ქართულ ხმალზე...
Posted: 12 იან 2008, 23:38
ალბათ უმეტესობას ნანახი ექნება მეფე ერეკლე მეორეს ხმალი, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ქართულ ხმალს, შექმნიდან დღემდე, გარდა მცირედი სახესხვაობისა ცვლილება არ განუცდია და სრული თუ საბოლოო სახე მან მრავალი საუკუნის წინ მიიღო. ხმლების უამრავი ფორმა არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ქართული ხმალი სწორედ ისეთი იყო, როგორსაც მეფე ერეკლე და სხვა ქართველი მეფეები ატარებდნენ. ის კი არა, საქართველოში ნაპოვნი ბრინჯაოს ხმლებიც კი თვიანთი ორიგინალური ფორმით, დიდათ არ განსხვავდებიან ქართული ხმლის საბოლოო ფორმისაგან და მათ დღევანდელ ხმალთან ბევრი საერთო აქვთ. ქართული ხმლის ფორმა ერთ დღეში არავის მოუფიქრებია, არამედ ეს ხანგრძლივი პროცესი ემყარება მრავალწლიან დაკვირვებას თუ გამოცდილებას. ქართული ხმლის ბუნება, ფორმა თუ ხასიათი მისადაგებულია ქართველი კაცის მარჯვენასთან. სწორეთ ამიტომაც ქართულ ხმალს ანალოგი არა ჰყავს არსად მსოფლიოში და იგი შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ქართველს ეჭიროს, რომლის ხელშიც ხმალი პირველ რიგში ფარი იყო და შემდგომად ხმალი. თუკი სხვა, ბევრი ერისათვის ხმალი წარმოადგენდა თავდასხმის, ძარცვისა და ჟლეტვის იარაღს და უნდა აღინიშნოს რომ, მსოფლიოს ხალხთა უმეტესობას ხმალი სწორედ ამისათვის ესაჭიროებოდა, ქართველებისათვის იგი თავდაცვის იარაღი იყო ყოველთვის, ამავდროულად ქართულ ხმალს უნდა გაეძლო ათასი რჯულიანისა და ურჯულოთა შემოსევისათვის. თავისთავად ცხადია მომხვდური მტერი ეცდებოდა გამოეჭედა ქართულ ხმალზე უფრო მტკიცე და ბასრი ხმალი და ჭედავდა კიდევაც, მაგრამ ვერც რჯულიანმა და ვერც ურჯულომ ვერ მოახერხა, უთვალავი მცდელობის მიუხედავად მორეოდა ქართულ ხმალს, რადგან მათ ხმალს თუმცა კი ჰქონდა სიმტკიცე, ფორმა, ფხა და არც ურიგო ფოლადისაგან იყო ნაჭედი, მაგრამ აკლდა ის უმთავრესი რასაც სისწორე თუ სიმართლე ჰქვია. მახსენდება დიდი ილიას ერთი პატარა ლექსი:
“ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო
ადრე ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.”
დიდი ილია ამ პატარა ლექსში გადმოგვცემს იმას, რომ თუკი ფარს დროულად და მართებულად გამოიყენებ, იგი მოქნეულ ხმალს, ამ ბასრ იარაღსაც კი აჯობებს და გააცუდებს. მართალია, ბრძოლაზე თუ მიდგება საქმე ხმალი ხმლითავე უნდა იძლიოს, (როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ) და არა ხვეწნა მუდარითა და შენი ჭირიმეს ძახილით, (როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს) მაგრამ დიდი ილია შეფარვით სწორედ ქართულ ხმალზე გვესაუბრება თავის ლექსში, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, ქართველი კაცის ხელში ფარის დატვირთვას ატარებდა. მაშ ასე, ერთია ის, თუ რამდენად კარგად არის ნაჭედი ხმალი, და მეორეა ვის და რატომ უჭირავს იგი ხელში. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ხმლის ჭერას გარდა მისი ჭერის ცოდნისა, სიმართლე და რწმენაც უნდა. აბა ერთი წუთით დავაკვირდეთ წმინდა გიორგის ნებისმიერ ხატს, მართალია ზოგიერთ ხატზე წმ. გიორგი ლახვარით ან შუბით ხელშია გამოსახული, მაგრამ ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ დავინახავთ არა ძალით, არა ხმლით, არა ლახვარითა თუ სხვა იარაღით დამარცხებულს, არამედ რწმენით დამარცხებულ გველეშაპს. მართლაც და ხატებზე გამოსახულ წმინდა გიორგის არა აქვს მებრძოლი ადამიანის მარჯვენა, მიუხედავად იმისა რომ წმინდა გიორგი მართლაც უძლიერესი მეომარი იყო. ესე იგი ხმლის ჭერას და ბრძოლას, გარდა ვაჟკაცობისა, რწმენაც ესაჭიროება და თუკი ვაჟკაცი რწმენით აიღებდა ხმალს მარჯვენაში, მაშინ ვერანაირი მოსული რჯულიანი თუ ურჯულო ვერ დაუდგებოდა წინ. ალბათ სწორედ ამ მტკიცე სამეულს: ხმალს, რწმენასა და ვაჟკაცობას მიუძღვნა ეს პატარა ლექსი ერთმა უბრალო მოხევემ, რომელსაც ამ ზაფხულს შევხვდი ხევში, წელზე სატევარი ერტყა. თითო არაყი რომ გადავკარით სატევარი ამოიღო ქარქაშიდან და მეუბნება: ერთი ლექსი მომადგა გულზე და სანამ დამავიწყდა უნდა გითხრაო. გაოცებული შევყურებდი ამ მოხევეს და თან ვფიქრობდი, ამ ერთ წუთში ამ უბრალო კაცმა ესეთი ლექსი როგორ მოიფიქრა-მეთქი.
“შენ ჩემი თეთრო რკინაო
ფოლადო მაღლის მთისაო,
შენი ტანისა ზრიალი
ლურჯაის რაშის ხმისაო,
შენი ფხაისა ნაჭდევი
გულშიმც მანახვა მტრისაო,
ნუმც გეღალატოს გამიჭერ
თუ გწამავს მადლი ღვთისაო.”
თქვენი მონამორჩილი. მცხეთა 2008 წ