დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 14 მაი 2009, 10:49

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ძნ მაინტერესებს, რატომ ხდება ასე ადვილად და უხეშად ბარბარიზმების შემოტანა.
ენის მოდაა თუ კოპწიობა სხვის თვალშიquote]


"თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა"-ო.

როგორც ფსიქოლოგი, გეტყვი, რომ ყველა ასეთი პრობლემის საფუძველია არასრულფასოვნების კომპლექსი.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Giorgi Bagrationi » 18 მაი 2009, 14:55

რადგან ჩვენ ფორუმში ეს სიტყვა ხშირად იხმარება და დღესაც შაბათ-კვირის გასვლების აღწერაში ყველგან შეცდომით იქნა გამოყენებული, აღვნიშნავ, რომ:
სწორია - "რუკა";
შეცდომაა - "რუქა" (რატომღაც ქვეცნობიერად "რუკა" რუსული გვგონია ხოლმე და "რუქით" "ვაქართულებთ). :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 მაი 2009, 00:59

მოდერი კახას მოძიებულ ბმულს გთავაზობთ.

http://lemill.net/content/webpages/10da ... e510e210d8

გაეცანით და დატკბით იმ სიმდიდრე-სილამაზით, რაც ჩვენს მშობლიურ ენას აქვს, რაც ქართულის
სათუთი მარგალიტებია და, რაც სამწუხაროდ, დაგვვიწყებია.
მადლობა, კახას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 მაი 2009, 01:03

optimisti wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ძნ მაინტერესებს, რატომ ხდება ასე ადვილად და უხეშად ბარბარიზმების შემოტანა.
ენის მოდაა თუ კოპწიობა სხვის თვალშიquote]


"თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა"-ო.

როგორც ფსიქოლოგი, გეტყვი, რომ ყველა ასეთი პრობლემის საფუძველია არასრულფასოვნების კომპლექსი.
მეც ეგრე მგონია.
ამას წინათ 1 მნიშვნელოვანი გეგმის წარდგენაზე ვიყავი.
1-1 გამომსვლელი წამდაუწუმ სენსეტიურს ამბობდა - სენსეტიური საკითხია, სენსეტიური შედეგია და ა.შ
გადავირიე, რა.
არადა, რა ადვილია, თქვა, მგრძნობიარე (საკითხია), მტკივნეული (შედეგია) და ა.შ

ის კაცი, ჩემს თვალში, სწორედაც რომ ამ კომპლექსის მატარებელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მაი 2009, 02:56

ბოლო დროს "კარავზე" ხშირად წერენ "დავჯდეთ, ჩამოვჯდეთ, გადავჯდეთ დ" ა ა.შ.
თუ არ ვცდები, ამაზე თემაში ადრე ვწერდი კიდეც.
თავს ნებას მივცემ, მოკრძელებით შეგახსენოთ, რომ არასწორი ფორმებია.
როდესაც საქმე მრავლობითთან გვაქვს, უნდა ითქვას - "დავსხდეთ, ჩამოვსხდეთ, გადავსხდეთ" და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 26 მაი 2009, 09:27

GAMARJOBA SAKARTVELO

"ჩავუჯდეთ" მაგი სწორი ფორმაა? თუ ჩავუსხდეთ უნდა იყოს?

"წამო ძმაო ჩავუჯდეთ, პური ვჭამოთ" - არასწორი ფორმაა?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2009, 02:49

"კარავზე" ხშირად იწერება სიტყვა "გიდი".
ჰომ არ ჯობია, მისი ქართული შესატყვისები გამოვიყენოთ ხოლმე -
მეგზური და გამყოლი?

ძნ კგდ მესმის, რომ "გიდი" სა1აშორისოდ დამკვიდრებული სიტყვაა, მაგრამ როდესაც მისი ქართული
შესატყვისი გვაქვს, განა, გვჭირდება ჩვენის მეტყველებიდან ამოგდება და მისი გამოყენაბა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2009, 02:50

სა1ოდაც, რაც უფრო მეტი უცხო სიტყვა შემოდის, მით უფრო ღარიბად მოჩანს მშობლიური ენა,
რადგან, გამოდის, რომ ბარბარიზმი გვჭირდება იმიტომ, რომ არ გვაქვს ქართული სიტყვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 03 ივნ 2009, 10:19

ფეისბუქზე ირანელ ქართველებს ვესაუბრები ხოლმე. ისინი ამბობენ, თქვენი ქართულის ჩვენ არ გვესმის და ჩვენი ქართული თქვენთვის არ არის გასაგებიო.

სტატუსში ეწერა ასეთი რამ: sooni chemi oldashebi. ვკითხე რას ნიშნავს-თქო და "ყველა ჩემი მეგობრები"-ო, ოლდაში მეგობარიაო. არ ვიცოდი, ანდა საიდან უნდა მცოდნოდა.
სვანეთოლოგი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by გვალდა » 03 ივნ 2009, 15:27

შეიძლება ძალიან ძველია. ეხლა წავაწყდი და ვიხალისე :)

ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
ბაირამობა - აწ: შუჱბა ჴორციელი
ბანძი - ცუდუბრალო
ბასიაკი - მდაბალი მემთვრალე
ბაცანა - ლაწირაკი
ბესპონტაობა - საქნელთ ვერ-მოპოება
ბოი-ფრენდი - ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი - თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა - დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს
გატყდომა - წყენასავით
გაჩხერა - ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
დადება - დატევებაზედ ამბობენ:
დაენძრა - ფრიადი შეჭირვება ეწყო
დავასება - თუალ შევარდნით სიამე
ვეში - ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი - წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ
ზაპოი - ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
კაიფი - სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ნარკუშა - საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
სასტავი - მოყუასთ ერთობა
სროკი - დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტრელი - პაემანის-ყოფა
ტეხავს - აუგია
ფანი - გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი - ნანდჳლ სარწმუნო
ქაჩავს - ძალ-უცს
შატალო - შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
ხრამჰესის ია - დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)
ჯიგარი - უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი
ჰარიფი - უცდელზედ ითქმის
სვანეთოლოგი

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
დავიცვათ ქართული ენა

Post by GOGONA » 03 ივნ 2009, 16:49

გვალდა
:lol: :lol: :lol:
სად იპოვე ჰა? :lol:
Who is John Galt?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 03 ივნ 2009, 19:32

კაი პონტში ხარ? - კარგ სიტუაციაში ხარ ?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by SERJ_I » 03 ივნ 2009, 19:41

შემომევასა - გადათარგმნეთ აბა... :D
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 03 ივნ 2009, 19:44

SERJ_I wrote:შემომევასა - გადათარგმნეთ აბა... :D
ნელ-ნელა შემიყვარდა :D :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დავიცვათ ქართული ენა

Post by KSOVRELI » 04 ივნ 2009, 10:02

lama wrote:კაი პონტში ხარ? - კარგ სიტუაციაში ხარ ?
lama, არც პონტი არის "ეგვიპტელი" და არც სიტუაცია - "ფრანგი" :D

მაგრამ, როგორც GAMARJOBA SAKARTVELO იტყოდა, თქვი რა....... :D

იქნებ კარგი გარემოცვა?
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]