დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 11 აპრ 2010, 21:40

ARCHILI wrote:გენიოსებო, სხვებზე რომ მორალისტურად მსჯელობთ ხოლმე და საკუთარი თავი ქართულის უბადლო მცოდნეებად მოგაქვთ, ეგება, ამ ქაქანში კარავის ქართული გავასწოროთ...

შესწორებების შეტანა არ ვიცი, ვის ძალუძს, ბუმბერაზ ადმინს თუ დიად მოდერატორებს, დაე, უფლებამოსილმა პირებმა განახორციელონ, ამ გაუგებარ ქაქანებში კარავის ქართული გავასწოროთ და მერე ეგება აქ წერის მაგიერ გასწორდეს კიდეც...

მაგალითად...

ქვემოთ, რჩევებში, თემაა "მარშუტები" და უნდა იყოს "მარშრუტები", ზოგად საუბრებში ერთი თემაა, მშვენიერი "ანეგდოტები" ჰქვია და უნდა იყოს "ანეკდოტები"...

და რა ვიცი, მივყვეთ და ვასწოროთ...

:)
გენიოსზე გენიოსი ნუ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას ღმერთმა :D :lol: მივყვეთ და ვასწოროთ....ხო,სხვათაშორის უკვე აღვნიშნე,რომ სწორია ,,ჩვენ შესახებ' და არა ჩვენს შესახებ(ერთ-ერთი თემა გახლავთ)მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გაუსწორებიათ და რა ვქნათ მიტინგს ხომ არ მოვაწყობთ :lol: :lol: :lol:
Last edited by imerkhevli on 11 აპრ 2010, 22:02, edited 1 time in total.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Druides » 11 აპრ 2010, 21:40

ისე მე საერთოდ არ მაქვს კონტაქტი ქართველებთან აქ და ვგრძნობ რომ მაგრად მიჭირს უკვე ქართულად აზრის ჩამოყალიბება :( :(
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 11 აპრ 2010, 21:42

imerkhevli wrote:
ARCHILI wrote:გენიოსებო, სხვებზე რომ მორალისტურად მსჯელობთ ხოლმე და საკუთარი თავი ქართულის უბადლო მცოდნეებად მოგაქვთ, ეგება, ამ ქაქანში კარავის ქართული გავასწოროთ...

შესწორებების შეტანა არ ვიცი, ვის ძალუძს, ბუმბერაზ ადმინს თუ დიად მოდერატორებს, დაე, უფლებამოსილმა პირებმა განახორციელონ, ამ გაუგებარ ქაქანებში კარავის ქართული გავასწოროთ და მერე ეგება აქ წერის მაგიერ გასწორდეს კიდეც...

მაგალითად...

ქვემოთ, რჩევებში, თემაა "მარშუტები" და უნდა იყოს "მარშრუტები", ზოგად საუბრებში ერთი თემაა, მშვენიერი "ანეგდოტები" ჰქვია და უნდა იყოს "ანეკდოტები"...

და რა ვიცი, მივყვეთ და ვასწოროთ...

:)
გენიოსზე გენიოსი ნუ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას ღმერთმა :D :lol: მივყვეთ და ვასწოროთ....ხო,სხვათა შორის უკვე აღვნიშნე,რომ სწორია ,,ჩვენ შესახებ' და არა ჩვენს შესახებ(ერთ-ერთი თემა გახლავთ)მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გაუსწორებიათ და რა ვქნათ მიტინგს ხომ არ მოვაწყობთ :lol: :lol: :lol:
მოვაწყოთ...

:!:

:lol:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დავიცვათ ქართული ენა

Post by MIRANDA » 13 აპრ 2010, 08:53

მაპატიეთ, შეიძლება ძალიან თემიდან გადახვევაა, მაგრამ ცალკე თემის გახსნა არ მინდოდა... ძალიან გთხოვთ, სერიოზულად მიუდგეთ ჩემს თხოვნას:

ხვალ კოლორადოს უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია უნდა ჩავატარო კიდევ ერთ ქართველ გოგონასთან ერთად. დღესაც ვიყავით, მაგრამ დღეს უბრალოდ ფილმის ჩვენებას დავესწარით. პროფესორმა შტეფმა დასაწყისშივე გვთხოვა დაფაზე ჩვენი სახელები ქართული და ლათინური ანბანით დაგვეწერა. იქ ერთი სტუდენტი იყო სომხეთიდან და მაშინვე გამოუცხადა აუდიტორიას - სხვათაშორის ქართული ანბანიც მესროპ მაშტოცმა დაწერა, ისევე როგორც სომხური ანბანიო.. (მერე საუბარში კიდევ რაღაც სიტყვა ჩამოაგდო თვითონ, სამხრეთ ოსეთიო და მერე თან მიაყოლა, თუმცა ეგ საქართველოს ნაწილი არ არისო... მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს იყოო)...

