Page 1 of 6
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:07
				by N67
				
ზამთარი მე ძაან მიყვარს. :- |)  თუმცა, ტემპერატურის ვარდნის 
პარალელურად სალაშქრო ჟინიც, გვინდაარგვინდა, ცოტათი ეცემა.
ჟინის ამ დაცემასთან ერთად კი ლაშქრობების სიხშირეც კლებულობს
(კლებულობს მხოლოდდამხოლოდ, და არ ქრება, რაც მთავარია 
 ) 
ხოდა აღარ მიკვირს, სხვადასხვა აზრებს შორის,
 ნოსტალგიებმაც რომ დაიწყეს ძრომიალი ტვინის ხვეულებში :-/
დაიწყეს, უმატეს და უმატეს, სანამ ცნობიერს არ შეახსენეს 
თავიანთი არსებობა და თავიანთი საოცარი შიგთავსით მთელი ტვინი არ მონუსხეს...
მინდა ამ თემაში ვუთხრათ (ვაჩვენოთ) ერთმანეთს, 
ვის რა ადგილები გვენატრება ყველაზე მეტად ამ ზამთარში.
კაი ამბებიც გავიხსენოთ და არც ის დავივიწყოთ, აწმყოს კვალდაკვალ 
მომავალი რომ მოდის, ყოველთვის სხვანაირი და ახალი...
მალე - გაზაფხული...
==========================================================================
ჯუთის ზემოთ, ჩვენივე ნაბანაკარიდან რამდენიმე საათის ნავალები, 
უკვე უღელტეხილთან ვართ. აღმართში მფოფხავებს, მზის გამოჭყიტება 
ვერ შეგვიმჩნევია. აი ფოტოც, როცა სიმაღლიდან ჭაუხებს უკვე 
პირისპირ გავუსწორდით, და გამოვლილ გზაც გამოვხედე 
  
დანახული ხედი ძალიან ლამაზად ჩამრჩა მეხსიერებაში.
ფოტო - ალბათ მხოლოდ შტრიხებია იმ განცდის...

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:12
				by qvevri
				მე შემოდგომა მიყვარს, ადამიანის ცხორებასა ჰგავს, ამ დროც მადლი სჭარბობს ხოლმე ცოდვას. შემოდგომა შემოდგომაზეც კი მენატრება ხომე.  

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:16
				by N67
				qvevri 
აი მე კიდე არ ვიცი რომელი დრო უფრო მიყვარს...
ყველა ძალიან და თან სხვადასხვანაირად მიყვარს...  
  
osen vnov napomnila dushe
a samam glavnom 
osen chto je
budzet zavtra snami.......
 

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:19
				by lama
				სვანეთი მომენატრა და ხევსურეთი
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:22
				by ნინი_85
				
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 14:26
				by popins
				ჰო აგვისტო-სექტემბერი მენატრება.ზღვა და ცეცხლი და ქვებზე შემწვარი თევზი,მერე დაისი და მერე უსიზმრებო ძილქუში.მერე  ადრიანი დილა,ტალღაც რო არ არის ისეთი ზღვა და შორს ზალიან შორს გაცურვა და
მერე იასნია უკან გამოცურვაც და მერე უშაქრო ყავა,მერე ჰამაკი და ტკბობაი,სანამ კვლავ პლიაჟზე გახვალ,როგორ მინდა რომ ერთი თვე მაინც იყოს ასე.............
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 15:02
				by qvevri
				popins wrote:ჰო აგვისტო-სექტემბერი მენატრება.ზღვა და ცეცხლი და ქვებზე შემწვარი თევზი,მერე დაისი და მერე უსიზმრებო ძილქუში.მერე  ადრიანი დილა,ტალღაც რო არ არის ისეთი ზღვა და შორს ზალიან შორს გაცურვა და
მერე იასნია უკან გამოცურვაც და მერე უშაქრო ყავა,მერე ჰამაკი და ტკბობაი,სანამ კვლავ პლიაჟზე გახვალ,როგორ მინდა რომ ერთი თვე მაინც იყოს ასე.............
ვის ატყუებ შენ ხომ ცურვა არ იცი 

 თანაც ვიცი რომ ყავაში 7 კოვზ შაქარს იყრი ხოლმე 

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 15:22
				by legenda
				ყველა დრო ლამაზია თუ ლამაზი თვალებით უყურებ 
 
ყველაფერი კარგია თუ შეიგრძნობ....
ცუდი - საკუთარ თავში უნდა ჩაკლა!
 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 15:30
				by გვალდა
				სვანეთი მომენატრა, ზამთრის  

 ძალიან, ძალიან, ძალიან.
ხევსურეთიც.
თუმცა ხევსურეთი მგონი მაშინაც მენატრება, იქ რომ ვარ  
 
საერთოდ არ ვჩქარობ გაზაფხულს. მარტის ბოლოდან გუდაურს მივსტირი.
 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:13
				by paata_
				არაფერი არ მომენატრა
ხევსურეთშიც ვიყავი და მთელი საქართველოც შემოვიარე
რა მნიშვნელობა აქვს რა დროა, მთავარია მონდომება
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:20
				by legenda
				paata_
მართალი ხარ!!!  

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:27
				by gobe
				სიჩუმე.
ბუხარი. ანთებული სანთლები. წითელი ღვინით შევსებული ფიალა. გემრიელი სადღეგრძელო. ჩუმი სიმღერა... ხალხური... თუნდაც მოგუდული ქალაქური.
და ისევ სიჩუმე...
ეს ცხოვრება ვინაც ტკბილად გალია,
ნეტავ მოჰკლას ლამაზების ცქერამ...
...
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:29
				by legenda
				gobe
ბუხარი აგინთოთ? 

 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:32
				by Toma
				gobe wrote:სიჩუმე.
ბუხარი. ანთებული სანთლები. წითელი ღვინით შევსებული ფიალა. გემრიელი სადღეგრძელო. ჩუმი სიმღერა... ხალხური... თუნდაც მოგუდული ქალაქური.
და ისევ სიჩუმე...
ეს ცხოვრება ვინაც ტკბილად გალია,
ნეტავ მოჰკლას ლამაზების ცქერამ...
...
ნეტავ რად მიყვარს ეს ადამიანი აააააააააააა?
 
			 
			
					
				ვის რა მოგვანატრა ზამთარმა :)
				Posted: 30 იან 2008, 16:32
				by popins
				qvevri
იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი 
