Page 34 of 34

აფიშა

Posted: 01 მაი 2012, 00:23
by tamuna_gudarexi
mariamooo
რატომღაც მგონია, რომ არც შესასვლელი ბილეთის საფასური იქნება გადასახდელი. წინა ფესტივალებზე სრულიად თავისუფალი იყო დასწრება.. :roll:

აფიშა

Posted: 01 მაი 2012, 11:28
by QAQUCA
mariamooo wrote:ეთნოგრაფიულში შესასვლელი ბილეთების გარდა კიდევ იქნება ფესტივალზე დასასწრები გადასახადი ცალკე?
იქნება დააზუსტოთ ინფორმაცია!

აფიშა

Posted: 03 მაი 2012, 10:25
by khoteura
tamuna_gudarexi
მოვდივართ, დაგვხვდით
კონკურსები იქნება?
აუცილებლად :)

mariamooo
ეთნოგრაფიულში შესასვლელი ბილეთების გარდა კიდევ იქნება ფესტივალზე დასასწრები გადასახადი ცალკე?
არანაირი გადასახადი არ იქნება.

აფიშა

Posted: 03 მაი 2012, 10:29
by khoteura
ამ ვიდეო კოლაჟში კარაველებს აღმოაჩენთ :)
http://vinoge.com/Video/axali-Rvinis-fe ... 2#comments

აფიშა

Posted: 01 ივნ 2012, 09:48
by qvevri
04. 06,2012 სამების ტაძართან არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საღამოს 19 საათზე ჩატარდება სემინარი „ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი“. სემინარს ჩაატარებს გიორგი ბარისაშვილი. სემინარი გასტანს 2 საათს. შეხვედრაზე მოხდება ასევე ლიტერატურის: თიხის ტრადიციული საღვინე ჭურჭელი; სპილენძის ქართული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები; მევენახეობა–მეღვინეობის სალექსიკონო მასალების წარდგენა.(ავტორი გ. ბარისაშვილი). დამსწრეებს საშუალება ექნებათ შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა. დასწრება თვისუფალია.
სემინარის პროგრამა:

• ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი (წარდგენა).
• გ. ბარისაშვილი, „თიხის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი“. ბროშურის წარდგენა.
• გ. ბარისაშვილი, „სპილენძის ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები“. ბროშურის წარდგენა.
• გ. ბარისაშვილი, „მევენახეობა–მეღვინეობის სალექსიკონო მასალები“. წარდგენა.
• სემინარის დასასრულს მოხდება ქართული ტრადიციული ქვევრის კახური ღვინის დაჭაშნიკება (საფერაფი, რქაწითელი).
სემინარზე წარმოდგენილი იქნება თიხისა და სპილენძის ძველი ქართული საღვინე ჭურჭელი.

აფიშა

Posted: 06 ივლ 2012, 10:14
by Ketevan Guliashvili
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქუჩა #11 (ქაშუეთის ეკლესიასთან)

Image

აფიშა

Posted: 28 თებ 2013, 12:06
by chuna
ძვირფასო კარაველებო!!!

9 და 19 მარტს 8 საათზე მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა ჩვენი პატრიკას პიესის


"სიზმარი".....ზურაბ პაპიაშვილი, რეჟ: ნინო მაღლაკელიძე

დასწრება სავალდებულოა!!



Image

აფიშა

Posted: 02 მარ 2013, 18:03
by Ketevan Guliashvili
ხუთშაბათს, 2013 წლის 7 მარტს 7 საათზე GAMARJOBA SAQARTVELOS ფოტოგამოფენა - ღია ბარათების კრებული "ციდან დანახული საქართველო" - შედგება. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათისაა.

მისამართი: ფოლკლორის ეროვნული ცენტრი /აღმაშენებლის დასაწყისშია სადღაც ვარდების ბაღთან ახლოს/.




P.S.
ავტორს ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა.