Page 1 of 6

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 13:41
by saskva
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე თემა გამეხსნა :) "არაკარვული" თემაა მაგრამ მაინც :P განყოფილება ზუსტად ვერ შევურჩიე მემგონი მაგრამ არაუშავს, სადაც საჭირო იქნება იქ გადავიტანოთ :)

დიდი ხანია ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდი და ეხლა გადავწყვიტე რომ უნდა ცადოს ადამიანმა, ხოოოოოოოდა მეც გადავწყვიტე ვცადო და ორგანიზება გავუკეთო ამ ყველაფერს. ბევრი რაღაც უკვე მოფიქრებული მაქვს მაგრამ თქვენი დახმარება მაინც კარგი იქნებოდა :D

მოკლედ მინდა ჩავატაროთ აქცია/გაყიდვა და შემოსული თანხით ბავშვთა სახლს ან რომელიმე გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ, შეიძლება რამოდენიმე ოჯახსაც კი, ეს მოსაფიქრებელია.....

დანარჩენს რაც შეეხება:
დასაწყისში (ანუ გასაყიდი რაღაცეების მომზადებისას) დაგვჭირდება გარკვეული თანხა. ამისთვის შესაძლებელია სესხის გამოთანა ბანკიდან რომელსაც შემდეგ შემოსული თანხით დავფარავთ. ამის გაკეთება მე შემიძლია არ იქნება პრობლემა. ვფიქრობ ესე 500 ლარი უნდა გვეყოს :D ნუ ვნახავთ, მაგრამ მაინც არამგონია გადააჭარბოს.......

ვგეგმავ რომ გაიყიდოს შემდეგი რაღაცეები:
1. მყავს ფოტოგრაფი მეგობრები და მათი ფოტოების გაყიდვა შეიძლება, იმედია კარაველი ფოტოგრაფებიც დაგვეხმარებიან :D :D :D
2. დავბეჭდოთ მაისურები კარავის ლოგოთი
3. შეიძლება გასაღების საკიდების გაკეთებაც (კარავის წარწერით) ფოტოს მოგვიანებით დავდებ
4. კოლეჯს რომელიც დავამთავრე აქვს ქალთა კლუბი სადაც მასწავლებლების ცოლები ხელსაქმით არიან დაკავებული. ყოველ ცელს კი ფონდ სოკოსთან ერთად (სანდრა რულოვსის ფონდი) ერთად მართავენ გამოვეფა/გაყიდვას. მეც მიმიღია მონაწილეობა და საკმაოდ დიდი თანხა შემოსულა. მათ დაველაპარაკე და დაგვეხმარებიან, ხელნაკეთ ნივთებს მოგვაწვდიან.
5. რაღაცეების გაკეთება მეც შემიძლია, მთა მყვარებიასაც კიდევ ალბათ სხვებსაც და ჩვენი გაკეთებული რაღაცეების გაყიდვაც შეიძლება (თუ თანახმა იქნებით რა თქმა უნდა)
6. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კვების დახლი :D :D :D ჩაი, ყავა, სენდვიჩები და სხვა. ამაშიც ჩემი თურქი მეგობრები დაგვეხმარებიან. ნუ ჩვენც შეგვიძლია რაღაცეების მიტანა და გაყიდვა :P :P :P
7 მყავს მუსიკოსი მეგობრები რომლებიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაუკრავენ აქციის განმავლობაში და ასე ვთქვათ "იმათხოვრებენ" :D :D :D :D :D
8. ასევე ერთი ჩემი მეგობარი :D წერს დისკს, მასთან ჯერ არ მისაუბრია მაგრამ შესაძლებელია ამ დისკის გაყიდვაც მოხერხდეს
9 შეიძლება წიგნის სახლებთან ან გამომცემლობებთან დაკავშირება რომ წიგნები შეღავათაინ ფასებში მოგვაწოდონ და ჩვენ ზედნადები ფასით
11. კიდევ შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება. მაგალითად: სახეზე დახათვა, გამოცანების გამოცნობა, თმების გაკეთება :D ბუშტების გაყიდვა და სხვა. ასევე შეიძლება ტანსაცმლის, ტკბილეულის და სხვა რაგაცის შეგროვება. შესაძლებელია ყუთების დადგმა და ხურდების ასე შეგროვება. მოკლედ ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი.

ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, გარდა იმისა თუ რა გაიყიდება კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელი, მაგალითად: სად გავაკეთოთ ესეთი აქცია, მაგიდები და საჭირო ნივთები საიდან მოვიტანოთ, და ბევრი სხვა. მოკლედ ბევრი საორგანიზატორო საქმეა გასაკეთებელი, იმედია იდეა მოგეწონებათ და დახმარებაზეც არ იტყვით უარს :)

სავარაუდოდ აპრილის ბოლოს რომ გავაკეთოთ მემგონი კარგი იქნება, ნუ თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს :D :D :D

რავიცი აბა, მემგონი კარგი იქნება :roll:

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 13:51
by ZVIOSULI
ჩემი ნახატები თუ გაიყიდება მიაპლიუსეთ!

