დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
smile traveller
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 17 თებ 2009, 23:04
Location: aqac me var iqc me var.. la la laa
დავიცვათ ქართული ენა

Post by smile traveller » 16 თებ 2010, 18:35

ეხლა რა ხდება =D

მოსკოვში ჩასულმა ქართველებმა, ტაქსში შემდეგი წინადადება წარმოსთქვეს:

"ეს ტაქსის შოფერი რა პრაწივნი როჟააო.".. :oops: :oops:

დარჩნენ ქათველები გაღიმებულები 25 გრადუს ყინვაში


:roll: :roll: :roll:
Last edited by smile traveller on 16 თებ 2010, 18:58, edited 1 time in total.
დედაჩემი , მამაჩემი & ლოლაჩემი =*

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 16 თებ 2010, 18:48

smile traveller wrote:ეხლა რა ხდება =D

მოსკოვში ჩასულმა ქართველებმა, ტაქსიში შემდეგი წინადადება წარმოსთქვეს:

"ეს ტაქსის შოფერი რა პრაწივნი როჟააო.".. :oops: :oops:

დარჩნენ ქათველები გაღიმებულები 25 გრადუს ყინვაში


:roll: :roll: :roll:
აეეე :lol:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 17 თებ 2010, 09:42

ვისაც კონტენტების და არტიკლების წერა გიყვართ ისიამოვნეთ :)

http://jobs.ge/geo/22264/

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 თებ 2010, 09:08

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ასევე, შეცდომაა: "ცნობადი"
სწორია: "ცნობილი", "ნაცნობი"
სამივე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ასე, რომ, მოცემული შენიშვნა სრულიად არამართებულია...
:)
რადგან ამბობ, რომ შენიშვნა არამართებულია, ბარემ მართებული თან დაგერთო.
აუამისოდ ჰაერში გამოკიდებულია შენი შენიშვნა.
შესაძლოა, არასწორად ვიცი, რომ სიტყვა "ცნობადი" შეცდომაა.
გავიზიარებ მართებულ შესწორებებს
smile traveller wrote:ეხლა რა ხდება =D


ხლა რა ხდება და როდესაც ეგ ანეკდოტი 1ლად მოვისმინე, სიცილით მოვკვდი.
ამბობენ, მართალი ამბავია...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 18 თებ 2010, 10:59

Naia wrote:ვისაც კონტენტების და არტიკლების წერა გიყვართ ისიამოვნეთ :)

http://jobs.ge/geo/22264/
ამონარიდები:
''"SEO.GE"-ს სჭირდება კონტენტის/სტატიების დაწერა ინგლისურ ენაზე, სხვადასხვა თემებზე."

"Review ტიპის არტიკლები სხვადასხვა პროდუქტზე"

''სტატიები შემოწმდება უნიკალურობაზე (არსებობს ამისთვის "ინსტრუმენტები"), რათა თავიდან ავიცილოთ "copy & paste". არტიკლი უქმდება თუნდაც ერთი კოპირებული წინადადების აღმოჩენისთანავე.''

"CV-ს თან დაურთეთ სატესტო სტატია"
და ასე შემდეგ...
ეს რა უბედურებაა!
გრამატიკულ შეცდომებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა ენაზე წერენ, თვითონ თუ იციან, ნეტავ? :roll:

ქუულია!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 18 თებ 2010, 11:34

tamuna_gudarexi
მაგას ქვია 'როცა ჩემი მამა პეტერბურგში წაგიღო ქართული სულ დაგავიწყდა' :D

სასაცილოა, მაგრამ სამწუხაროდ 'ოკეანედალეულთა' (და არა მარტო მათ) წრეში ქართულად საუბარი მართლა ბევრს უჭირს :(

ახლახანს, ჩემს ერთ კოლეგას დავურეკე, რაღაც მაინტერესებდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ქართულად ისე გაუჭირდა აზრის ჩამოყალიბება და წინადადებების დალაგება, რომ ვერაფერი გამაგებინა.არადა დედით და მამით ქართველია, თან საქართველოში დაბადებული. ბოლოს ინგლისურზე გადავიდა და იმანაც დაისვენა და მეც გავიგე რაც უნდოდა ეთქვა.

და ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში...

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 18 თებ 2010, 11:47

Naia
ეჰ, მაგას კიდევ რაღაცნაირად გაიგებს კაცი, როდესაც პროფესიულ თემაზე უჭირთ ქართულად საუბარი, თუკი განათლება უცხო ენაზე აქვთ მიღებული (მეც მიჭირს ზოგჯერ სამართალში ზუსტი შესატყვისის მოძებნა). მაგრამ, როდესაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო თემებზე გალსტუკებით, პადრუგებით, სუმკებით, ჟივაჩკებით, რუჩკებით, ზაკუსკებით მესაუბრებიან, თავის შეკავება ძალიან მიჭირს, ერთი კარგად არ მივალანძღო! რადგან დარწმუნებული ვარ, კარგად იციან ყველა შესატყვისი, მაგრამ უფრო ძერსკად მიაჩნიათ ასე საუბარი... და შვილებსაც ასე ზრდიან!

:roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
smile traveller
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 17 თებ 2009, 23:04
Location: aqac me var iqc me var.. la la laa
დავიცვათ ქართული ენა

Post by smile traveller » 19 თებ 2010, 01:52

არ მიყვარს სიტყვა "ჯმოტი" :twisted:
დედაჩემი , მამაჩემი & ლოლაჩემი =*

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 03 მარ 2010, 22:00

Naia wrote:tamuna_gudarexi
მაგას ქვია 'როცა ჩემი მამა პეტერბურგში წაგიღო ქართული სულ დაგავიწყდა' :D

სასაცილოა, მაგრამ სამწუხაროდ 'ოკეანედალეულთა' (და არა მარტო მათ) წრეში ქართულად საუბარი მართლა ბევრს უჭირს :(

ახლახანს, ჩემს ერთ კოლეგას დავურეკე, რაღაც მაინტერესებდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ქართულად ისე გაუჭირდა აზრის ჩამოყალიბება და წინადადებების დალაგება, რომ ვერაფერი გამაგებინა.არადა დედით და მამით ქართველია, თან საქართველოში დაბადებული. ბოლოს ინგლისურზე გადავიდა და იმანაც დაისვენა და მეც გავიგე რაც უნდოდა ეთქვა.

და ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში...
ნაია, ენობრივი კოდები აერია ალბათ (ასე ქვია):(((

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 მარ 2010, 05:06

რა კგია, :პახოდში: დადიხარ, :სპალნიკი: და :პალატკა: თან მიგაქვს, საღამოს :პაიოკს: ამოიღებ,
:სტოგრამს: მომართავ და საქართველოს სადღეგრძელოს იტყვი.
აბა, ეგეთი ადამიანის სადღეგრძელოს როგორ ვენდო, რომ პახოდის ნაცვლად ლშქრობას ვერ ამბობს,
სპალნიკის ნაცვლად - საძილეს, პალატკის ნაცვლად - კარავს, პაიოკის ნაცვლად - საგზალს ( თუნდ საჭმლეს, საკვებს),
სტოგრამის ნაცვლად - ას გრამს და ა.შ.
ქართველობა მშობლიური ქართული ენით იწყება და არა ნაყალბევი სადღეგრძელოებით ან ვიშ-ვიშით...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 28 მარ 2010, 17:38

ესეთი იდეა მაქ: ახალი სიტყვა დავამკვიდროთ ჩ ა ნ ა დ ი რ ი ზ მ ი! ბარბარიზმებთან ბრძოლის არსანიშნავად. კარგად ჟღერს. ღვინჯილიიზმს ნაღდად ჯობს!

პ.ს. გოგაც დაოკდება ცოტა და არაფორმალურ გარემოში ადამიანურად საუბრის საშუალებას მოგვცემს
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 29 მარ 2010, 14:55

ახლა მოვისმინე, რომ სიტყვა "ალბათ" არაბული წარმოშობის ყოფილა და მომდინარეობს სიტყვიდან "ჰალბეთ", "ალბათათა", რაც ქართულად ნიშნავს "უსათუოდ", "რასაკვირველია"...

:roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 06 აპრ 2010, 23:57

tamuna_gudarexi wrote:ახლა მოვისმინე, რომ სიტყვა "ალბათ" არაბული წარმოშობის ყოფილა და მომდინარეობს სიტყვიდან "ჰალბეთ", "ალბათათა", რაც ქართულად ნიშნავს "უსათუოდ", "რასაკვირველია"...

:roll:
ხო,მაგრამ უხსოვარი დროიდან შემოსულ სიტყვებს თუ მივყვებით ძალიან ბევრი ნასესხობა აღმოჩნდება,მაგალითად ,,ოჯახიც"კი არაბულიდან მომდინარეობს.....სუფთა ქართული ,,კომლია'', რომელიც ,,კვამლის''ფონეტიკური ვარიაციაა :lol: :lol: (რამდენგანაც კვამლი ამოდიოდა იმდენი ოჯახი იყო)...საბედნიეროდ ჩვენს ენას შეუძლია,ქართულ ჩარჩოში მოაქციოს ნასესხები სიტყვები,ისე რომ კალკიიყოს და არც ბარბარიზმი ).

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 07 აპრ 2010, 00:05

imerkhevli
ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის დავწერე, თორემ შეცდომად სულაც არ მივიჩნევ ოჯახს, სარკმელს და მისდაგვარებს, უხსოვარი დროიდან რომ შეითვისა ჩვენმა ენამ... ;)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 11 აპრ 2010, 21:20

გენიოსებო, სხვებზე რომ მორალისტურად მსჯელობთ ხოლმე და საკუთარი თავი ქართულის უბადლო მცოდნეებად მოგაქვთ, ეგება, ამ ქაქანში კარავის ქართული გავასწოროთ...

შესწორებების შეტანა არ ვიცი, ვის ძალუძს, ბუმბერაზ ადმინს თუ დიად მოდერატორებს, დაე, უფლებამოსილმა პირებმა განახორციელონ, ამ გაუგებარ ქაქანებში კარავის ქართული გავასწოროთ და მერე ეგება აქ წერის მაგიერ გასწორდეს კიდეც...

მაგალითად...

ქვემოთ, რჩევებში, თემაა "მარშუტები" და უნდა იყოს "მარშრუტები", ზოგად საუბრებში ერთი თემაა, მშვენიერი "ანეგდოტები" ჰქვია და უნდა იყოს "ანეკდოტები"...

და რა ვიცი, მივყვეთ და ვასწოროთ...

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]