - საძილე (ტომარა)
პალატკა - კარავი
პახოდი - ლაშქრობა
რუკზაკი - ზურგჩანთა
რაფტინგი- ჯომარდობა

სპიჩკა - ასანთი
ლაფატკა - ნიჩაბი
მეშოკი - ტომარა
ტრიაპკა - ტილო

სემიჩკა - მზესუმზირა
კარტოშკა - კარტოფილი (თუშეთში კარტობელი)
შაშლიკი - მწვადი
პავიდლო - ხილფაფა
პერიცა - პილპილი
სტოლი - მაგიდა

მატორი - ძრავი
პადიომი - აღმართი
პავაროტი - მოსახვევი

ვსპიშკა - მაშუქი
პლიონკა - ფირი

ნასკი - წინდა
ტუფლი - ფეხსაცმელი

ცეპი - ძეწკვი
ბრასლეტი - სამაჯური

ძნ გთხოვთ, ამ თემას ნუ მიიღებთ ჩემს შენიშვნად.
ეს უფრო ჩემი გულისტკივილის გაზიარება და სურვილია, რომ ენას ყველა მოვუფრთხილდეთ.

მეც ვუშვებ შეცდომებს და სიამოვნებით გამოვსწორდები თქვენი დახმარებით.
ვიმედოვნებ, თქვენც ბევრ ქართულ სიტყვას შემოგვთავაზებთ ამ თემაში

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:14
by Toma
GAMARJOBA SAKARTVELO
პატივცემულო მარტო ეს არ ვიცოდი "ვსპიშკა - მაშუქი " და რა მეკუთვნის? :D

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:14
by Toma
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა მას ხუთიანი დამიწეღეთ რააააააააააააააა :D

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
Toma wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა მას ხუთიანი დამიწეღეთ რააააააააააააააა :D
5იანი დაწერილი გაქვს.
სიმართლე გითხრა, შენგან ენის გაფუჭება არც მახსოვს

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:18
by Varvara
GAMARJOBA SAKARTVELO

ეხლა შენ გაიტყიპები :) . დასუფთავების აქციაში მინდოდა დამწერა და ეგრე აგიხდეს კარგად ყველაფერი - აგერ არ გაგიხსნიათ ეს თემა.......

შეცდომაა - მადლობთ რომ არ ანაგვიანებთ ბუნებას

სწორია - გმადლობ (მხ. რიცხვი) ან გმადლობთ (მრავლობითი) რომ არ ანაგვიანებ (ან ანაგვიანებთ) ბუნებას.

პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით? :cry: ჩემდა სამარცხვინოდ, მეც შარშან ვისწავლე სწორი ფორმა სიტყვა ,,გმადლობ''-ის...........

ლამა მასწავლებელმა როგორ ვერ შენიშნა ეს მიკვირს. :wink:

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:21
by Toma
Varvara
მთავარია რომ ისწავლე, სწავლა სიბერემდეო უთქვამთ და ძია ლენინმა კი "სწავლა, სწავლა და სწავლაო" ესე დაგვიბარა :D

აი წერეთლის დანაბარებს კი ვერ ვიხსენებ :roll: :roll: :roll:

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ეხლა შენ გაიტყიპები :) . დასუფთავების აქციაში მინდოდა დამწერა და ეგრე აგიხდეს კარგად ყველაფერი - აგერ არ გაგიხსნიათ ეს თემა.......

შეცდომაა - მადლობთ რომ არ ანაგვიანებთ ბუნებას

სწორია - გმადლობ (მხ. რიცხვი) ან გმადლობთ (მრავლობითი) რომ არ ანაგვიანებ (ან ანაგვიანებთ) ბუნებას.

პასტით ვერ ჩაუწერეთ წინ პოსტერებს რომ აკრავდით? :cry: ჩემდა სამარცხვინოდ, მეც შარშან ვისწავლე სწორი ფორმა სიტყვა ,,გმადლობ''-ის...........

ლამა მასწავლებელმა როგორ ვერ შენიშნა ეს მიკვირს. :wink:
ჰაჰა,
ეგ მეც ვიცი, მგონი შატილიონკას ან ნაის ვუთხარი, "გ" უნდა წინ და "თ" ზედმეტია-მეთქი. ვიღაცას კი ვუთხარი. მექანიკურ შეცდომას მივაწერე
ოღონდ, მაგ აბრამ იმუშავოს და 2თოგრაფიულ და სხვა მაგდაგვარ შეცდომებზე თვალს დავხუჭავ.
ისე, ლამინირებული აბრები გვქონდა და ვერაფერს ვეღარ ჩავწერდით

ასეთივე შეცდომაა:
გამარჯობათ,
ბოდიშით

უნდა იყოს:
გამარჯობა,
ბოდიში

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:32
by vazano
როგორც მივხვდი საუბრის დახვეწაც მოგვიწევს, ერთროულად ამოდენი სასიკეთო საქმიანობის წამოწყება, ფრიად კარგი რამ არს, მაგრამ ვგონებ, მართლწერაც საინეტერო არს.

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:36
by Toma
დავამატებ

მარშუტკა _ მიკრო ავტობუსი

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:37
by Varvara
ლუდი

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:49
by lama
პახოდი

ლაშქრობა

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 13:51
by vazano
ვაზანო

ჭეშმარიტება :)

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 14:04
by გვალდა
თქვენ გაიხარეთ ბულბულნო.

როჟა - სახე, ტიპაჟი
წიპშა - ტიპი, მდედობითი სქ.
ზაჟიგალკა - სანთელება
პაკრიშკა - საბურავი
ზმეიკა - ელვა შესაკრავი :lol:
ვედრო - სათლი
ლახანკა - ვარცლი
კრუშკა - ჭიქა

პერაშკი - ღვეზელი
სასისკი - სოსისი, მოწოწნიკი
კალბასი - ძეხვი
კაპჩონი - შებოლილი
ტუშონკა - მოთუშული (???)
ბანკა - ქილა

მინახია - მინახავს
დამიხატია - დამიხატავს
წამიკითხია - წამიკითხავს


Toma
აი წერეთლის დანაბარებს კი ვერ ვიხსენებ

ბოსტანი დაგვიბარა წერეთელმა. ბოსტანი :lol:

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 15:29
by vazano
...

დავიცვათ ქართული ენა

Posted: 01 აპრ 2008, 15:29
by vazano
...