ძირითადი ინფორმაცია
თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი N”ნიამორის” მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ალპინისტური, სპორტის ექსტრემალური სახეობებისა და სათავგადასავლო დოკუმენტური კინოს განვითარებას, როგორც საზოგადოებაში, ჯანსაღი წესის დამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას. ასევე, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების დამკვიდრებას. ფესტივალი მზადაა უმასპინძლოს ყველა პიროვნებას, ვისაც უყვარს და პროფესიად აქვს ფილმების დამზადება.
ფილმების ფესტივალი “ნიამორი” ჩატარდება 2008 წლის 18 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, თბილისსა და გუდაურში. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “კასტირიონი”.
პარტნიორები არიან სამაუწყებლო კომპანია რადიო “ფორტუნა”, “ჯიპა”, “ქარვასლა”, “პროფოტოცენტრი”, კინოს სახლი, ჟურნალი “ოზონი”, პროსერვისცენტრი.
ინტერნეტ-პარტნიორი _ სი-დი-ენი;
მედია პარტნიორები არიან: ინგლისურენოვანი გაზეთი Gეორგია თოდაყ, საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, ყოველდღიური გაზეთი “ლელო”.
ფესტივალის მონაწილეთათვის გადასახადი დაწესებული არ არის;
პრიზები და ჯილდოები:
გრა-პრი _ დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი, რომელიც თავისი შინაარსით, შეესაბამება ფესტივალის შინაარს და ფესტივალის მაყურებლისთვის წარმოადგენს შემეცნებით ფასეულობას;
გამოვლინდება სამ ნომინაციაში გამარჯვებული:
1. საუკეთესო ალპინისტური ფილმი;
2. საუკეთესო სათავგადასავლო ფილმი;
3. საუკეთესო ექსტრემალური პროექტი;
ფესტივალზე ასევე დაწესებულია დამატებითი პრიზები:
• საუკეთესო უცხოური ფილმი;
• საუკეთესო ქართული ფილმი;
• საუკეთესო დებიუტი _ (პრიზი არის I ფესტივალის ნომინანტის, ლევან ლაგაზიძის სახელობითი პრიზი და გადაეცემა საუკეთესო ქართილ დებიუტს);
• მაყურებლის სიმპათიის პრიზი;
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის ქართველი წევრების (რომელშიც შესული არიან ფილმებისა და სატელევზიო პროგრამების სცენარისტები, პროდუსერები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მსოფლიო რანგის მოგზაურები) მიერ მოხდება ფესტივალზე შემოსული ფილმების წინასწარი სელექცია, რომლის შემდეგაც ამოირჩევა თითო ნომინაციაში 4-4 ფილმი. საუბარია უცხოურ ფილმებზე, ქართული ფილმები მაქსიმალურად დაშვებულნი არიან მომდევნო ეტაპზე. სწორედ ამ ფილმების ჩვენება შედგება, თბილისში, კინოს სახლში.
ამ ეტაპზე გასული ფილმებიდან, უკვე ჟუირის საერთაშორისო წევრებთან ერთად აირჩევა ნომინაციაში გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი ფილმები.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება ნიამორის პრიზითა და დიპლომით;
ფესტივალის სპონსორების მიერ გრან-პრის მფლობელი ფილმისთვის დაწესებულია საგანგებო პრიზი – 8 დღიანი მოგზაურობა საქართველოში.
ყურადღღება! თუ გრან-პრის აიღებს ქართული ფილმი მას ელის სიურპრიზი!!!
