დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 19:34

Makena wrote:Wanderer
ეს არის ხეზე სამუშაო იარაღი, როგორ ავხსნა... ჩაქუჩს რომ ურტყამ და ანათლებს რომ იღებს :)
სტამესტკას ჰქვია ხვეწი
ვწუხვარ, მაგრამ სტამესკა ქართულად საჭრეთელია. აი ხვეწს რაც შეეხება ესაა ერთგვარი მომრგვალებულ პირიანი საჭრეთელი, რითაც მაგალითად აკეთებენ ხის გობებს და ა.შ. მოკლედ ქართული ენა უმდიდრესი ენაა და ყველაეფრს თავისი სახელი ქვია. მე ხვეწი მაქვს და რომ მოვიცლი სურათს გადავუღებ და დავდებ. ასევე მაქვს საჭრეთელთა მთელი ჯარი და მათ სურათებსად დავაწყობ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 05 ნოე 2009, 19:38

qvevri wrote: ვწუხვარ, მაგრამ სტამესკა ქართულად საჭრეთელია.
გაიხარე, ნამდვილად ასეა
:D:D:D

ბიძაჩემს ვუმტკიცებდი ამ წუთას :)

ჯიგააააარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 05 ნოე 2009, 23:19

qvevri
lama
მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ ამიტომ ვერ დავიჩემებ, ნოდარ ებრალიძეს კი არამგონია ეს ამბავი ეშლებოდეს 8)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 05 ნოე 2009, 23:21

შურუპი არის თურმე სჭვალი ხოლო ლობზიკი ბეწვა ხერხია :)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 06 ნოე 2009, 06:00

თუ შეიძლება მომაწოდეთ სჭვალი, რადგან შიგ საკისარის ჩობალში უნდა გავუკეთო.
თუ დაიღრიალა საკისარმა, ჩობალს გამოვუცვლი და გავუკეთებ საჭრეთელს.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 06 ნოე 2009, 10:12

Makena wrote:qvevri
lama
მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ ამიტომ ვერ დავიჩემებ, ნოდარ ებრალიძეს კი არამგონია ეს ამბავი ეშლებოდეს 8)
დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონი
ხვეწი-----მოკაკული სათლელი შიგნიდამ გამოსაჭრელად ხის ჭურჭელთა (ნახე დანასთან).
სატეხი-----დიდი საჭრეთელი ძელთა.
საჭრეთელი----ძელთ ამოსახურეტი რკინა, სატეხი.
:wink: :wink: :wink:
რაღათქმა უნდა ბატონი ნოდარი ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტი და პატივსაცემი ადამიანია, თუმცა დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონიც ასევე დიდათაა გასათვალისწინებელი, რომ აღარა ვთქვათ "მასალები ქართული ხელოსნობისათვის", რომელიც ასევე ძალიან კარგი წიგნია. საქმე იმაშია, რომ ქართულ ენაში მაგალითად რასაც გურიაში ეწოდება ხაპი რაჭაში ის სულ სხვა საგანია და ა.შ.. ეს ალბათ გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენში არსებობს ბევრი კილოკავი და თი ერთ საგანს ერთგან ერთი სახელი ქვია შესაძლოა ზუსტად იგივეს სხვაგან სხვა სახელი ერქვეს როგორც უკვე ვთქვი. მოკლედ ვიხელმძღვანელოთ განმარტებითი ლექსიკონებით. და გავითვალისწინოთ კილოკავთა ლექსიკონები, რომელიც ასე მრავლად მოგვეპოვება ღვთის წყალობითა და კარგი ადამიანების დაუზოგავი შრომით. კილოკავთა ლექსიკონებიდან ჩვენ გვაქვს: ქიზიყური ლექსიკონი; ზემოიმერული ლექსიკონი; ლაზური ლექსიკონი; მოხეური ლექსიკონი; იმერული, გურული და ზემორაჭული ლექსიკონი; ინგილოური ლექსიკონი და სხვ.
Last edited by qvevri on 06 ნოე 2009, 14:41, edited 2 times in total.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დავიცვათ ქართული ენა

Post by Wanderer » 06 ნოე 2009, 13:58

GIRA
თუ შეიძლება მომაწოდეთ სჭვალი, რადგან შიგ საკისარის ჩობალში უნდა გავუკეთო.
თუ დაიღრიალა საკისარმა, ჩობალს გამოვუცვლი და გავუკეთებ საჭრეთელს.
დაგლიჯე! :lol: :lol: :lol:

გაიხარე! კაი ხანია ასე გულიანად არ მიცინია. :D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 06 ნოე 2009, 14:11

GIRA
კარგი იყო :lol: :lol: :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 06 ნოე 2009, 14:51

ეს წამია წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე, და გაგიზიარებთ რა :)

"როდესაც საჯარო სამსახურებში სავალდებულო გახდა ქართული ენის ცოდნა და ამ ენაზე საბუთების წარმოება (1988 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით; მგონი, არ მეშლება), როდესაც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისას უთხრეს არაქართულენოვან მოსახლეობას, თუ ქართულს არ ისწავლით, თქვენს ქვეყნებში მიბრძანდითო (სულო ცოდვილო, მაგას მხარს კი ვუჭერ), აი მაშინ გავრცელდა ეს ანეგდოტი:

