დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by keto » 29 დეკ 2009, 11:09

გვალდა
Naia
უი, მთლიან ფილარმონიას ეწოდა ივენთ-ჰოლი? მე რამდენადაც ვიცოდი, მხოლოდ შესასვლელს, პირველს სართულს ერქვა ეგ.
Keep Smiling...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავიცვათ ქართული ენა

Post by guruli » 29 დეკ 2009, 11:42

keto
მე რამდენადაც ვიცოდი, მხოლოდ შესასვლელს, პირველს სართულს ერქვა ეგ.
მეც მგონია, რომ მასეა.
თუმცა რას გაიგებ ამ დროში და ამ ხელისუფლების ხელში. :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 29 დეკ 2009, 12:50

გვალდა
ფილარმონიაც არ არის ქართული სიტყვა
ასე
რომ
ივენთ ჰოლსაც აიტანს ჩვენი ენა ქართული :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 29 დეკ 2009, 13:26

lama wrote:გვალდა
ფილარმონიაც არ არის ქართული სიტყვა
ასე
რომ
ივენთ ჰოლსაც აიტანს ჩვენი ენა ქართული :)
ჰო, ლამა, ეგეთბი აუტანია? ჩვენი სასაუბრო ენის 80 % არაბულ-თურქულ-სპარსულია და ბარემ ის 20%-იც გავაინგლისუროთ!

დავლეთგოუვდი ახლა მე :D უორკი მაქვს დასაფინალიზებელი

(ჰა, როგორია, ასწავლი ეგეთ ქართულს შენს მოსწავლეებს? :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 29 დეკ 2009, 13:31

Naia
მართალი ხარ :

ცოტა დიდი შრიფტით დაგეწერა

რისი გერიდება
:D:D:D:D:D:DD

მაგაზე უარესებს ვასწავლი :D

მოკლედ

ნუ ვიტყვით სიტყვას:

გაყიდვაშია
საშინელი დამახინჯებაა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 01:32

Giorgi Bagrationi wrote:დღეს აღმოვაჩინე და მინდა გაგიზიაროთ (რადგან ამ დარეებში აქტუალურია):
თურმე სწორი ფორმაა:
გილოცავთ შობა-ახალწელიწადს
და არა
გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს
ე.ი, 1ად იწერება შობა-ახალწელიწადს?
რა საინტერესოა.
არ ვიცოდი.
მადლობა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 იან 2010, 23:19

პატრიარქის 2010 წლის საშობაო ეპისტოლეს გავიცანი.
ქართული ენის დაცვისკენ მოგვიწოდებს.
1გან ის ამბობს, რომ
ენის დავიწყება სამშობლოს დავიწყებაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 19 იან 2010, 23:33

ვახ :)

და ეს სიტყვა ნეტავ სადაურია?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 30 იან 2010, 19:29

შეცდომაა:
ჩვენ შესახაბ... გავიცნოთ ერთმანეთი II


სწორია: ჩვენ შესახებ!

User avatar
smile traveller
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 17 თებ 2009, 23:04
Location: aqac me var iqc me var.. la la laa
დავიცვათ ქართული ენა

Post by smile traveller » 05 თებ 2010, 17:11

შეზლონგის ქართული შესატყვისი რა შეიძლება იყოს?

:roll: :roll: :roll:

მზესუმზირა? :roll:
დედაჩემი , მამაჩემი & ლოლაჩემი =*

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Druides » 05 თებ 2010, 20:06

lama wrote:Naia

მოკლედ

ნუ ვიტყვით სიტყვას:

გაყიდვაშია
საშინელი დამახინჯებაა
და რომელი სიტყვა უნდა ვიხმაროთ მაშინ??????
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 06 თებ 2010, 00:39

Druides wrote:
lama wrote:Naia

მოკლედ

ნუ ვიტყვით სიტყვას:

გაყიდვაშია
საშინელი დამახინჯებაა
და რომელი სიტყვა უნდა ვიხმაროთ მაშინ??????
ალბათ, იყიდება :roll:

ვართულებთ, როდესაც ვამბობთ - მონაწილეობას ღებულობს, როდესაც მარტივად შეიძლება ითქვას, მონაწილეობს.

ასევე ხშირად იყენებენ ზედმეტად "განხორციელებას". მაგალითად, ახორციელებს დაკვირვებას, სროლა განახორციელა და ასე შემდეგ. მარტივად - აკვირდება, ისროლა...
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 თებ 2010, 08:44

Druides wrote:
lama wrote:Naia

მოკლედ

ნუ ვიტყვით სიტყვას:

გაყიდვაშია
საშინელი დამახინჯებაა
და რომელი სიტყვა უნდა ვიხმაროთ მაშინ??????
"გაყიდვაშია" არასწორია.
სწორია - "იყიდება"

ასევე, შეცდომაა: "ცნობადი"
სწორია: "ცნობილი", "ნაცნობი"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 თებ 2010, 08:50

imerkhevli wrote:შეცდომაა:
ჩვენ შესახაბ... გავიცნოთ ერთმანეთი II


სწორია: ჩვენ შესახებ!
მართებული შესწორებაა.
smile traveller wrote:შეზლონგის ქართული შესატყვისი რა შეიძლება იყოს?

:roll: :roll: :roll:

მზესუმზირა? :roll:
შეზლონგი ფრანგული სიტყვაა და თხელ და ჩაღრმავებულ საზურგიან სავარძელს ნიშნავს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 08 თებ 2010, 12:12

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ასევე, შეცდომაა: "ცნობადი"
სწორია: "ცნობილი", "ნაცნობი"
სამივე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ასე, რომ, მოცემული შენიშვნა სრულიად არამართებულია...
:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]