დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 14 აპრ 2008, 14:18

GAMARJOBA SAKARTVELO
ეე მეც გილოცავნთ,, მარა მერწმუნე ანკარა წყალს ჩვენი ენა ვეროდეს დაემგვანების. თან ბადით მღვრიე წყალში თევზქაობა უფრო ადვილია :)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
დავიცვათ ქართული ენა

Post by shatilis asuli » 14 აპრ 2008, 14:23

namcecuna
GAMARJOBA SAKARTVELO

სწორედ ჩემი კარაველი მეგობრების დამსახურებაა, ასე, რომ ვცდილობ. ხანდახან კარგი მაგალითიც გადამდებია :D
Just Do It!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
დავიცვათ ქართული ენა

Post by shatilis asuli » 14 აპრ 2008, 14:24

vazano
ყველა ადამიანი მხოლოდ თავის თავზე აგებს პასუხს! დაიწყე შენი თავიდან :D
Just Do It!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 აპრ 2008, 17:11

თემა - სხვა და სხვა

პაკაზი - ჩვენება
პრუჟინა - ზამბარა
კუკლა - თოჯინა
პაჟარი - ხანძარი
ცეხი - საამქრო
ბიჩოკი - ნამწვი
კარტა, სიმ-კარტა - ბარათი
სოსკა - საწოვარა
სტოლბა - ბოძი
დაჩა - აგარაკი
სტრახოვკა - დაზღვევა

ტრუბა - მილი
ფეჩი - ღუმელი

მასკა - ნიღაბი
კასკა - ჩაფხუტი
პაჩკა - კოლოფი
ტაჩკა - ურიკა
კლიჩკა - მეტსახელი

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ იმ ბარბარიზმებს, რომლებიც სპორტისა და ჩაცმა-დახურვის თემებში ხშირად გვხვდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
დავიცვათ ქართული ენა

Post by irine.i. » 16 აპრ 2008, 11:35

რამდენი რუსული სიტყვა დაჰგროვებია მადლიან ქართულს. ვშიშობ უარესი ელოდება ინგლისური ენისგან. შეიძლება მეშლება, მაგრამ ვერ ვიხსენებ თქვენი მითითებული სიტყვები მეტყველებაში გამოეყენებინათ ჟურნალისტებს და სატელევიზიო გადაცემების რუსული ენით გადატვირთვა-დაბინძურებაც არ მაგონდება, დღევანდელი ინგლისურივით.

შოუ
რიმეიკი
შოუმეიკერი
ამის,იმის, დოზანის მენი
ადექვატური
დიჯეი
სპონსორი
ბიზნესი და მისი მენი
პოდიუმი
დაასეივე
მაუსი
ტოპიკი
მესიჯი, მესეჯი ერთი დოზანაა
ნუ აოფებ, გაოფება, ოფტოპიკი
დებატები
პოსტსკრიპტუმი( ნუუ, ჩვენ ხომ ძალიან განათლებულები ვართ ნუუ )
პრაიმტაიმი
ლანჩტაიმი
დააკლიკე
ვოიაჟი
მარკეტი
ტენდენცია
ბრიფინგი

ვეიკი ინგლისურად გვეკერკებ-თავგვეწონება :roll:

ქართული ენის შესაბამისი სიტყვების ძებნას, მზამზარეული კალკა არა სჯობია?

ეტცეტერა, ეტცეტერა ( ანა და მეფეში ძალიან მიყვარს ბრე(უ)ნერის( ფონეტიკურად სხვანაირად ვერ წარმოვთქვამ) ეს ფრაზა)

დავიღალე. გული მტკივა, თან მიხარია, მარტო რომ არ ვარ ამ ტკივილში. რა ვიცი, რამდენად მაქვს უფლება ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, აი ამ სიტყვებთან გააფთრებული ბრძოლა გვმართებს, რუსულმა ვერ დაძირა სალიტერატურო ქართული ენა სააუკუნეების მანძილზე და ინგლისურმა კი სულ რაღაც 17 წელიწადში, სალიტერატურო ქართულშიც მყარად მოიდგა ფეხი. :(

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 აპრ 2008, 13:03

irine.i.
აგაშენა ღმერთმა.
იმდენი ინგლისურიდან შემოსული ბარბარიზმი მაქვს მონიშნული, სულ გული მისკდება.

