Page 103 of 110

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 30 სექ 2011, 00:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamusia wrote:თუ იცით, დავითგარეჯში ამ დროს გველების საფრთხე არის?
ქვეწარმავლების საფრთხე არ არის.
მინიბუსით საგარეჯოდან ადვილად მიისვლება, რადგან კგ ასფალტიანი გზაა.
ბოლო კმებია ნიადაგიანი.
ჰოლო რუსთავიდან მშრალ ამინდში შეიძლება მსუბუქი მანქანებით წასვლა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 30 სექ 2011, 08:48
by Nephros
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Tamusia wrote:თუ იცით, დავითგარეჯში ამ დროს გველების საფრთხე არის?
ქვეწარმავლების საფრთხე არ არის.
მაისი-ივნისივით არა, მაგრამ ვფიქრობ, გათამამება მაინც არ ღირს. მე ოქტომბრის ბოლოს უფრო მაღალ ადგილებშიც შემხვედრია. ბებიაჩემმა შემოდგომას შემოფეთებულ გველზე იცოდა თქმა - მიწამ პირი ვერ უყო და ამ დროს იგი უფრო აგრესიული და საშიშიაო :roll: .

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 11 ოქტ 2011, 12:35
by saskva
NINUCA-ტელეფონის ნომერი მომწერეთ რა :) მადლობა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 ნოე 2011, 09:58
by saskva
სასტუმრო კაპასა და ნატვრის ხის საკონტაქტო ინფორმაციას ვეძებ... დამეხმარეთ რა :) მადლობა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 16 ნოე 2011, 11:48
by GAMARJOBA SAKARTVELO

ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი,
რუსთაველის ქ. # 35
ტელეფონები:
+995 790 19 36 36
+995 599 92 88 99
www.hotelkapa.ge

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 16 ნოე 2011, 14:56
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა გოგა, უკვე ვესაუბრე მაგრამ სამწუხაროდ სასურველი პასუხი ვერ მივიღე...

ისევ ვეძებ საოჯახო სასტუმროს ნორმალურად ფასად 10-15ადამიანისთვის :)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 ნოე 2011, 22:55
by Ode_Rock
სტუდენტების საყურადღებოდ!
საკუთარი გადაღებული ფოტო შინაარსით "მხოლოდ საქართველოში" გადმოაგზავნეთ და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

http://www.georgianoxford.org/index.php ... in-georgia

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 17:37
by Kakha
ხადას ხეობაში ქოროღოს ტაძარი რომაა, მისი ფრიზის ხარისხიანი ფოტოები ხომ არ აქვს ვინმეს.

ხელოვნების ისტორიის ინსიტუტმა მოამზადა წიგნი "მშენებლები შუა საუკუნეებში". წიგნი პრაქტიკულად მზადაა და უხვად იქნება ილუსტრირებული. სამწუხაროდ ხარისხიანი სურათები ქოროღის ფრიზისა წიგნის ავტორებმა ვერ იშოვეს. კიდევ მეტი მე და წიგნის რამდენიმე ავტორი ამ შემოდგომას სეპციალურად ვიყავით წასულები ქოროღოზე რომ სურათები გადაგვეღო, მაგრამ ისეთი ნისლი დაგვხვდა იქ, რომ ხარისხიანი ფოტოები არ გამოგვივიდა.

შეგახსენებთ, რომ ქაროღოს დასავლეთის ფასადის ფრიზზე გამოსახულია მშენებლობის სხვადასხვა ეტაპი, რაც სრულიას უნიკალურია ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

ცხადია ფოტოს ავტორობა საგანგებოდ იქნება აღნიშნული.

ვისაც გაქვთ ხარისხიანი ფოტოები დამიკავშირდით პმ-ზე.

დიდი მადლობა.

Posted: 22 იან 2012, 17:47
by Tamari-ch.
Kakha
მე მგონი ინტელას აქვს ...

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 18:57
by Tamari-ch.
Kakha
ჩემს ალბომებში ვიპოვე კახა - მგონი ადრე ინტელამ თუ ჩიტუციომ მომაწოდა -
არ მახსოვს
ახლა აგვიტვირთAვ

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 19:04
by Tamari-ch.
აგერააა

ცოტა პატარა ზომისაა ფოტოები.

http://amigo.ge/saunjegallery/thumbnails.php?album=278

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 21:36
by Kakha
თამთა დიდი მადლობა. ვნახე ალბომი. რაც სურათებია კარგებია, თუმცა პატარა ზომისაა, მაგრამ რაც მთავარია ფრიზის ყველა ქვა (რელიეფი) არის საჭირო. ინტალას ტელეფონი ხომ არ გაქვს რომ დავურეკო.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 23:19
by Tamari-ch.
Kakha
გაგიგებო დამპირდა ვანო, არ ახსოვს მაგასაც ზუსტად.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 22 იან 2012, 23:55
by Int3lig3nt
Kakha
Tamari-ch.
ჩიტუციომ, დღეს ვერ ვნახავო და ჩემით ჩავატარე გამოძიება :).

რის ჩიტუციო, რაის ინტელა... აი ავტორი :):
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=155472#155472

თავიდანვე მივიტანე ეჭვი, რომ მისი იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა.
მაგას უყვარს ხოლმე მსგავსი დეტალების გადაღება :).

კახა, ქვევრის ნომერი თუ არ გაქვს, მოგწერ PM-ში.