დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 13 თებ 2012, 15:45

ამასწინათ ალბომ "ეს საოცარი საქართველო"-ს გამოსვლასთან დაკავშირებით "დილის კურიერში" გოგა ჩანადირი იყო მიწვეული როგორც ფოტოების ავტორი (ალბათ ბევრმა კარველმა ნახა), და გოგამ ხაზმასმით, თუმცა თავაზიანად გაუსვა ხაზი ქართულ შესატყვის -"წარდგინებ"-ის არსებობას ნაცვლად წამყვანის გამოყენებული "პრეზენტაციისა". ახლა კი კურიერში მოვისმინე როგორ ხმარობდა იგივე წამყვანი სიტყვა "წარდგინება"-ს მათგანვე სავალალოდ დამკვიდრებული "პრეზენტაციი"-ს ადგილას.
მომკალით და მე ეს გოგას გავლენა მგონია.
გილოცავ გოგა! ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება ჩვენს მასმედიაში ქართული ენის დაცვისას!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 მარ 2012, 00:29

QAQUCA wrote:კარგია რომ ვცდილობთ მაინც :wink: გამოგვდის კი?
თუ შევეცდებით, გამოგვივა.
ხელეფს თუ დავიკრეფთ, არ გამოგვივა
optimisti wrote:ამასწინათ ალბომ "ეს საოცარი საქართველო"-ს გამოსვლასთან დაკავშირებით "დილის კურიერში" გოგა ჩანადირი იყო მიწვეული როგორც ფოტოების ავტორი (ალბათ ბევრმა კარველმა ნახა), და გოგამ ხაზმასმით, თუმცა თავაზიანად გაუსვა ხაზი ქართულ შესატყვის -"წარდგინებ"-ის არსებობას ნაცვლად წამყვანის გამოყენებული "პრეზენტაციისა". ახლა კი კურიერში მოვისმინე როგორ ხმარობდა იგივე წამყვანი სიტყვა "წარდგინება"-ს მათგანვე სავალალოდ დამკვიდრებული "პრეზენტაციი"-ს ადგილას.
მომკალით და მე ეს გოგას გავლენა მგონია.
გილოცავ გოგა! ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება ჩვენს მასმედიაში ქართული ენის დაცვისას!!!
უი, ახლა ვნახე ეს წერილი.
მართლაც, :პრეზენტაციას: ქართული წარდგენა და წარდგინება არ სჯობს?
მადლობა გამოხმაურებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აპრ 2012, 00:32

14 იგრიკა ქართული ენის დღეა.
1978 წელს ჩვენმა თანამემამულეებმა ენის დასაცავად თავი დასდეს და
ჩვენ მოვალენი ვართ, მათ ღვაწლს გავუფრთხილდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 13 აპრ 2012, 00:55

ძალიან მინდა გავიგო რატომ იყენებენ სიტყვას "უპრეცედენტო" და რატომ დაივიწყეს სიტყვა "უმაგალითო" :roll:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2012, 00:01

arcivi9 wrote:ძალიან მინდა გავიგო რატომ იყენებენ სიტყვას "უპრეცედენტო" და რატომ დაივიწყეს სიტყვა "უმაგალითო" :roll:
მხოლოდ ეს?
რამდენი ქართული სიტყვა გვაქვს, მის ნაცვლად რომ უცხოურს იყენებენ.
გეგონება, თავს იწონებენ არაქართული სიტყვების ცოდნით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2012, 00:02

აი, დადგა დედა ენის დღეს.
ენა დედაა ერისა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
დავიცვათ ქართული ენა

Post by QAQUCA » 17 აპრ 2012, 17:06

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:აი, დადგა დედა ენის დღეს.
ენა დედაა ერისა
ვითომ?
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 29 აპრ 2012, 23:22

ჩხუბი

ორთ მოყვასთ (მოყვარეთ A) შუა შფოთის გაშლა ZA.