ქურთი კითხულობს: –აი, ეს რუსები რუსეთში წავლენ, სომხები – იერევანში, თათრები – აზერბაიჯანში, ებრაელები – იზრაილში.. ვა, ეს საცოდავი ქართველები სადღა უნდა წავიდნენო?"
სვანეთოლოგი

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
დავიცვათ ქართული ენა

Post by Linda » 06 ნოე 2009, 23:22

საინტერესო სტატია მართლწერაზე

უცხოური სიტყვების მართლწერა

ქართულ ენაში უცხო ენებიდან მრავალი სიტყვაა შემოსული, ბერძნულ-ლათინური ძირისაგან ნაწარმოები ე.წ. საერთაშორისო სიტყვებია დამკვიდრებული. ჩვენს ენაში ევროპული ენებიდან ბევრი სიტყვა შემოსულია რუსულის გზით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბგერები არასწორადაა გადმოსული ქართულში.

1. ბერძნულ-ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში თ ბგერა ქართული თ-თი უნდა გადმოიცეს(და არა ტ-თი), ხოლო ტ- ქართული ტ-თი: აპათია, ესთეტიკა, ქრესტომათია , მიზანთროპი,მეტაფიზიკა( და არა – აპატია, ესტეტიკა, ქრესტომატია, მიზანტროფი).

2. ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სიტყვების X ქართულში ქ-თი იცვლება: ქრიზანთემა, არაქისი,ბრონქები, ქოლერა,კონტაქტი(და არა – ხრიზანტემა,არახისი, ბრონხები,კონტაკტი). მეორე მხრივ, ლათინური Q-ს შესატყვისად ქართულში გვაქვს კ: კვორუმი, კვოტა, კოლოკვიუმი, ადეკვატური( და არა: ქვორუმი, ქვოტა, კოლოქვიუმი, ადექვატური).

3. გერმანული EI დიფთონგი აი-თი უნდა გადმოიცეს: ლაიფციგი, აინშტაინი, ცვაიგი, ვაიმარი(და არა: ლეიფციგი, ეინშტეინი, ცვეიგი, ვეიმარი). გამონაკლისია რუსულის გზით შემოსული სიტყვები: ეიხენვალდი, ეიზენშტეინი, ბრონშტეინი (და არა აიხენვალდი, აიზენშტეინი, ბრონშტაინი).

4. ქართულში ევ-ით და ავ-ით (და არა: ეუ-თი,ეი-თი ან აუ-თი) უნდა დაიწეროს eu და au დიფთონგების შემცველი სიტყვები: ლევკოციტები, ლევკემია, ავტონომია, ტავტოლოგია (და არა: ლეიკოციტები, ლეიკემია, აუტონომია). გამონაკლისია სიტყვები: ნეიტრალური, აუდიტორია.

5. ინგლისური th-ს გადმოსაცემად უნდა ვიხმაროთ თ: Agatha, Katharine, Jonathan – აგათა, კათრინი, ჯონათანი.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 07 ნოე 2009, 03:15

Wanderer
Makena
Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 21 ნოე 2009, 16:54

მორიდებით გაცნობებთ რომ ქართულ ზმნებს პირისა და რიცხვის ნიშნები დაერთვის

და პირველი პირის ნიშანი გახლავთ

ანუ

მე უთხარი

და არა

მე უთხარი

:D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 დეკ 2009, 00:36

დღეს დილიდან (21.12.2009) "რუსთავი2" ატრიალებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს
თავმჯდომარის ქალბატონ ტყეშელაშვილის ინტერვიუს.
მისი 1-1 ფრაზა:
"სულ მალე, დოკუმენტზე მუშაობა ფინალიზირებული იქნება".

რბილად რომ ვთქვა, ეს უცხო სიტყვების ცოდნით კეკლუცობა და ქართული, მშობლიური ენის განგებ უგულვებელყოფაა.

რას ნიშნავს "ფინალიზირებული"?
რას და "დასრულებულს", "დამთავრებულს"

ანუ, გამართულად ასე უნდა თქმულიყო:
"სულ მალე, დოკუმენტზე მუშაობა დასრულდება".

ხედავთ, 2 ქართული შესატყვისი გვაქვს და ქალბატონმა ტყეშელაშვილმა ჯერ კიდევ ბევრი უნდა წაიკითხოს, რომ ეს სიტყვები ან ისწავლოს, ან აღიდგინოს.

დღეს ვიღაცამ მითხრა, რომ ამ ქალბატონს არა1ხელ უთქვმს სიტყვა "დატირებული"
თუ "დათირებული" "დათარიღებულის" ნაცვლად.

მინაწერი:
გთხოვთ, ეს საკითხი პოლიტგანცხადებებისთვის არ გამოიყენოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 22 დეკ 2009, 00:55

უყურე შენ მაგას... *




ნწ ნწ ნწ ნწ ...



















__________________________

* ტყეშეს (სტილი გობესია, საავტორო უფლებები დაცულია)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 22 დეკ 2009, 01:05

ქართულ ენას ასეც სჭირდება დაცვა:

http://allshares.ge/download.php?id=2C9D8D488

:!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]