Page 1 of 4

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:05
by qvevri
....საჭიროა თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახის აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად შეილახა; სინამდვილეში მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვადახვა მანკიერ გამოვლინებებს. Kკარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. Eეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან, ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება. Qქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. Aამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით. ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივიცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

ალბათ, ეს სიტყვები ყველა მამაკაცს ჩააფიქრებს. პრობლემა რომ არ არსებულიყო არც ამ სიტყვების დაწერის აუცილებლობა იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სენს საკმაოდ ღრმად გაუდგია ფესვები ქართველ ერში და, რაც მთავარია, ამ ყოფას ისე შევგუებივართ, რომ გვგონია, ეს ყველაფერი სწორედ ასეთი იყო ყოველთვისო. ქართულ სუფრას დღეს, გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა, შეცვლილი აქვს თავისი სახე და შინაარსი. დაკარგული და დავიწყებულია მისი დედააზრი. სახეცვლილია ასევე სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა თუ შინაარსობრივი მხარე, სუფრის ხანგრძლივობა, სუფრასთან შეკრების მიზეზი, თამადის ფუნქცია, ღვინის სმის წესი და კულტურა. მოკლედ- ყველაფერი ის, რასაც ძველად ქართული სუფრა წარმოადგენდა თავისი მდიდარი შინაარსით. აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, როდესაც მარხვის დროს თბილისისა თუ მცხეთის ეგრეთ წოდებული რესტორნები, რომელთაცAნამდვილ რესტორანთან არანაირი საერთო არა აქვთ, მთლიანად გადავსებულია თავისი ერთგული მრევლით, რომელსაც,Aსალოცავ ადგილად გაუხდია ამგვარი ხუხულა ვაირესტორან-საროსკიპოები. შეიძლება, ქვეყანა, ერთი მხრივ, უკიდურეს სულიერ გასაჭირში იმყოფებოდეს და მისი ყოფნა-არყოფნა წყდებოდეს და, მეორე მხრივ, ღრეობად ქცეული სუფრების საბაბი არ ილეოდეს და ყოველი დღე, მიუხედავად მარხვის დღეებისა, ღრიანცელით მთავრდებოდეს? ქართველი ერისათვის უმთავრეს საზრუნავად გადაქცეულა ის, თუ სად და როგორ იზეიმოს ბედობა, ვალენტინობა, 8 მარტი თუ ეგრეთწოდებული კათოლიკური შობა, მაშინ როდესაც ბევრმა საუფლო დღესასწაულმა შესაძლოა სრულიად შეუმჩნევლად ჩაიაროს და გარდა დედა ეკლესიისა და ჭეშმარიტი, თუმცაღაA გათითოკაცებული მრევლისა არავის გაახსენდეს? შეიძლება, ერი იყოს “ვეფხისტყაოსნის” პატრონი და ამავდროულად აღნიშნავდეს ვინმე ვალენტინის დღეს, რომლის არც წარმომავლობა და არც ვინაობა არავინ იცის? შეიძლება, თამარის, ნინოს, ქეთევანისა და ბარბარეს მოსავებმა ხალხმა, როზა ლუქსემბურგისა და კლარა ცეტკინისადმი მიძღვნილი დღე- 8 მარტი აღნიშნოს? რაც სხვათა შორის ამ რამდენიმე წლის წინათ განაახლა ჩვენმა პარლამენტმა ქალბატონი პარლამენტარების ერთი “რჩეული” ნაწილის მოთხოვნით, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ პარლამენტარივე მამაკაცებისაგან ნარჩევ-ნარჩევი საჩუქრები მიეღოთ? შეიძლება ერი საშობაო მარხვის მიწურულს მაშინ, როდესაც მარხვის დასრულებას და შობის შემობრძანებას სულ რამდენიმე დღე აკლია, აღნიშნავდეს გაურკვეველი წარმოშობისა და დღემდე ყურით მოთრეულ ეგრეთ წოდებულ ბედობას? რაც ამ დღეს სუფრა იშლება და ღვინო ისმევა, რით ვეღარ მოაღწია იმ ნანატრმა ბედნიერმა დღემ ჩვენამდე და რით ვეღარ გვეღირსა ჩვენთვის ესოდენ სანატრელი ბედი თუ იღბალი? საკვირველია პირდაპირ! ქართული სუფრა, ქორწილი, ძეობა თუ სტუმრიანობა ყოველთვის იყო საქართველოში, თვით ძნელბედობის ჟამსაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანული მორალის ჩარჩობში იყო მოქცეული. სუფრა მაშინაც კი იშლებოდა, როდესაც საქართველო მტერთაგან იყო დაპყრობილი, მაგრამ ამაში, დღევანდელისაგან განსხვავებით, არაეთიკური და ამორალური არაფერი ყოფილა. პირიქით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე სწორედ ქართულ სუფრასთან გადაწყვეტილა. იმისი დრო ნამდვილად არ არის, რომ ამ პრობლების გამოსწორება და მოგვარება ჟამთა სვლას მივანდოთ. ვერც სხვა მოაგვარებს ამას ჩვენს მაგივრად, რადგან სხვა ჩვენზე უარეს დღეშია.მანამდე კი ვიზეიმოთ და ვიქეიფოთ ძვირფასო თანამმემამულენო, საამისოდ ხომ ასე მრავალი და ერთიმეორეზე უკეთესი მიზეზი გვაქვს ღვთის წყალობით?
მცხეთა 2007წ :(

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:13
by ლეონტი
ვიქეიფოთ, რა პრობლემაა, მარა , ხომ არის ნათქვამი, მეშინია ბატონო არ გაგისკდეს მუცელიო?
და თუ ეს ყველაზე სათუთი ორგანო მწყობრიდან გამოვა , როგორღა ვიქეიFებთ?

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:20
by popins
როდის? :D

თან იცი როგორ?

სამი ჭიქით.

ღვთის,მეფის და გმირების რა.
და წელზე ქამრების მოჭერით
აი ესთე


და მესმის ქვევრის პესიმიზმის და მოით და ჩვენგან დავიწყოთ და შევცვალოთ.ჩვენ მაგრები ვართ,ჩვენ მისაბაძები ვართ.ჩვენ ლაშქრობიდან ჩვენი ნაგავი უკან მოგვქვს.
ასე რომ ჩვენგან დავიწყოთ და შევცვალოთ ეს საქართველო დავუბრუნოთ ის რაც მართლა კარგი და სასარგებლო ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს.


აუფ სადღეგრძელო არ მათქმევინეს სისხამ დილით?


თუმცა რაღა დილაააა :roll:

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:22
by qvevri
popins wrote:როდის? :D
სუ

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:28
by popins
qvevri


:roll:

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:45
by ლეონტი
არა კაცმა რო თქვას კუჭზე მარტო ჩვენ არა გვაქვს ცხოვრება აწყობილი, მთელი მსოფლიო ასეა.
მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ამას ყველაზე ეფექტურად და უკეთესად ვაკეთებთ.
რასაც მერაბ მამარდაშვილი "გიჟურ მხიარულებას" უწოდებდა.
ქართული სუფრა, ქვევრის არ იყოს, ქრისტიანული წესიდან განიძარცვა და
ცხოველური ვნებით შეიმოსა, რაც ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესატყვისია.
:lol:

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 11:49
by qvevri
ლეონტი wrote:არა კაცმა რო თქვას კუჭზე მარტო ჩვენ არა გვაქვს ცხოვრება აწყობილი, მთელი მსოფლიო ასეა.
მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ამას ყველაზე ეფექტურად და უკეთესად ვაკეთებთ.
რასაც მერაბ მამარდაშვილი "გიჟურ მხიარულებას" უწოდებდა.
ქართული სუფრა, ქვევრის არ იყოს, ქრისტიანული წესიდან განიძარცვა და
ცხოველური ვნებით შეიმოსა, რაც ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესატყვისია.
:lol:
წუხილით გეთანხმები :?

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 12:13
by legenda
qvevri
გადავირიე!


ამის მერე როგორ არ უნდა ვიქეიფოთ....

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 12:23
by ZVIOSULI
qvevri
ლეონტი
მეც გეთანხმებით და ვიზიარებ იმ წუხილს რომ რეალურად ვკარგავთ, უფრო ზუსტად კი ადგილს ვუნაცვლებთ - ახალს ვირებთ რაც ძველის ადგილს იკავებს - რატომ ხდება? თუ ეგრე მოგვდისმ, გვემართება - ანუ ჩვენი ბრალია ანუ ჩვენ ეს დავიმსახურეთ - და ამ დასკვნას ვეთანხმები - ჩვენ არ ვიმსახურებთ იმ სუილერებითდამუხტულ სუფრას რაც წინაპართ ქონდატთ.... და ვერ დავიბრინებთ ზუსტად ისე როგორც იყო, გამოსავალი მგონი მხოლოდ ერთია - ახლის და ძველის შეთავსება, ძველი დაფასება და ძველზე ახსლის ისე დაშენება, რომ არც საფუძველი ჩაინგრეს და არც ახალი იყოს შეუფერებელი ...

ქვევრის ნაირი ხალხი რომ გვიმრავლოს, მათი ხმა რომ მეტად ისმინებოდეს - ეს ერთ ერთი პირველი ნაბიჯთაგანი იქნებოდა ძველისა და ახლსი საუკეტესო ფორმიტ შერწყმისთვის. მგონი.

არც მთლად წარსულით ყოფნა ვარგა და არც მთალდ....

მოკლედ ამ თემაზე მეტი უნდა ითქვას და დაიწეროს.....

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 26 დეკ 2007, 12:32
by legenda
ქართულ სულს გაუმარჯოს!

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 05 იან 2008, 15:45
by likakoo
შობას, ალილოს შემდეგ წავი(კაი)ქეიფოთ რააა?!!

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 06 იან 2008, 16:14
by qvevri
likakoo wrote:შობას, ალილოს შემდეგ წავი(კაი)ქეიფოთ რააა?!!
კარგი აზრია მაგრამ მცხეთიდან გამიჭირდება შემოერთება. თქვენს გვერდით მიგულეთ ქეი(კაი)ფის დროს :D

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 06 იან 2008, 19:54
by shatilis asuli
qvevri

შენს წერილებს რომ ვკითხულობ, ყოველთვის პრინტერს ვნატრობ :D

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 06 იან 2008, 21:57
by qvevri
shatilis asuli wrote:qvevri

შენს წერილებს რომ ვკითხულობ, ყოველთვის პრინტერს ვნატრობ :D
პრინტერი რა სანატრელია ? ცოტა კარგი რამე ინატრე. მაგალითად მილიონი დოლარი და მერე პრინტერიც გექნება და სხვა რამეც :lol:

ვიქეი(კაი)ფოთ.....

Posted: 18 იან 2008, 00:50
by korti
exla mivxvdi qvevri ratom gqvia


zalian sainteresoa