რაც შეეხება რუსულიდან შემოსულ ბარბარიზმებს, სამწუხაროდ, მედიაშიც ხშირად მხვდება (მაგალითები ქვეყნისაა), კინოგახმოვანებაშიც და ყოველდღიურ მეტყველებაშიც.
ამ თემის ზედა სტრიქონებში რამდენიმე სიტყვაც დავდე.

რაც შეეხება არარუსულ ბარბარიზმებს:
"იგნორირება გაუკეთა" (ზოგჯერ ამბობენ "ნივიჟუ ჩაურტყა") - ერთი, გამაგებინეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა?
თქვი, რა "უგულვებელყო".

რთულია?
მესმის, რომ ზოგი1 სიტყვის ქართული შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ რისიც გვაქვს, რატომ არ ვიყენებთ?

მაგ:

დეფექტი - წუნი, ხინჯი
შოუ - სანახაობა, ჩვენება
მესიჯი - შეტყობინება, გზავნილი
ინსტრუმენტი - საკრავი
კომპლიმენტი - ქათინაური
გიდი - მეგზური
ფანტანი - შადრევანი

კიდევ უამრავია, სამწუხაროდ, რაღა თქმა უნდა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
დავიცვათ ქართული ენა

Post by likakoo » 16 აპრ 2008, 23:59

zontiki-qolga


da a. sh.... :lol:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ლეონტი » 17 აპრ 2008, 09:30

მე ერთი გამკვირვებია, ამდენს რას წვალობთ, რუსულ-ქართული ლექსიკონი არ გაქვთ სახლში?
ააა, არა?
იქნებ ონლაინ ვერსია მოგეპოვებათ?
ააა ესეც არა?
მაშინ ვინმემ დაასკანეროს და ფაილ.რუ-ზე ატვირთოს.

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 17 აპრ 2008, 12:05

ისე უცხო სიტყვათა ქართული განმარტებითი ლექსიკონიც ხომ არ შეგვექმნა?
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 17 აპრ 2008, 12:16

vazano wrote:ისე უცხო სიტყვათა ქართული განმარტებითი ლექსიკონიც ხომ არ შეგვექმნა?
არ არის რო? უბრალოდ გადახალისება კარგი იქნება :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 17 აპრ 2008, 12:48

Archil
ხოდა კარვულად გადავახალისოთ :)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 აპრ 2008, 20:35

ლეონტი wrote:მე ერთი გამკვირვებია, ამდენს რას წვალობთ, რუსულ-ქართული ლექსიკონი არ გაქვთ სახლში?
ააა, არა?
იქნებ ონლაინ ვერსია მოგეპოვებათ?
ააა ესეც არა?
მაშინ ვინმემ დაასკანეროს და ფაილ.რუ-ზე ატვირთოს.
საქმე ის არის, რომ ლექსიკონში ჩაწერილი სიტყვებიც კი უმეტესად, დამახინჯებულად მესმის.
მაგ: "სპალნიკი", "პახოდი", "კარტოშკა", "პავაროტნიკი", "ნასკი", "პატიაშკები" და ასე შემდეგ.

სანამ დროა, გავჩერდები...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
დავიცვათ ქართული ენა

Post by KINALOKO » 17 აპრ 2008, 23:37

რათა რათა რათაა :roll:
ვაჰ
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ZVIOSULI » 18 აპრ 2008, 09:57

დაიცავით ქართული ენა ქართვლებისგან..... კი არა და - კაროცე რა
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
დავიცვათ ქართული ენა

Post by vazano » 18 აპრ 2008, 10:08

დავიცვათ :lol:
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]