დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 30 აპრ 2010, 22:10

პატივცემულო QEBURIUS,
საიდან გვაქვს ზუსტი ინფორმაცია და ინტერნეტიდან, რადგან ეს ჩვენი საქმეა და თვალყურს ვადევნებთ, რა ხდება რა სიახლეებია.
აგრეთვე პერიოდიკიდან,საკმაოდ სერიოზული ლიტერატურიდან.
თქვენთვის კი აი ეს საკმაოდ ინფორმაციულია ,
http://www.youtube.com/watch?v=IeZFYu3dzgM
ვინმეს სთხოვეთ გადაგითარგმნოთ, თუ მომენტებში გაუგებარი იქნება.
2012 წელი შემეშალა, აკვიატებული თარიღია.
2020 წელზეა საუბარი, ამაზე ინტერნეტში მრავალი წყარო დევს.
ცნობისთვის: დელი და ეიჩ პი ინტელის კონკურენტები არასოდეს ყოფილან არამედ პარტნიორები არიან.ესე რომ თქვენი ცინიკური ხუმრობა უაზრობაა.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 30 აპრ 2010, 22:38

ოოო, ეს ძალიან სერიოზული, დასაბუთებული და ყოველმხრივ (მეცნიერულადაც და თეოლოგიურადაც) დადასტურებული ფაქტი ყოფილა, რახანს იუთიუბზე დევს. მე მომიტევეთ ბატონო ლეონტი ჩემი თავხედობა და სიმდაბლე ადამიანთა ტექნოლოგიური პროგრესის დამღუპველობას თქვენსავით რომ ვერ ვჭვრეტ.
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 30 აპრ 2010, 23:04

პატივცემულო QEBURIUS
მინდა მოგახსენოთ რომ იუთუბი ვიდეოების ჰოსტინგია, სადაც იაფფასიანი შოუებიც დევს და სერიოზული წყაროებიც, მაგრამ თუ არ ენდობით აგერ ნახეთ:
http://www.popsci.com/technology/articl ... heads-2020

http://www.computerworld.com/s/article/ ... rs_by_2020

და სხვა ავტორიტეტულ გამოცემებშიც დასტურდება.
და საერთოდ თქვენთვის თუ სიახლეა და გაუგებრობა, არაა საჭირო რომ აუცილებლად გჯეროდეთ.მაგრამ გვახსოვდეს Слабые и неудачники должны погибнуть

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 30 აპრ 2010, 23:43

ლეონტი wrote:და საერთოდ თქვენთვის თუ სიახლეა და გაუგებრობა, არაა საჭირო რომ აუცილებლად გჯეროდეთ.მაგრამ გვახსოვდეს Слабые и неудачники должны погибнуть
საბოლოოდ დავიბენი..... ბატონო ლეონტი ვერაფრით ვერ ვხვდები ეს სიტყვები ჩემთან რა კავშირია? სხვათაშორის ეს სიტყვები, რუსულად, ციტატააა ნიცშეს "ანტიქრისტედან." რას არ წარმოვიდგენდი, მაგრამ თქვენგან მის ციტატას ვერასოდეს....

კიდევ ერთხელ მომიტევეთ, მაგრამ ადამიანის პროგრესულობს (გნებავთ როგორც თქვენ ამბობთ ტექნოლოგიური დახვეწილობის) მე უფრო მეტად მჯერა, ვირდე მსოფლიოს ყველა რელიგიების ნაქადაგარი ერთად აღებული. მომკალი და პროგრესში მე ცოდვას ვერ ვხედავ
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 19 ივნ 2010, 13:47

სკოლებში ქართული ენის საგაკვეთილო საათების რაოდენობის შემცირება გრძელდება.

პატრონი და გამკითხავი არავინ არის

ვაი ჩვენს უნიათობას და ფუი ჩვენს მონურ ფსიქიკას

სარწმუნოების საკითხში არცთუ კომპეტენტური ვარ, მაგრამ ცალსახად ნათელია: ეტაპობრივად გვართმევენ ენას და მამულს

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by VANO » 19 ივნ 2010, 13:54

Tamusia

ეს ისევ და ისევ ჩვენი ბრალია...
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დავიცვათ ქართული ენა

Post by Wanderer » 19 ივნ 2010, 14:08

უკაცრავად, ეს თემა ქართული ენის დაცვას ეხება თუ მე დამემართა სიბლუე? :)


თან ეს თემა ეხება არა იმას თუ ვინ რას აკეთებს ქართული ენისთვის ან მის საწინააღმდეგოდ, არამედ იმას თუ რა კონკრეტული ხარვეზები გვაქვს მე და შენ ლაპარაკის დროს, რა არის სწორი და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ;)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 19 ივნ 2010, 14:14

Wanderer

მართალი ხარ, უფრო მნიშვნელოვანია, რა ვიწრო ჭრილში აქვს მიმართულება აღებული ამ თემას, ვიდრე ის, რაც მე დავწერე

მართლა ვაი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 19 ივნ 2010, 14:18

Tamusia
მე მესმის შენი, ყველაზე მეტად და ნათლად შენ ხედავ იმას რასამ მე გაგონილით თუ აღვიქვავ :(

