Naia wrote:namcecuna
უკაცრავად
თეა თოფურია ვინაა?
აი აქ ნახე
http://literatura.ge/index.php?page=14&author=635
ლამა, არ ვიცი წიგნის სახელწოდება, ვფიქრობ ლექსების კრებული იქნება, თუმცა, პროზასაც წერს და შეიძლება მოთხრობების კრებული იყოს, ასე რომ თუ დღის ბოლომდე რამე დავაზუსტე-დავწერ
ერთ ლექსს დავდებ
***
წასვლაზე ბევრი დავწერე, მოსვლაზე არ მეწერება,
ჩახერგეს შემოსასვლელი ალქაჯებმა და დევებმა.
განა მთის წვერზე გელოდი, ან სისხამ დილით, ადრიან.
არ მეძებ, როგორ მიპოვნი, თითქოს არც დაგიკარგივარ.
ჩემივე სისხლი თავს მაწვიმს, სველი მივდივარ შინისკენ,
დამხვდები _ დამეწერება, არა და ისევ იწვიმებს...
სისხლარეული ამინდი ნისლად ჩამოწვა მინებთან,
სულო წადი და დამტოვე, ვერ გიძლებ ჩემზე მძიმე ხარ.