ჰოდა, ხვალ უფრო დაწვრილებით იქნება საქართველოს შესახებ საუბარი და დარწმუნებული ვარ ის სტუდენტი ისევ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს გააკეთებს... თქვენი დახმარება მჭირდება, როგორც ჩემზე გაცილებით კომპეტენტურების. გთხოვთ, მითხარით ქართული ანბანის შესახებ სიმართლე.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Nephros » 13 აპრ 2010, 09:00

Miranda
დამცინავად გაუღიმეთ და წყაროების შესახებ ჰკითხეთ
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 09:03

ხოდა შენც უთხარი, დავით აღმაშენებელს უმადლოდეთ საქართველოში მასობრივად ჩამოსახლების უფლება,რომ მოგცათ თქო თორე მათხოვრობაში აღმოგხდებოდათ სულითქო, სტალინის მადლიერნი იყვნენ სოფელი ერევანი (მეტი ნამდვილად არ იყო) ქალაქად რომ გიქციათო :lol: :lol: :lol:

ყველაფერს, როგორ უნდა იბრალებდნენ,


ეხლა გავდივარ და რომ მოვალ კიდე კარგ რაგაცეებს გეტყვი მაგ გიჟვრაცუებზე :wink:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ნიმფა » 13 აპრ 2010, 09:03

კიდევ ისიც უთხარი, რომ საქართველოშI 3 ანბანია :))

ყველა მესრიპ მაშტიცის შრქმნილიათქო? :lol: :lol: :lol:

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Nephros » 13 აპრ 2010, 09:07

ზემოთ რა თქმა უნდა ხუმრობით. სამწუხაროა, რომ ქართველებს ისტორიკოსების გარდა ლაკონური პასუხები მსგავს სისულელეებზე არ გგვაჩნია. აი, მე კი უცხოეთში რამდენი სომეხიც შემხვედრია, ის არა მარტო არგუმენტებით (სხვა საქმეა რა არგუმენტებით) მოუთხრობს უცხოებს თავისი ქვეყნის ისტორიის შესახებ, არამედ საქართველოს შესახებ ბევრი ტყუილი და მართალი იცის. რიგით ქართველებს კი მათ ამ არგუმენტებზე პასუხის გაცემა გვიჭირს. ეს იმიტომ, რომ მზად არ ვართ. ისინი კი ისე საუბრობენ, თითქოს ეს ესაა, რეფერატი გუშინ საღამოს მოამზადესო. იქნებ წაგეხმაროთ რაღაცეებში. ხვალ ე.ი. 14-ში? დროით განსხვავებაში არ ავცდეთ :)

PS. ერთ ლიბანელს ვიცნობდი, სემიტური ჰაბიტუსით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიბანელი სომეხი იყო. სამი თაობა ლიბანში ცხოვრობდა და "ტიპმა" საქართველოს ისტორია იცოდა.
თქვენ იცნობთ მეზობელი ქვეყნების ისტორიას? :?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Nephros » 13 აპრ 2010, 09:09

Hereti wrote: გიჟვრაცუებზე :wink:
გიჟვრაცუები ჩვენ ვართ. ისინი გვეძახიან. და მეც ვთვლი, რომ მართლა ასეთები ვართ.

როდესაც რამეს ვასაბუთებთ, ლანძღვა მართლა არაა საჭირო. კარგია, თუ მირანდა, მართლა დამაჯერებელ არგუმენტებს მოიყვანს ჩვენი დახმარებით, ან სულ ცოტა, მის არგუმენტებს გააბათილებს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დავიცვათ ქართული ენა

Post by MIRANDA » 13 აპრ 2010, 11:25

აუ, რამდენი ვწერე და არ განთავსდა.. დამეკარგა ნაწერი :(

მადლობა Nephros, Hereti, ნიმფა!

იმას ვწერდი, რომ არ მინდა იფიქროთ, რომ მისი კომენტარები პასუხგაუცემელი დავტოვე. უფრო მეტიც, როგორც ჩანს დამაჯერებელი ვიყავი და უხერხულადაც კი იგრძნო თავი...

მაგრამ მინდოდა ჩემი არგუმენტები გადამემოწმებინა და გამემყარებინა.. აქ ინფორმაციის მოძიების ერთადერთი საშუალება ინტერნეტი მაქვს... მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაგენი.. ბევრი ქართული ვებ-გვერდები რატომღაც სულ არ გახსნა..

რაც მოვიძიე ის იყო, რომ თურმე ქართველებს მიგვაჩნია, რომ ანბანი ნახევრად მითოლოგიურმა ფარნავაზ მეფემ დაგვიწერა (III საუკუნეში, ჩვ.წ.აღ-მდე), თუმცა პირველი რეალური წარწერა ჩვ. წ.აღ-ით 430 წლით არის დათარიღებულიო (მაშინ როცა მესროპ მაშტოცმა სომხური ანბანი 405 წელს შექმნაო). იმასაც წავაწყდი, რომ შეიძლება მაშტოცმა სრულად არ შექმნა ქართველებისთვის ანბანიო, მაგრამ ძალიან დიდი როლი შეასრულა მის შექმნაშიო...

ალბანური ანბანის შექმნასაც მესროპ მაშტოცს უკავშირებენ.

ვიკიპედიაზეც იმავე ინფორმაციას ნახავთ.. მართალია ეგ ელექტრონული ენციკლოპედია სანდო არ არის, მაგრამ მაინც საინტერესოა რა წყაროებზე დაყრდნობით დაიწერა ინფორმაცია.. გამოყენებულ ლიტერატურაში ბევრი რუსული წიგნიცაა მითითებული.

მოკლედ.. სწორედ ამიტომ მოგმართეთ დახმარებისთვის.. მაინტერესებს რა არის დადასტურებული; რის შესახებ არსებობს ეჭვი (რაც შეიძლება დადასტურებული არ არის) და ა.შ.

წინასწარ ყველას დიდი მადლობა :)) (იმედია ისევ არ წაიშლება)
Nephros wrote:ხვალ ე.ი. 14-ში? დროით განსხვავებაში არ ავცდეთ :)
კი, 14 აპრილს ვგულისხმობდი (დილის 11 სთ-ზე). 'ხვალ' იმიტომ დავწერე, რომ ზეგ რომ დამეწერა, ვიფიქრე, 15 აპრილს იფიქრებენ-თქო..

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 13 აპრ 2010, 12:18

MIRANDA
იფიქრებს კაცი, 14 აპრილისთვის დისკუსია განგებ შეირჩაო ;) ეს ხომ დედა ენის დღეა! ;)

თუ რამეს ვიპოვი, ამ პოსტს შევავსებ ხოლმე, მირანდა.
არ ვიცი, რამდენად გამოგადგება, ვფიქრობ, ნაწილ-ნაწილ მაინც შეიძლება ამოიკრიფოს ღირებული ინფორმაცია.

ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ურთიერგამომრიცხავია:


•ქართული გადმოცემის თანახმად მისი შექმნა მიეწერება საქართველოს მეფე ფარნავაზ I-ს ძვ.წ. III საუკუნეში.ქართული მწერლობის უძველესი ძეგლი "შუშანიკის წამება" უეჭველად ცხადყოფს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო მაღალგანვითარებული წერილობითი კულტურა, რაც მხარს უმაგრებს თქმულებას ქართული ანბანის ფარნავაზის მიერ შექმნის შესახებ. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ "ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული "ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება.
•ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ.წ. IV-V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492-493 წწ)). უკანასკნელი მონაცემები (აკადემიკოსლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობითნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები) ადასტურებს, რომ ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას განეკუთვნება.
წყარო: http://www.igvirtual.net/index.php?opti ... et&lang=ka



ეს საგულისხმო იქნება, ვგონებ:


"ახალი ეპოქა "
# 14 (66)
23-26 თებერვალი, 2001 წელი

ამ საქმეს მიხედვა სჭირდება


მაია ჯალიაშვილი



სამწუხაროა, როდესაც ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომში საქართველოს შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას წააწყდები. ეს რომ საბჭოთა ეპოქაში ყოფილიყო, არ გაგვიკვირდებოდა, მაშინ ხომ დაუფარავად და გეგმაზომიერად ხდებოდა ეროვნულ ფასეულობათა ხელყოფა, მაგრამ როცა ამგვარ რამეს 1997 წელს გამოცემულ წიგნში წააწყდები, ტკივილთან ერთად აღშფოთებასაც იგრძნობ. ეს არის ნიშანთა და სიმბოლოთა ენციკლოპედია, რომლის შემდგენელია ჯონ ფოლი, დაბეჭდილია მოსკოვში რუსულ ენაზე. თავისთავად მეტად საინტერესო წიგნია, მაგრამ იმ თავში, რომელსაც "ანბანთა მოზაიკა" ჰქვია, ქართული ანბანის შესახებ ასეთ ინფორმაციას წააწყდებით. (გთავაზობთ სიტყვასიტყვით თარგმანს): "ქართული ანბანი შექმნა მისიონერმა მესროპმა მეხუთე საუკუნეში. ეს ანბანი გამოიყენება საქართველოში. იგი ნაწილობრივ ეფუძნება სპარსულ ანბანს, ფალაურს. ქართულ ანბანში ოცდაცამეტი ასოა და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. დღეს რომ იყენებენ "საერო" ანბანს, უწოდებენ "კხედრულს". მეთერთმეტე საუკუნეში შეცვალა მან თავდაპირველად ხმარებული "საეკლესიო დამწერლობა", კხუტსური". წიგნიერ მკითხველს თვალში მოხვდება ამ პატარა ინფორმაციის უზუსტობანი.