ესე არს ორთა მოყვარეთა შუა შფოთის გაშლა B. ჩხუბი არს ორთა მოყვარეთა შუა შფოთი ჩამოაგდოს (ჩამოაგდონ Cb) ცდითა Cab.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 24 მაი 2012, 15:36

მართებულია აღვნიშნო /არა ავღნიშნო/
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 24 მაი 2012, 15:38

ვ-ხატავ მე მას



ვ-ხატავ-თ ჩვენ მას


ხატავ შენ მას


ხატავ-თ თქვენ მას
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მაი 2012, 01:24

ხშირია შეცდომა იოლი გახდება (ვთქვათ, შინ მისვლა).
უნდა იყოს - გაიოლდება (შინ მისვლა)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 27 მაი 2012, 18:22

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ხშირია შეცდომა იოლი გახდება (ვთქვათ, შინ მისვლა).
უნდა იყოს - გაიოლდება (შინ მისვლა)
აქ მე ვერანაირ შეცდომას ვერ ვხედავ, სამაგიეროდ დიდი შეცდომა და ცდომილებაა სიტყვა იოლის ხმარება ქართულ ენაში.
რო მიაჩიჩინდით ამ რუსულ სიტყვებს, რატომ არაბულებს და თურქულებს ესე ისიყვარულ–ტკბილებთ თუ მართლა ქართულისთვის გული შეგტკივათ?
აიღეთ ბატონო სულხან საბას ლექსიკონი, ძველი ქართული ენის ლექსიკონი და ჩაიხედეთ ხოლმე,აჯობებს. სულხან საბა კი სულ ეხლახან 3 საუკუნის წინ ცხოვრობდა. რუსები 200 წელია დომინირებენ.
იოლი თურქულია , და სულაც არ უხდება ქართულს როგორც გინდა მოაქციე, თუ ქართული ენის პეწი გესმის.
ესე რომ ბოლო 200 წლის ნაგავს თუ ვქექავთ ცოტა იქითაც გავიხედოთ და საქმეც გაადვილდება და დედა ენაც გაიწმინდება.
ok? აცკანუმეს?
აქვე ავღნიშნავ რომ ქართული სიტყვაა არა იოლი, არამედ ადვილი.
მაგალითად:
"უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა"
ლუკა 18:25 (ციტატა მეათე საუკუნის თარგმანიდან)
Last edited by ლეონტი on 28 მაი 2012, 09:35, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 27 მაი 2012, 19:01

ლეონტი wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ხშირია შეცდომა იოლი გახდება (ვთქვათ, შინ მისვლა).
უნდა იყოს - გაიოლდება (შინ მისვლა)
აქ მე ვერანაირ შეცდომას ვერ ვხედავ, სამაგიეროდ დიდი შეცდომა და ცდომილებაა სიტყვა იოლის ხმარება ქართულ ენაში.
რო მიაჩიჩინდით ამ რუსულ სიტყვებს, რატომ არაბულებს და თურქულებს ესე ისიყვარულ–ტკბილებთ თუ მართლა ქართულისთვის გული შეგტკივათ?
აიღეთ ბატონო სულხან საბას ლექსიკონი, ძველი ქართული ენის ლექსიკონი და ჩაიხედეთ ხოლმე,აჯობებს. სულხან საბა კი სულ ეხლახან 3 საუკუნის წინ ცხოვრობდა. რუსები 200 წელია დომინირებენ.
იოლი თურქულია , და სულაც არ უხდება ქართულს როგორც გინდა მოაქციე, თუ ქართული ენის პეწი გესმის.
ესე რომ ბოლო 200 წლის ნაგავს ნუ ვქექავთ ცოტა იქითაც გავიხედოთ და საქმეც გაადვილდება და დედა ენაც გაიწმინდება.
ok? აცკანუმეს?
აქვე ავღნიშნავ რომ ქართული სიტყვაა არა იოლი, არამედ ადვილი.
მაგალითად:
"უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა"
ლუკა 18:25 (ციტატა მეათე საუკუნის თარგმანიდან)
იმენნა აზრზე არა ხარ ქართული ბაზარის. ადესთეინ?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 27 მაი 2012, 19:10

ვა, ეს ინჩ ცავატანემ, ს პრიეხალომ ბრატ!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by Ketevan Guliashvili » 27 მაი 2012, 20:53

From fairest creatures we desire increase,
That thereby beauty's rose might never die

მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად.

ლამაზი თარგმანია....
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]