(და ისა - კეთილ საქმე თემატიკურობის ფარგლებს უნდა ცდებოდეს)

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 14:34
by Mta Mkvarebia
თუკი რამე შემიძლია :roll:?! კი, ბატონო.....
saskva wrote: 9 შეიძლება წიგნის სახლებთან ან გამომცემლობებთან დაკავშირება რომ წიგნები შეღავათაინ ფასებში მოგვაწოდონ და ჩვენ ზედნადები ფასით

კოკო და "დიოგენე" ვერ დაგვეხმარება, ნეტა?

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 14:47
by paata_
saskva


როგორ ვიშოვოთ ფული დასახმარებლად გასაგებია (ნუ ესაა მთავარი)

მაგრამ არავინ არ გადაიხდის ფულს, თუ კონკრეტულად რისთვის (ან ვისთვის) არის მიმართული ეს აქცია. ეს კი არაა ჩამოყალიბებული, 1 ან რანდენიმე გაჭირვებულ ოჯახსო
მარტო ეს გიწერია

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 14:51
by saskva
paata_
სწორედ ეს არის მოსაფიქრებელი, ჩამოსაყალიბებელია, მე გამე იდეა მომივიდა ვიფიქრე და დილას გაგიზიარეთ. ეს არ არის საბოლოო და ჩამოყალიბებული ვერსია. თუ ერთად გავაკეთებთ ერთადვე მოვიფიქროთ ვის დახმარებას ვაპირებთ

ქველმოქმედება :)

Posted: 25 თებ 2008, 18:06
by paata_
მე მგონია ჯერ უნდა იყოს მიზანი და მერე საშუალება :)

ქველმოქმედება :)

Posted: 26 თებ 2008, 12:37
by lama
saskva
ძალიან კარგი ინიციატივაა შენს გვერდზე მიგულე :)

ქველმოქმედება :)

Posted: 26 თებ 2008, 13:23
by saskva
paata_ wrote:მე მგონია ჯერ უნდა იყოს მიზანი და მერე საშუალება :)
გეთანხმები
ერთად მოვიფიქროთ მიზანი :P

ქველმოქმედება :)

Posted: 26 თებ 2008, 21:47
by Archil
saskva

კარავისათვის ქველმოქმედება არ ახალია, კაია რო გაგვახსენე ეს ტრადიცია. მოვიფიქროთ, გადავწყვიტოთ ვინ იქნება ამ ღონისძიების ბენეფიციარი, როგორ განვახორციელოთ უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ. ერთი სიტყვით შენი სატკივარი მეც მტკივა და მაგ საქმეში გვერდით მიგულეთ.

ისე, ჩვენ მოლაშქრეები ვართ და ჩვენი ქველმოქმედებაც რაღაცნაირად დაკავშირებული უნდა იყოს მგონია ამასთან. ერთი სიტყვით მოვიფიქროთ.

ქველმოქმედება :)

Posted: 27 თებ 2008, 00:08
by lama
Archil
ai magalitad shegvizlia movuwkot erti lamazi eqskursia bavshvta saxlis aghsazrdelebs tundac birtvisshi amisi gamocdileba gvaqvs sharshan siujetic gavida amaze pirvel arxze karavelebma holandielebtan ertad ori bavshvta saxlis agsazrdeli wavikvanet birtvisshi :)

ქველმოქმედება :)

Posted: 27 თებ 2008, 01:02
by N67
saskva,

chemi zogi foto sheidzleba gamodges...

mec vecdebi rameshi gamogadget..

da ra tqma unda, rac ufro garkveuli iqneba gegma,
mit uketesad shevdzlebt organizebas da saqmeebis ganacilebas..

ქველმოქმედება :)

Posted: 27 თებ 2008, 11:14
by saskva
გეთანხმებით ყველას რომ გეგმები დასახვეწია, მე უბრალოდ იდეა გაგიზიარეთ და შეგვიძლია უკვე მაგ საქმესაც შევუდგეთ :P


Archil wrote:
ისე, ჩვენ მოლაშქრეები ვართ და ჩვენი ქველმოქმედებაც რაღაცნაირად დაკავშირებული უნდა იყოს მგონია ამასთან. ერთი სიტყვით მოვიფიქროთ.
იცით რა ვიფიქრე??? რომელიმე ძეგლის აღსადგენად ხომ არ გადაგვერიცხა ეს თანხა??? ვინმეს გაქვთ ესეთი ფონდის შესახებ ინფორმაცია??? ან სად შეიძლება მოვიძიოთ???

ქველმოქმედება :)

Posted: 27 თებ 2008, 11:54
by lama
saskva
აი მაგალითად ქსნის ხეობაშია დაზიანებული კაბენის მონასტერი და მის დასახმარებლადაც შეიძლება ამ აქციის გამართვა :)

ქველმოქმედება :)

Posted: 28 თებ 2008, 11:42
by saskva
სხვა იდეები????
გელოდებით :P

დღეს არჩილი შემხვდა ქუჩაში და გამიზიარა თავისი იდეები, ალბათ მალე აქაც დაპოსტავს, დაველოდოთ, მაგრამ სხვებმაც იაქტიურეთ :P

ქველმოქმედება :)

Posted: 28 თებ 2008, 11:46
by legenda
ხალხს,ხალხს დავეხმაროთ, ვისაც პური ენატრება.....