საზოგადოდ, ქართული ანბანის შექმნისა და წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. დღეს კი გამოკვეთილია ორი თეორია - "სემური" და "ბერძნული". ჩვენი აზრით, ყველაზე არგმუმენტირებული ივანე ჯავახიშვილის კონცეფციაა. მეცნიერის აზრით, ქართული ანბანი შეიქმნა ჩვენს წ.აღ. მდე VII საუკუნეში ფინიკურ-სემური ანბანის საფუძველზე. ქართულ ისტორიულ წყაროებში ანბანის შემქმნელად დასახელებულია ფარნავაზ მეფეა, რომელიც ჩვ. წ. აღ. მდე III საუკუნეში ცხოვრობდა და ანბანთან ერთად ქართული სახელმწიფოც ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიას, იგი დიდი ხანია უარყოფილია. მესროპმა სომხებს შეუქმნა ანბანი. მისი მოღვაწეობა აღწერილი აქვს მისსავე თანამედროვე კორიუნს, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ ნახსენები ვერსია. ქართველმა მეცნიერებმა დიდი ხანია, უგულებელყვეს ეს გულუბრყვილო ვარაუდი ქართული ენის არმცოდნე სომხის მიერ ქართული ანბანის შექმნისა. ივანე ჯავახიშვილმა ცხადყო, რომ კორიუნის თხზულების თავდაპირველ ვარიანტში ეს ინფორმაცია არ ყოფილა და მხოლოლ გვიან ჩაამატეს ქართულ-სომხური ეკლესიების განხეთქილების შემდეგ (ეს ინფორმაცია სხვაგანაც იყო ჩამატებული, რომლის სიყალბე ზაზა ალექსიძემ გამოავლინა. ქართული ისტორიული წყარო კი გვამცნობს, რომ სომხები სარგებლობდნენ ჯერ ბერძნული და ქართული დამწერლობებით და მესროპმა ქრისტეს მოსვლის შემდეგ შეუქმნა მათ ანბანი: "და ქმნა ასონი მათნი, მსგავსნი ქართულის ხუცურის წერილისა".

ენციკლოპედიაში დამახინჯებულია ტერმინებიც. ხუცურის ნაცვლად "კხუტსური", ხოლო მხედრულის ნაცვლად "კხედრული" წერია.

იმ თავში კი, სადაც ქრისტიანულ ჯვრებზეა საუბარი და უამრავი თვალსაჩინო მაგალითია მოტანილი, სამწუხაროდ, არაფერია ნათვქამი ორიგინალურ ქართული ვაზის ჯვარზე. ამის ხსენება, უდავოდ, გაამდიდრებდა ინფორმაციას.

ჯონ ფოლიმ ასეთი ინფორმაცია, ალბათ, რუსულ ენაზე გამოცემული რომელიმე ენციკლოპედიიდან გადაიწერა, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება მართებდა.

სამწუხაროა, რომ ეს ყალბი ინფორმაცია წიგნიდან წიგნში გადავა და განმკითხავი არავინ იქნება. ამ საქმეს მიხედვა სჭირდება.

(c) გაზეთი " ახალი ეპოქა "
წყარო: http://www.opentext.org.ge/01/ae/14/14-30.htm

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 13:30

სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა,
სხვა უდევთ გულში მად დაფარული,
ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური...
ძმობა, ერთობა და სიყვარული.


ვისზეა ნათქვამი თუ იცით ეს სიტყვები, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი ,მაგრამ..

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 13:33

ქართველები ნაციონალისტები არიანო...
ნეტავი ვიყოთ მართლა
მაგრამ ჩვენ ინტერნაციონალები ვართ და ვიყავით მუდამ, ვიყავით იმაზე ადრე ვიდრე ეს სიტყვა საერთოდ დაიბადებოდა
ხოდა ეს ჩვენი ღირსება ამავე დროს ჩვენი დიდი ეროვნული უბედურებაა


წერდა კიტა ბუაჩიძე, ვფიქრობ ქართული მწერლობის ერტ-ერთ უდიდეს ნაშრომში, წიგნში სახელად "შავი წიგნი"

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 13:37

საზღვარგარეთ სომხები რუკას რუკაზე უშვებენ სადაც მცირე სომხეთი ჩვენდა საბედნიეროდ :evil: მხოლოდ გორამდე აღწევს, ცხადია ამ საზღვრებშივეა მოქცეული მათი "სატახტო ქალაქი" თბილისიც

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by Hereti » 13 აპრ 2010, 13:43

თემიდან გადავუხვევ და ოსების თემას შევეხები,

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]