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დავიცვათ ქართული ენა

Post by Wanderer » 19 ივნ 2010, 14:40

Tamusia
ჩემი შენიშვნა უფრო წინებს ეხებოდათ. :) მაგრამ ის "ვიწრო ჭრილი" რასაც შენ გულისხმობ სინამდვილეში საკმაოდ ფართოა და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ვაი-ვიში სახელმწიფოს პოლიტიკაზე. მით უმეტეს, რომ სკოლებში ქართული ენის საათების რაოდენობის შემცირება სულაც არ ნიშნავს ავტომატურად არც ვინმეს მონურ ფსიქიკას და არც ენა/მამული/სარწმუნოების წართმევას. ;)

მეტს ამაზე აღარ დავწერ იმიტომ, რომ ეს სცილდება მიმდინარე თემის ფარგლებს...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 19 ივნ 2010, 15:03

Wanderer


არც მე მინდა აქ კამათი და განვრცობა, ამიტომ მეც ერთსღა დავწერ და მეტს არა

როცა სახელმწიფო არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ხალხი დუმს, ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ვერ ბედავს ხმის ამოღებას, ან თვლის, რომ იგი დაბალი ღობეა და აზრი არ აქვს პროტესტს, მონის მდგომარეობა თუ არა, რა არის ეს? და მე ამ ყველაფეფერს საკუთარი თვალებით ვუყურებ ხოლმე

სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს საათების შემცირება? კი, არსებობს კიდევ ერთი მოტივი: ფინანსური. ხოდა სახელმწიფო თუ ამ მიმართულებთ ზოგავს, კიდევ ერთხელ მაგრები ვართ!

არ გგონია, რომ თუ ბავშვს სწორად მეტყველებას თავის დროზე ვასწავლით და ეროვნულ თვითშეგნებასაც საჭირო მდგომარეობამდე გავუღვივებთ, (რასაც, სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში სწორედ ქართულის მასწავლებლები აკეთებენ) ასეთი მრავალმნიშვნელოვანი თემების არსებობა, რომელიც ზოგიერთ აღიზიანებს კიდეც, აღარც დაგვჭირდება

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by anano » 19 ივნ 2010, 16:35

Tamusia

ძალიან დამაფიქრა ეხლა შენმა ინფორმაციამ:( რა გვეშველება??? :(

მერე ამოვიღოთ ხმა, რა უბედურებაა, მართლა მონები ხომ არ ვართ!

როგორც ვხედავ მართლაც გვსიამოვნებს მონების როლში ყოფნა...ან კიდევ ფეხზე ჰკიდია ქართველ ერს, მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც.....თუმც რა მნიშვნელობა აქვს, ორივე დამღუპველია:(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 19 ივნ 2010, 16:52

Tamusia wrote:სკოლებში ქართული ენის საგაკვეთილო საათების რაოდენობის შემცირება გრძელდება.

დაგვიზუსტო იქნებ, თამუსია და დეტალური ინფორმაცია დადო ამის შესახებ...

მადლობა.

:)
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 19 ივნ 2010, 16:53

anano wrote:Tamusia

ძალიან დამაფიქრა ეხლა შენმა ინფორმაციამ:( რა გვეშველება??? :(

მერე ამოვიღოთ ხმა, რა უბედურებაა, მართლა მონები ხომ არ ვართ!

როგორც ვხედავ მართლაც გვსიამოვნებს მონების როლში ყოფნა...ან კიდევ ფეხზე ჰკიდია ქართველ ერს, მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც.....თუმც რა მნიშვნელობა აქვს, ორივე დამღუპველია:(

ხმა მასწავლებლებმა უნდა ამოიღონ პირველ რიგში და მერე მშობლებმა..
გაიფიცონ
:!:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 19 ივნ 2010, 18:07

ARCHILI

მესამე კლასიდან მეხუთე კლასის ჩათვლით კვირაში ქართულის საათების რაოდენობა არის ხუთი, ანუ დღეში ერთი გაკვეთილი. მეექვსე კლასიდან ექვსი გაკვეთილია, რაც არ არის საკმარისი
რადგან უნდა

1 შეამოწმო ვინ როგორ შეასრულა დავალება
2 ახსნა გაკვეთილი
3 ასწავლო წერა-კითხვა
4 ასწავლო მსჯელობა
5 ისაუბრო ადამიანურ ფასეულობებზე
6 მოაგვარო ურთიერთობები მოსწავლეებს შორის
7 ასწავლო გრამატიკა

ყველაფერს რომ თავი დაანებო, მარტო ლიტერატურისა და ენის სწავლებისთვისაც არასაკმარისია დღეში ერთი გაკვეთილი

წელს მეხუთე კლასში 7 საათი გვქონა, რაც სრულიად გვეყო ყველაფრისთვის

მეოთხე კლასში კი 5 საათი გვქონდა და წერას ვერ ვატარებდი ნორმალურად. გმატიკის წიგნის ნახევარიც ვერ გავიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი შედარებით მთავარი საკითხები მესწავლებინა

კვირაში 6 საათიც რომ გვქონდეს, დიდი შეღავათი იქნება


teo-

როცა რამეს ვამბობ, მასწავლებლები ისე მიყურებენ, როგორც გაუთვიცნობიერებელ მიამიტს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. ბევრი მათგანისთვის დირექტორისა და განათლების სამისტროს სიტყვა კანონია და მორჩა. ეს რომ ასე არ იყოს, აქ ამაზე არც მომიწევდა ლაპარაკი


anano
ორივე შემთხვევა რეალობაა, იმ განსხვავებით, რომ მონობა კი არ გვსიამოვნებს, უბრალოდ არ ვიცით სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცეთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]