ფესტივალის ოფიციალური ენებია ქართული, ინგლისური და რუსული;
გთხოვთ, თქვენი ფილმის შევსებული განაცხადი და ფილმი გამოაგზავნოთ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში:
• შეავსეთ განაცხდის ფორმა;
• ფილმი ჩაწერილი კასეტაზე (მინი_DV ან DVD ფორმატზე;
• ფილმის ანოტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 150 სიტყვას;
• ფილმის სკრიპტი (ტექსტობრივი ვერსია);
• ფილმის ამსახველი 2-3 კადრი, ფესტივალის კატალოგისთვის;
ყველა ამ საბუთის შევსება აუცილებელია (უცხოელებისთვის ინგლისურ ან რუსულ ენებზე);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 20 იანვარი (ამ დღით დათარიღებული საფოსტო გზავნილი ფესტივალში მონაწილეობს);
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში გზავნილზე ფასს იხდის გამომგზავნი;
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გზავნილზე, DVD/კასეტაზე პასუხისმგებელია, მხოლოდ მისი ორგკომიტეტში ჩაბარების შემდეგ;
საორგანიზაციო კომიტეტში შემოსული ყველა ფილმი ტქნიკურად მზად უნდა იყოს დიდ ეკრანზე გასაშვებად; ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი არ აგებს პასუხს DVD/კასეტაზე არსებულ ხარვეზზე, ასევე იმაზე თუკი ფილმი დაიკარგება გამოგზავნის პროცესში.
ჩვენება:
ყველა ფილმი, რომელიც გავა სელექციის მომდევნო ეტაპზე და დასახელდებიან ნომინაციების პრეტენდენტებად ნაჩვენები იქნება თბილისის კინოს სახლში, 2008 წლის 22-29 თებერვლის ჩათვლით. ამ არაკომერციულ ჩვენებზბეზე დაიშვებიან აკრედიტებული სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები;
მონაწილესთან შეთანხმების შემთხვევაში, აპლიკანტის მიერ გამოგზავნილი ფილმი ნაჩვენები იქნება საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი არხის მიერ, რაც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელის გამორკვევაში.
ფესტივალი იცავს ყველა საავტორო უფლებას და ავტორის წერილობითი თანხმობის გარეშე შემოსულ მასალას სხვა მიზნით არ გამოიყენებს;
საორგანიზაციო კომიტეტში გამოგზავნილი ფილმის და შევსებული განაცხადის მიხედვით, თქვენ ეთანხმებით ფესტივალის მიერ შემოთავაზებულ წესებს.
ყურადღება! მხედველობაში იქონიეთ, რომ ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაიშვებიან. დეტალებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
განაცხადების მიღების ვადაა _ 2007 წლის 5 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე;
ლიტერატურული _ 2008 წლის 12 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;
ფოტო-კონკურსი _ 2008 წლის 18-23 თებერვალი, ”ქარვასლა”
• ქართული დარბაზი;
• გამოიფინება საუკეთესო საკონკურსო ფოტოები;
• გაიხსნება “იტალიური დარბაზი”;
ფილმების კონკურსი:
არასაკონკურსო ფილმები: _ 2008 წლის 20 - 23 თებერვალი (მხატვრული პროგრამა);
საკონკურსო ჩვენებები შედგება: _ 2008 წლის 24 - 29 თებერვლი;
მასტერ-კლასები: _ 2008 წლის 23 -25, თებერვალი;
სპორტული სანახაობა: _ 2008 წლის 2 და 3 მარტი;
კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 3 მარტს გუდაურში.
ყურადღება!კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ფოტოებთან ერთად (რაოდენობა შეზღუდული არ არის). თითოეული საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს ფოტოს ზომა A5 (15X21).
ფოტო-კონკურსში, ფოტოები გამოაგზავნეთ სამ ნომინაციაში:
• საუკეთესო ალპინისტური ფოტო,
• საუკეთესო სათავგადასავლო ფოტო;
• მთის ბუნება, ფლორა, ფაუნა, მოსახლეობა, ყოფა...
დეტალებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
ყურადღება:
ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებმა მოთხრობები (ჩანახატები) მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ lit@niamori.ge. ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი 12-იანი, Acad Nusx (ცად უსხ) შრიფტით და არ უნდა აღემატებოდეს 10 თაბახის ფურცელს.
ნომინაციები:
• დოკუმენტური მოთხრობა,
• მოთხრობა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეიხედთ "ნიამორის" განახლებულ საიტზე, რომლის სრული რეკონსტრუქცია კვირის ბოლოს დასრულდება. www.niamori.ge
მადლობა ყურადღებისთვის და გელით ფესტივალზე...
მობრძანდით თავისუფლად და წაგებასაც შეეგუეთ ვაჟკაცურად
