მიმდინარე წლის 25 მარტს – 14 საათზე მარიოტი თბილისის საპრეზინტაციო დარბაზში გაიმართება ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის კურთხევით დაფუძნდა.
საზოგადოებაში გაერთიანდნენ ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდული ძალები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა პრიორიტეტი არის უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია.
საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში.
საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ.
პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII, უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები.
შემოგვიერთდით....
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"
ეეეეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
შენ გაიხარე ძმაო!!!!!!!!!!!!!
მომენატრე
მარა სამწუხაროდ მაგ დროს ზუსტად 1 კურსელებს გამოცდა უნდა ჩავუტარო და
შენ გაიხარე ძმაო!!!!!!!!!!!!!
მომენატრე
მარა სამწუხაროდ მაგ დროს ზუსტად 1 კურსელებს გამოცდა უნდა ჩავუტარო და

,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"
დილაზე რუსთავი 2-ზე ვიქნებით, ნუ ჩემი ინტერვიუ იქნება და ისე არაზაშვილთან იქნებიან ბიჭები 

კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი