II
ფშავი
25-ოდე კარველი წავედით ფშავში, მათურხევში. იყვნენ ახლებიც, რომლებიც პირველად იყვნენ ლაშქრობაში. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი-ჩვენი მეგობრის +, რომელმაც თავისი აღნაგობის შესაფერისი ისტორიები მოყვა იმის შესახებ, თუ როგორი მაგარი რაგბისტი იყო, როგორ გაუტეხა მოწინააღმდეგეს ნეკნი შერკინებისას, როგორ ახტა თავის ტერიტორიაზე და როგორ დახტა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ლელოთი... მოკლედ, ისღა დაგვრჩენოდა ყველაფერზე თავი გვექნია, თან თავის ქნევისთვის მეტი პლასტიკის მისაცემად ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულიც გვეხმარებოდა.
ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ბარგი გადავინაწილეთ... ყველაზე ცუდი სატარებელია საჭმლის ქვაბი, ყველი და კარტოფილი.
ცალკე მეცნიერებაა ზურგჩანთაში ნივთების მოწესრიგებულად გადანაწილება და რაც კარველისთვის ყოვლად მიუღებელია, ეს არის ვითომ მძიმე ზურგჩანთების თრევა სხვის დასანახად, რაც ძალიან მარტივია: ავიღებთ დიდ ზურგჩანთას, 2-ოდე ჯემპრს, 1 შარვალს და დაუკეცავ 80 გრამიან კარავს ჩავდებთ დაუკეცავს და ზურგჩანთაც გაბერილია...

)) (ნურავინ გაიმეორებთ)
ლაშქრობას თანმიმდევრულად არ მოვყვები, ამისთვის ცალკე შესაბამისი თემებია, მხოლოდ იმას გავიხსენებ, რაც მათურხევში სალოცავზე შეგვემთხვა...
ჩვენთან ერთად იყო კანადელი სტუმარი, ქართველოლოგი- ქევინ თუითი, რომელიც თურმე ხშირად სტუმრობს ფშავს და შესანიშნავად იცის როგორც ქართული, ისე იქაური ყოფა-ცხოვრება და თითოეული ოჯახის ამბავი.
პირველად მაშინ გაგვიკვირდა, მათურხევისკენ გზაში ქევინმა სოფლის თავში მჯდომ მარუსა ბებოს რომ კითხა-რა ქნა, შენმა ძროხამ მოიგო მაკეთ რომ იყოო?..
ავედით სალოცავზე.
ქევინს პირველი ჭიქა მიაწოდეს...
ამოვიდა ხევისბერი და დაიწყო რიტუალი.
ქევინს მეოსამე ჭიქა მიაწოდეს...
სალოცავიდან დროშა გამოაბრძანეს, სანთლები ავანთეთ და ქადები დავჭერით.
ხევისბერი მივიდა ქევინთან, რომელსაც მეოთხე ჭიქა ახლადგამოცლილი ქონდა.
-ჰაუ არ იუ, ქევინ?-უთხრა ხევისბერმა და ეს ჯერ კიდევ ხუმრობა მეგონა.
- უი ლუქ, ვი ფრეი ჰიარ! იტ იზ აუარ სტოუნ ჰენდჯ! ნოუ მორ ვაინ, ით იზ ბედ!-გააგრძელა ხევისბერმა გოდერძი ბუწაშვილმა და დაგვტოვა გაღიმებულები...
ქევინმა თავი დაუქნია და თავის მხრივ ქართულად დაეთანხმა, შემდეგ ჩვენთან მოვიდა, შორს გაგვახედა და გვითხრა: ,,ხედავთ, იქ, უძილაურების სოფელს? იცით მაგათი ისტორია? მოგიყვეთ? ძალიან საინტერესოა..."
დავილოცეთ, ქალები მოშორებით იყვნენ სალოცავიდან და ჩვენგან განსხვავებით, ისინი ვერ ხედავდნენ, როგორ მიაწოდეს ქევინს პირველი განსხვავებული...
ქევინი დააძინეს.
ამასობაში, ქვემოთ, ბანაკში უკვე კარვები გაიშალა. კიდევ ორმა ახალმა მოლაშქრემ ჩვენი დაჟინების მიუხედავად და მოღრუბლული ცის იგნორირებით კარავი ზედ მდინარის პირას გაშალა და იმის გამო, რომ კარავი დაღმართზე იდგა, გარშემო პატარა თხრილი არ შემოავლეს, ერთგვარი "ჟოლობი"...
ღამით გაწვიმდა მაგრად.
დილით ძილში ჩაგვესმა განწირული ყვეირილი: ,,გვიშველეეეთ, გვიშველეეთ... წყალში ვწევაააართ!" ლოგიკურად გავყევით ხმას (წინა ღამით ნაქეიფარი ვიყავით და წამოხტომის თავი არავის ქონდა

) და სადღაც მდინარის პირას გაშლილი კარვიდან მოდიოდა...
მოკლედ, ნაუცბათევად შევწყვეტ ახლა, რეკლამის დროა!

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...