Page 1 of 3

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 09:08
by qvevri
პირველი მეღვინეობა ძველი აღთქმის წმინდანისა და წინასწარმეტყველის, ნოეს სახელს უკავშირდება. ბიბლიიდან ყველას კარგად მოგვეხსენება რომ პირველად ღვინო სწორედ ნოემ დააყენა, რასაც თავისთავად ცხადია წინ უძღოდა ნოესვე მიერ ვენახის გაშენება. თავად ბიბლიაში ამის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა გადმოცემული. ნოეს მიერ ვენახის გაშენების თაობაზე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ის თუ სად და როგორ გააშენა მან ვენახი. ბიბლია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად გააშენა ნოემ ვენახი მსოფლიო წარღვნის შემდეგ არაფერს ამბობს. (კიდევ ერთხელ გადავავლოთ იმ ადგილს თვალი სადაც აღწერილია ნოეს მიერ ვენახის გაშენება და ამაში თავად დავრწმუნდებით). უნდა აღინიშნოს, რომ ვაზი, სითბოს მოყვარული მცენარეა და იგი მინუს10-15 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე იყინება, ხოლო არარატის მთის იმ ფერდობზე სადაც ნოეს კიდობანი გაჩერდა ზამთრობით ტემპერატურა მინუს ოც გრადუსზე დაბლა ეცემა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ნოე, თავისი სახლეულით სხვა, ვაზისათვის უფრო შესაფერის ადგილას დასახლდებიდა, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვენახს პირველ მოსავლამდე სამი-ოთხი წელი ესაჭიროება...
ამას წინათ ერთ ჩემს ხატმწერ მეგობარს ვთხოვე ნოეს ხატი დაეწერა ჩემთვის. ჩემივე თხოვნით მან ამ ხატზე გამოსახა ნოეს მიერ ყურძნის კრეფისა და დაწურვის სცენაც. ხოლო ის ტრაგიკული ისტორია თუ რა მოჰყვა ღვინის ზედმეტად სმას ყველას კარგად მოგვეხსენება ბიბლიიდან და ამაზე აღარაფერს ვამბობ, მხოლოდ დავამატებ ერთ შედარებით უცნობ ხალხურ გადმოცემას, კერძოდ: როდესაც ნოემ ღმერთის ბრძანებით ყველა ცხოველი და ფრონველი კიდობანში შეიყვანა, თურმე გარეთ, ნუ იტყვით და ერთი წყვილი კამეჩი არ დარჩა??? დარჩა და დარჩა. დაიწყო წვიმა, წარღვნა, ატივტივდა კიდობანი და შეუყვა ტალღებს. მისდევენ თურმე ცურვით საბრალო კამეჩები კიდობანს და თან რაც ძალი და ღონე აქვთ ეძახიან ნოეს, მაგრამ ვის ესმის ამ წარღვნაში და თქეშში რამე? თურმე ორმოცი დღე და ღამე სდიეს ძახილითა და ცურვით საბრალო კამეჩებმა კიდობანს...
ნოეს თურმე ამის მერე ძალიან შეჰყვარებია კამეჩები. ბევრი დროის შემდეგ ერთი ესეთი ცდა ჩაატარეს, ყველა ცხოველი რომელმაც კი ცურვა იცოდა წყალში ჩასვეს და დააკვირდნენ, ვინ რამდენი ხანი გაძლებდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ხანს კამეჩმა გაძლო, და იცით ეს ყველაზე დიდი ხანი რამდენი იყო??? ზუსტად 40 დღეღამე. ამბობენ, თურმე როდესაც კამეჩი ზმუის, მისი ხმა ძალიან წააგავს სიტყვა ნოესო... მე პირადად გამიგონია კამეჩების ძახილი, რომელიც მართლაც წააგავს სიტყვა ნოეს...
აი სულ ეს იყო.
ეუუუფ, რაღაც ღვინის დალევა მომინდა. ორ ჯამფილა საფერავს გამოვცლიდი სიამოვნებთ, ერთით ნოეს ვადღეგრძელებდი მეორეთი თქვენ... :?

Image
Image
Image

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 09:59
by legenda
qvevri

ულამაზესი ხატია...

კამეჩების ისტორია ძალიან საინტერესოა....

ჯამფილა რომელი სასმისია? .......

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 10:08
by qvevri
ჯამფილა მოზრდილი ფიალაა, მაგას ბადიასაც ეძახიან და წაფსაც.

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 10:10
by legenda
qvevri

სურათით ხომ არ გაქვთ? :roll:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 10:14
by lama
qvevri wrote: ვაზი, სითბოს მოყვარული მცენარეა და იგი მინუს10-15 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე იყინება, ხოლო არარატის მთის იმ ფერდობზე სადაც ნოეს კიდობანი გაჩერდა ზამთრობით ტემპერატურა მინუს ოც გრადუსზე დაბლა ეცემა
კი მარა საინტერესოა მაშინაც ასეთივე ყინვა იყო არარატის ფერდობებთან????


რავი მე შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ნოემ სადღაც აქ საქართველოს ტერიტორიაზე დააყენა ღვინო :)

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 10:24
by qvevri
მე დაბეჯითებით მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ გული მეუბნრბა რომ სწორედ ასე იყო... :roll:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 10:25
by lama
qvevri wrote:მე დაბეჯითებით მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ გული მეუბნრბა რომ სწორედ ასე იყო... :roll:
არა მაგაში მართალი ხარ


მთავარი ეგაა

გული რასაც გვეუბნება


გაიხარე


ძმაო გაიხარე :)

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:38
by N67

qvevri,
:)
კამეჩების ამბავი მეც გამიგია..

ხოდა ...
შენ გული გეუბნება და მე კიდე სხვანაირედ ვერ წარმომიდგენია, საქართველოში რომ არ გაეშენებინა ვენახი....

:)

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:42
by legenda
რა ვიცი, რა ვიცი :roll: ....


არ მჯერა მე ეგ ამბავი....

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:42
by qvevri
legenda wrote:რა ვიცი, რა ვიცი :roll: ....


არ მჯერა მე ეგ ამბავი....
ვისაც გვჯერა იმათ გვაცადე ბატონო :lol:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:45
by legenda
დამაჯერეთ! :wink:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:47
by qvevri
ძალიან გთხოვთ სამუშაოს ნუ მაცდენთ :!: არა გჯერა და ნუ გჯერა. ჩვენ რას გვერჩი :?: ეხლა უნდა დავჯდე და გიმტკიცო ნოემ ყურძენი სად დაწურა :?:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 11:48
by likakoo
legenda



დაიჯერე!!!!


მე მჯერა!!!


მართალია ეს კაცი!!!


ნოემ პირველმა დაწურა ღვინო!!! (რამდენადაც მახსოვს)
:roll:

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 12:10
by korti
ქვევრი მოგვითხრობს იმ ამბავს რაც გაუგონია, წაუკითხავს და სწამს,

საქმეც სწორედ რწმენაშია და ამ რწმენით ვცხოვრობთ და ვარსებობთ,

ლეგენდა, ამ კაცს კი არ უნდა დაუჯერო, უნდა გწამდეს

ნოე, ვენახი და კამეჩები...

Posted: 31 იან 2008, 12:14
by popins
მწამს და ვუჯერებ :lol: :lol: :lol: